სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11273

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მამა იოაკიმე (იოსებ რამაზაშვილი) 1874-1965წწ არქიმანდრიტი, მღვდელ მონაზონი დაბ. სოფ. კაჭრეთი, გურჯაანი მამა იოაკიმე (იოსებ რამაზაშვილი) 1874-1965წწ არქიმანდრიტი, მღვდელ მონაზონი დაბ. სოფ. კაჭრეთი, გურჯაანი

1874-1965 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება



გვარი რამაზაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

148       ბეჭდვა

მამა იოაკიმე (იოსებ რამაზაშვილი) 1874-1965წწ არქიმანდრიტი, მღვდელ მონაზონი დაბ. სოფ. კაჭრეთი, გურჯაანი

მღვდელმონაზონი მამა იოაკიმე რამაზაშვილი 1875-1965წწ


1911-18 წლებში მოღვაწეობდა ათონის მთაზე მამა იოანე მაისურაძე ბეთანიელთან ერთად (შერაცხულია წმიდანად). ათონის მთაზე იქნა აღკვეცილი ბერად და შემდგომ ბერ დიაკვნად. მამა იოანე და მამა იოაკიმე სხვა ქართველებთან ერთად შევიწროებული ბერძენი ბერების მიერ იძულებულებულნი იყვნენ  დაეტოვებინათ ათონის მთა და დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. 

წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)  ხსენება 8 (21) სექტემბერი ცხინვალი

სამშობლოში კი ჯერ ნოე ჟორდანიას ათეისტი მთავრობა დახვდათ შემდგომში უღმერთო კომუნისტები დაეპატრონნენ ჩვენს სამშობლოს. მრავალი დამცირება და შეურაწყოფა დაითმინა თავისი ცხოვრების განმავლობაში. გარდაიცვალა 1965 წელს და დაკრძალული იქნა კაჭრეთის საერო სასაფლაოზე. 

მისი გარდაცვალებიდან 48 წლის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტი მამა შოთა ორველაშვილის ინიციატივით, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსის მეუფე ექვთიმეს (ლეჟავა) ლოცვა კურთხევით და რამაზაშვილების საგვარეულო კავშირის ძალისხმევით გადმოსვენებულ იქნა კაჭრეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.

მეუფე ექვთიმე( თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა დ1953) გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი დაბ. თბილისი

მამა შოთა ორველაშვილი წინამძღვარი კაჭრეთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დაბ. 11 ოქტომბერი 1960 წელს

ზვიად (გაბრიელ) რამაზაშვილი დავითის ძე. რამაზაშვილების საგვარეულო კავშირი, თავმჯდომარე. დაბადებულია 1974 წელს თბილისში

მამა იოაკიმეს მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე : (იაშვილი) : 1863-1947 // XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა / გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე. - თბ., 2012. - გვ.476-484.

1923 წელს მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი, რომელსაც ხალხი წმინდა კაცს უწოდებდა და დიდად სასოებდა, "საკათალიკოსო საბჭოს სწერდა: "თანამდებობისამებრ ჩემისა, ვაცწნობებ რა თქვენს. უწმინდესობას გარემოებას ჩვენი მონასტრისა შესახებ იმისა, რომ მარტყოფი-წორიოს კომიტეტის წევრნი უპირებენ ჩამორთმევას ყოველწაირი ქონებისა და დათხოვნასა ჯეელი ბერებისა.

(დიდ ხუთშაბათს აღწერეს ყოველივე ქონება, ხოლო ეკლესიის შიგნით არსებული საგები ვეღარ მოასწრეს. თხოვნა ჩემი დააკმაყოფილეს იმით, რომ საღმრთო მსახურებისათვის არ შემიშალეს ხელი.

აღდგომის მესამე დღეს უნდა მოსულიყვნენ წასაღებად ქონებისა, მაგრამ ხალხი ურმებს არ აძლევს და არცა თანახმანი არიან მონასტრის გამარცვაზე.

არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ჩვენი საქმე, დეკრეტი არა ჰქონდათ თან წამოღებული და შემპირდნენ მოტანას. უმორჩილესად გთხოვთ თქვენს განკარგულებას, თუ როგორ მოვიქცეთ ქონების ჩამორთმევის დროს”.

1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მოწასტერი როგორც მამა გერმაზე იუწყება, იმ დროისათვის მოწასტრის სამმო, გარდა საქოწლის მწყემსისა და კურატი ბიჭისა, 12 კაცისაგან შედგებოდა. ესეწი იყვნენ: არქიმანდრიტი. გერმანე (იაშვილი), მღვდელმონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელმონაზონი იოანე (მაისურაძე), მღვდელმონაზონი ანტონი (ოროჟდანოვი), ბერდიაკონი იოაკემე (რამაზაშვილი) ბერდიაკონი აიათალა (ძამაშვილი), ბერდიაკონი იოსები, ბერი იოსები (მელაძე) და კიდევ სამი უცნობი ბერი. ამ 14 კაციდან (დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ ნ კაცი, და ერთი: ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აიათალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი: სრულიად დაითხოვეს, დანარჩენთ, რომელთაც სიჯეილე შესწევთ, ე. ი. 3. მღვდელმონაზონს, ერთ ბერს და ერთ მორჩილს, გამოუცხადეს, - თუ იგინი ისურვებდნენ. მოწასტერში დარჩეწას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალოგი (ხარკი), ხოლო. მოხუცებულწი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით, ნალოგი იქნება თვეში 2 მაწეთი.

ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი ერთი უღელი ხარი და ერთი მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო, თავისი სამმართველოსათვის წაიღეს. აპირებენ სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ. ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში”.

ბერ იოაკიმე რამაზაშვილის ბერდიაკვნქად კურთხევის მოწმობა


ვადასტურებ (რეგისტრაციაში გატარებ) საპატრიარქოდან (იგულისხმება მსოფლიო საპატრიარქო) ივერთა წმინდა მონასტრის მოწვევას, მას შემდეგ რაც ივერთა მონასტრის წევრებმა გადაინაცვლეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა კელიაში, რომ 1917 წლის 26 მაისს წმინდა ტაძარში ხელი დავასხით სული წმიდის მოწვევის ლოცვითი მადლით და ზემოთ დასახელებული წმინდა ტაძრის წინამძღვრის ბერი იოანეს მიერ შესრულებული ლიტურგიკული წესით ბერ იოაკიმეს ბერდიაკვნად წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წესის თანახმად.
გამოიცა წინამდებარე მოწმობა წერილის სახით ბერდიაკონ იოაკიმეს ხელდასხმის დამადასტურებლად.

ნისის მიტროპოლიტი პაისი

გაზეთი საპატრიარქოს უწყებანი N 4   26 იანვარი - 01 თებერვალი 2012
ვიწრო, ეკლიან გზით მავალი მოწაფე ქრისტესი მღვდელ. მონაზონი იოაკიმე (რამაზაშვილი)
1874-1965

'მღედელ-მონაზონი იოაკიმე, ერისკაცობაში –- იოსებ სტეფანეს ძე რამაზაშვილი 1874 წელს სიღნაღის მაზრაში სოფელ კაჭრეთში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. ოცდაცამეტ წლამდე იოსები მშობლიურ სოფელში.
ცხოვრობდა და სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდა თავს. დადიოდა კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და ერთ-ერთ ჩვეულებრივ რიგით მრევლად ითვლებოდა. 1907 წლის შობის მარხვაში, მის ცხოვრებაში მოულოდნელი გარდატეხა მოხდა და მან მტკიცედ გადაწყვიტა თავი ღვთის სამსახურისადმი მიეძღვნა და ბერული ცხოვრების მძიმე გზა აირჩია. ამ მიზნით, 1907 წლის 10 მაისს იოსები დავით გარეჯის ლავრაში მივიდა, სადაც ცოტა ხანში მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) მორჩილის კაბა უკურთხა. 

დავით (დოსითეოსი) ბერძენიშვილი, 

იმ პერიოდში გარეჯის მონასტრის ბერები ხშირად ჰყვებოდნენ ამბებს ათონის მთის ქართველთა მონასტრის სავანის შესახებ, რამაც ახალგაზრდა მორჩილს აღუძრა სურვილი წასულიყო და მოელოცა წმინდა მთა, სულიერი მოძღვრისა და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისაგან შესაბამისი ნებართვის მიღების. შემდეგ, 1911 წლის ივლისში იოსები სხვა ქართველ მომლოცველებთან ერთად ათონის მთაზე გაენგზავრა.
ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანე XIX საუკუნის 60- იანი წლების მიწურულს იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოსი ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით დააარსეს მორჩილმა ბესარიონ ნოდიამ და მამა ბენედიქტემ (ბარკალაია).
არქიმანდრიტი გაბრიელ ტუსკია 1846-1856წწ, შემდგომში გურისს ეპისკოპოსი 1860-1882წწ

სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როცორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი, ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღდული იყო, დედამონასტრის ნებართვის გარემე ძმათა რიცხვის გაზრდა 6 თუნდაც რაიმე შენობის აგება, მკაცრად იკრძალებოდა. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ ათონის, მთის. განაწესს იცავდნენ, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი. მოვალეობა კი სრულიად ავიწყდებოდათ.
ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე მორჩილის ჩასვვლამ ძალიან გაახარა ქართული საძმო. სავანის წინამძღოლმა მღვდელ-მონაზონმა იონამ (ხოშტარია) იოსები ბერად აღკვეცა და სახელად იოაკიმე უწოდა. იმ  დროისათვის მონასტერში მყოფი მწირველი მამებიდან ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც საქართველოში დაბრუნდა და სავანე ორი მოხუცებული მღვდელ-მონაზვნის ამარაღა იყო დარჩენილი. მამა იონას უნდოდა.

ახალგაზრდა ბერების კურთხევა, მაგრამ ბერძნები. ამის უფლებას არ აძლევდნენ, ამასობაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1917 წლის დიდ მარხვაში ათონის მთას რუსული ჯარი მიადგა. ქართველმა ბერებმა დრო იხელთეს და ბეთანიის მონასტრის არქიმანდრიტ იოანეს (მაისურაძე) მოგონებების თანახმად, ბერძენ ეპისკოპოსს ძალით აკურთხებინეს სამი ქართველი ბერმონაზონი. 1917 წლის 24, 25 და 26 მაისს ეპისკოპოსმა პაისიოსმა ბერები: იოანე მაისურაძე მღვდლად, ხოლო მელეტი თოფურია და იოაკიმე რამაზაშვილი დიაკვნებად აკურთხა.

მამა იონას გარდაცვალების გამო ქართველთა სავანეში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ბერების ნაწილი წმინდა სტეფანეს კელიაში გადავიდა, ხოლო ნაწილი 1918 წლის მაისში მღვდელ-მონაზონ ილიას (ფანცულაია) მეთაურობით საქართველოში დაბრუნდა.
მათ შორის იყო მამა იოაკიმე (რამაზაშვილი), ისევ არქიმანდრიტ, იოანეს (მაისურაძე) მოგონებებს ჩავხედოთ: „ახლა უკვე არმაზში ვართ: მე იოანე მაისურაძე მღვდელმონაზონი, ათონში ძალით ნაკურთხი დიჩისაგან, რუსის ოფიცრის ბრძანებით, იოაკიმე მთავარდიაკონი და პეტრე აბაშიძე. რამდენ ხანს დარჩა მამა იოაკიმე არმაზის მონასტერში სამოღვაწეოდ ცნობილი არ არის. 1921 წელს კომუნისტებმა არმაზის მონასტერი დაარბიეს და მამა.
იოანე მაისურაძე და კიდევ ერთი ბერი დაქრეს. სამწუხაროდ, მამა იოანე მოგონებებში არ ახსენებს, ვინ იყო ის მეორე ბერი.
საქართველოს ეროვნულ ხელნაწერთა არქივში დაცული საბუთებიდან ირკვევა, რომ 1922 წლის 13 მაისს ბერ-დიაკონი იოაკიმე საკათოლიკოსო საბჭოს. სთხოვს, ნება დართონ იცხოვროს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში და ამავე წლის 5 ივნისს მას ეხ უფლება ეძლევა.

1923 წლის ივლისში კომუნისტებმა ხირსის მონასტერიც დაარბიეს. იქ მოღვაწე ბერები გაკრიჭეს (მათ შორის წმინდა აღმსარებელი გიორგი მხეიძე, რომელიც იმ პერიოდში ხირსის მონასტერში მოღვაწეობდა) და დაამცირეს. ამდენი შიშსა და შევიწროებას ვეღარ გაუძლო მამა იოაკიმემ, ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა, მიატოვა ბერული ცხოვრება და სოფელ კაჭრეთში დასახლდა. ასე გავიდა სამი წელიწადი.

1926 წლის 16 ივლისს მამა იოაკიმე მონანიების სურვილით მარტყოფის მამათა მონასტერში მივიდა, სადაც მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გერმანეს (იაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) მას სინანულის კანონი განუჩინა.

სტეფანე (კარბელაშვილი) (დ. 1 იანვარი1853გორის მაზრაქვემო ჭალა — გ. 8 აპრილი1936) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანი (2011).

"წელიწადნახევარი ღრმა სინანულში გაატარა მამა იოაკიმემ, მისი ახალი სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე, ძველი ბერმონაზვნური ტრადიციებისა და ასკეტური გამოცდილების მქონე მოღვაწე გახლდათ. იგი ღრმად იხედებოდა მონანულის გულსა და გონებაში, და ბრძნული დარიგებებითა და ხელმძღვანელობით ნელ-ნელა შეძლო მისი კვლავ გზაზე დაყენება,

1928 წლის 24 იანვარს არქიმანდრიტი გერმანე ეპისკოპოს სტეფანეს წერდა: „უწინარეს ყოვლისა გეანბორებით წმინდა მსხვერპლის შემწირველ მარჯვენასა ზედა და ვითხოვ თქვენს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩემდა მოსახსენებლად.

ამასთანავე უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, რომ შეუმსუბუქოს სასინანულო კანონი, ჩემს მონასტერში მყოფ ბერს იერო დიაკონს იოაკიმეს იმდენად, რამდენადაც სულმან წმიდამან გაუწყოთ, რადგან გულსმოდგინებით ასრულებს თავის საკანონოს. ხორცეულს სრულებით აღარ გიახლებათ, სასმელსაც იშვიათად და იმასაც ცოტას ერთ ნახევარი წელიწადი უკვე შეუსრულდა საკანონოს მიცემის დღიდან.
გიგზავნით თქვენს მიერ გამოგზავნილ წერილსაც, რომელზედაც წააწერავთ თქვენს განკარგულებას ზემო ხსენებულის საგნის შესახებ. მაპატივეთ მეუფეო რომ გაწუხებთ.
კრებულმან ჩვენის მონასტრისამან ხელთ ანბორობა მოგახსენესთ.. მისამართი ვაზიანი, სოფელი მარტყოფი ვასილ მიხეილის ძე ახალკაციშვილს",

რადგანაც ამ თხოვნაზე პასუხმა დაიგვიანა, 1928 'წლის 30 ივლისს მამა გერმანე მეორე წერილს უგზავნის მეუფე სტეფანეს, უკვე თავად მამა იოაკიმეს ხელით უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, რომ ამ წერილის მომრთმევს იერო დიაკონს იოაკიმეს შეუმსუბუქოთ საკანონო, რომელსაცა აქვს თქვენგან მიცემული ეპიტიმია სამი წლის უზიარებლობის 1926 წლის ივლისის 16 რიცხვიდან. ორი წელიწადი უკვე შესრულდა და ერთიღა დარჩა. ხორცის
ყამა სრულებით აღკვეთილი აქვს, იმედია სიკვდიამდის სინანულში გაატარებს, როგორც ბერი:

თქვენი მეუფება თუ ინებებს, გაქვთ უფლება მესამე წლის პატივებისა. თქვენს მიერ მიწერილი წერილი (დედანი) რომელშიაც იყო აღნიშნული სათანადო წეხი და კანონი სამი წლის შესრულების შემდეგ, თუ როგორ უნდა მოვიქცე, იმისი პირი ჩემთან გახლავსთ დატევებული, ხოლო დედანი კი თქვენ გამოგიგზავნეთ ფოშტით შუამდგომლობის წერილითურთ 24 იანვარს 1928 წელს, მაგრამ თქვენი პასუხი ვერაფერი გერ მივილე, იმედი მაქვს დააკმაყოფილებთ ჩემს თხოვნას და მისცვმთ ნებას, როგორც ზიარებისას, ისე თანამწირველობისას,

მაპატივეთ მეუფე, რომ ლიტონ წერილს გიგზავნით ნაკლულოვანებისა გამო ჩვენისა. მშეიდობით ბრძანდებოდეთ. ღმერთსა ვთხოვ, ისე წარმართოს თქვენი საქმე, როგორც თქვენთვის საუმჯობესო იონი.

ეპისკოპოსმა სტეფანემ გაითვალისწინა გამოცდილი და მრავალჭირნახული მოძღვრის თხოვნა და  ამა წლის 21 ივლისიდან მამა იოაკიმე სასულიერო ხარისხში აღადგინა. აი, რას წერდა იგი მამა გერმანეს ჩემს მიერ კანონ ქვეშ დაყენებული იერო დიაკონ იოაკიმეს 1926 წლის 16 ივლისიდან თანახმად სჯულის კანონებისა: მოციქულთა –_ 81, 83; IV კრების < 3,4, 5, 6,7, ნიკეის კრების –- 14; VI კრების –- 10; კართაგენის კრების 16 და კონსტანტინეპოლის
კრების –- 11 მიცემულ ჩემდა საღმრთო მადლით, დამოწმებული არქიმანდრიტ გერმანეს მიერ, გულმხურვალე მონანიების მიხედვით, ნებას ვაძლევ მას იერო დიაკონ იოაკიმეს წმიდა საიდუმლოს ეზიაროს ფერისცვალებას, კუთვნილი ტანისამოსის სხურებით მიღებას და სადიაკვნო შესამოსლის მოხმარებას ღვთისმსახურებისას, იმ განზრახვით, რომ იგი განაგრძობს თავის სურვილითაც მონდომებულ მოღვაწეობას ბოლომდე“.

1928 წლის მარიამობის მარხვიდან მოყოლებული მამა იოაკიმე მონდომებით აღასრულებდა თავის მოვალეობას და არჩეული გზიდან აღარ გადაუხვევია, თავისი პატიოსანი და თავმდაბლური ხასიათით მონასტრის ძმობაში მან მალევე მოიპოვა პატივისცემა. და სიყვარული. მაგრამ ბოროტი მაინც არ ასვენებდა ღვთისმსახურს და მალე ახალი განსაცდელი მოუვლინა მას. რადგანაც მამა იოაკიმე ოფიციალურად არ ითვლებოდა მარტყოფის მონასტრის საძმოში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნი გასაქანს არ აძლევდნენ, ხშირად აპატიმრებდნენ, სთხოვდნენ მოწმობას და საეკლესიო მანდატს. ამას ისიც.
ემატებოდა, რომ მისი პატარა ძმა დაპირისპირებული იყო კომუნისტებთან და ტყეში იმალებოდა, მამა იოაკიმეს დაპატიმრება ელოდა. 1930 წლის 24 იანვარს არქიმანდრიტი გერმანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) წერდა: „უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უნეტარესობას, რომ ჩარიცხოთ ჩემდა რწმუნებულ წმინდა ანტონის მონასტრის ძმათა რიცხვში ბერი წმინდა სტეფანეს (ხირსის) მონასტრისა, იერო დიაკონი იოაკიმე, რომელიც იმყოფება ჩვენთან უკვე 1927 წლიდან და ასრულებს სათანადო მორჩილებას ერთგულად“. 1930 წლის 28 იანვარს იგი ოფიციალურად ჩაირიცხა მონასტრის საძმოში.

შესაბამისი მომზადებისა და რამდენიმენლიანი პატიოსანი და კეთილსინდისიერი მსახურების შემდეგ, არქიმანდრიტმა გერმანემ ბერ-დიაკონი იოაკიმე სამღვედელო ხარისხზე წარადგინა. ამასთან დაკავშირებით, 1932 წლის დიდმარხვაში მან თხოვნით მიმართა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე).

XX საუკუნის 30-იან წლებში საგრძნობლად შემცირდა თეთრი სამღვდელოების რიცხვი, რის გამოც 'მათ ადგილებს მონასტრებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ბერმონაზვნობა იკავებდა. უწმინდესი კალისტრატე კარგად ხედავდა, თუ რამხელა განსაცდელის ქვეშ იყო საღვთო მადლსა და ღვთის სიტყვას მოკლებული მრევლი. იგი ყველანაირად ხელს უწყობდა დარჩენილ სამღედელოებას და განამტკიცებდა მათ უმძიმეს მსახურებაში. ამიტომაც, იგი დიდი სიხარულით შეხვდა არქიმანდრიტ გერმანეს წინადადებას. მან ურბნისისა და აწყურის ეპარქიის დროებით მმართველს, ეპისკოპოს ეფრემს (სიდამონიძე) დაავალა მარტყოფში ჩასვლა და ხელდასხმის საიდუმლოს შესრულება.
1932 წლის 9 აგვისტოს მეუფე ეფრემმა მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის სავანეში ბერ-დიაკონ იოაკიმეს მღვდლად დაასხა ხელი და შესაბიმისი კურთხევის სიგელიც გადასცა.

ახლადნაკურთხი მღვდელ-მონაზონი არქიმანდრიტ გერმანეს ლოცვა-კურთხევით მონასტერთან ახფოიმდებარე სხოფალენბი გადიოდიდა უპიტრონოდ დატოვებულ სოფლებში ქრისტიანულ წესებს! აღასრულებდა, მამა იოაკიმე წვიმასა და ქარში, თოვლსა თუ ავდარში, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა ყველგან დაუზარელად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. აზიარებდა მომაკედავებს, ნათლავდა ბავშებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ვინ იცის რამდენი დამცირებისა და (დევნის დათმენა მოგნია მას ამ პერიოდში: იგი ასევე ხშირად ჩადიოდა მშობლიურ სოფელ კაჭრეთშიც, სადაც დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით ხვდებოდნენ. არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი
საბუთებიც „უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, რომ უბოძოთ ერთი თვის ვადით სათანადო მოწმობა, ჩემდამო რწმუნებულ წმ. ანტონის ტაძრის მღვდელ-მონაზონ იოაკიმე რამაზაშვილს რომელიც მიემგზავრება თავის სამშობლო კაჭრეთში, რომ შეძლოს შემთხვევითი ქრისტიანული წესების შესრულება, მთხოვნელთა დასაკმაყოფილებლად – თქვენი უწმინდესობის პატივისმცემელი, არქიმანდრიტი გერმანე. 1935 წლის 30 დეკემბერი.

'დადგა ავადსახსენებელი 1937 წელიც. ქრისტიანებისა და საერთოდ ნებისმიერი ადამიანების დევნამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, გაუსამარილებლად დაიხვრიტა ანდა გადაასახლება უამრავი მოქალაქე, უმძიმესი წლები დაუდგა. ეკლესიასაც, კომუნისტებმა მარტყოფის მონასტერი საბოლოოდ გააუქმეს და ბერმონაზვნები გამოყარეს. მამა იოკიმე იძულებული გახდა კვლავ კაჭრეთში თავისი ძმის ოჯახში გადასულიყო საცხოვრებლად. დანარჩენი ბერებიც ზოგი საით წავიდა და ზოგიც საით. მოძღვარი, მისდა საბედნიეროდ, დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩა. იგი მინაზე მუშაობით ირჩენდა თავს და უჩუმრად საეკლესიო წესებსაც ასრულებდა.




1943-1944 წლებში ტაძრების ხელახალი ამოქმედების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მღვდელმსახურებას, შეუდგა 135-ზე მეტი საეკლესიო პირი. მათ შორის იყო მამა იოაკიმეც, აი, რას წერდა. 1946 წლის 27 მარტს იგი უწმინდესს კალისტრატეს:

„ლოცვა-კურთხევას მოვითხოვ თქვენგან თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მუხლმოდრეკით ვეამბორები ნათლით შემოსილ თქვენ წმიდა მარჯვენას.

1937 წლის 12 სექტემბრიდან როცა დაგვითხოვეს ჩვენ ყველა ბერები, მეც იძულებული გავხდი ჩემს სამშობლოში წავსულიყავი და დღემდე განვაგრძობ იქ სასოფლო-სამეურწეო არტელში მუშაობას,.
მასთან ერთად მაქვს ყოვლათ მთავარი მოსახსენებელი თქვენ უწმინდესობასთან. მთელი ამხნის განმავლობაში, ჩემს მიერ მეტნაკლები თუ რაიმე დამსახურებულია თქვენ უწმინდესობასთან, თუმცა ზოგიერთ დამაბრკოლების მიზეზები თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ მუხლმოდრეკით მოგოხოვო თქვენ უწმინდესობას მაპატიოთ.

ამ თხოვნით კიდევ მსურს მოგახსენოთ ერთი აქ სოფლათა, აგრეთვე ახლო სოფლებში მორწმუნე ერი მთხოვს მათ შეუსრულო სამხთო წესი, წმიდა მირონი ძალიან ცოტა მაქვს, აგრეთვე გთხოვთ მოწმობას.

იმედი მაქვს თქვენი უწმინდესობის, რომ შეიწყნარებთ ჩემს თხოვნას და ღირსი გავხდები ჩემი სურვილის დაკმაყოფილებისა",

კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვაკურთხევით მღვდელ-მონაზონი იოაკიმეზე გაიცა. შესაბამისი მანდატი და იგი ოფიციალურად სიონის. საპატრიარქო ტაძარს მიაწერეს. ამასთანავე მას დაევალა კაჭრეთსა და მიმდებარე სოფლებში საეკლესიო წესების შესრულება. მოხუცებული მოძღვარიც, შეძლებისდაგვარად ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. წირვა-ლოცვის ჩასატარებლად და საზიარებლად პერიოდულად დადიოდა ახლომდებარე მოქმედ ტაძარში.


მღვდელ-მონაზონი იოაკიმე 1965 წლის 22 აპრილს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. წესი აუგო და დაასაფლავა საგარეჯოდან ჩასულმა არქიმანდრიტმა ევაგრემ (დიასამიძე) სამღვდელოებასთან ერთად. მისი ცხედარი სოფელ კაჭრეთის საერო სასაფლაოზე



არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე) (ფოტო მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ)



წინასიტყვაობა.

მამა იოანე მაისურაძის ხელნაწერი ჩემი აზრით აუცილე-ბლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა – თითქმის ჩვენი თანამედროვე ბეთანიელი წმინდა მამის – მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავ მაინც შეიგრძნოს და გაითავისოს თუ რა ძნელია წარმოადგენდე, როგორც ჩვენ ვუწოდებთ წმინდანთა ჯაჭვის, თუნდაც ერთერთ რგოლს, მამა იოანე იყო ასეთი, იყო და არის, იმიტომ რომ წმინდანები არ კვდებიან, მარად იმყოფობენ ქრისტეში. მაგრამ რა დგას ამის უკან, რა სულით განვლილი გზა? – ეს ხომ უნდა ვიცოდეთ. ეს ჩანაწერები ამ გზას ეძღვნება სწორედ, ამ გზას ასახავს. „მაგრამ ჩემთვის სუყველგან ძნელი გახდა ღმერთო" ერთხელ აღმოხდება ბერ იოანეს და ამ სიტყვებით თავის ბედუკუღმართობას კი არ ასახავს მხოლოდ, კი არ. გამოხატავს, არამედ სამშობლოს ბედ-იღბალსაც მის ისტორიულ გზაში განხორციელებულს: ყოველმხრივ დევნა, ყოველმხრივ.  შეკინრიკები და რაც მთავარია უსამართლობა ყველგან, ყოველთვის – ეს ხომ ჩვენი.
ისტორიული გზაა და ბედისწერა. ამიტომ არ გწყვირს. ადამიანს, როდესაც ბეთანიელი არქიმანდრიტის ცხოვრებას ეცნობი,  მით აყურადებ მისივე უბრალო ენით აღწერილს. თანამედროვე ქართველს თუკი ოდნავ გაგაჩნია წინაპრის განცდა,  უბრალოდ ხვდები, რომ ძნელი გადასატანი იქნებოდა ეს ყველაფერი, გუმანობ. მარტო სულიერად კი არ იქნებოდა ძნელი, ანდა კიდევ ხორციელად, წმინდად ადამიანურიც.
ძნელი კი არა, გაუსაძლისი. და აი, ეს გაუსაძლისი მდგომარეობა ღირსეულად დაძლიეს და გადაიტანეს ჩვენმა წინაპრებმა წმინდა ბერებმა, მათ შორის, დამსახურება გახლავთ ის, რომ თანამედროვე საქართველო სუნთქავს და არსებობს ძველი სულით, ძველი ცოდნით და ძველი განცდებით. თაყვანი და დიდება მათ და მათი წინამძღოლობით მთლად საქართველოს!

ლაზარე ზაქარიაძე 15.09.2013.
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი
არქიმანდრიტი 1955,/XI.

იყო და არა იყო რა, ღთის უკეთესი რა იქნებოდა. არს ქართლში სოფელი, რომელსაც ეწოდების ერედვი სოფელსა ამას შინა სცხოვრობდა ანდრია მაისურაძე და ჰყამდა ძე, რომელსა ერქვა ვასილი. იყო ესე ვასილი ათთორმეტი წლისა, ოდეს წარმოგზავნა თბილისში ოჯახში ვისიმესა მსახურად. ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედას მარინე. ამ ბერმა
სპირიდონმა მოისურვა ბეთანის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდა თოთხმეტში (1894, II), მარტის თვეში მოვიდა.
გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვაახოლოვო. თითონ რითი უნდა განახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ცოლი ავად ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანის მონასტრისა. ბეთანის მადლითა სხვანიც იკურნე-
ბოდნენ. ესრეთ ღთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა. ამისა შემდგომად, ვისაც უნდოდა ბეთანიაში ბერობა, მოდიოდნენ ნელ-ნელა, სამუშავო ბევრი
04
იყო, მუშაობდნენ მაგრად, მადლი ღთისა გვაიძულებდა, თუ არა სპირიდონ ბერი არავის ხელფასს არ გვაძლებდა. არაფერი ნოყიერი საჭმელი არა გვქონდა, კარტოფილი, ხანდიხან ლობიო და ჩაი, ხოლოთ ისიც უნდა კრიპუსკით. ზოგიერთები მარხულობით თავს იკლამდნენ და ისინი რა სუქან საჭმელს მოითხოვდნენ. ეხლა ისინი მოვიხსენოთ, თუ ვინ იყვნენ ბეთანიის მონასტრის შემომწირველნი: კოწია მუხრანიშვილი – 20 ფუთი ჟესტი, ღვევიდან, ამირანიანთ ოჯახი წყლულეთიდან, თეზელაშვილები ნახშირგორიდან, ქალბატონი ბებუთოვის ცოლი – სახლისათვის მუხები, სოფელ პრიუტიდან ალეკსანდროვის ოჯახი რუსები, საერთოთ, თუ კი ვისთანმე მივიდოდით, ყველანი მოწყალენი იყვნენ, თბილისიდანაც – დეპოს მუშები, მათ შორის უფრო ივან ივანიჩი და ტოკმაჩოვ მიხაილი, ზოგიერთები ბენათიისა სახელზე მოგვინგროებდნენ ფულს და მოგვცემდნენ. ეს ჩამოთვლილი ხალხი ზოგი
ფულით, ზოგი პურით გვეხმარებოდნენ... ანდრია და ძმა მისი აკურისელები, ფანჯაკიძეები. ისე კიდევ, ეგზახოსოს ნება-დართვით თბილისში, გორში, ცხინვალში, ხაშურში, სურამში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში და ამ ქალაქების სოფლებში, კიდევ ბეთანიდან მანგლისის გზაზე აგვქონდა ხატი, ჯვარი, ქოხი გვქონდა და დღე-ღამე იქ ვიყავით ზაფხულობით, მგზავრებს ვთხომდით ფულს. კვირაში ხუთი მანეთი, ექვსი შვიდი მანეთამდინ გროვდებოდა.
ეხლა კიდევ ისმინეთ ჩემი ბეთანიაში მოსვლა; რომელიც სოფელ ერედვი ვახსენე თავში და ანდრია მაისურაძე

05

წმიდა მამა იოანე მაისურაძე 

და შვილი მისი ვასილი ვიყავით თბილისში. ვხედავდი ბერი სპირიდონი რომ ჩამოდიოდა და ჩემ მეგობრებთან რო მიდიოდა, იმ დროებში იბეჭდებოდა წმიდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი უფრო ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი ღრმათ, დავიწერე პირიჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე. ცოტა იყო თუ ბევრი ვიარე და მოვედი ბეთანიაში, გამიჭირდა მშიერ-მწყურვალეს, მაგრამ მაინც მოვედი, პური მაჭამეს და აბა, ჩემო ვასო, ეხლა მობრძანდი.
ჩვენთან, უნდა იმუშავოო იმ დროს აშენებდნენ სახლსა. რასაკვირველია, მივედი. ვასო, აი ის დიდი ქვა როა მომაწოდე, აი ის პატარა ქვა მომაწოდე, ეხლა ტალახი მომიტანე, მეც ხმა ამოუღებლათ. მალე დამეჟეჟა ხელები, შებრალება არა სჩანს, რო ვეღარ აუვედი იმდენ მუშაობას. ახლა კი ვიტირე, აღარ შემიძლიან მეტი-თქვა, იმათ ჩემს სიტყვაზე გაიცინეს. ბეთანიაში რო მივედი თოთხმეტი წლისა ვიყავი, მაშინ ბეთანიის მონასტერში იყვნენ თითონ მამა სპირიდონი, დოსითე ბერი არევაძე, მიხაილ მღვდელმონაზონი მოლარიშვილი გურული, ზოსიმე ქოჩორაშვილი კუმელი სომეხი კალატოზი, დავითი ცალთვალა“ მეგრელი ღვაბერია, ალექსი სიდამონიძე გრდანელი, ვასო თბილისელი გვარი არ ვიცი, იოსებ ხიზანაშვილი და მოსე ხიზანაშვილი. ვითომ ბერობდნენ, მოვიდოდნენ, ისევ წამოვიდოდნენ, ვინ იმუშავა ბეთანიაში, მოვიდოდნენ, ზოგიერთნი ისევ წამოვიდნენ გვყამდა ხელოსანი, რომელმაც იცოდა დურგლობა და კალატოზობა, ვაძლემდით თვეში ხუთი თუმანს, ეს ხელოსანი იყო ნიკოლა ადუაშვილი,

06 გვერდი
ჰყავდა მოწაფე ვანო რაჭველი, გვარი არ ვიცი. ბეთანიის მონასტერი მიგდებულ-მივიწყებული იყო. მინამდინ სპირიდონ ბერი არ მოვიდა ტაძარი ესრეთ მდგომარეობაში იყო არავინ არ იყო მისი მსახური, ტყეში გახვეული ზე სახურავზე ხეები იყო ამოსული. სახურავი იყო დიდი, ქართული კრამიტითა. გუმბათი ჩახვრეტილი იყო, გუმბათის ორი სვეტი გამოვარდნილი იყო, ტაძარი შუაზე იყო გახეთქილი და ტაძრის კედლები ზევიდან ჩამოშლით. იყო ტაძრის ნაწილობრივ გვერდებიც ჩამოშლილი იყო, წვიმის წყალი ჩადიოდა შიგნით, მხატვრობა ჩამორეცხილი იყო, კიდევ იყო გვერდი – კედლებზე მხატვრობა.
მარცხნიდან მამა სპირიდონ კეთილაძე, მარჯვნიდან მეორე 14 წლის მამა იოანე მაისურაძე