ვახტანგ აბულაძე საშას ძე დაიბადა 14 აპრილი 1968 წელს სოფელი მეორე სვირი ზესტაფონი 24 სექტემბერი 1993 წელი დაკარგულია
განთიადის ზღვიდან შემოჭრილი ნიავი იქ,აფხაზეთში,ობლად გაწოლილ საფლავის ბორცვზე ამოსულ ბალახს მოეფერება,სუნთქვას შეწყვეტს და გაირინდება,თითქოს ყურს უგდებს საფლავიდან წამოსულ ხმას,შემდეგ ფრთას შეჰკრავს და იმერეთს მოეშურება.შორაპნის ციხესთან წამით ჩაიმუხლებს,ხავსმოდებულ ქვებს ებუტბუტება,მერე ზესტაფონის ქუჩებში გაინავარდებს,თვალწარმტაც სოფლებს მოინახულებს და სოფელ მეორე სვირში ერთ ჭიშკარს ააჭრიალებს.ვენახს,ოდასახლს,ჭურ-მარანს თვალს მოავლებს,ხის ტოტზე ჩამოჯდება და მზის სხივებით აციალებული ნამიანი ფოთლები,შორეული საფლავიდან გამოგზავნილი ვაჟკაცის მონატრებაზე ჩურჩულებენ.ენატრება ვახტანგს თბილი ხელები,დედის ცრემლი,სანთლის ციმციმი და ყვავილები...
ვახტანგ აბულაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის
სოფელ მეორე სვირში 1968 წლის 14 აპრილს.დაამთავრა ამავე სოფლის ა. ბოჭორიშვილის სახელობის
#1
სკოლა.სკოლის დამთავრებისთანავე 1985 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში.არმიიდან დაბრუნების
შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
- ეკონომიკის ფაკულტეტზე.
1993 წლის აგვისტოში,როგორც რეზერვისტი,გაიწვიეს
სამხედრო შეკრებაზე.მსახურობდა ქუთაისის ოცდამესამე ბატალიონის მესამე ბრიგადაში.იბრძოდა
ხონში,ოჩამჩირეში,გულრიფშში,22 სექტემბერს.ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების
დროს მძიმედ დაიჭრა.დაიღუპა 24 სექტემბერს.დაკრძალულია აგუძერას საავადმყოფოს ეზოში.საკუთარი
ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო.
დედა იგონებს:,,ვახტანგი იყო უაღრესად კეთილშობილი,ზრდილობიანი,განათლებული
ახალგაზრდა.უყვარდა სიცოცხლე,მეგობრები,აღმერთებდა საქართველოს.როდესაც აფხაზეთში არეულობა
დაიწყო,აღშფოტებული იყო,ხშირად ამბობდა: ,,ახლა ჭირდება საქართველოს შველა და ჩვენ
თუ არ დავეხმარეთ,აბა სხვა ვინ გაირჯებაო“.ღრმად მორწმუნე იყო,ყოველი საქმის დაწყების
წინ პირჯვარს გადაიწერდა და ღმერთს შემწეობას სთხოვდა.გატაცებული იყო სპორტით,უყვარდა
ფეხბურთი,თვითონაც კარგად თამაშობდა.კეთილი გული ჰქონდა,ალალი.მენატრება ჩემი თმაქოჩორა
ბიჭი,ღმერთს ვთხოვ,ისე ნუ მომკლავს მისი საფლავი არ ვნახო და მონატრებული ცრემლი მკერდზე
არ დავაყარო....“
ვახტანგის ოჯახს ხონიდან გამოგზავნილი დეპეშა აქვს შემორჩენილი: ,,ხონში ვარ,საშიში არაფერია,ვახტანგი“. .... იქ,კი,აფხაზეთში,განთიადის ზღვიდან შემოჭრილი ნიავი,ყოველდღიურად ეფერება ობლად გაწოლილ საფლავის ბორცვებს ამოსულ ბალახს,გარინდებული თითქოს ყურს უგდებს საფლავიდან წამოსულ ხმას,შემდეგ ფრთას შეჰკრავს და იმერეთს მოეშურება.სოფელ მეორე სვირში ერთ ჭიშკარს ააჭრიალებს,ხის ტოტზე ჩამოჯდება და მზის სხივებით აციალებულ
ვახტანგ აბულაძე
ითანამშრომლა დიმიტრი ქათამაძე რამაზის ძე 1988 წელი დაბ. ზესტაფონი