სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი 1887-1973წწ გარდ. 86 წლის, აკადემიკოსი, ენათმეცნიერი დაბ. სოფ. დერჩი წყალტუბო, იმერეთი.

1887-1973 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ახვლედიანი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი 1887-1973წწ გარდ. 86 წლის, აკადემიკოსი, ენათმეცნიერი დაბ. სოფ. დერჩი წყალტუბო, იმერეთი.

გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი (დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) 


- ენათმეცნიერი. თსუს პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.-დაიბადა დერჩში-ახლანდელ წყალტუბოში 1887 წელს დაიბადა.


1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას „ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანკრისტში, ბერძნულში, ლათინურ“ ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერსა და სლავურ ენებში ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები („ენათმეცნიერების შესავალი“, 1918-1919; „სანსკრიტი“, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.



ახვლედიანმაიოსებს ყიფშიძესთან და აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება“. ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდიოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.

მისი ნაშრომები „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (ტ. 1, 1938), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949), „ზოგადი ფონეტიკის შესავალი“ (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.

ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან „ავესტა“ (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს („ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო“, 1914).

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში“ (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.


წყარო-wikipedia.ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 03.05.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 2


მეუფე ვახტანგ ( შამილ/ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი დ.1953) ცურტაველი მიტროპოლიტი ცაგერი რაჭა ლეჩხუმი

1 0


ქეთევანი გიორგის (დეკანოზი) ასული ახვლედიანი 1854-1957წწ იღუმენია მოღვ. თეკლათის (სენაკი) დედა მონასტერი

2 0

ახვლედიანი - გვარის 48 ღვთისმსახური

1 0

ახვლედიანი გიორგი სიმონის ძე 1817-1884? წწ. დეკანოზი მოღვ. თეკლათის მონასტერი

2 0

ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) გრიგოლის ძე 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი.

2 0

სერაპიონ ახვლედიანი 1819-1911წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. გურძემი (მარტვილი)

2 0

ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ რუსეთის გენერალი დაბ. ვანი იმერეთი

2 0


იასონ ახვლედიანი ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ საქართველოს გენერალი, დაბ. ვანი იმერეთი

2 0


ვახტანგ ახვლედიანი 1966-92წწ დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი. დაბ. სოფ.მთისძირი ყვარელი კახეთი

3 0


ემზარ ახვლედიანი 1971-1992წწ 24/10/92წწ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


რატი ახვლედიანი 1972-93წწ. გარდ. სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


გიორგი ახვლედიანი 1943-93 წწ გარდ. არადუ დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ნუგზარ ახვლედიანი 1964-93წწ. გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ნიკოლოზ (ნიკა) ახვლედიანი 1981-2023 წწ გარდ. ბახმუტი უკრაინა დაბ. თბილისი

2 0

მარგარიტა თუშმალიშვილი 1918-1991წწ დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, გარდ. 73 წლის.

1 0

 მხატვარი, ელენე ახვლედიანის მხატვარ ქალთა ჯგუფის" წევრი.

არჩილ ახვლედიანი 1964წ მსახიობი, ხელოვნების მუშაკი. დაბ. თბილისი.

1 0


ელენე ახვლედიანი 1901-1975წწ, დაბ. თელავი, კახეთი.

1 0


აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) 1966წ ისტორიკოსი, მწერალი, დაბ.თბილისი

1 0


გივი ახვლედიანი 1918-2003წწ მსოფლიო ჩემპიონი ფრენბურთი დაბ. ქუთაისი

1 0

2 0 0