აბულაძე ვლადიმერ დავითის ძე 1900წ. ლეყერეთის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია, ტყიბული 1900-1917წწ ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესია, ზესტაფონი გარდ. 1962 წელს
მღვდელი ვლადიმერ დავითის ძე აბულაძე 1871 წლის 8 დეკემბერს
სოფელ ზედა საქარაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი
წმინღა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მოწამეთას წშინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში შეისწავლა.
1892 წელს იმერეთის ეპისკოპომა გაბრიელმა (ქიქოძე) საქარის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის
ტაძრის მედავითნედ დაადგინა· 1897 წელს ვლადიმერი მონაწილეობდა რუსეთის იმპერიაში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში,
რის გამოც იგი ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.
1899 წლის 29 დეკემბერს, თავისი მოძღვრის, იმერეთის საეპარქიო სახლის ეკონომოსის, მღვდელ-მონაზონ ავქსენტის (ფაღავა,
შემდგომში – ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი) წარდგინებით, იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა.
1900 წლის 4 იანვარს კი მღვდლად დაასხა ხელი და ლეყერეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობიხ ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
ამავე წლის 16 მარტს, თავისი თხოვნიხ საფუძველზე. ბოსლევის წმინდა გიორგის სასელობის ეკლესიის წინამძღვრაღ გადაიყვანეს.
1901 წლის 20 ნოემბერს სოფელ ბოსლევის ორკლასოან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საეკლესიო გალობისა და საღვთო
გვ47
სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1912 წელს – სკუფია უბოძეს.
1918 წლის დეკემბერში მამა ვლადიმერი მენშევიკურმა მთავრობამ სამსახურიდან დაითხოვა.
1919 წლის 15 სექტემბერს, შორაპნის სამასრო ერობის გადაწყვეტილებით, დაბლა საქარის სკოლის გამგე-მასწავლებლად დაინიშნა.
1919 წლის 1 ნოემბერს ზედა საქარის სკოლაში ამავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
მამა ვლადიმერს ჰეავდა მეუღლე მარიამ ბართლომეს ასული და შვილები: ილია (შემდგომში – ცნობილი მეცნიერი და აკადემიკოსი), ბიძინა, დავითი,
თამარი, ნინო და ვლადიმერი. კომუნისტური ხელისუფლების მიერ ტაძრების დახურვისა და სამღვდელოების შევიწროების შემდეგ მამა ვლადიმერი იძულებული
გახდა, თავი დაენებებინა ღვთისმსახურებისათვის, თუმცა ერთი. პერიოდი ფარულად მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებს.
გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული 1962 წელს. დაკრძალულია სოფელ ზედა საქარის სასაფლაოზე.