მღვდელმონაზონი ბენედიქტე (ქიოტიშვილი) გარდ. 1862წ.
XIX საუკუნის ქართველი ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი.
მამა ბენედიქტე წარმოშობით იმერელი გახლდათ, შორაპნის მაზრის სოფელ მარელისიდან. განათლება შინ მიუღია, მერე კი სოფლის მღვდელი გამხდარა. მამა ბესარიონის (ასე ერქვა ბერად აღკვეცამდე) მღვდლობა ჩვენი ქვეყნისთვის ავბედით ჟამს დაემთხვა _ რუსეთის იმპერიამ აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო და იმერეთსაც გადასწვდა.
იდგა 1812 წელი. თურქეთში გაქცეული სოლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსების ჯარის განდევნას აპირებდა. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა _ ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუ¬სებს არ დაემორჩილებოდნენ, თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი; ზოგმა წერილიც კი მისწერა მეფეს, აღარ გვსურს იმერეთის ტახტზე შენი ხილვაო. არც მამა ბესარიონმა მოისურვა ამ საქმეში გარევა და რუსეთის წინააღმდეგ ფიცის დადება, თუმცაღა მისი ძმა სოლომონის ამალის წევრი გახლდათ და თვითონაც მეფის კარზე მიღებული კაცი იყო.
`მამულის ურჩობაში~ ჩავარდნილ მოძღვარს ერთ ღამეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. `რაკი ჩემს ერს ეურჩე, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენს დღეში ვეღარ გაიგონოო~, _ უთქვამს მისთვის.
გავიდა ერთი კვირა და მამა ბესარიონს ცოლი გარდაეცვალა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ პირველი შვილი მოუკვდა, მერე _ მეორეც. ამ უბედურების შემდეგღა მოეგო გონს მამა ბესარიონი და ყოვლადწმიდა ქალწულის ნებას მიენდო.
ჯერ იერუსალიმში წასულა მღვდელი, უფლის საფლავი მოულოცავს. იერუსალიმის პატრიარქს დიდი პატივით მიუღია, უბოძებია ყოველივე სახმარი და ნება მიუცია, მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში ქართულად აღევლინა წირვა-ლოცვა. ოთხი წელი იმსახურა მამა ბესარიონმა უფლის საფლავთან, მაგრამ უამრავ პილიგრიმთან შეხვედრა, ამა სოფლის აურზაური, აშფოთებდა მყუდროების მოსურნე მის სულს. ამიტომაც ათონზე წასვლა და ივერონში დასახლება განიზრახა. ბერის სამოსელი კი, როგორც ჩანს, იერუსალიმშივე ჩაუცვამს.
ათონზე ჩასული ბერი ივერონში არ მიუღიათ. ბერძნებს უთქვამთ, რა ვიცით, ვინ ხარ; ჩვენთან ქართველები აღარ არიან, ერთი ბერიც რომ იყოს შენი მიწა-წყლისა, მიგიღებდითო. რაღა ექნა, პანტელეიმონის მონასტერს მიაშურა. ერთი ცოდვილი ბერი ვარო, _ ასე წარდგომია იღუმენს, _ რასაც მიბრძანებთ, აღვასრულებო. მონასტერში იმხანად ახალ ეკლესიას აშენებდნენ. მისცეს მამა ბესარიონს კურტანი და ისიც მონასტრის სხვა ძმებთან ერთად შეუდგა სამშენებლო მასალის ზიდვას. ამ ყოფაში გავიდა ოთხი წელი. ერთ დღეს მონასტერს იერუსალიმიდან ერთი არაბი სწვევია. აივნიდან მამა ბესარიონისთვის მოუკრავს თვალი, უცვნია და იღუმენისთვის საყვედური უთქვამს: `ღმრთისა აღარ გეშინია, მღვდლისთვის კურტანი რომ აგიკიდებია?! ჩემი თვალით მინახავს, უფლის საფლავთან რომ წირავდაო~. განცვიფრებულა იღუმენი საბა, სენაკში ხლებია ბესარიონს, ვინაობა გამოუკითხავს და ისევ მღვდლის ხარისხზე დაუყენებია, მღვდლობის დაფარვისთვის კი კანონი დაუდვია: ორმოცი დღის განმავლობაში უნდა ედევნებინა თვალყური მონასტრის ჩაუქრობელი კანდელებისთვის.
მონასტრის ბერები დიდი პატივით ეპყრობოდნენ მამა ბესარიონს. ეს მძიმე ტვირთად დააწვა `ცოდვილსა და გლახაკს~ და როცა შეიტყო, დიონისოს მონასტერში მკაცრი ტიპიკონი აქვთო, იქ გადასახლდა. მა¬ლე ამავე მონასტერში მისულა მისი ძველი მეგობარი, მღვდელი იესე ყანჩაიშვილი. 1821 წელს, დიდმარხვისას, ორივემ დიდი სქემა შეიმოსა. მამა იესეს ილარიონი უწოდეს, ხოლო მღვდელმონაზონ ბესარიონს _ ბენედიქტე. ილარიონი პირველი შემოსეს სქემით, მაგრამ ბენედიქტეს მაინც თავის უფროს ძმად და მოძღვრად მიიჩნევდა.
1821 წელს ბერძნები ოსმალეთის იმპერიას აუჯანყდნენ. ამბოხებაში ათონელმა ბერებმაც მიიღეს მონაწილეობა. რამდენიმე ათასმა ბერძენმა ბერმა აისხა საჭურველი სამშობლოს თავისუფლებისთვის... მათ დასასჯელად ხონთქარმა ჯარი გაგზავნა. 1822 წელს თურქების რაზმი ივერონში ჩადგა. ასკერები მთელ ათონს მოედვნენ და მონასტრების რბევას მიჰყვეს ხელი. მამა ბენედიქტე იმხანად დიონისოს ლავრის მახლობლად, სენაკში ცხოვრობდა. შეეჭრნენ თურქები და კინაღამ მოკლეს. `რა გინდათ ჩემგან, არც ბერძენი ვარ და არც ბულგარელიო~, _ უთქვამს ბერს. მისი ქართველობა რომ შეუტყვიათ, ფაშასთან წაუყვანიათ. ფაშა წარმოშობით გურიიდან ყოფილა, გვარად ჭყონია, მღვდლის შვილი. ბავშვობაში გაეტაცათ და თურქეთში გაეყიდათ. `ვინ ხარ, კაცო?~ _ ქართულად უკითხავს ბერისთვის. მამა ბენედიქტემ დიდი სიხარულისგან თურმე მოხვევა და ამბორისყოფა დააპირა, მაგრამ ფაშამ შეაჩერა: ნუ შემეხები, მუსულმანი ვარო, _ მერე მონასტერში შეიყვანა და ბერძენ ბერებს განუცხადა, რაკი ამ მონასტერში ქართველი ბერები აღარ ყოფილან, ამიერიდან ამას დაემორჩილეთო, _ თან ისიც უკითხავს, რატომ აღარ იყვნენ ქართველები ივერონში. ბერძნებს თავი უმართლებიათ: ბოლო დროს, რაც სახმელეთო გზა აღარ არის, ათონზე ქართველთა შემოსვლა შეწყდაო. მაგრამ ფაშას რას დააჯერებდნენ... მამა ბენედიქტეს ევედრებოდნენ თურმე, გვიშველე, ღვთის გულისათვის, ფაშა ხომ ქართველია, სთხოვე, ნუ აგვაოხრებს, გადაარჩინე ქართველთა მონასტერიო. აქ რომ მოვედი, აკი ვერ შემიცანით ქართველად, _ მიუგია მამა ბენედიქტეს, _ ახლა ხომ ახი იქნება, სიტყვა არ შეგაწიოთ და თავები დაგაყრევინონო, _ მაგრამ მაინც მისულა ფაშასთან და უთხოვია, ჯარს მონასტერში არაფერი წაეხდინა. ფაშას უთქვამს, ხონთქარმა ივერონის განადგურება მიბრძანა, ვინაიდან სწორედ აქ გაიმართა ჩვენს მოღალატეთა კრება, მაგრამ რაკი ქართველთა სამეფო მონასტერია, არ ავაოხრებ. შენ გებარებოდეს მისი კლიტეო. ფაშა დიონისოს მონასტერში გადასულა, ივერონი კი მამა ბენედიქტეს განმგებლობაში დაუტოვებია. საკუთრად მისთვისვე ჩაუბარებია კარის ღვთისმშობლის ეკლესიაც.
დაიწყო მამა ბენედიქტემ მოღვაწეობა. ბერძნები თურქების შიშით ღვთისმსახურებას ვერ ბედავდნენ, ამიტომ ღირსი მამა ლოცვებს ბერძნულად აღავლენდა, ხოლო ლიტურგიას და ყოველ წესს ქართულად აღასრულებდა.
აუცხადდა მამა ბენედიქტეს ღვთისმშობლის ნათქვამი _ ქართული სიტყვაც აღარავისგან ესმოდა. სამშობლოსთან ივერონის წიგნთსაცავიღა აკავშირებდა. იქ დაცულ თითქმის ყველა ქართულ წიგნზეა მიწერილი `ცოდვილი და გლახაკი ვენედიქტეს~ გულის ამონახეთქი...
დადგა 1830 წელი, გაქცეული ბერძნები უკან დაბრუნდნენ და მამა ბენედიქტე ნელ-ნელა შეავიწროვეს: ჯერ დიდი ტაძარი იგდეს ხელთ, მერე კი კარის ღვთისმშობლის ეკლესიიდანაც მოინდომეს მისი განდევნა, მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა _ ათონზე დიდ პატივს მიაგებდნენ მამა ბენედიქტეს.
1834 წელს ბერთან მორჩილად წმინდა გაბრიელ ქიქოძის ძმა ვასილი მისულა. გახარებია ღირს მამას. `რამდენი ხანია, მოწაფის აყვანა და განმარტოებით ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ვერ მომეხერხებინა _ ქართველი ვერსად მეპოვაო~, _ უთქვამს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის შემოწირულობა ბერძნებისთვის გადაუცია. მათ შეუთავაზებიათ, წმინდა ილიას სკიტში ან ბასილი დიდის სენაკში დასახლებულიყო. მამა ბენედიქტეს ილიას სკიტ¬ი¬ აურჩევია _ ის გორაკზე იდგა, საიდანაც ჩინებული ხედი იშლებოდა.
მალე სულიერმა მამამ ვასილი ბერად აღკვეცა და ბესარიონი უწოდა. თითქოს გარდაცვლილი შვილები გაუცოცხლდაო, ისე შეიყვარა სულიერი ძე. წიგნების მინაწერებში, სადაც უფალს მშობლებისა და სახლეულის შეწყალებას სთხოვდა, უეჭველად ბესარიონსაც ახსენებდა ხოლმე: `ქრისტე, შეიწყალე ვენედიქტე თავისი ბესარიონითო~...
მალე მამა ბენედიქტეს დაემოწაფნენ ოდიშელი გიორგი რატიანი, ბერობაში _ გრიგოლი, დავით დადიანის მოურავის ბასილ რატიანის შვილი, გელათის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ სერაპიონის ძმა ქაიხოსრო ახვლედიანი, ბერობაში _ ქრისტეფორე... შემდგომში მათ შეემატათ საქართველოდან ჩასული რამდენიმე წარჩინებული ბერი.
მამა ბენედიქტე შინაგან ცხოვრებას საგულდაგულოდ არიდებდა სხვათა თვალს. ცნობილია, რომ მკაცრად იცავდა მარხვის წესს: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ლუკმას არ ჩაიდებდა და არც წყალს დალევდა; ბერობის კანონს სკვნილზე ასრულებდა, სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას გაუცდენლად აღავლენდა ღვთისმსახურებას, მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მხოლოდ აღდგომას, შობას და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მიდიოდა, ლოცვის შემდეგ კი ისევ სკიტში ბრუნდებოდა ლიტურგიის ჩასატარებლად. წმინდა ილიას ხსენების დღეს მონასტრიდან ყავასა და ტკბილეულს უგზავნიდნენ, რითაც სკიტში დღესასწაულზე მისულ სტუმრებს უმასპინძლდებოდა.
როცა წმინდა ილარიონი ურიცხვმა ეშმაკმა გვემა და ცოცხალმკვდარი ბერებმა ახალ სკიტში გადაიყვანეს, პირველ ყოვლისა, სწორედ მამა ბენედიქტეს უხმეს. ღირსმა მამამ წმინდანს განმარტოება აუკრძალა, თანაც უბრძანა, კარაქი, ყველი და თევზი ეჭამა და ამით დათრგუნა მისი ნება. შემდგომში მამა ილარიონი ივერონის მახლობლად დასახლდა და ხშირად სტუმრობდა მამა ბენედიქტეს, თუმცა სკიტში დარჩენაზე უარს ამბობდა _ ქართველები ვართ და უქმმეტყველებაში ჩავცვივდებითო, თუმცა მანძილის სიშორე ვერაფერს აკლებდა მათ სულიერ ერთობას. `მაღალღირსო და პატიოსანო მამაო და ძმაო სულიერო ვენედიქტიონ~ _ ასე იწყებს ერთ წერილს (უფრო ზუსტად, წიგნზე მინაწერს) წმინდა ილარიონი და ამგვარად ამთავრებს: `თქვენი სიწმინდის თაყვანისმცემელი ილარიონ, ცოდვილი ბერი~.
ამ `ცოდვილმა~ ბერმა და მისმა სულიერმა ძმამ მრავალი ათონელი მონაზონი იხსნეს ეშმაკის ხლართებიდან. დიდი მამის, ჰაჯი გიორგის, შესახებ ერთ ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ: ათონზე ახალმისული გიორგი ქრისტეს მოწამეობაზე ოცნებობდა. 60 დღე-ღამე იმარხულა და ილოცა, შემდეგ კი ილარიონ ქართველთან მივიდა, რათა მოწამეობაზე კურთხევა აეღო. მამა ილარიონმა უთხრა, ამგვარ შეკითხვებზე პასუხის გაცემის უფლება ეკლესიისგან ჯერ არ მიმიღია; თუ გსურს, პასუხი მოისმინო, მიდი ბენედიქტე ქართველთან, ყოველივეს მოუყევი და რასაც გეტყვის, აღასრულე _ ეს ღვთისთვის სათნო, შენთვის კი სასარგებლო იქნებაო.
მამა ბენედიქტემ მიიღო ახალგაზრდა ბერი, მოუსმინა და მიხვდა, რომ იგი მასთან ილარიონს გაეგზავნა, მაგრამ თავის განქიქება დაიწყო: ბენედიქტე, აი, უკვე რამდენი წელია, აქ ცხოვრობ, მაგრამ ისე არ გიღვაწია, როგორც ამ ახალმოსულს... ოდესმე თუ გიფხიზლია იმდენი, რომ ლოცვაზე მდგარიყავი?! ოდესმე თუ გიმარხულია ისე, როგორც ამ ღვთის მონამ იმარხულაო?! გიორგი მიუხვდა მოძღვარს, მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, თუმცა მამა ბენედიქტემ იმთავითვე უწინასწარმეტყველა, რომ ის ყურად არ იღებდა მის რჩევას და კონსტანტინოპოლში წავიდოდა, მაგრამ სასურველ მოწამეობას ვერ ეღირსებოდა, ჭეშმარიტად მოწამეობრივი განსაცდელი კი სიცოცხლის მიწურულს ახალგაზრდა ძმებისგან დაატყდებოდა თავს. ყოველივე ეს სიტყვასიტყვით ასცხადებია ჰაჯი გიორგის.
მიიწურა მამა ბენედიქტეს ამქვეყნიური ცხოვრების წლები. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ დადებული `სასჯელის~ ვადაც გაილია... 1862 წლის 9 მარტს მისი სული ხორცის ბორკილებისგან გათავისუფლდა და ზეციურ საქართველოში გადასახლდა. ორი წლის შემდეგ მამა ბენედიქტეს მამა ილარიონიც შეუერთდა.
მათი ღმრთივგანსვენების შემდეგ ობლად დარჩენილ ქართველ ბერებს მრავალი განსაცდელი დაატყდათ თავს. ბერძნებს აღარ ახსოვდათ წმინდა ათანასე ათონელის ანდერძი: `ვთხოვ ძმათა, რათა ჰქონდეთ ივერიელთა მიმართ სიყვარული და ურთიერთობა~. მაგრამ ქართველებს მამა ბესარიონ ქიქოძის სიზმარი ანუგეშებდათ: ბერს გარდაცვლილი მამა ბენედიქტე გამოსცხადებია და უთქვამს, ილარიონ ქართველი ცოცხალია და ათანასე ათონელთან ერთად იმყოფებაო. ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებმა, თავი ვინუგეშოთ ამ გამოცხადებით და გავფრთხილდეთ, რათა არასოდეს ჩავცვივდეთ `მამულის ურჩობაში~, არასოდეს განვუდგეთ ღმრთისმშობლის წილხვედრ ერს.
მამა ბენედიქტეს ერთ წიგნზე წაუწერია: `ანდერძად მოგვიხსენებდეთ ჩვენ წარსულთა თქვენ მომავალნი, რათა თქვენცა მოგიხსენოსთ უფალმან სასუფეველსა თვისსა აწ და საუკუნოდ. ამინ~.
ჟურნალი "კარიბჭე".2005წ. 3.
მღვდელმონაზონ ბენედიქტეს (ქიოტიშვილი) ამბავი
XX საუკუნის დამდეგს, ათონზე, ივერთა მონასტრის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში ცხოვრობდა მღვდელმონაზონი ილია ფანცულაია. მამა ილიას შეუდგენია `ათონის ივერიის მონასტრის წიგნების კატალოგი~ (MA #1140, 1141).AA 1141 წოდებულ ხელნაწერში მამა ილია მოგვითხრობს მღვდელმონაზონ ბენედიქტეს (ქიოტიშვილი) თავგადასავალს. ამ ხელნაწერის დახმარებით `კარიბჭის~ მკითხველს უკვე მოვუთხრეთ მამა ბენედიქტეს შესახებ, ამჯერად კი გვსურს თვითონ ეს მონათხრობი შემოგთავაზოთ:
`ვინაიდგან, უკვე მრავალგზის შეგვხდება ვენედიქტე და ილარიონის (საუბარია წმინდა ილარიონ ქართველზე, _ კ.კ.) ხსენება, ამ წიგნებში და ივერიის მონასტრის წიგნთსაცავში, დაცულ წიგნებში, ამისთვის, სათანადო არს რათა მკითხველს გავაცნოთ მათი ვინაობა და მოკლე ბიოგრაფია: ვინაითგან ისტორია მათი, მათი გამოსლვა საქართველოდან, ივერთა მონასტერში მისლვა და არა მიღება, და სხვაცა მერმინდელი თავგადასავალი, ყოვლადვე არ უგულებელს საყოფელია, არამედ დიდი საგულისხმიერო და მრავლად ჩამაფიქრებელი. იყო ბერი ვენედიქტე, მღვდლობაში ბესარიონ ქიოტიშვილი, იმერელი, შორაპნის მაზრიდან და რადგან მღვდელი ვიყავიო, მამულის ურჩობაში ჩავვარდი (მამულის ურჩება არის: ხალხს აფიცებდნენ წინააღმდეგ რუსეთისა, ხოლო ვენედიქტეს არ უსურვებია, ამ საქმის ჩარევა (წმინდა სოლომონ მეფე აპირებდა თურქეთიდან დაბრუნებსა და ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა, _ კ.კ.) და ვიხილე ერთ ღამეს ღვთისმშობელი და მრქვა: `ბესარიონ, ბესარიონ~... მე ვარქვი: `ვინ ხარ დიდებულო დედუფალო!~ მან მომიგო: `რაკი შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთს ადგილას წარგავლენ, რომ შენს დღეში ქართული ვეღარ გაიგონო!~ გაღვიძებისას, ვიფიქრე, თუ ეს როგორ და რანაირათ მოხდება. გავიდა ერთი კვირა და მომიკვდა ცოლი, გავიდა ერთი კვირა კიდევ, გარდამეცვალა პირველი შვილი, კიდევ ერთი კვირის შემდეგ მომიკვდა მეორე შვილი და დავრჩი ცალიერი. მაშინ მოვეგე გონებასა და ვთქვი: იყავნ დედოფალო ნება შენი! აღვდექ და წამოვედი იერუსალიმს. პატრიარქისგან მიღებულ ვიქმენ დიდითა პატივითა (მამა ბენედიქტე ზოგ მინაწერში წმინდა სოლომონ მეფის მოძღვრადაც იხსენიება, _ კ.კ.) და მიბოძა ყოველივე სახმარი და ქრისტეს საფლავის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულად, ოთხი წლის განმავლობაში. შემდეგ წარმომგზავნა პატრიარქმა თვისი ხარჯით ათონზე, რადგან მყუდრო ცხოვრებას ვეძებდი და მივედ ქართველთა მონასტერში. ხოლო შიგ მდგომმა ბერძნის ბერებმა უარი გამომიცხადეს მიღებაზე, ვერ გიცნობთო ვინ ხარ, ერთი ბერი რომ მაინცა იყოს ქართველი, მიგიღებდითო, იყვნენ კი და აღარ არიანო. მაშინ მივმართე პანტელეიმონის მონასტერსა და იღუმენმა მკითხა თუ რა შემიძლია. მე ვუპასუხე: მე ერთი ცოდვილი ბერი ვარ, რასაცა მიბრძანებთ, აღვასრულებ-მეთქი. ახალ ეკლესიას აშენებდნენ. მომცეს კურტანი და სხვათა ძმათა შორის მეცა ვზიდავდი ქვასა და რაიცა საზიდავი შემხვდებოდა. ამ ყოფაში ხუთი წელიწადი რომ გამომივიდა, იერუსალიმიდან ერთი არაბი მოსრულ იყო მონასტერში, მას ბალკონზე სეირნობისას შევენიშნე და ვეცანი და იღუმენისთვის უთქვამს: როგორ, როგორ თუ შენ ღვთისა არ გეშინია, რომ მღვდლისათვის კურტანი მოგიკიდია და ამუშავებ. არა, შვილო, უპასუხია იღუმენს, _ აქ მღვდელი არა ვინ არი, და მაშინ გამოცხადდა ჩემი ვინაობა. ნასერობევს შემოვიდა ჩემთან იღუმენი და გამომკითხა ვინაობა და საქმე და მღვდელობის ხარისხზე დამაყენა. ხოლო ჩემი ხარისხის დაფარვისათვის კანონი დამდვა.
შემდეგ მოვიდა სოლომონ მეფის მოძღვარი ილარიონი შორაპანელი (მღვდელობაში იესე ყანჩაიშვილი), რომელიც მეფესთან ტრაპეზონს გამოყოლილი იყო და შემდეგ სამი წლისა და მეფის მიცვალებისა გაემგზავრა რუსეთს და ინახულა მანდ მყოფი დედოფალი მარიამი. და მანდედან დაბრუნებული მოვიდა მთაწმინდას და იღუმენის დახმარებით მიღებულ ვიქმნენით დიონისიატის მონასტერში ჩვენ ორივე. ამასობაში საბერძნეთი აუჯანყდა ოსმალეთს, გრიგორი პატრიარხის დროსა. დიდი არეულობა იყო 1821 წელსა, ვინათგან, ამ ჟამის ათონის ბერებმა მონაწილეობა მიიღეს აჯანყებაში და 6000 ბერი შეჭურვილ იქმნა და წავიდნენ კავალიის ასაღებად, რომელნიცა მუნ დაიხოცნენ 70 ასკერისაგან და ვითარცა სცნა ესე ხონთქარმან, გამოგზავნა ჯარი დასასჯელად ათონის მონასტრებისა. და 1822 წელს ფაშა ჩადგა ივერიის მონასტერში ჯარითა. ბერები ჩაკეტილ იქმნენ მონასტერში და ჯარისაგან გაჭირვება და განსაცდელი ედგათ. იმ ჟამად მე დიონისიატი, გარეთ ერთ კელიაში ვცხოვრობდი, სადაცა თათარმა კინაღამ მომკლა, მე ვუთხარი: `მე რას მერჩით. მე არც ბერძენი ვარ და არც ბოლგარი~. ჩემი `გურჯობა~ რომ გაიგო, ფაშას მიმგვარა, და ფაშას მოახსენა: გამოვიდა ფაშა და ქართულად დამეკითხა: `ვინ ხარ შენ, კაცო?~ ეს რომ გავიგე, მეტი სიხარულისაგან შემოვეხვიე საამბოროდ. ხოლო მან შემაჩერა: _ მე მუსლიმანი ვარ და ნუ შემეხები, თუმცა ქართველი ვარ, ჭყონია, გურიის მაზრიდანო და შემიყვანა მონასტერში. ბერძნებს უბრძანა, ამ ჩემ მონასტერში ქართველი ბერები არ ყოფილა, ყველა ამას დაემორჩილეთო და ოდეს შეატყვეს ფაშასა ბერძნებმა უსიამოვნება მონასტრიდან ქართველების გამოწყვეტით და ფაშამაც იკითხა თუ ვინაა აქ ქართველთაგანი (მართავდა მონასტერს, _ კ.კ.), მათ ჩამოთვალეს სახელები: იოანე, ზაქარია, იაკობი, ილარიონ, გრიგორი, ანდრია, ამბერკი, ლავრენტი, თეოდორე, გაბრიელი, რომანოზი და სხვანი თხუთმეტამდე, გვარი კი აღარ ვიცით. ესენი და მათი უწინარესნი მართავდენ მონასტერსა დღემდის. ხოლო ბოლო დროებში, რაკი ხმელეთით გზა აღარ იყო, თან და თან შეწყდა მიმოსლვა ქართველთა და ესრეთ შემცირდენ. ესე თქვა ნათანაილ და გრიგორი ივერიის იღუმენმან. მაშინ შემომევედრენ მუხლთმოდრეკით არქიმანდრიტი და იღუმნები: `მამაო ვენედიქტე, გვიშველე ღვთის გულისათვის, ფაშა ქართველია და სთხოვე, ნუ აგვაოხრებსო, გადაარჩინე ეს ქართველების მონასტერი~. მაშინ ვუპასუხე: `მე რომ მოველ, მაშინ არ მიცანით ქართველათ და არც მიმიღეთო. ხომ ახი იქნება თქვენზედა, ახლა ყველას თავები, რომ დაგაყრევინონ, ის შური რომ გიძიოთ. მაგრამ ამასა როდი გიზამ~. მივედი და ვთხოვე ფაშას, არაფერი წაეხდინა ჯარსა. ხოლო მან თქვა: მე ხონთქრისაგან ბრძანება მაქვს ივერიის მონასტრის განადგურება, რადგან ამ მონასტერში მოახდინა პატრიარხმა ჩვენი საღალატო კრება, მაგრამ რადგან ქართველთა სამეფო მონასტერია, ამისთვის მე გადავარჩინე აოხრებისაგან და აი, შენ გაბარებ, ვითარცა ქართველთა მონასტრის წინამძღვარსა და გაძლევ ამ კლიტეს დიდ ლავრა-მონასტრისას. ფაშა დიონისიატის მონასტერში წავიდა და მონასტერი ჩვენი სრულს ჩემს უფლებაში დატია. საკუთრად მე ჩამბარდა დიდი კარის ღვთისმშობელი ეკლესია და გავატარე დეკანოზობაში ათი წელი. (ჩვენ ვიცით ბენედიქტეს მიერ 1833-სა წელსა, თავის ხელის მინაწერიდან, ამავე წელში დანომრილი ნომრით 7, მამათა სწავლანში ჩატანებული ანდერძისგან, სადაცა თვით სწერს, მთაწმინდაში მოსლვიდან 17 წელი არს, ამ მონასტერში მოსლვიდან 13 წელი. მაშ 1816 წელს მოსრულა მთაწმინდაში და ოთხი წელი ყოფილა პანტელემონი და დიონისიატის მონასტერში: რომელი არა ჯერ არს დაჯერება, ვენედიქტე 1821 წელს მოსრულა ამ მონასტერში. იხილე ნომერი 7 მოყვანილი ცნობა: ეგრეთვე ნამდვილად ვიცით ვერცხლის კანდელის წარწერიდან ქართულად, რომელიც მონასტრის დიდი ეკლესიის სამეფო კარის ზემოთ ჰკიდია, 1834 წელსა ვენედიქტე შიგნით მონასტერში ყოფილა. მაშ ვენედიქტე 14 წელი ყოფილა დეკანოზათ და არა ათი, ვითარცა ჩემი ხსენებული ნაამბობიდან სჩანს).
შემდგომ მოვიდა ათონზე ძმა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა ვასილი ქიქოძე და მაშინ განვიზრახე დაყუდება და გამოვედ მონასტრით და საცხოვრებელად ავირჩიე ახლორე მდებარე კელია და ეკლესია წმინდა ილიასი. თან წამოვიყვანე ახლად მოსრული ვასილი ქიქოძე, რომელიც აღვკვეცე ბერად და უწოდე სახელად ბესარიონი. შემდგომში მოვიდა ოდიშელი გიორგი რატიანი, ბასილი რატიანის შვილი, დავით დადიანის მოურავისა, ვაკურთხე ბერად და ვუწოდე სახელად გრიგორი. და შემდეგში, მოვიდა ქაიხოსრო ახვლედიანი, რომელსა ბერობაში ეწოდა ქრისტეფორე, რომელიც უკანასკნელ მოძღვარი იქმნა.
ხოლო ილარიონ იყო დიონისიატის მონასტერში და შემდეგ წმინდა ანას სკიტეში და განთქმული იყო მთელი მთაწმინდაში და საბერძნეთში მოძღვრებითა. რამეთუ არეულობა დროს გამოგზავნილი იქმნა ვინმე სხვა ფაშა, თანახლებითა მიტროპოლიტისაითა. რათა ილოცონ ოცმა მონასტერმა ნიშნად ოსმალეთის ერთგულებისა. და ვინათგან, საუბედუროდ, დიდი ეკლესია დამორჩილებოდა ესე ვითარი განაჩენს და შეასრულებინა გარეშე საეკლესიო კანონისა ლოცვა წყეულთა აგარიანთათვის; აგრეთვე შიშისა რა გამო ოცი მონასტრებმა ბრძანება პატრიარხისა და ილოცეს სულთანის შესაწევნელად, გარდა პანტელეიმონის მონასტრისა, სადაცა შეხვდა ილარიონი და წინ აღუდგა ფაშა და მიტროპოლიტს და მათი მოთხოვნილებასა. აგრეთვე წმ. გრიგორის მონასტერში, ვითარცა მოიწივნენ რიგის მღვდელი (საკურთხეველსა, _ კ.კ.) შინა იყო: და მას ვითარცა უბრძანეს ლოცვად, უპასუხა, აი თავი ჩემი, აიღეთ ჩემგან და მე ესე ვითარი ლოცვას ვეღარ ვილოცავო. ხოლო იღუმენმა და სხვებმა ულოცეს, ხოლო შემდეგ წასლვისა მათისა განკანონებულ იქმნენ ილარიონის მიერ იღუმნები და უმფროსები. რომელთა ესე უჯერო ლოცვა შეასრულეს, ხოლო გრიგორის მონასტრის იღუმენს უთხრა: `აი ნამდვილი საიღუმენო კაცი ის მღვდელი ყოფილა, იმას ეკუთვნის იღუმენობა. შენ არ ყოფილხარ ღირსი იღუმენობისაო~ და კანონი მისცა, რათა ილოცვიდეს დღეში სამჯერ მიწყალესა და 22 ფსალმუნისა. და ორმოც-ორმოცი მუხლთმოდრეკა სამ გზის დღეში.
ეს მოთხრობა მამისა ვენედიქტე ქიოტიშვილისა და ილარიონ ყანჩაიშვილისა, როგორათაც მათ უამბიათ თვისთა მოწაფესათვის, ესრეთ გვაქვს მოსმენილი და გაგონილი მათგან. შემდეგ ჟამებში მათ მოემატა საქართველოდან რამდენიმე წარჩინებული ბერი და ცხოვრობდნენ ერთად წმ. ილიას კელიაში. ხოლო აქვნდათ წუხილი და გლოვა მასზედ, რომ ივერიის მონასტერში ახალი ჩამოსული ქართველებს ბერძნები აღარ იღებდნენ, არცა სჩანდა საიდანმე პატრონობა და იქ ესრეთ მათ თვალწინ იკეტებოდა ჩვენთვის კარი ივერიის მონასტრისათვის, იკარგებოდა დიდება და გვირგვინი განმაბრწყინვებელი ივერიისა.
მაშინ დაებადათ მათ აზრი ქართველთათვის ახალი სავანის აშენებისათვის, რომელიცა იმათ სიცოცხლეშივე იქმნა აღსრულებული. ვითარცა ესე ხედავთ. ხოლო მე ამა კატალოგსა შინა ვყავ აღნიშნული, რათა არა დავიწყებასა მიეცეს და საუკუნომცა არს ხსენება და კურთხევა მათი და ნეტართა შორის დაამკვიდროს უფალმან, ამინ.~
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი
XIX საუკუნის ქართველი ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი.
მამა ბენედიქტე წარმოშობით იმერელი გახლდათ, შორაპნის მაზრის სოფელ მარელისიდან. განათლება შინ მიუღია, მერე კი სოფლის მღვდელი გამხდარა. მამა ბესარიონის (ასე ერქვა ბერად აღკვეცამდე) მღვდლობა ჩვენი ქვეყნისთვის ავბედით ჟამს დაემთხვა - რუსეთი იმპერიამ აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო და იმერეთსაც გადასწვდა.
იდგა 1812 წელი. თურქეთში გაქცეული სოლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსების ჯარის განდევნას აპირებდა. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა - ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუსებს არ დაემორჩილებოდნენ, თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი; ზოგმა წერილიც კი მისწერა მეფეს, აღარ გვსურს იმერეთის ტახტზე შენი ხილვაო. არც მამა ბესარიონმა მოისურვა ამ საქმეში გარევა და რუსეთის წინააღმდეგ ფიცის დადება, თუმცაღა მისი ძმა სოლომონის ამალის წევრი გახლდათ და თვითონაც მეფის კარზე მიღებული კაცი იყო.
„მამულის ურჩობაში“ ჩავარდნილ მოძღვარს ერთ ღამეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. „რაკი ჩემს ერს ეურჩე, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენს დღეში ვეღარ გაიგონოო“, - უთქვამს მისთვის.
გავიდა ერთი კვირა და მამა ბესარიონს ცოლი გარდაეცვალა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ პირველი შვილი მოუკვდა, მერე - მეორეც. ამ უბედურების შემდეგღა მოეგო გონს მამა ბესარიონი და ყოვლადწმიდა ქალწულის ნებას მიენდო.
ჯერ იერუსალიმში წასულა მღვდელი, უფლის საფლავი მოულოცავს. იერუსალიმის პატრიარქს დიდი პატივით მიუღია, უბოძებია ყოველივე სახმარი და ნება მიუცია, მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში ქართულად აღევლინა წირვა-ლოცვა. ოთხი წელი იმსახურა მამა ბესარიონმა უფლის საფლავთან, მაგრამ უამრავ პილიგრიმთან შეხვედრა, ამა სოფლის აურზაური, აშფოთებდა მყუდროების მოსურნე მის სულს. ამიტომაც ათონზე წასვლა და ივერონში დასახლება განიზრახა. ბერის სამოსელი კი, როგორც ჩანს, იერუსალიმშივე ჩაუცვამს.
ათონზე ჩასული ბერი ივერონში არ მიუღიათ. ბერძნებს უთქვამთ, რა ვიცით, ვინ ხარ; ჩვენთან ქართველები აღარ არიან, ერთი ბერიც რომ იყოს შენი მიწა-წყლისა, მიგიღებდითო. რაღა ექნა, პანტელეიმონის მონასტერს მიაშურა. ერთი ცოდვილი ბერი ვარო, - ასე წარდგომია იღუმენს, - რასაც მიბრძანებთ, აღვასრულებო. მონასტერში იმხანად ახალ ეკლესიას აშენებდნენ. მისცეს მამა ბესარიონს კურტანი და ისიც მონასტრის სხვა ძმებთან ერთად შეუდგა სამშენებლო მასალის ზიდვას. ამ ყოფაში გავიდა ოთხი წელი. ერთ დღეს მონასტერს იერუსალიმიდან ერთი არაბი სწვევია. აივნიდან მამა ბესარიონისთვის მოუკრავს თვალი, უცვნია და იღუმენისთვის საყვედური უთქვამს: „ღმრთისა აღარ გეშინია, მღვდლისთვის კურტანი რომ აგიკიდებია?! ჩემი თვალით მინახავს, უფლის საფლავთან რომ წირავდაო“. განცვიფრებულა იღუმენი საბა, სენაკში ხლებია ბესარიონს, ვინაობა გამოუკითხავს და ისევ მღვდლის ხარისხზე დაუყენებია, მღვდლობის დაფარვისთვის კი კანონი დაუდვია: ორმოცი დღის განმავლობაში უნდა ედევნებინა თვალყური მონასტრის ჩაუქრობელი კანდელებისთვის.
მონატრის ბერები დიდი პატივით ეპყრობოდნენ მამა ბესარიონს. ეს მძიმე ტვირთად დააწვა „ცოდვილსა და გლახაკს“ და როცა შეიტყო, დიონისოს მონასტერში მკაცრი ტიპიკონი აქვთო, იქ გადასახლდა. მალე ამავე მონასტერში მისულა მისი ძველი მეგობარი, მღვდელი იესე ყანჩაიშვილი. 1821 წელს, დიდმარხვისას, ორივემ დიდი სქემა შეიმოსა. მამა იესეს ილარიონი უწოდეს, ხოლო მღვდელმონაზონ ბესარიონს - ბენედიქტე. ილარიონი პირველი შემოსეს სქემით, მაგრამ ბენედიქტეს მაინც თავის უფროს ძმად და მოძღვრად მიიჩნევდა.
1821 წელს ბეძნები ოსმალეთის იმპერიას აუჯანყდნენ. ამბოხებაში ათონელმა ბერებმაც მიიღეს მონაწილეობა. რამდენიმე ათასმა ბერმა აისხა საჭურველი სამშობლოს თავისუფლებისათვის... მათ დასასჯელად ხონთქარმა ჯარი გაგზავნა. 1822 წელს თურქეთის რაზმი ივერონში ჩადგა. ასკერები მთელს ათონს მოედვნენ და მონასტრების რბევას მიჰყვეს ხელი. მამა ბენედიქტე იმხანად დიონისოს ლავრის მახლობლად, სენაკში ცხოვრობდა. შეეჭრნენ თურქები და კინაღამ მოკლეს. „რა გინდათ ჩემგან, არც ბერძენი ვარ და არც ბულგარელიო“, - უთქვამს ბერს. მისი ქართველობა რომ შეუტყვიათ, ფაშასთან წაუყვანიათ. ფაშა წარმოშობით გურიიდან ყოფილა, გვარად ჭყონია, მღვდლის შვილი. ბავშვობაში გაეტაცათ და თურქეთში გაეყიდათ. „ვინ ხარ კაცო?“ - ქართულად უკითხავს ბერისთვის. მამა ბენედიქტემ დიდი სიხარულისგან თურმე მოხვევა და ამბორისყოფა დააპირა, მაგრამ ფაშამ შეაჩერა: ნუ შემეხები, მუსულმანი ვარო, - მერე მონასტერში შეიყვანა და ბერძენ ბერებს განუცხადა, რაკი ამ მონასტერში ქართველი ბერები აღარ ყოფილან, ამიერიდან ამას დაემორჩილეთო, - თან ისიც უკითხავს, რატომ აღარ იყვნენ ქართველები ივერონში. ბერძნებს თავი უმართლებიათ: ბოლო დროს, რაც სახმელეთო გზა აღარ არის, ათონზე ქართველთა შემოსვლა შეწყდარო. მაგრამ ფაშას რას დააჯერებდნენ... მამა ბენედიქტეს ევედრებოდნენ თურმე, გვიშველე, ღვთის გულისთვის, ფაშა ხომ ქართველია, სთხოვე, ნუ აგვაოხრებს, გადაარჩინე ქართველთა მონასტერიო. აქ რომ მოვედი, აკი ვერ შემიცანით ქართველად, - მიუგია მამა ბენედიქტეს, - ახლა ხომ ახი იქნება, სიტყვა არ შეგაწიოთ და თავები დაგაყრევინონო, - მაგრამ მაინც მისულა ფაშასთან და უთხოვია, ჯარს მონასტერში არაფერი წაეხდინა. ფაშას უთქვამს, ხონთქარმა ივერონის განადგურება მიბრძანა, რადგან სწორედ აქ გაიმართა ჩვენს მოღალატეთა კრება, მაგრამ რაკი ქართველთა სამეფო მონასტერია, არ ავაოხრებ. შენ გებარებოდეს მისი კლიტეო. ფაშა დიონისოს მონასტერში გადასულა, ივერონი კი მამა ბენედიქტეს გამგებლობაში დაუტოვებია. საკუთრად მისთვისვე ჩაუბარებია კარის ღვთისმშობლის ეკლესიაც.
დაიწყო მამა ბენედიქტემ მოღვაწეობა. ბერძნები თუქების შიშით ღვთისმსახურებას ვერ ბედავდნენ, ამიტომ ღირსი მამა ლოცვებს ბერძნულად აღავლენდა, ხოლო ლიტურგიას და ყოველ წესს ქართულად აღასრულებდა.
აუცხადდა მამა ბენედიქტეს ღვთისმშობლის ნათქვამი - ქართული სიტყვაც აღარავისგან ესმოდა. სამშობლოსთან ივერონის წიგნთსაცავირა აკავშირებდა. იქ დაცულ თითქმის ყველა ქართულ წიგნზეა მიწერილი „ცოდვილი და გლახაკი ვენედიქტეს“ გულის ამონახეთქი...
დადგა 1830 წელი, გაქცეული ბერძნები უკან დაბრუნდნენ და მამა ბენედიქტე ნელ-ნელა შეავიწროვეს: ჯერ დიდი ტაძარი იგდეს ხელთ, მერე კი კარის ღვთისმშობლის ეკლესიიდანაც მოინდომეს მისი განდევნა, მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა - ათონზე დიდ პატივს მიაგებდნენ მამა ბენედიქტეს.
1834 წელს ბერთან მორჩილად წმინდა გაბრიელ ქიქოძის ძმა ვასილი მისულა. გახარებია ღირს მამას. „რამდენი ხანია, მოწაფის აყვანა და განმარტოებით ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ვერ მომეხერხებინა - ქართველი ვერსად მეპოვაო“, - უთქვამს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის შემოწირულობა ბერძნებისთვის გადაუცია. მათ შეუთავაზებიათ, წმინდა ილიას სკიტში ან ბასილი დიდის სენაკში დასახლებულიყო. მამა ბენედიქტეს ილიას სკიტი აურჩევია - ის გორაკზე იდგა, საიდანაც ჩინებული ხედი იშლებოდა.
მალე სულიერმა მამამ ვასილი ბერად აღკვეცა და ბესარიონი უწოდა. თითქოს გარდაცვლილი შვილები გაუცოცხლდაო, ისე შეიყვარა სულიერი ძე. წიგნების მინაწერებში, სადაც უფალს მშობლებისა და სახლეულის შეწყალებას სთხოვდა, უეჭველად ბესარიონსაც ახსენებდა ხოლმე: „ქრისტე, შეიწყალე ვენედიქტე თავისი ბესარიონითო“...
მალე მამა ბენედიქტეს დაემოწაფნენ ოდიშელი გიორგი რატიანი, ბერობაში - გრიგოლი, დავით დადიანის მოურავის ბასილ რატიანის შვილი, გელათის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ სერაპიონის ძმა ქაიხოსრო ახვლედიანი, ბერობაში - ქრისტეფორე... შემდგომში მათ შეემატათ საქართველოდან ჩასული რამდენიმე წარჩინებული ბერი.
მამა ბენედიქტე შინაგან ცხოვრებას საგულდაგულოდ არიდებდა სხვათა თვალს. ცნობლია, რომ მკაცრად იცავდა მარხვის წესს: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ლუკმას არ ჩაიდებდა და არც წყალს დალევდა; ბერობის კანონს სკვნილზე ასრულებდა, სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას გაუცდენლად აღავლენდა ღვთისმსახურებას, მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მხოლოდ აღდგომას, შობას და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მიდიოდა, ლოცვის შემდეგ კი ისევ სკიტში ბრუნდებოდა ლიტურგიის ჩასატარებლად. წმინდა ილიას ხსენების დღეს მონასტრიდან ყავასა და ტკბილეულს უგზავნიდნენ, რითაც სკიტში დღესასწაულზე მისულ სტუმრებს უმასპინძლდებოდა.
როცა წმინდა ილარიონი ურიცხვმა ეშმაკვა გვემა და ცოცხალმკვდარი ბერებმა ახალ სკიტში გადაიყვანეს, პირველ ყოვლისა, სწორედ მამა ბენედიქტეს უხმეს. ღირსმა მამამ წმინდანს განმარტოება აუკრძალა, თანაც უბრძანა, კარაქი, ყველი და თევზი ეჭამა და ამით დათრგუნა მისი ნება. შემდგომში მამა ილარიონი ივერონის მახლობლად დასახლდა და ხშირად სტუმრობდა მამა ბენდიქტეს, თუმცა სკიტში დარჩენაზე უარს ამბობდა - ქართველები ვართ და უქმმეტყველებაში ჩავცვივდებითო, თუმცა მანძილის სიშორე ვერაფერს აკლდებდა მათ სულიერ ძმობას. „მაღალღირსო და პატიოსანო მამაო და ძმაო სულიერო ვენედიქტონ“ - ასე იწყებს ერთ წერილს (უფრო ზუსტად, წიგნზე მინაწერს) წმინდა ილარიონი და ამგვარად ამთავრებს: „თქვენი სიწმინდის თაყვანისმცემელი ილარიონ, ცოდვილი ბერი“.
ამ „ცოდვილმა“ ბერმა და მისმა სულიერმა ძმამ მრავალი ათონელი მონაზონი იხსნეს ეშმაკის ხლართებიდან. დიდი მამის, ჰაჯი გიორგის, შესახებ ერთ ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ: ათონზე ახალმისული გიორგი ქრისტეს მოწამეობაზე ოცნებობდა. 60 დღე-ღამე იმარხულა და ილოცა, შემდეგ კი ილარიონ ქართველთან მივიდა, რათა მოწამეობაზე კურთხევა აეღო. მამა ილარიონმა უთხრა, ამგვარ შეკითხვებზე პასუხის გაცემის უფლება ეკლესიისგან ჯერ არ მიმიღია; თუ გსურს, პასუხი მოისმინო, მიდი ბენედიქტე ქართველთან, ყოველივეს მოუყევი და რასაც გეტყვის, აღასრულე - ეს ღვთისთვის სათნო, შენთვის კი სასარგებლო იქნებაო.
მამა ბენედიქტემ მიიღო ახალგაზრდა ბერი, მოუსმინა და მიხვდა, რომ იგი მასთან ილარიონს გაეგზავნა, მაგრამ თავის განქიქება დაიწყო: ბენედიქტე, აი, უკვე რამდენი წელია, აქ ცხოვრობ, მაგრამ ისე არ გიღვაწია, როგორც ამ ახალმოსულს... ოდესმე თუ გიფხიზლია იმდენი, რომ ლოცვაზე მდგარიყავი?! ოდესმე თუ გაიმარხულია ისე, როგორც ამ ღვთის მონამ იმარხულაო?! გიორგი მიუხვდა მოძღვარს, მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, თუმცა მამა ბენედიქტემ იმთავითვე უწინასწარმეტყველა, რომ ის ყურად არ იღებდა მის რჩევას და კონსტანტინეპოლში წავიდოდა, მაგრამ სასურველ მოწამეობას ვერ ეღირსებოდა, ჭეშმარიტად მოწამეობრივი განსაცდელი კი სიცოცხლის მიწურულს ახალგაზრდა ძმებისგან დაატყდებოდა თავს. ყოველივე ეს სიტყვა-სიტყვით ასცხადებია ჰაჯი-გიორგის.
მიიწურა მამა ბენედიქტეს ამქვეყნიური ცხოვრების წლები. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ დადებული „სასჯელის“ ვადაც გაილია... 1862 წლის 9 მარტს მისი სული ხორცის ბორკილებისგან გათავისუფლდა და ზეციურ საქართველოში გადასახლდა. ოტი წლის შემდეგ მამა ბენედიქტეს მამა ილარიონიც შეუერთდა.
მათი ღვთივგანსვენების შემდეგ ობლად დარჩენილ ქართველ ბერებს მრავალი განსაცდელი დაატყდათ თავს. ბერძნებს აღარ ახსოვდათ წმინდა ათანასე ათონელის ანდერძი: „ვთხოვ ძმათა, რათა ჰქონდეთ ივერიელთა მიმართ სიყვარული და ურთიერთობა“. მაგრამ ქართველებს მამა ბესარიონ ქიქოძის სიზმარი ანუგეშებდათ: ბერს გარდაცვლილი მამა ბენედიქტე გამოსცხადებია და უთქვამს, ილარიონ ქართველი ცოცხალია და ათანასე ათონელთან ერთად იმყოფებაო. ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებმა, თავი ვინუგეშოთ ამ გამოცხადებით და გავფრთხილდეთ, რათა არასოდეს ჩავცვივდეთ „მამულის ურჩობაში“, არასოდეს განვუდგეთ ღმრთისმშობლის წილხვედრ ერს.
მამა ბენედიქტეს ერთ წიგნზე წაუწერია: „ანდერძად მოგვიხსენებდეთ ჩვენ წარსულთა თქვენ მომავალნი, რათა თქვენცა მოგიხსენოსთ უფალმან სასუფეველსა თვისსა აწ და საუკუნოდ, ამინ“.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3 (14), 2005 წ.