გიორგი ჯაფარიძე ბიძინას ძე დაიბადა ქ. ჭიათურაში 1959 წლის 19 ივლისს.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/38
1976 წელს დაამთავრა საჩხერის მე-2 საშუალო სკოლაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სარემონტო-საამშენებლო სამმართველოში უბნის უფროსად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს,1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემისას დაიღუპა გმირულად. საფლავი დღემდე უცნობია.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გიორგი ჯაფარიძე 1959 -92წწ
გიორგი ჯაფარიძე დაიბადა ქალაქ ჭიათურაში 1969 წლის 19 იელისს. დაამთავრა ქალაქ საჩხერის მეორე საშუალო სკოლა. განსაკუთრებით უყვარდა ტექნიკური საგნები. სკოლის დამთავრების. შემდეგ სწაელა განაგრძო საქართველოს. პოლიტექნიკური ინსტიტუტის. სამშენებლო, ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა. ინჟინრად თბილისის მშენებლობის და არქიტექტურის სამმართველოში.
საჩსერეშე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მშობლიურ რაიონში დაბრუნდა და მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდა თავისი ცოდნით და ამოცდილებით.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა სოფელ სპეთში 1992 წლის ივნისში მოხალისედ შევიდა მებრძოლთა გაერთიანებაში “თეთრი არწივი იბრძოდა პატიოსნად, მამა-პაპურად, ასრულებდა ოცეულის მეთაურის მოვალეობას, თავგანწირვით ეშერაში, სოხუმში, განთიადსა და გაგრაში. გიორგი ჯაფარიძის ოჯახმა 2 ოქტომბერს მიიღო ცნობა მისი დაღუპვის შესახებ.
იყო განსხვავებული ვერსიები სხვადასხვა პირებისგან, რამაც დაბადა ეჭეი მისი დაღუპვის შესახებ.
სამხედრო მოკვლევის, შემდეგ გაჩნდა. ზეპირი ცნობები იმის შესახებ, 4-6 ოქტომბერს იმყოფებოდა მარდუნში. დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს.
ითვლება უგზო უკვალოდ დაკარგულად