გივი ახვლედიანი (დ. 17 ივლისი, 1918, ქუთაისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 29 აგვისტო, 2003, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი ფრენბურთელი, მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის „ნაუკასა“ და „ლოკომოტივში“, მოსკოვის ცსკა-ში (1952–1955) და სსრკ ნაკრებში (1951–1952). 1960–70-იან წლებში იყო სსრკ ვაჟთა და ქალთა ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის „დინამოს“ ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი.
სამხედრო კარიერა 1941-1945 წლის ომის მონაწილე
თამაშობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გუნდში (1946–1948), თბილისის "მეცნიერებასა" (1949–1950), თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სპორტულ კლუბში(1951, 1953–1955), სამხედრო–საჰაერო ძალების კლუბში (1952), "ლოკომოტივში", მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52). იყო სსრკ ვაჟთა (1957–1966) და ქალთა (1967–1976) ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის "დინამოს" ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75). სსრკ ვაჟთა ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ (1960, 62) და "დინამომ"(1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში(აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ფრენბურთელი, მწვრთნელი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.297
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1952 - მსოფლიოს ჩემპიონი
1951 - ევროპის ჩემპიონი
სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
სსრკ ოთხგზის ჩემპიონი(1952-55)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი