ბერი გერასიმე (აბულაძე)
დაიბადა 1981 წლის 25 აპრილს ქ. ზუგდიდში.
1998 წელს დაამთავრა ზუგდიდის N3 საჯარო სკოლა.
1998 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, ისტორიის ფაკულტეტზე,
რომელიც დაამთავრა 2002 წელს და მიიღო ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით 2006 წელს ჩაირიცხა ახალციხის წმ.
გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში (საფარის მამათა მონასტერი), რომელიც დაამთავრა 2010
წელს და მიიღო საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
2010 წელს საფარის სემინარიის პრორექტორმა, იღუმენმა დავითმა (გვრიტიშვილი) აკურთხა საბერო მორჩილად.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით 2011-2013 წლებში მორჩილებას გადიოდა ვატოპედის მამათა მონასტერში (ათონის წმ. მთა),
ხოლო 2013-2015 წლებში _ სიმონა-პეტრას მამათა მონასტერში (ათონის წმ. მთა). მორჩილი ვლადიმერი 2013 წლის 19
დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სიმონა-პეტრას მამათა მონასტერში აღკვეცა ბერად და სახელად უწოდა გერასიმე.
გვ97
2015 წლიდან მსახურობს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის მამათა მონასტერში.
2017 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დაადგინა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეკონომოსად.