სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12243

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
მერაბ კეზევაძე ქუთაისის ცენტრალური არქივი ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ისტორიიდან; მერაბ კეზევაძე ქუთაისის ცენტრალური არქივი ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ისტორიიდან;
ბმულის კოპირება

წიგნები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

მერაბ კეზევაძე ქუთაისის ცენტრალური არქივი ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ისტორიიდან;

მერაბ კეზევაძექუთაისის ცენტრალური არქივივანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ისტორიიდან;


ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე თითქმის შეუსწავლელია, რაც, ჩემი ვარაუდით, მისი გაუქმებიდან დიდი დროის გასვლითა და წყაროთა სიმცირით უნდა აიხსნას. მიუხედავად ამისა, მონასტრის შესახებ არსებული საარქივო დოკუმენტები საშუალებას იძლევა აღვადგინოთ მისი ისტორია. ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი მდებარეობს დღევანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანის ტერიტორიაზე. სოფელს „ჩრდილოეთით ესაზღვრება რაჭის ქედის საწალიკის მთის სამხრეთი ფერდობები და ვანის სატყეო მეურნეობის ტყის ზოლი, საზღვარი გადის მდ. სატოპელას სათავეზე, სამხრეთით ესაზღვრება ხვაშითი, აგრეთვე საზღვარი გადის მდ. სატოპელას ხეობაზე, დასავლეთით ესაზღვრება რაჭის ქედის ფერდობები ტყის ზოლით, აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. მოხვურასა და ხერთულას წყალგამყოფი სერი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხვა და ქვემო ხევი... სოფელი ვანი განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა, ის მყუდრო ადგილას მდებარეობს, რაჭის ქედის სამხრეთ პერიფერიაზე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი სოფელია. ამგვარი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ეს ადგილი რამდენიმე საუკუნის წინათ ბერების საცხოვრებელ-დასავანებელ ადგილად იყო მიჩნეული, სოფლის სახელწოდება „ვანი“ სწორედ აქედან წარმოდგება. განმარტოებით მ(ა)ცხოვრებელი ბერების მიერ აქ XVIII საუკუნეში აგებულ(ი) იქნა მონასტერი“ [დვალაშვილი, 2013:266,267,268]. ვანის მონასტერი არ მოიხსენიება ჩვენამდე მოღწეულ XIX საუკუნემდელ ისტორიკოსთა და მოგზაურთა ნაშრომებსა და ისტორიულ წყაროებში. მონასტერმა ვერც 1826 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე დაბეჭდილ წიგნში „ქართული იერარქიის ისტორია“ პოვა ასახვა; წიგნში, რომელშიც საქართველოში ქრისტიანობის ისტორია და ეკლესიის მდგომარეობაა განხილული, იმერეთის ეპარქიაში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებაცაა მოტანილი სტატისტიკური მონაცემები. ეს მონაცემები იმერეთის არქიეპისკოპოს სოფრონიოსის რუსეთის უწმინდეს სინოდში 1821 წელს წარდგენილ ცნობებს ეყრდნობა; კერძოდ, აღნიშნულია, რომ ეპარქიაში 15 მონასტერია, რომელთაგან ათი განხილულია.

გვ. 134 


მერაბ კეზევაძე ქუთაისის ცენტრალური არქივი

ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ისტორიიდან ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე თითქმის შეუსწავლელია, რაც, ჩემი ვარაუდით, მისი გაუქმებიდან დიდი დროის გასვლითა და წყაროთა სიმცირით უნდა აიხსნას. მიუხედავად ამისა, მონასტრის შესახებ არსებული საარქივო დოკუმენტები საშუალებას იძლევა აღვადგინოთ მისი ისტორია. ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი მდებარეობს დღევანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანის ტერიტორიაზე. სოფელს „ჩრდილოეთით ესაზღვრება რაჭის ქედის საწალიკის მთის სამხრეთი ფერდობები და ვანის სატყეო მეურნეობის ტყის ზოლი, საზღვარი გადის მდ. სატოპელას სათავეზე, სამხრეთით ესაზღვრება ხვაშითი, აგრეთვე საზღვარი გადის მდ. სატოპელას ხეობაზე, დასავლეთით ესაზღვრება რაჭის ქედის ფერდობები ტყის ზოლით, აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. მოხვურასა და ხერთულას წყალგამყოფი სერი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხვა და ქვემო ხევი... სოფელი ვანი განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა, ის მყუდრო ადგილას მდებარეობს, რაჭის ქედის სამხრეთ პერიფერიაზე და ჭიათურის

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი სოფელია. ამგვარი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ეს ადგილი რამდენიმე საუკუნის წინათ ბერების საცხოვრებელ-დასავანებელ ადგილად იყო მიჩნეული, სოფლის სახელწოდება „ვანი“ სწორედ აქედან წარმოდგება. განმარტოებით მ(ა)ცხოვრებელი ბერების მიერ აქ XVIII საუკუნეში აგებულ(ი) იქნა მონასტერი“ [დვალაშვილი, 2013:266,267,268]. ვანის მონასტერი არ მოიხსენიება ჩვენამდე მოღწეულ XIX საუკუნემდელ ისტორიკოსთა და მოგზაურთა ნაშრომებსა და ისტორიულ წყაროებში. მონასტერმა ვერც 1826 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე დაბეჭდილ წიგნში „ქართული იერარქიის ისტორია“ პოვა ასახვა; წიგნში, რომელშიც საქართველოში ქრისტიანობის ისტორია და ეკლესიის მდგომარეობაა განხილული, იმერეთის ეპარქიაში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებაცაა მოტანილი სტატისტიკური მონაცემები. ეს მონაცემები იმერეთის არქიეპისკოპოს სოფრონიოსის რუსეთის უწმინდეს სინოდში 1821 წელს წარდგენილ ცნობებს ეყრდნობა; კერძოდ, აღნიშნულია, რომ ეპარქიაში 15 მონასტერია, რომელთაგან ათი განხილულია. 

დანარჩენ 5 მონასტერზე: ვანის, ჯრუჭის, ტაბაკინის, მღვიმევისა და კვერეთის შესახებ შენიშვნაა, რომ საქართველოს საეგზარქოსოს კანცელარიაში მათ შესახებ ცნობები არ არის დაცული [იერარქია... 1826,:49-61]. ეს შეცდომა მოგვიანებით, 1840 წელს, თავად იმერეთის არქიეპისკოპოს

სოფრონიოსის მიერ იქნა გამოსწორებული, როცა საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიას გადაუგზავნა აღწერილობა ზემოთ ჩამოთვლილი მონასტრების შესახებ [ქ.ც.ა., ფ.21, ან.1 ს.1837]. აღწერილობაში ვკითხულობთ: „უდაბნო (ვანის მონასტერი არსებობის ბოლო წლებში უდაბნოს სახელითაც მოიხსენიება წყაროებში - მ.კ.) ესე მდებარეობს მთასა შ˜ა ყოვლის მხრით მოზღუდვილ არს ძლიერ მაღლითა მთებითა და საშუალ მათსა მცირე მდებარე ვაკე მინდორსა ზ˜ა აღშენებულ არს, თვით უდაბნოს ეკკლესია არს მცირე თაღშეკრული და უგულბანდო თლილის ქვით აღშენებული, არა კარგის ხელოვნებითა, რომელსამარჯვენეს და მარცხენეს მხრით ამა მონასტრისა გამომდინარეობენ ორნი მცირენი ხეობანი, ესე იგი მარჯვენეს მხრით უწოდებენ საკირის წყლად და მარცხენეს მხრით მუხნარის წყლად, რომლისა მარჯვენეს მდინარიდგან აღრიცხულ არს ვიდრე მონასტრამდინ ას საჟენად, ხოლო მარცხენედგან ოცდათს საჟენად.

 არს ერთი ესე ეკკლესია მაცხოვრისა დახურვილი ყავრითა, პირველად ვისგან აღშენებულ არს არა ცნობილ არს და მერმე განახლებულ არს მღვიმის მონასტრის წინამძღვრის დიონოსისაგან ჩღპ-ს წელში, გალავანი აქვს ხით შემოზღუდვილი, გალავნის შესავალი კარი აქვს ეგრეთჳ ხისა, მონასტერზე მოშორებით არს შვიდს საჟენზე ხუთი, ძმათა სენაკები ფიცრით აღშენებული კრებულისა და ერთი ამათგანი თითონ წინამძღვრისა.

აქვს სახნავი მიწა ორმოცის ქცევისა, ტყიანი მთები ხუთასის ქცევისა, ვენახები ორის ქცევისა, მუშაობენ ამა უდაბნოს ყმანი მონასტრის ხარჯითა, ამა მონასტერსა ჰყავს საკუთარი ყმანი, თორმეტი კომლი სხუათა და სხუათა შორაპნის და რაჭის მაზრებთა შინა, ეკკლესიის სამკაულნი და შესამოსელნი არა საკმაოდ აქვს, ძვირფასნი ნივთნი მას შინა არა-რაჲ იპოებიან, კანკელი აქვს ძველი და მდაბალი არა კარგისა ხელოვნებისა, სამრეკლო აქვს აღშენებული ხისა სიმაღლით სამი საჟენი, ზარა აქვს ორი და ძლიერ პატარა“ [ქ.ც.ა., ფ. 21 ან.

1 ს. 1837 ფ 9]. დოკუმენტი მონასტრის განმაახლებლად მღვიმის მონასტრის წინამძღვარ დიონოსის ასახელებს, განახლების თარიღად კი - 1780 წელს. მონასტრის დაარსების თუ განახლების თარიღი სხვადასხვა დოკუმენტში სხვადასხვანაირადაა აღნიშნული. 1844 წლის დოკუმენტში მონასტრის დამაარსებლად მითითებულია იმერეთის მეფე დავით II გიორგის ძე და ნაჩვენებია 1788 წელი [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 2106 ფ. 4]. 1827 წლის დოკუმენტი კი, რომელიც მონასტრის ერთგვარი აღწერაცაა, მონასტრის დამაარსებლად - იმავე მეფეს, ხოლო დროდ 1793 წელს უთითებს:

„შორაპნის მაზრასა შ˜ა მდებარე ვანის მონასტერი სახელსა ზ˜ა მაცხოვრისასა აღშენებულ არს მეფის დავითისაგან - ჩყჟგ წელსა სპონტიკის ქვითა და კირით


135

შელესილი ცა და იატაკი ფიცრისა, საზომი მისი სიგრძე ხუთი საჟენი, განი ოთხნახევარი საჟენი, სიმაღლე სამი საჟენი, მდებარეობს მახლობელ რაჭის მთისა სამონასტროსა მიწასა ზ˜ა მდაბალსა და ვაკესა აქვს მამული იმავ ადგილსა ზ˜ა ორასი ჩაფის ღვინოს გამომავალი - მთა კარგი მიწა სახნავი სათესი და სათევზე მეფის დავითისაგან მონასტრისადმი შეწირული და ყვანან ყმანი - იგ კომლნი გლეხნი“ [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 389 ფ. 7,8]. თარიღში, რა თქმა უნდა, შეცდომაა - იმ დროს იმერეთის მეფე სოლომონ II იყო, ხოლო დავით II გიორგის ძე ახალციხეში იმყოფებოდა. 1793 წელია აღნიშნული მონასტრის განახლების თარიღად 1835 წელს შედგენილ დოკუმენტში, რომელშიც მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ სიმეონის, მოღვაწეობაზეა საუბარი. საბუთში აღნიშნულია, რომ მონასტერი 1793 წელს უნახავს იმერეთის მეფე დავითს „მთის ავაზაკებთაგან“ აოხრებული და გავერანებული. მოუნდომებია რა მონასტრის განახლება, მღვიმის მონასტრის იღუმენ დიონოსისთვის უბრძანებია შესდგომოდა მონასტრის განახლებას და დაჰპირებია დახმარებას; პირველად შეუწირავს სოფელ მოხვში მიწა და ტყე მონასტრიდან ორი საათის სავალზე და ორი კომლი ყმა. იღუმენი დიონოსი მეფის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობდა მონასტრის აღდგენას, 1811 წელს კი მოხუცებულობის გამო წინამძღვრობიდან გადადგა და მონასტრის წინამძღვარი გახდა არქიმანდრიტი სიმეონი (ბაქრაძე). სიმეონი ენერგიულად

შეუდგა მონასტრის გამშვენებას: მონასტრის ეკლესიას გაუკეთა ახალი თაღი, ააგო ბერთა სენაკები, მონასტერს თავისი ფულით უყიდა 13 კომლი გლეხი, შეიძინა ახალი ნივთ-სამკაული [ქ.ც.ა., ფ.21 ს.1241 ფ.2,3]. 1854 წლის აღწერით მონასტერს აქვს „ეკკლესია ქვიტკირის უგუმბათო ცა

გარდაქმნილი ფიცრით დახურული ფიცრითვე და დაჭედილი რკინით. აქვს ოთხისავე მხრით ფანჯარა მინებისა, აქვს რვა საჟენი სიგრძე და ოთხი განი.

ტრაპეზი ქვისა სიგრძით ორი და სიგანით ერთ ნახევარი ალაბი“ [ქ.ც.ა., ფ.21 ს.5631 ფ.6].

უნდა აღვნიშნოთ, რომ მძლავრი სამონასტრო ცხოვრება ვანის მონასტერში არასოდეს დასტურდება, ამიტომაც არაერთხელ დაისვა მისი გაუქმების საკითხი. 1835 წელს შედგენილ იმერეთის ეპარქიაში არსებული მონასტრებისა და უდაბნოების სტატისტიკურ აღწერას, რომელშიც განხილულია 9 მონასტერი და 6 უდაბნო, მათ შორის ვანის ფერისცვალებისა, სადაც, 1835 წლის აგვისტოს მონაცემებით, 2 ბერი მსახურებდა, ერთვის იმერეთის არქიეპისკოპოს სოფრონიოსის მოსაზრება ვანის უდაბნოს დამოუკიდებლად არსებობის მიზანშეუწონლობაზე, რომ ვანისა და კვერეთის უდაბნოები „უნდა დაშთნენ სიკვდილამდე ძმებთა მათთა აწმყოსა მდგომარეობასა შინა, ხოლო შემდგომ შესაძლო არიან მიწერად კაცხის მონასტრისადმი“ [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 1139 ფ. 5,6.].

ვანის უდაბნო 1867 წელს გაუქმდა. 1866 წლის 31 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სერაპიონს სწერდა: „რადგანაც ვანის უდაბნოში ახლა ერთი ბერის მეტი არავინ არიან და ისიც მოხუცი და თითქმის ბრმაა, ამისთვის მოგიწერ თქვენ, მიიღოთ ის უდაბნო 

136

თქვენს მხედველობაში, ბერი იგი ნეოფიტე წაიყვანოთ ჯრუჭს და იქ დააყენოთ და ყოველი უდაბნოს ქონება საეკლესიო და საუდაბნო, აგრეთვე ხორაგი წაიღოთ ჯრუჭს და სიით ჩაიბაროთ და მომახსენოთ ახლავე“ [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 10147 ფ. 1]. ეს დავალება არქიმანდრიტ სერაპიონს 1867 წლის ივნისშიც არ აქვს შესრულებული. ამის დასტურია გაბრიელ ეპისკოპოსის 1867 წლის 14 ივნისის წერილი არქიმანდრიტ სერაპიონისადმი, რომელშიც აღნიშნულია: „მოგიწერ თქმული მღვდელმონაზონი (ნეოფიტე) დაუყონებლივ გადაიყვანოთ თქვენს მონასტერშიდ“ [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 10147 ფ. 4]. მღვდელ-მონაზონ ნეოფიტეს გადაუყვანლობის მიზეზი მისი ურჩობა გახლდათ. 1872 წლის დეკემბერში გაბრიელ ეპისკოპოსის ბრძანებით ვანის უდაბნო მიაწერეს ზეკვეცის ღვთისმშობლის ეკლესიას. ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი ტრადიციულად თავად წერეთლების საკუთრებად ითვლებოდა. 1822 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში ჩანს, რომ მონასტრის შენახვაც ევალებოდათ [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 52 ფ. 2]. ეს ვალდებულება მათ მონასტერში არსებული მდგომარეობის გაცნობის საშუალებას აძლევდათ. 1860 წელს თავადი დავით სიმონის ძე წერეთელი უკმაყოფილო იყო შექმნილი მდგომარეობით, რასაც იმერეთის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან მონასტრის წინამძღვრის შეცვლა მოჰყვა [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 7382 ფ. 1]. საარქივო დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ვანის მონასტრის წინამძღვართა სრული ნუსხა და შეძლებისდაგვარად გადმოვცეთ მათი მოღვაწეობა. დაარსებიდან გაუქმებამდე (1788-1867 წ.წ) მონასტრის წინამძღვრები იყვნენ:

იღუმენი დიონოსი - 1788-1811წწ.

არქიმანდრიტი სიმეონი (ბაქრაძე) - 1811-1841წწ.

იღუმენი მაკარი (იაშვილი)- 1841-1854წწ.

მღვდელ-მონაზონი სერაპიონი - 1854-1855წწ.

მღვდელ-მონაზონი თომა (ელიავა) – 1855/05-1856/03 წწ. (მ/შ)

მღვდელ-მონაზონი თომა (ელიავა) - 1856/03-1860 წწ.

მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე - 1860-1867 წწ.

იღუმენ დიონოსის ვანში მოღვაწეობის ფაქტები ჩვენთვის უცნობია, გარდა ერთისა: როგორც მონასტრის 1840 წლის აღწერილობიდან ჩანს, სწორედ მას განუახლებია აქ 1780 წელს სამონასტრო ცხოვრება, მანამდე კი მღვიმის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 1837 ფ.9]. მართალია, სხვა დოკუმენტი მონასტრის განახლებას იმერეთის მეფე დავით II გიორგის ძეს უკავშირებს 1788 წელს, თუმცა აქაც აღნიშნულია მეფის მიერ მონასტრის წინამძღვრად დიონოსის დადგინება. მას აქ მონასტრის განახლებიდან 1811 წლამდე უმსახურია [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 2106 ფ.13].

ვანის მონასტერში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო არქიმანდრიტ სიმეონის (ბაქრაძე) მოღვაწეობა. იგი დაბადებული იყო 1775 წელს, წარმოშობით იმერელი სათავადო აზნაური. სასულიერო განათლება მიღებული ჰქონდა სხვავის

137

მონასტერში, სადაც მორჩილად ყოფილა და უსწავლია საღმრთო წერილი, წერა-კითხვა და სხვათათვისაც უსწავლებია. აქვე იქნა მონაზვნად აღკვეცილი ამავე მონასტრის იღუმენ ანტონის მიერ 1798 წლის 24 ივნისს. ბერ-დიაკვნად ხელდასხმული არის 1803 წლის 15 აგვისტოს ჯუმათელი მიტროპოლიტის მაქსიმეს მიერ, მღვდელ-მონაზვნად ნაკურთხია 1806 წლის 30 იანვარს ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოსის მიერ, არქიმანდრიტად ხელდასხმულია 1811 წლის 20 ნოემბერს ნიქოზელი ეპისკოპოს ათანასეს მიერ, ამავე წელს დაინიშნა ქუთათელი მიტროპოლიტ დოსითეოსის მიერ ვანის მონასტრის წინამძღვრად (სხვა ცნობით, ის 1809 წელს აუყვანიათ იღუმენის პატივში და მიუბარებიათ ვანის მონასტერი [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს. 389 ფ. 7-8]), რომელშიც გარდაცვალებამდე მსახურებდა; ამასთანავე 1829-1833 წლებში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 1833 წლიდან საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის წევრი იყო [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 389 ფ. 7-8] [ს. 965 ფ. 124- 125]. გარდაიცვალა 1841 წლის 8 თებერვალს თბილისში, დარიის მონასტერში [ქ.ც.ა.,ფ.21 ან. 1 ს. 3389 ფ.11].


მონასტრის კრებული, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ყოველთვის მცირერიცხოვანი იყო. არქიმანდრიტ სვიმეონის 1827 წლის 7 სექტემბრის წერილიდან იმერეთის არქიეპისკოპოს სოფრონიოსისადმი ირკვევა, რომ 1825 წლის 4 თებერვალს, როცა გარდაიცვალა მღვდელ-მონაზონი სვიმონი (ჭარბაძე), მონასტერში მღვდელ-მონაზონი აღარ დარჩენილა, ამიტომაც ითხოვდა მონასტრის კრებულში მყოფი 2 მხცოვანი მწირი ბერისა და ერთი ბერდიაკონისგან რომელიმე ეკურთხებინათ მღვდელ-მონაზვნად [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს.389 ფ. 1]. მოგვიანებით საქართველოს ეგზარხოსმა, მიტროპოლიტმა იოანემ, ნება მისცა არქიეპისკოპოს სოფრონიოსს ბერდიაკონი იესე (ჯაფარიძე) მღვდელ-მონაზვნად ეკურთხებინა. ის იმ დროს კრებულის ყველა წევრზე ახალგაზრდა - 31 წლის - იყო. როგორც აღვნიშნეთ, მონასტერში მსახურებდა 2 მწირი ბერი. ამათგან ერთი, ბესარიონი (ბაქრაძე), 1827 წლის დასასრულს 90 წლის იყო [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 389 ფ. 7-8]. 1828 წლის მონასტრის კრებულის ნამსახურების სიაში ჩანან მღვდელმონაზვნები: სიმეონი და იოაკიმი. მღვდელ-მონაზონი სიმეონი (აბულაძე) დაბადებული იყო 1767 წელს. წარმოშობით იმერელი გლეხი. სასულიერო განათლება მიუღია საირმის მონასტერში, სადაც უსწავლია საღვთო წერილი და სხვებისთვისაც უსწავლებია. აღკვეცამდე მორჩილად ყოფილა საირმის მონასტერში. მონაზვნად აღკვეცა ცაგერის ეპისკოპოსმა 1790 წელს. მის მიერვე იქნა ხელდასხმული იმავე წელს ბერდიაკვნად. მღვდელ-მონაზვნად აკურთხა 1792 წელს ნიკორწმინდელმა არქიეპისკოპოსმა გერმანემ [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 144 ფ. 26-27]. გარდაიცვალა 1853 წლის 27 დეკემბერს [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 5637 ფ. 15-20]. ამავე მონასტრის მღვდელ-მონაზონი იოაკიმი დაიბადა 1793 წელს, წარმოშობით იმერელი აზნაური იყო. სასულიერო განათლება მიუღია ჭელიშის მონასტერში, სადაც უსწავლია საღვთო წერილი და სხვებისთვისაც უსწავლებია. აღკვეცამდე მორჩილად ყოფილა ჭელიშის მონასტერში. მონაზვნად აღკვეცა

138

1814 წელს არქიეპისკოპოსმა სოფრონმა, იმავდროულად ხელდასმულ იქნა ბერდიაკვნად. 1828 წელს მის მიერვე იქნა მღვდელ-მონაზვნად ნაკურთხი [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 144 ფ. 26-27]. ეს მღვდელმონაზვნები ჩანან მონასტრის კრებულის წევრთა 1838 წლის აღწერაშიც [ქცა ფ.21 ან.1 ს.965 ფ. 124-125]. 1841 წლიდან ვანის მონასტრის წინამძღვარია იღუმენი მაკარი (იაშვილი), დაბადებული 1785 წელს. განათლება მიღებული ჰქონდა ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარში, სადაც შეუსწავლია საღვთო წერილი და წერა-კითხვა, იმერეთის საერო წოდების წარმომადგენელი, აღკვეცამდე მორჩილად ყოფილა ჯრუჭის მონასტერში, სადაც მონაზვნად აღკვეცეს 1806 წლის 16 ნოემბერს, ბერდიაკვნად აკურთხეს 1810 წლის 17 აპრილს, მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმულ იქნა 1810 წლის 8 ნოემბერს. 1841 წლის 15 აგვისტოს აიყვანეს იღუმენის ხარისხში და დაინიშნა ვანის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს.5673 ფ.75], გარდაცვალებამდე, 1854 წლის 16 დეკემბრამდე, იქ იმსახურა [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 5631 ფ. 1,14]. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1853 წლის 3 ივნისს, იღუმენმა მაკარმა ანდერძი შეადგინა, რომლითაც თითქმის მთელი თავისი ქონება - ფული (560 მანეთი) და ნივთები მონასტერს დაუტოვა [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 5631 ფ. 8-15]. იღუმენ მაკარის გარდაცვალებისას მონასტრის კრებული ფაქტობრივად აღარ არსებობდა, ამიტომ მონასტერში მსახურება დროებით დაევალა ჯრუჭის მონასტრის მღვდელ-მონაზონ სერაპიონს, რომელმაც იქ იმსახურა 1855 წლის 15 მაისამდე მონასტრის დროებით მმართველად მღვდელ-მონაზონ თომას (ელიავა) დანიშვნამდე [ქ.ც.ა., ფ. 21 ან.1 ს. 5631 ფ. 12, 24,41]. მღვდელ-მონაზონი თომა მონასტრის წინამძღვრად ჩანს 1860 წლის შემოდგომამდე [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 7382 ფ. 3]. 1859 წლის აპრილში იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ მისწერა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს, რათა ჯრუჭის მონასტრიდან მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე გადაეყვანა ვანის მონასტერში მმართველად, თომა კი დაეტოვებინა როგორც ზედამხედველი, რამდენადაც მას მხედველობის დაქვეითების გამო აღარ შეეძლო მონასტრის მართვა. ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას მღვდელ-მონაზონი თომა არ დაემორჩილა და რამდენიმე თვე კიდევ მართავდა მონასტერს [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 2 ს. 735 ფ. 1-3]. 1860 წლის 18 სექტემბერს მონასტერი ჩააბარეს წინამძღვრად დანიშნულ მღვდელ-მონაზონ ნეოფიტეს, რომელიც აქ 1867 წლამდე მოღვაწეობდა [ქ.ც.ა., ფ. 21 ან. 1 ს. 7382 ფ. 3-4]. საარქივო დოკუმენტებმა შემოგვინახა ვანის მონასტრის საეკლესიო ნივთსამკაულის და ქონების 1827, 1854, 1860 და 1866 წლების აღწერა. მონასტრის ქონების აღწერილობებიდან ყველაზე დეტალური და სრულყოფილია 1860 წლის აღწერა, რომელიც შედგენილია 1860 წლის 18 სექტემბერს წინამძღვარ ნეოფიტესთვის მონასტრის ჩაბარებისას. დოკუმენტი მთლიანად მოგვაქვს:

139

მონასტრის ქონების და შემოსავალის ჩამონათვალი სრულად იხილეთ წყაროში;


[ქ.ც.ა., ფ. 21 ან.2 ს. 735 ფ. 9,10] მონასტრის შესახებ ძირითადად შეწირულობებზე დიდი ინფორმაციის შემცველია 1845 წელს შედგენილი მისი კუთვნილი საბუთების ნუსხა, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული. ნუსხაში 13 საბუთია შეტანილი. ესენია: „1. იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის შეწირულობის სიგელი ვანის მონასტრისადმი 1793 წლის (სავარაუდოდ აქ შეცდომაა, ალბათ უნდა ეწეროს 1783 წელი - მ.კ.). საბუთში აღნიშნულია, რომ მან განაახლა ეს მონასტერი და შესწირა მთლიანად ვანი და ზვარის წვერს გარდაღმა ვანისკენ რაც არის, სერს იქეთ დაწყებული სატოფელად, წყლიანად რაჭის მთის გადმოღმა, შიშველს აქეთ. ასევე ერთი კომლი ყმა ყავილაშვილები და მუხურეთუბანს გაბრიჭიძეები. 2. თავად ანტონ რაჭის ერისთავის შეწირულობა 1812 წლის 7 აპრილის ვანის მონასტრისადმი, რომ შესწირა აგარაში მცხოვრები ყმა დათუკა ლობჯანიძე. 3. ელენე ბაგრატიონის ქალის შეწირულობა 1812 წლის 13 მაისის ვანის მონასტრისადმი, რომ შესწირა სხვავაში მცხოვრები არჩვაძეების ერთი ოჯახი. 4. აზნაურ ოსიყმე ჩიკუაიძის და მისი შვილების - ნიკოლოზ, დავით და ტოტიკი ოსიყმეს ძეების - ნასყიდობის წერილი ვანის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ სვიმეონისადმი 1813 წლის 2 ივნისის, რომ არქიმანდრიტს მიჰყიდეს შხივანაში მოსახლე თავიანთი გლეხები. 5. ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოსის შეწირულობა 1813 წლის 15 დეკემბრის, რომ მან მონასტერს შეწირა 20 კოდი პური. 6. სუსანა ერისთავის ქალის და მისი გერების, გიორგი და იესე მაჩაბლების 1814 წლის 1 აგვისტოს შეწირულობა ვანის მონასტრისადმი, რომ მათ მონასტერს შეწირეს რაჭაში მცხოვრები საკუთარი ყმები: ბერიკა და ხუჩულა სირაძეები. 7. აზნაურ საჩინო გამყრელიძის და მისი შვილების, ივანესა და ოქროპირის, 1812 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის წიგნი ვანის მონასტრის არქიმანდრიტ სვიმეონისადმი, რომ არქიმანდრიტს მიჰყიდეს საკუთარი ყმა გოგიტა ჯაჯანიძე და მისი ძმისწული ივანიკა. 8. აზნაურ ბერი ბარათაშვილის 1815 წლის 23 მარტის შეწირულობა ვანის მონასტრისადმი, რომ მან მონასტერს შეწირა თავისი უმემკვიდრეოდ გადასული ნარიძეთა 2 კომლის დანაშთი ქონება. 9. თავად გიორგი და იესე ზურაბის ძე მაჩაბლების 1814 წლის 5 ივლისის ნასყიდობის წიგნი ვანის მონასტრის არქიმანდრიტ სვიმეონისადმი, რომ მათ არქიმანდრიტს მიყიდეს შხივანას მცხოვრები საკუთარი ყმები - ქრისტესიკე და გულიკი სირაძეები. 10. აზნაურის ზაალ აბაშიძის უთარიღო შეწირულობის წიგნი ვანის მონასტრისადმი, რომ მან მონასტერს შეწირა ყოველ წელს საკუთარი მოსავლისაგან ათი თორმეტიანი ღვინო. 11. თავად დიმიტრი ერისთავისაგან 1814 წლის 9 მაისის შეწირულობის

145

წიგნი ვანის მონასტრისადმი, რომ მან მონასტერს შეწირა შხივანას მცხოვრები საკუთარი ყმები - გიგიტი და სვიმონა სირაძეები. 12. თავადის სვიმონ ზურაბის ძე წერეთლის 1730 წლის 28 თებერვლის შეწირულობის წიგნი ვანის მონასტრისადმი საკუთარი ყმის ივანიკა მიქაუტაძის შეწირულობაზე. (როგორც ჩანს, საბუთი შეცდომითაა დათარიღებული, სავარაუდოდ უნდა იყოს 1830 წელი - მ.კ..) 13. აზნაურ ბეჟან გამყრელიძის 1815 წლის 26 აგვისტოს შეწირულობის წიგნი ვანის მონასტრისადმი, რომ მან მთელი თავისი კუთვნილი ქონება უანდერძა მონასტერს“. [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს.3101 ფ. 170-175] ვანის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ხანმოკლე არსებობამ განაპირობა მისი მოკრძალებული ადგილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო ცხოვრებაში. დღემდე მონასტრის ნაგებობებიდან მხოლოდ ეკლესიაა გადარჩენილი, რომელიც 2016 წელს აღადგინეს. ბიბლიოგრაფია: 1. დვალაშვილი გიორგი, 2013, საჩხერე და ჭიათურა (ტურისტულ-გეოგრაფიული ექსკურსი), თბილისი, „თბილისი“. 2. История Грузинской Иерархии. Москва. 1826. ქუთაისის ცენტრალური არქივი (შემდეგში ქ.ც.ა.). 3. ქ.ც.ა. ფ. 21 ან.1 ს. 52, 389, 965, 1139, 1241, 1837, 2106, 3101, 3389, 5631, 5637, 7382, 10147 4. ქ.ც.ა. ფ.21 ან.2 ს.144, 568, 735


146 

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.03.2026
ბოლო რედაქტირება 23.03.2026
სულ რედაქტირებულია 9





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

16000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0