ბულია ტიხონი მღვდელმონაზონი 1920-იანი წლები ბედიის (ოჩამჩირე) მონასტერი
ბულია ტიხონი მღვდელმონაზონი 1920-იანი წლები ბედიის (ოჩამჩირე) მონასტერი
წყარო საპატრიარქოს უწყებანი 14-20 იანვარი 2005წ. გვ. 20
მღვდელ-მონაზონი ტიხონი (ბულია). XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
მღვდელ-მონაზონი ტიხონი, ერისკაცობაში-პროკოფი ბულია, XIX საუკუნის II ნახევარში სამეგრელოში, გლეხის ოჯახში
დაიბადა. სამწუხაროდ, არ არის ცნობილი, თუ სად მიიღო მან საეკლესიო განათლება და რომელ მონასტერში დაიწყო თავისი ბერული მოღვაწეობა.
ცნობილია, რომ 1921 წელს იგი, მღვდელ-მონაზონ ანდრიასთან (გობეჩია) ერთად, მოღვაწეობდა წარჩეს მთავარანგელოზთა სახ
გვ174
ელობის მამათა მონასტერში, რომლის დახურვის შემდეგ საცხოვრებლად სოფელკ ბაშში გადასულა.
საბედნიეროდ, სამეგრელოში, ძველი თაობის წარმომადგენლებში მამა ტიხონის მოღვაწეობის ბოლო პერიოდის შესახებ
მრავალი ზეპირი მოგონებაა შემორჩენილი. ერთ-ერთი ასეთ ამბავი ქალბატონმა ნინო ფიფიამ მოგვითხრო:
„ძველად ქართველებს უთქვამთ. რომ ყოველი ადამიანი უზარმაზარი კარიბჭეა, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა გასაღები აღებს·
ქართველი ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ეს კარიბჭე რწმენის, იმედისა და სიევარულის გასაღებით გაეღო და ახერხებდა კიდეც.
ამას ცდილობდა მაშინაც, როდესაც ათეისტურმა წყობამ აღზევების ხანას მიაღწია, დაიხურა ეკლესია—მონასტრები, იდევნებოდა წინაპართაგან
დანერგილი ქრისტიანული სული და ზნეობა·
სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა,. „ვითარცა მოტყინარი ვარსკვლავი“, მღვდელ-მონაზონი ტიხონი (ბულია).
ბერი ტიხონი იყო სულიერი ძამა, ახალგაზრდობის გამოცდილი მრჩეველი—დამრიგებელი. მისი სახით წარმოგვიდგება მრავალფეროვანი მორალური და
სულიერი თვისებებით დაჯილდოებული სრულყოფილი პიროვნება.
მამა ტიხონის განსაკუთრებული ნიჭი ღვთისა და ადამიანების უსაზღვრო სიყვარული იყო. ის გამუდმებით ადიდებდა ღმერთს, მასში ქრისტესადმი
გამოუთქმელი, უსაზღვრო სიყვარული იყო დავანებული. მისი სამოძღვრო საქმიანობის ძირითადი საშუალება შემწყნარებლობა, მღვიძარება და მოუკლებელი ლოცვა იყო.
მამაჩემი, მიხეილ ჩაგუს ძე ფიფია, ღრმად მორწმუნე და ღვთისმოშმიში ადამიანი იყო. მას ცალკე სალოცავი ჰქონდა, ხატებით
მოფენილი, თითქმის მთელ დღეებს ლოცვასა და ვედრებაში ატარებდა. აინტერესებდა რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები.
ცდილობდა, ბევრ ღვთისმორწმუნე ადამიანს დაახლოებოდა და ბევრიც ღვთის სჯლზუ მოექცია. მოგეხსენებათ, ეს პერი-
გვ175
ოდი იყო კომუნისტების აღზევების ხანა, ამ დროს ღვთის ხსენებაც კი იკრძალებოდა, ინგრეოდა ეკლესიები,
იბილწებოდა ხატები, იდევნებოდნენ საეკლესიო პირები და, დროის შესაბამისად, მორწმუნე ადამიანებიც კანტიკუნტად იყვნენ.
მე მაშინ, ალბათ, მეხუთე ან მეექვსე კლასში ვიქნებოდი, იდგა 1941-1942 წლები, ომის პერიოდი, როცა მამაჩემი
სოფელ ბაშში მცხოვრებ ბერთან საზიარებლად ფეხით დადიოდა და ყოველი მარხვის დამთავრების შემდეგ ჩემი
და – მარიამი და დედაჩემი დავყავდით.
თავიდან მამაჩემი მარტო დადიოდა, ხოლო შემდეგ ჩვენც დავიწყეთ სიარული საზიარებლად. გზად ტყე გვქონდა
გასავლელი, ვცდილობდით, როგორმე შეუმჩნევლად გვევლო. რომ ვინმე ურწმუნოს არ შევემჩნიეთ და არ დავესმინეთ (მამაჩემი იმ
ხანებში პედაგოგად მუშაობდა)· მახსოვს, ერთხელ მოხუცი კაცი შეგვხვღა და დედაჩემს შიშით ვუთხარი: „ვაი, დედი, კაცი-მეთქი“.
დედაჩემმა კი ხუმრობით მითხრა: ,,ნუ გეშინია. მოხოცია და კარგად ვერ ხედავსო“. პასუხად კი იმ კაცმა გვითხრა:
„ძალიან კარგად ვხედავო“.
მაშინ 11-12 წლის ბავშვისათვის, მართლაც, საკვირველი იყო მამა ტიხონი მთელი თავისი ცხოვრების წესით. ეს საშუალო
ტანის, წარმოსადეგი, განსწავლული ღვთის მადლით შემკული მოხუცი ცხოვრობდა წნელით შეღობილ ფაცხაში, რომლის
კედლები ტალახით იყო შელესილი და იატაკის ნაცვლად მიწაყრილი ჰქონდა, სახურავი კი ისლისაგან იყო გაკეთებული·
გარედან ბერის ადგილსამყოფელი ეკლით იყო დაფარული და შესასვლელ კარზე ურდული ჰქონდა, რომლის გაღება მხოლოდ მას
შეეძლო შიგნიდან. ეზოში მოჰყავდა სიმინდი, ლო-
გვ176
ბიო, ჰქონდა თავის ხელით დამყნობილი ხეხილის ხეები. თავისუფალ დროს სულ მუშაობდა და თავისი ნამუშავევით უხვად
გასცემდა მოწყალებას. ოთახში, ხატებისა და საეკლესიო ნივთების გარდა, საწოლი და ტაბაკი (სატრაპეზო მაგიდა) ედგა, რათა
მოსულთ გამასპინძლებოდა· ბერის მუდმივი ასკეზი, თავის დამდაბლება„ მორჩილება თვითშემეცნების საწინდარი იყო,
ამიტომაც გასცემდა ასე უხვად სიყვარულს სულიერ შვილებში. მამა ტიხონს ეშმაკი განსაცდელსაც ხშირად უვლენდა. ერთხელ,
მახსოვს, საზიარებლად რომ მივედით, მაშინ გვითხრა, ეშმაკის სახით ქალი ყოველდღე მეცხადებოდა და მეძახდა, მაგრამ მე ამ
ცდუნების დაძლევა ღვთის შემწეობითა და ლოცვით შევძელიო.
ალბათ, ბევრი ჩვენთვის უცნობი საცდური და განსაცდელი ევლინებოდა ღვთის სამსახურში მყოფ ბერს, მაგრამ თავისი რწმენითა და რუდუნებით ყოველგვარ ბოროტებას სძლევდა.
დამაშვრალი და მხცოვანი მამა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მძიმედ დასნეულდა, ლოგინად ჩავარდა და სხეული
დაუწყლულდა. მის მოსავლელად დადიოდნენ მონაზონი ფოტინე (მებონია) (შემდგომში – სქემმონაზონი ქეთევანი) და მონაზონი აკეფსიმა (ფიფია).
ერთი წლის შემდეგ მისი სული უფალმა მიიბარა. იმ დღეს კიდევ ერთხელ მოვიყარეთ მუხლი მისი წმინდა
გვამის წინაშე და გვწამს, რომ მამა ტიხონმა განწმენდილი სულით, ანგელოზების თანხლებით დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი”.