სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ელენე ახვლედიანი 1901-1975წწ, დაბ. თელავი, კახეთი.

1901-1975 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ახვლედიანი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ელენე ახვლედიანი 1901-1975წწ, დაბ. თელავი, კახეთი.

ელენე ახვლედიანი (1901-1975)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1922 წელს; პარიზში, კოლაროსის აკადემიაში 1922-1927წწ.

1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1928 წლიდან მუშაობდა თეატრის მხატვრად კ. მარჯანიშვილის თეატრში(ქუთაისი); გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"(1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"(1932-1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი); ჯ. პუჩინის "ბოჰემა"(1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია);


ჯ. ვერდის "ბალ-მასკარადი"(1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი); მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ძველი თბილისი"(1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), "კახეთი-ზამთარი"(1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ძველი თბილისი"(1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), "პარიზის ერთ-ერთი კუთხე"(1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "თელავი"(1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), "ალაზნის ველი"(1954 საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), "იმერეთი"(1956, საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), "შემოდგომა"(1959, კერძო კუთვნილება, თბილისი; ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც; მას ეკუთვნის: ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი", ჰ. ლონგფელოს "ჰაიავათას სიმღერის", ვ. ჰიუგოს რომანის "კაცი, რომელიც იცინის", დ. კასრაძის ზღაპრის "ქალ-პეპელას" ილუსტრაციები; მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.298; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1960 - საქართველოს სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • ჩემი სამშობლო : ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება და სოვეტსკი ხუდოჟნიკ, 1973. - 4გვ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0