გია ჯაფარიძე 5 მაისი 1945 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1968 წელს.
1972 წელს ასპირანტურა; 1990-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი.
1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991); გალერეა "45" (ბაზელი, 1992); კრისტიან მერიანის ფონდი(ბაზელი, 1992); ემერიხი, ლევერ კუზენი(გერმანია, 1994); "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში"(თბილისი, 1998) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია გერმანიის, შვეიცარიის, აშშ-ის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 431.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- წლის საუკეთესო ნამუშევრის პრემია
- საქართველოს კომკავშირის პრემია
- http://www.city.kvira.ge/2016/06/16/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8/