სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სერაპიონ ახვლედიანი 1819-1911წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. გურძემი (მარტვილი) სერაპიონ ახვლედიანი 1819-1911წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. გურძემი (მარტვილი)

1819-1911 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ახვლედიანი სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

სერაპიონ ახვლედიანი 1819-1911წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. გურძემი (მარტვილი)




არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძღვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911

არქიმანდრიტი სერაპიონი 1819 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრაში, სოფელ გურძემში აზნაურის ოჯახში დაიბადა. მისი დედა იყო ანა გიორგის (ბერობაში გერასიმე) ასული ქიქოძე (მამიდა იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელისა). საერო განათლების მიღების შემდეგ, 1845 წლის 15 იანვარს სერაპიონი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1846 წლის 15 იანვარს (მეორე ვერსიით 1849 წლის 20 ივლისს) ჯრუჭის მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად სერაპიონი ეწოდა. 1847 წლის 26 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერი სერაპიონი დიაკვნად აკურთხა. 1856 წლის 20 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი და გელათის მონასტრის საძმოში განამწესა. 1860 წლის 12 მაისს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1861 წლის 1 მაისს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვაკურთხევით მამა სერაპიონმა მოიარა იმერეთის ეპარქიის სოფლები და შეაგროვა ფული გაძარცვული ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესამკობად და მოწამეთის მონასტრის შესაკეთებლად. 1861 წლის 26 სექტემბრიდან იგი მოწამეთას მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე პერიოდში მიიღო ჯილდო ბრინჯაოს ჯვარი ყირიმის ომის სამახსოვროდ. 1862 წლის 2 მარტს მამა სერაპიონს იღუმენის წოდება მიენიჭა, მისი წინამძღვრობის დროს მოწამე-
5-1  საპატრიარქოსუწყებანი N5 31იანვარი-6თებერვალი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძღვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911 (გაგრძელება)
თას მონასტრის ბაგრატ მეფის დროინდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაფართოვდა, დაშენდა ახალი გუმბათი (წინა ძალიან პატარა ყოფილა), მოიხატა ტაძარი, გაკეთდა ახალი კანკელი და მონასტერი შეიმკო ყველა საჭირო სამკაულით. 1865 წლის 2 ოქტომბერს განახლებული ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა საზეიმოდ აკურთხა. 1862 წლის 9 მარტს ათონის წმინდა მთაზე გარდაიცვალა ცნობილი მოსაგრე და ასკეტი მამა, სქემმღვდელმონაზონი ბენედიქტე (ქიოტიშვილი), რომელიც ივერონის მახლობლად მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის კელიაში ცხოვრობდა. მისი სულიერი შვილი გახლდათ ეპისკოპოს გაბრიელის ხორციელი ძმა, სქემმონაზონი ბესარიონი მოძღვრის გარდაცვალების შესახებ მან წერილით აცნობა ათონიდან თავის ძმას და ამასთანავე სთხოვდა, რომ მამა სერაპიონი გაეგზავნა ათონზე სამოღვაწეოდ. აი, რას წერდა იგი: „პირველად ჩემი ცოდვილი პირით ვითხოვ ღვთისაგან შენ სიცოცხლეს და ცხოვრებას, ამასთან, ვიცი, ჩემ ვითარებას იკითხავ. დაბნელდა ჩემი სიცოცხლე. ჩემი მოძღვარი ვენედიქტე მოკუტა და მე და ჩემი შვილები გრიგოლ რატიანი და ქრისტეფორე, ჩვენი მამიდასშვილი ვართ და შაბათობით ეკლესიებშიდ თორგა მოკიდებული დავღოღავთ ზიარებისათვის. შემინდევი ნამეტანი მწუხარებისაგან კადნიერებით მოგიწერ ძმაო, გაბრიელ. მართალია, არაფერი კეთილი არა მიქნია შენთვის, მაგრამ შეიწყალე ჩემი მოხუცებულობა და ჩემი შვილების მწუხარება დაბნელებულთა, ამით განგვინათლე ცხოვრება და განგვიცოცხლე ჩვენი მოძღვარი. გამომიგზავნე ჩემი მამიდაშვილი სერაპიონი ღვდელმონაზონი ახვლედიანი. ესეც იქნება შენ გინდოდეს, იქა საჭირო არისო არხიმანდრიტად ანუ წინამძღურათ. შემინდევით! მრავალი მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი არის მთაწმინდაშიდ, დატოვეს ადგილი და შეიმოსეს სქემა...“ სამწუხაროდ, ეპისკოპოსმა გაბრიელმა თავის ძმას ეს თხოვნა ვერ შეუსრულა. საპასუხოდ გაგზავნილ წერილში ჩანს, რომ თავად მამა სერაპიონმა არ ისურვა ათონის მთაზე წასვლა და იქ სამუდამოდ დარჩენა. თუმცა, შემდგომ წლებში მან მაინც იმოგზაურა იერუსალიმსა და ათონის მთაზე. 1864 წლის 16 ივნისს მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი სერაპიონი და გელათის მონასტრის მორჩილი თეოდორე ერისთავი საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას თხოვნით მიმართავენ: „ჩვენ, ზემორე ამა თხოვნისა, განცხადებულად იღუმენის და მორჩილის ერთის თვის ვადით გვსურს რა წარმგზავრება საზღუარსა გარეთ, ქ. იერუსალიმში, თაყვანის საცემე- _ ლად საფლავსა უფლისა, უმორჩილესად გთხოვთ, განკარგულებასა სინოდის კანტორისასა ნების მიცემისათვის ჩუენდა ამა მოგზაურთა ზედა“. როგორც შემდგომში განვითარებული მოვლენებიდან ირკვევა, იმ ეტაპზე მათი მოსალოცად წასვლა რაღაც მიზეზების გამო შეფერხდა. მხოლოდ 1867 წელს მოახერხეს მათ თავიანთი სურვილის განხორციელება. სქემმონაზონი ბესარიონი მათი მოგზაურობის შესახებ ისტორიკოს პლატონ იოსელიანს წერდა: „სული მრავალი მოდიან ქართველები, ყოველ მონასტერშიდ პატივი აქვთ და ივერიაშიდ კაცი არ შეუშობს და არცა ღამეს გაათევიებს. ჯრუჭის არქიმანდრიტი და გელათის საბერო ერისთავი მოვიდა და რუსებთან შეიწყნარეს და აქ ივერიაშიდ არა“, 1866 წლის 30 იანვარს მეუფე გაბრიელმა იღუმენი სერაპიონი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. აქაც მამა სერაპიონმა შეაკეთა მონასტერი, გადახურა იგი ახლიდან, დაუბრუნა სოფელ ქორეთის ადგილ-მამული, 5000 ათასი მანეთის შემოსავლით. ქუთაისში შეიძინა სამი დუქანი, საიდანაც 800 მანეთი შემოსავალი შემოდიოდა. ამ დამსახურებათა გამო, 1870 წლის 27 მაისს იგი წმინდა ანასIII ხარისხისა და 1874 წლის 22 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. 1875 წლის 18 აპრილს არქიმანდრიტი სერაპიონი გელათის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1876 წლის 1 ივლისს იგი იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად აირჩიეს და ამ თანამდებობაზე იგი 1894 წლის 19 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. 1878 წლის 30 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1885 წლის 15 აპრილს ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის მლვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა. მისი მოღვაწეობის პერიოდში გელათის მონასტერში აშენდა ეპისკოპოსის ახალი რეზიდენცია, მონასტრის ძმათა საცხოვრებელი სახლი, რამდენჯერმე შეკეთდა მონასტრის ეკლესია-ნაგებობანი. ამ დამსახურებათა გამო იგი წმინდა ვლადიმერისIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. გელათის მონასტერში მისი წინამძლვრობის ბოლო წლებში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, რამაც საბოლოოდ დაჩქარა მისი პენსიაზე გაშვება. 1904 წლის 24 მაისს საქართველოს ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკიე იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერდა: „ყოვლად მისაღები იქნება მოეწყოს თბილისის სასულიერო სასწავლებლის
5-2  საპატრიარქოსუწყებანი N5 31იანვარი-6თებერვალი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძღვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911 (გაგრძელება)
მღვდელ-მონაზონი რომელიმე მონასტრის წინამძღვრად. არ თვლით საჭიროდ, რომ გელათის მონასტრის სტარეცმა დატოვოს თანამდებობა სიბერის გამო. ნიკოლოზი კი (იგულისხმება მომდევნო წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზ ნამორაძე გ.მ.) შეიძლება დანიშნოთ გელათის მონასტრის წინამძღვრად“. 1904 წლის 4 სექტემბრიდან, მოხუცებულობისა და უძლურების მიზეზით, მამა სერაპიონი გათავისუფლდა წინამძღვრობიდან და პენსიაზე გავიდა. იგი, როგორც მონასტრის უშტატო წევრი, ისე ცხოვრობდა გელათში. 1905 წლის 1 იანვრიდან მას დაუნიშნეს პენსია 180 მანეთი, ხოლო 1908 წლიდან -– 299 მანეთი და 68 კაპიკი. შემორჩენილია არქიმანდრიტ სერაპიონის ცხოვრებიდან რამდენიმე მოგონება და ეპიზოდი, რომლებიც სხვადასხვა წიგნებშია აღწერილი. როდესაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრების შემდგენელი და ბიოგრაფი, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე თავის წიგნში „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა“, აღწერს მეუფე გაბრიელის უკანასკნელ დღეებს, რამდენჯერმე ახსენებს მამა სერაპიონსაც: „ბორჯომში ჩასულმა ეპისკოპოსმა ჩქარა იგრძნო თავი უკეთ, აბანოებიც დაათვალიერა. მაგრამ მალე აიჩქარა ქუთაისისკენ გამომგზავრება. თბილისიდან მოწვეულმა ძმისწულმა ექიმმა ბევრი უმტკიცა ბორჯომში დარჩენის აუცილებლობა და სიკეთე, მაგრამ ვერა გააწყო რა ჯიუტ ბიძასთან. ქუთაისიდან მამიდაშვილი არქიმანდრიტი სერაპიონიც ეწვია და ურჩევდა დარჩიო, მაგრამ არც ამისი მიიღო რა, სულ ერთთავად გაიძახოდა ქუთაისში საქმეები მაქვს სემინარიაში და წამიყვანეთო. წამოიყვანეს, მივიდნენ ქუთაისში. მდგომარეობა გაუარესდა. შიში გაძლიერდა. საქმეს სიკეთე არ ემჩნეოდა. ჭირისუფლებმა არ იცოდენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ისევ ექიმთა თათბირი. გადაწყდა გელათში წაყვანა. წაიყვანეს და თანაც სინოდში ხელმეორე შუამდგომლობა აღიძრა ახალი თავისუფლების ნებადასართველად უფრო დიდი ვადით. სინოდმა ექვსი თვის ვადა მისცა. თვითონ ძლიერ ნატრობდა გელათს, როცა ბორჯომში იყო. მარკოზ მიუბრუნდა ერთხელ მესენაკეს, გელათში წამიყვანე, მე ბერი ვარ და ბერებთან ცხოვრება მინდა, აქ სულის საზრდო მომაკლდა და ის მაწუხებს. ხომ იცი, არქიმანდრიტი სერაპიონი ჩემი რა არის? ჯერ ნათესავია ჩემი და მერე მოძღვარი, მენატრება მისი ნახვა“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის მოგონებებში „რაც გამახსენდა“ იგონებს გელათის მონასტერში თავის სტუმრობას, სადაც ის შეხვდა ეპისკოპოს გაბრიელსა და არქიმანდრიტ სერაპიონს. ეს იყო 1892 წელს. ამ წელს მან კიევში დაამთავრა სასულიერო აკადემია და სამშობლოში დაბრუნებული, სამსახურს ეძებდა. აი, რას ვკითხულობთ მის მოგონებებში: „აგვისტოს 15/28 მარიამობის დღეს ქედის წმინდა გიორგის ეკლესიაში ტაძრის დღეობა იყო. იქ ვნახე ჩემი ყოფილი ამხანაგი, მღვდელი ალექსი (შემდეგში ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი) გიორგაძე. მითხრა: აქ რას აკეთებ, გაბრიელ ეპისკოპოსმა უკვე დაგნიშნა ქუთაისშიო, ჩამოდი, ყველანი გკითხულობენო. რამდენიმე დღის შემდეგ წაველ ქუთაისში, მითხრეს გაბრიელ ეპისკოპოსი გელათშიაო. ვეახელ: ესიამოვნა. მცირე საუბრის შემდეგ მიბრძანა, მონასტერი კარგად დაათვალიერეთ და ორ საათზე სადილზე მეწვიეთო... როცა სადილობის დროს მოვიდა, შემიყვანეს არა სასახლის ზემო სართულზე, სადაც ბინადრობდა ყოვლადსამღვდელო, არამედ ქვემო სართულში, არქიმანდრიტ სერაპიონ ახვლედიანის სასადილო ოთახში. მისი მეუფება უკვე იქ ბრძანდებოდა. სასადილო წარმოადგენდა პატარა ოთახს -– მეტრზე არა უვრცელესს. ყრუ კედლის მხარეს თვით დაიჭირა ადგილი, მარჯვნივ მე დამისვა, ხოლო პირდაპირ არქიმანდრიტი დაჯდა. მაგიდაზე გადაფარებული იყო „კლიონკა“, იდგა ორი ბოთლი -–- ღვინით, ერთი გრაფინკა წყლით, სამი ღვინისა და ერთი წყლის ჭიქა. თეფშებზე ელაგა თონის პური, ახლად გამომცხვარი მჭადი და ცოტაოდენი ყველი სულგუნი. შემოიტანეს ქათმის „სუპი“. არქიმანდრიტმა წაიკითხა „მამაო ჩვენო“, მისმა მეუფებამ აკურთხა სასმელ-საჭმელი. საჭმლისათვის თითქმის ხელი არ უხლია, მეკითხებოდა: ამა თუ იმ საგანს ვინ ასწავლის აკადემიაში, რომელი სახელმძღვანელოები უფრო მიღებულია ფსიქოლოგია-ფილოსოფია

5-3  საპატრიარქოსუწყებანი N5 31იანვარი-6თებერვალი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძლვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911 (დასასრული)
დოგმატიკაშიო. როცა მოვახსენე, იკითხა, რა განსხვავებაა მაკარი მიტროპოლიტის და სილიბისტრო ეპისკოპოსის კურსებშიო. სათანადო განმარტების შემდეგ თქვა, სილიბისტროს კურსი უნდა სჯობდესო (მე არა მაქვს წაკითხულიო), ვინაიდან აქ ყოველი დოგმატი ისტორიულად ყოფილა გაშუქებულიო... ჩვენი ბაასის დროს არქიმანდრიტმა სერაპიონმა თავისი ბოთლიდან დაისხა ღვინო და მეც დამისხა. ყოვლადსამღვდელომ უბრძანა:  „შენ ამ ყმაწვილის მოკვლა ხომ არ გინდა? მაგ ღვინის დალევა შეუძლია შენისთანა ყელ-მუცელ გამომწვარ კაცსაო“, მოითხოვა ჭიქა და დამისხა თავისი ბოთლიდან ტკბილი, წითელი (ყიფიანურად ცნობილი) ღვინო. არქიმანდრიტმა მოახსენა:  „ამ უცნობ ახალგაზრდასათვის რომ იმეტებ მაგ ღვინოს, რა იქნება ჩემთვის, შენი ნათესავისა (მართლაც, ნათესავები და მეგობრები იყვნენ) და მოხუცისათვისაც გაიმეტოო?“  შენ რომ ეს ღვინო დაგალევინო, სამი ბოთლიც არ გეყოფა და მეოთხესაც მომთხოვო, ამას კი, როგორც ვატყობ, ორი ჭიქაც ბევრი მოუვაო“. მართლაც, არც თავად დაულევია ორ ქიქაზე მეტი და არც ჩემთვის შემოუთავაზებია. განმარტა კიდეც: „გონებით მომუშავე კაცს ორ ჭიქაზე მეტი ღვინო აწყენსო“. შემოიტანეს საჭმლის „მეორე თავი“, რომელსაც წარმოადგენდა „აქნილი“ ქათმის ნაჭრები, მხოლოდ შემწვარი, ნივრის წყალში ჩალაგებული (თუ არ ვცდები, სუპში რომ ქათამი იყო, იმის ნახევარი). სადილიც ამით გათავდა“. საქართველის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია არქიმანდრიტ სერაპიონის რამდენიმე ქადაგება, რომლებიც მან ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრობის პერიოდში წარმოთქვა. არქიმანდრიტ სერაპიონს ჰყავდა ოთხი ძმა: სქემმღვდელმონაზონი ქრისტეფორე (მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე. გარდ. 24.02.1896), დეკანოზი გიორგი, ალექსი და იოანე. დეკანოზ გიორგის შვილები იყვნენ, შემდგომში თეკლათის მონასტრის წინამძლვარი, სქემიღუმენია ქეთევანი (გარდ. 23.03.1957) და სქემმონაზონი რიფსიმე (გარდ.22.01.1958), ალექსის შვილი -– სქემიღუმენია ელენე (გარდ. 29.03.1965), ხოლო იოანეს შვილი კი -– ბერი ალექსანდრე (გარდ. 27.07.1895). არქიმანდრიტი სერაპიონი 1911 წლის 28 აპრილს, შუადღის ოთხ საათზე გელათის მონასტერში გარდაიცვალა. იგი 1 მაისს დაასაფლავეს მთავარი ტაძრის სტოაში. საფლავის ქვაზე არის წარწერა: „ამას ლოდსა ქვეშე განისვენებს გაენათის მონასტრის არხიმანდრიტი და მოძღვარი ნეტარ ხსენებულის ეპისკოპოსის გაბრიელისა სერაფიონი ტომით ახვლედიანი -- შობიდან 101 წ. ემსახურა ამ დიდებულ მონასტერს 40 წ. გარდაიცვალა 1911 წ. 28 აპრილს“. არქიმანდრიტ სერაპიონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმერეთში გამომავალი სასულიერო ჟურნალი „შინაური საქმეები“ მე-12 ნომერში, პირველ გვერდზე წერდა: „გარდაიცვალა გელათის მონასტრის ყოფილი მხცოვანი წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი). განსვენებული დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც წინამძღვარი, ჯერ მოწამეთას მონასტერში და შემდეგ გელათის მონასტერში. უკანასკნელ ხანებში, აგერ ექვსი წელიწადია, იგი მონასტერს აღარ განაგებდა მოხუცებულობის გამო. იგი იყო მოძღვარი ღვთისგანსვენებული ეპისკოპოს გაბრიელისა. განსვენებული არქიმანდრიტი დაასაფლავეს გელათის მონასტრის საკრებულო ტაძარში“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2025
ბოლო რედაქტირება 12.11.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0