სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო
ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი აბულაძე სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

540       ბეჭდვა

როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

როლანდ ვლადისლავის ძე აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო


როლანდი, ვინც გააცოცხლა საკუთარი ისტორია დაიბადა ცხინვალში 2001 წელს, ამჟამად ცხოვრობს გორში. 

სამაჩაბლოში  1926 წ. 87 700 კაცი, 1939 წ. – 106 100 კაცი, 1959 წ. – 96 800 კაცი, 1970 წ. – 99 400 კაცი, 1979 წ. – 97 400 კაცი. 2008წ ომამდე -  83000 კაცი  

2015 წწ - 53500 კაცი  ცხინვალში 1770 წწ - 700 კომლი 1910 წელს - 5000 კაცი  1989 წ. - 43 000  2020 წ. მიახლოვებით 20 000


ოფიცერი აბულაძეები პირველ მსოფლიო ომამდე და პირველი მსოფლიო ომის დროს.


1. .გიგო ანტონის ძე აბულაძე - რუსეთ-თურქეთის ომის ვეტერანი, 38_ე ტობოლსკის პოლკის პოლკოვნიკი, დაიღუპა 1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომში.

2.ლუარსაბ ივანეს ძე აბულაძე - აზნაური, პოლკოვნიკი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე(1877-1878).

3.მაქსიმე აბულაძე - ქუთაისის პოლიციის პრისტავი 1875 წელს

4. გიგო გიორგის ძე აბულაძე - აზნაური, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე(1853-1856), პრაპორშიკი.

5.ივანე გრიგოლის ძე აბულაძე - პოდპორუჩიკი 1909 წელს.

6.ალექსანდრე სიმონის ძე აბულაძე - შტაბს-კაპიტანი,მსახურობდა პიატიგორკსკის პოლკში.

7.სიმონ დარისპანის ძე აბულაძე - აზნაური,პოლიციის პრისტავი თემირ-ხან-შურაში.

8.ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე აბულაძე - პორუჩიკი, შემდგომში შტაბს-კაპიტანი და კაპიტანი,პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, დაიმსახურა 4 ორდენი და ხმალი წარწერით "за храбрость".


9.ალექსანდრე მაქსიმეს ძე აბულაძე - პრაპორშჩიკი, შემდგომში პორუჩიკი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, ორდენოსანი.

10.გიორგი ვლადიმერის ძე აბულაძე - პრაპორშჩიკი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

11.გიორგი ნიკოლოზის ძე აბულაძე - პოდპორუჩიკი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე,ორდენოსანი.

12.ზოსიმე მარკოზის ძე აბულაძე - პოდპორუჩიკი, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე, ევაკუირებულ იქნა ყირიმიდან.


13. პოლიკარპ აბულაძე - კორნეტი, ესპანეთის მეფე ალფონსო მე_13_ის პოლკში 1915 წელს. ნიკოლაევსკის საკავალერიო სასწავლებელის კურსდამთავრებული.

14. სავლე აბულაძე - პრაპორშიკი 1917 წელს, ტიფლისის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული 1917 წელს.

15. მიხეილ აბულაძე - პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი

16. ალექსნადრე აბულაძე - პრაპორშიკი,შემდგომში პორუჩიკი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე,ორდენოსანი.

17. გავრილ სტეფანეს ძე აბულაძე - არტილერისტი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

18. გრიგოლ აბულაძე - კანონირი(არტილერისტი), პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

19.მიხეილ ასლანის ძე აბულაძე - უნტერ-ოფიცერი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

20.კლემენტი ლეონტის ძე აბულაძე - უნტერ-ოფიცერი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

21.ერმოლაი ქრისტეფორეს ძე აბულაძე - აზნაური, სამხედრო ექიმი პირველი მსოფლიო ომში.

სია არის არასრული!!! სხვა ოფიცრების აღმოჩენის შემთხვევაში მათ დავამატებ, თუ სიაში ამოიცანით თქვენი წინაპარი ან გინდათ დაამატოთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ. მადლობა!


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი აბულაძეების სია.(1918-1921) 


1.მაიორი მიხეილ აბულაძე - იცავდა კოჯორ-ტაბახმელას პოზიციას ბოლშევიკების არმიის შემოსვლის დროს.(საარტილერიო განყოფილების მაიორი)

2. ალექსანდრე აბულაძე - მე_4 პოლკის კაპიტანი 1919 წელს.

3. მიხეილ აბულაძე - ცხენოსანთა რაზმის ლეიტენანტი 1919 წელს.

4. ??? აბულაძე - მე_7 ათასეულის ლეიტენანტი, 1919 წელს.


ჯგუფური ფოტო პროკოფი აბულაძე და ქართველი იუნკრები

5. პროკოფი აბულაძე - იუნკერი,1920–1921 წლებში მონაწილეობა მიიღო რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ წარმოებულ იუნკერთა სკოლის ყველა საბრძოლო ოპერაციაში.




6. ლუკა თეიმურაზის ძე აბულაძე - ცხენოსანი ასეულის კორნეტი, დაიღუპა სომხეთთან ომში 1918 წელს.

7. გრიგოლ აბულაძე - სახალხო გვარდია,დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში კომუნისტებთან ბრძოლაში 1918 წელს.

8. მიშა აბულაძე - სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის მეთაურობით, ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მონაწილე 1923 წელს, გორის მაზრაში.

9. გიორგი აბულაძე - 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ. დახვრიტეს ჩეკისტებმა 1924 წელს.

10. მიხაკო აბულაძე - აწარმოებდა პარტიზანულ მოქმედებებს ბოლშევიკების წინააღმდეგ შორაპნის მაზრაში, 1923 წელს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.05.2020
ბოლო რედაქტირება 12.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0