სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ილია ვლადიმერის ძე აბულაძე 1901-1969წ. აკადემიკოსი, ფილოლოგი დაბ. სოფ, ზემო საქარა, ზესტაფონი, იმერეთი.

1901-1969 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი აბულაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

343       ბეჭდვა

ილია ვლადიმერის ძე აბულაძე 1901-1969წ. აკადემიკოსი, ფილოლოგი დაბ. სოფ, ზემო საქარა, ზესტაფონი, იმერეთი.

ილია ვლადიმერის ძე აბულაძე (დ. 24 ნოემბერი, 1901, სოფელი ზედა საქარა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1968, თბილისი)


— ქართველი ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1958-1968 წწ). მისი პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ილია აბულაძე დაიბადა 1901 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია, 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1926 წელს დაამთავრა სიტყვიერების განყოფილება, ხოლო 1929 წელს ლინგვისტური განყოფილება. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1945-1951 წლებში უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანია. 1953 წელს ინიშნება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე.


ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციები (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 — ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965—1966). 1937 წლის სექტმბერში, ეჩმიაძინის მუზეუმში (სომხეთი), ილია აბულაძემ ერთ-ერთ კრებულში ნახა ხელნაწერი, რომელშიც ფიგურირებდა ალბანური დამწერლობა, ის 52 ასო-ნიშნისგან შედგებოდა. ეს მონაპოვარი რომ არ დაკარგულიყო და ალბანელთა კულტურის ისტორიაში შესულიყო, აღმოჩენილი ხელნაწერი ილია აბულაძემ გამოსაქვეყნებლად გადაცა აკაკი შანიძეს.


1968 წელს, ილია აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. მის კაბინეტში დაცულია 2 663 წიგნი 647 პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და სხვადასხვა ევროპულ ენებზე. მათ შორის, ბიბლიოგრაფიულ რარიტედად ქცეული მრავალი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ფილოლოგიური ხასიათის გამოცემა. კაბინეტში ინახება ილია აბულაძის პირადი ნივთებიც, რომელთაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

გამყრელიძე ა., პროფესორი ილია აბულაძე, კრ.: მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი (ეძღვნება პროფ. ილია აბულაძის ხსოვნას), ტ. 1, თბ., 1971 (ახლავს აბულაძის ნაბეჭდი შრომების სია);

მრავალთავი X (ეძღვნება ილია აბულაძის დაბადებიდან 80 წლისთვს. თბ.1983)

ქურციკიძე ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 44.

პირადი არქივების აღწერილობა-ილია აბულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ტ. 2, თბ. 2010.

კუდავა ბ., აკადემიკოსი ილია აბულაძე, ჟურნალი: მაცნე, ისტორიის არქეოლოგიის ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, N 1, თბ. 2012.

ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 27, თბ., 1994


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0