სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12258

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გია აბულაძე 1968-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი გია აბულაძე 1968-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი გია აბულაძე 1968-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბულაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

გია აბულაძე 1968-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა, მაშინ იგი სასიკვდილოდ დაჭრეს,მაგრამ გადარჩა, უფროსი სერჟანტი იყო. ამბობდა, რომ იგი არასოდეს მოკვდებოდა, რადგან საიქიოდან დააბრუნეს.მის საფლავს თოვლი ადევს, ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა, მრავალ ახალგაზრდას სამუდამოდ მოუყრია თავი, ძინავთ ბიჭებს მშვიდად.

   აქ, ამ ადგილას, ოდესღაც მწვანეში ჩაფლული ბაღი იყო გაშენებული.გიამ აქ ისწავლა ენა, აქ აიდგა ფეხი, აქ, სადაც, საფლავია გათხრილი,ტიტველა 2 წლისა ჭინჭრებში ჩავარდა,მახსოვს, როგორ გულამოსკვნილი ტიროდა დედის უბეში ჩახუტებული. არ ვიცით ასე რად გაგვწირა ღმერთმა, როცა ეს ჩვენი ნასახლარი იყო და უკანვე დაგვაბრუნა. 

   და ახლა ომის მძიმე პერიოდში, გიას საფლავს აკითხავს მხოლოდ ახალგაზრდა კაცი ნაადრევად დაბერებული წვეროსანი, ობლად დადის, ღამეებსაც აქ ათევს. ეს გიას მამაა.

    გია აბულაძე დაიბადა 1968 წლის 21 იანვარს, სოხუმში, 1992 წლის 21ოქტომბერს ლტოლვილად წოდებულ ქვრივ ილონას მისგან აჭარის მიწა-წყალზე ქობულეთში შეეძინა ქალიშვილი – ცისფერთვალება ია.

     მტრის ვერაგმა ტყვიამ, „ვაი დედაოს“ თქმა რომ ვეღარ მოასწრო, ისე განგმირა ღიმილის ბიჭი, მუდამ მხიარული, სიცოცხლით სავსე, რომელსაც ეს-ესაა ოჯახი შეექმნა და ფიქრობდა ოცნებების განახლებაზე. მაგრამ, ვაი რომ, იმ. საბედისწერო 17 აგვისტოს გია სახლში ვეღარ დაბრუნდა.

   ომის დაწყების პირველივე დღიდან 14 აგვისტოს გია უიარაღო ბიჭებს ემსახურებოდა; „აბა, პური“, „აბა სიგარეტი“, „აბა, ბიჭებს შიათ, დედი“. შვილის ასეთი აქტიურობა მამას არ მოეწონა, თითქოს გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას და უყვირა კიდევაც. პასუხი კი ასეთი იყო: „ეხ, პაპუჩი, შენ არ იცი,

როგორი ბიჭები კვდებიან, მე ქალის კაბას ვერ ამოვეფარები, მე მათთან უნდა ვიყო. 

  და, მართლაცდა, 17 აგვისტოს ღამის 10 საათზე გია სამუდამოდ მათთან დარჩა, იგი ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს. დაიღუპა 1992 წლის 17 აგვისტოს,სოხუმში პიკეტირების დროს. ჩვენს მწუხარებას საზღვარი რა აქვს. გიასავით

ბიჭები არ უნდა კვდებოდნენ, ისინი ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ, რათა მომავალი მშვენიერი იყოს, ნათელი. და კეთილი.

    ახლა გიას დედას თვალებში სინათლე  დაბნელებია. მძიმე ოპერაციის შემდეგ იგი თავის რძალს და პატარა იას დაუბრუნდა ქობულეთში, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდად არის. ია კი უკვე სამი თვისაა, იზრდება გოგონა უწყლობა-უსინათლობაში, არც გათბობა და არავითარი სამედიცინო ყურადღება. რას ვიზამთ, გვესმის რომ უჭირს საქართველოს, ომია, გვწამს, რომ ეს ყველაფერი მალე. დამთავრდება და პატარა ია დაუბრუნდება მამისეულ ქალაქს – სოხუმს,მამისეულ ეზო-კარს, თამარის ქუჩაზე. გაიზრდება ჩვენი გოგონა, დაკრეფს პატარა იებს და მამამისის სასაფლაოზე აიტანს.

                                                                                                                                                        ს. აბულაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 27.08.2021
სულ რედაქტირებულია 1


სევერიონი, მიხეილი, გურამი აბულაძე, ძმები მეორე მსიოფლიო ომი მონაწილე დაბ. სოფ. ქვედა სიმონეთი, თერჯოლა

2 0

სოფელი სიმონეთი თერჯოლა მეორე მსოფლიო ომი

2 0

აბულაძე ვლადიმერ დავითის ძე 1871-1962წწ მღვდელი დაბ. ზედა საქარა (ზესტაფონი)

2 0

მეუფე სპირიდონი (გოჩა ოთარის ძე აბულაძე დაბ 1950წწ ) სხალთელი მთავარეპისკოპოსი ზესტაფონი იმერეთი

1 0


აბულაძე

1 0

აბულაძე გერასიმე დაბ. 1981წ. ბერი ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის მამათა მონასტერი დაბ. ზუგდიდი

2 0

როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

1 0


თენგიზ აბულაძე ესტატეს ძე (დ. 1953) საქართველოს გენერალი დაბ. ქუთაისი იმერეთი

1 0


ბესიკ აბულაძე 1971-93წწ. გარდ. სოფ გუმისთა სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ტარიელ (ენვერი) აბულაძე 1941-1993წწ. გარდ. ვარჩე გულრიფში დაბ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.

2 0


კობა აბულაძე 1976-93წ. დაკ. კინდღი ოჩამჩირე დ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

2 0


ზურაბ აბულაძე 1976-93წწ. დაკარგ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

6 0


ვახტანგ აბულაძე 1968-93წწ დაკარგ. 25 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. მეორე სვირი ზესტაფონი

1 0

ლევან ვენედიკტეს ძე აბულაძე 1947-1993 გარდ. 46 წლის ქუთაისში, მფრინავი დაბ. ქუთაისი

2 0

აბულაძე გვარის მებრძოლები როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31

1 0


ივანე აბულაძე 1959წ. მხატვარი, პედაგოგი , იმერეთი,დაბ. ქ. ბაღდადი.

1 0


ილია ვლადიმერის ძე აბულაძე 1901-1969წ. აკადემიკოსი, ფილოლოგი დაბ. სოფ, ზემო საქარა, ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


ქეთევან აბულაძე 1959წ. მსახიობი დაბ. თბილისი.

1 0


ოთარ აბულაძე დ.2000წ. მსოფლიო პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ხულო აჭარა

2 1

4 7 9


ვანო აბულაძე (კამბეჩუა) 1920-ანი წლები მოჭიდავე, ფალავანი დაბ. სოფ. ჯუგაანი სიღნაღი

2 0


ლერი აბულაძე დ.1999წ. მსოფლ. ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. ხულო აჭარა

1 0

20 8 5


ფრიდონ აბულაძე დ.2001წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ხულო

1 0

3 1 0