
დეკანოზი გიორგი (გოგესაშვილი) დაიბადა 1985 წლის 27 თებერვალს.
დიაკვნად კურთხევა 2009 წლის 5 აპრილი.
მღვდლად კურთხევა 2010 წლის 14 იანვარი.
დეკანოზის ხარისხში აყვანა 2019 წლის 8 დეკემბერი.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 2023 წლის 13 დეკემბერს.
2026 მდგომარეობით მღვდელმსახურებას აღასრულებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, წმ. დიდმოწამე გიორგისა და წმ. დიდმოწამე ბარბარეს სახელობის , სპეთის მაცხოვრისა და დარყის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრებში.
2013 წლიდან არის საირხის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოძღვარი.

გოგესაშვილი გიორგი დეკანოზი, ოქროს ჯვარი, 2019წ. ჭიათურის და საჩხერის ეპარქია. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N15 7-13მაისი 2009წ გვ.11
ხელდასხმა
5 აპრილს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი გიორგი გოგესაშვილი. დიაკონი გიორგი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N3 28იანვარი-3 თებერვალი 2010წ გვ. 6
ხელდასხმა
14 იანვარს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს გიორგი გოგესაშვილს. მღვდელი გიორგი საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიაში, სოფელ ჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.