სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
აბრამიშვილი ვლადიმერ სპირიდონის ძე მართლმ. მღვდელი 1892-1917წწ სოფ. არგვეთი, დარყი, სავანე, სპეთი, საჩხერე გარდ.1935 აბრამიშვილი ვლადიმერ სპირიდონის ძე მართლმ. მღვდელი 1892-1917წწ სოფ. არგვეთი, დარყი, სავანე, სპეთი, საჩხერე გარდ.1935
ბმულის კოპირება



გვარი აბრამიშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

333       ბეჭდვა

აბრამიშვილი ვლადიმერ სპირიდონის ძე მართლმ. მღვდელი 1892-1917წწ სოფ. არგვეთი, დარყი, სავანე, სპეთი, საჩხერე გარდ.1935

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

აბრამიშვილი ვლადიმერ სპირიდონის ძე 1895-1917წწ არგვეთის წმ. გიორგის ეკლესია (საჩხერის მუნიციპალიტერი) 1889-1892წწ დარყის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია. საჩხერე. 1892-1895წწ სავანის წმ. გიორგის ეკლესია. საჩხერე. 1889-1922წწ სპეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია, საჩხერე.   გარდ.1935


დეკანოზი ვლადიმერ აბრამიშვილი 1860 წელს შორაპნის მაზრის (ახლანდელი საჩხერის რაიონი) სოფელ არგვეთში, 
მღვდლის ოჯახში დაიბადა. ვლადიმერის წინაპართა თხუთმეტი თაობა სასულიერო პირები იყვნენ.
გვ37

ბაბუამისი- მღვდელი გრიგოლ ლაზარეს ძე აბრამიშვილი 1790 წელს შორაპნის მაზრის (ახლანდელი საჩხერის რაიონი) სოფელ
სოფელ ბაჯითში,  საბატონო მღვდლის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი
კვერეთის უდაბნოში ისწავლა. ამის შემდეგ გრიგოლი წლების განმავლობაში მედავითნედ მსახურობდა ჯრუჭის წმინდა 
გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც 1810/11 წელს ხინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 
1813 წელს კი მღვდლად დაასხა ხელი და ბაჯითის ეოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.  
მღვდელი გრიგოლი 1859 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა. მამა გრიგოლს ჰყავდა 6 ვაჟი: მამუკა (1812წ.), მაქსიმე (1815წ.), დიმიტრი (1818წ.), 
ოქროპირი (1822წ.), დავითი (1824წ.) და სპირიდონი. 
მამამისი – მღვდელი სპირიდონ გრიგოლის ძე აბრამიშვილი 1831 წელს შორაპნის მაზრის (ახლანდელი საჩხერის რაიონი) 
სოფელ ბაჯითში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის ოთხკლასიანი სასწავლებელის დამთავრების შემდეგ მედავითნეობდა 
მშობლიურ სოფელ ბაჯითში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში· დაქორწინების შემდეგ 1857 წელს, იმერეთის 
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად აკურთხა და არგვეთის წშინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1890 
წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მას ცოლად ჰყავდა 
გვ38
რუსუდან ტყემალაძე, რომელთანაც შეეძინა 6 შვილი: ოთხი ქალიშვილი. და ორი ვაჟი – ვლადიმერი და პანტელეიმონი (პანტელეიმონი პატარაობაში გარდაიცვალა), 
მამა სპირიდონი 1895 წლის 24 მარტს ყვავილის სახადით გარდაიცვალა. 
სახადმა შეიწირა მისი ერთ-ერთი ქალიშვილის სიცოცხლეც. მამა სპირიდონი დასაფლავებულია სოფელ
არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში.
მამა ვლადიმერმაც ასევე ქუთაისის ოთხ კლასიანი სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო,
რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაასრულა. ამის შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 
ქუთაისის რამდენიმე სკოლაში. ერთ-ერთი იყო მიხეილ კალანდარიშვილის კერძო პანსიონი, სადაც ასწავლიდა მათემატიკასა 
და რუსულ ენას. ორწლიანი მასწავლებლობის შემდეგ, 1887 წლის 18 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) 
ვლადიმერი დიაკვნად აკურთხა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის კარის ეკლესიაში დაადგინა. 
ამავე დღეს დაინიშნა ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად. 
1889 წლის 4 ივლისს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 
ამავე წლის 6 დეკემბერს საჩხერის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1890 წლის 15 იანვარს იმერეთის
ეპარქიის სასულიერო სამზრუნველოს განყოფილების წევრად აირჩიეს.
1892 წლის 24 მაისს სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ამავე წლის 15 სექტემბერს საჩხერის
სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 
1893 წლის 8 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. სავანეში მამა ვლადიმერმა სამი წელი 
დაჰყო, აქედან იგი – მამის გარდაცვალების შემდეგ, 1895 წლის 27 მარტს სოფელ არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკ-
გვ39

ლესიაში გადავიდა. მამა ვლადიმერმა აქაც დააარსა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც მღვდელი ნესტორ დევიძე და
სოფელ გორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი კაპიტონ ანტონის ძე სარალიძე მასწავლებლობდნენ. მალე მამა ვლადიმერმა
საერო სკოლაც გახსნა თავის სახლში (სოფ. არგვეთი), რომელიც მოგვიანებით ლუარსაბ მაჭავარიანის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე გადაიტანეს. 
სკოლაში 50 მოსწავლე ირიცხებოდა· აქ მასწავლებლობდნენ ივლიანე ხარშილაძე და მამა ვლადიმერის უფროსი ქალიშვილი – ლუბა, რომელსაც ქუთაისის წმინდა 
ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და მანამდე საჩხერის სკოლაში ასწავლიდა. 
1898 წლის 30 მაისს მამა ვლადიმერს სკუფია უბოძეს. 1899 წლის 26 იანვარს ჭიათურის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 
1901 წელს იმერეთის ეპარქიის სასწავლო განყოფილებამ მღვდელი ვლადიმერი საჩხერის სკოლაში საგამოცდო 
კომისიის თავჯდომარედ აირჩია. 
1902 წლის 6 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მამა ვლადიმერი ეკლესიაში ნაყოფიერი და კყთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის კამილავკით 
დააჯილდოვა. 
1907 წლის 6 ივლისს მამა ვლადიმერი საჩხერის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 
1907 წელს მისი ძალისხმევით სოფელ არგვეთში აშენდა ორგანყოფილებიანი საერო სკოლის ახალი 
შენობა, რომელიც შედგებოდა ხუთი ოთახისაგან (შემდეგ აქ სოფლის კოოპერატივი განთავსდა). სკოლის ხელმძღვანელად 
გვ40
დაინიშნა ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკოსი ვასო აბდუშელიშვილი. ამავე წელს, კვლავ მამა ვლადიმერის თაოსნობით, 
სკოლის გვერდით გაიხსნა იმ მხარეში პირველი სამკითხველო, რომლის გამგედ მან თავისი უფროსი ქალიშვილი ლუბა დანიშნა. სამკითხველო გამოირჩეოდა თავისი მდიდარი წიგნსაცავით. 
წიგნებს თავად მამა ვლადიმერი იწერდა პეტერბურგიდან. საერო სკოლის გახსნის გამო მას უთანხმოება ჰქონდა თავადაზნაურობასთან, რომლებმაც იმერეთის მაშინდელ 
ეპისკოპოსთან ლეონიდესთან (ოქროპირიძე) უჩივლეს. მაგრამ ეპისკოპოსმა ლეონიდემ მამა ვლადიმერს დაუჭირა მხარი და 
ნება დართო, სხვა სოფლებშიც გაეხსნა სკოლები, მე შენს შემწედ მიგულეო“, – ასე გამოისტუშრა მან მოძღვარი. 
1908 წელს საჩხერის ოლქის სამღვდელოებამ იგი იმერეთის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩია. ამავე წლის აღდგომის 
დღესასწაულთან დაკავშირებით მამა ვლადიმერი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვა. 
1914 წლის 15 მაისს მას წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 
XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს კი დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
ღეკანოზი ვლადიმერ აბრამიშვილი იმ დროისათვის მეტად განათლებული პიროვნება იყო. 
იცოდა რუსული, ლათინური და ფრანგული ენები. 1915 წლის 26 იანვარს, როდესაც დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი გარდაიცვალა, 
მისი სულის მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი სხვიტორში საჩხერის მთავარხუცესმა, მღვდელმა ვლადიმერ აბრამიშვილმა ოლქის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. 
მამა ვლადიმერს ცოლად ჰყავდა გაღმა არგვეთელი თამარ (თაფლო) საჩინოს ასული კურცხალია (1868-1964 წწ.), მათ 8 
შვილი შეეძინათ: ელენე (ლუბა, 1888 წ.) ვერა (1889 წ.), მიხეილი (1892 ს.), იოანე (ბუჭულა, 1894 წ.), ჭაჭია (ბავშვობაშივე გარდაიცვალა), ტატიანა (თალიკო, 1903 წ.), 
ვახტანგი (1905 წ.) და სპირიდონი (კუკური). თამარ კურცხალიამ ღირსეული მეუღლეობა გაუწია მამა ვლადიმერს მტკიცე ხასიათის, სიმკაცრის, გულმოწ-
გვ41

ყალების, შრომისმოყვარეობისა და სამართლიანობისათვის მას არგვეთის ,,ოთარაანთ ქვრივიც“ კი შეარქვეს. 
თამარი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტებმა დაარბიეს ეკლესიები, შეავიწროეს სამღვდელოება, ჩამოართვეს 
მიწები· ასეთივე ბედი ეწია მამა ვლადიმერსაც, რომელიც 1924 წელს შავ სიაში მოხვდა. მოძღვარი ძლიერ განიცდიდა მაშინდელ რთულ მდგომარეობას და ამბობდა: „შრომა არ დამიშურებია და რას მემართლებიანო“, 
1927 წლის 21-27 ივნისის გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებას მარგვეთის ეპარქიიდან ესწრებოდნენ შემდეგი დელეგატები: დეკანოზი იოსებ წერეთელი, დეკანოზი ვლადიმერ აბრამიშვილი,
მღვდელი სვიმონ ტყემალაძე და მოქალაქე ირაკლი გუნცაძე. 
გვ42
XX საოკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მამა ვლადიმერი იძულებული გახდა· მღვდლობაზე უარი ეთქვა. მიუხედავადდ ამისა, 
თანასოფლელები სიცოცხლის ბოლომდე დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდენ ამ სიკეთისა და ხალხისადმი სიყვარულით გამსჭვალულ, 
ღვთიური მადლით მოსილ პიროვნებას. 
ღეკანოზი ვლადიმერ აბრამიშვილი გარდაიცვალა 1935 წელს, დაკრძალულია სოფელ არგვეთის ეკლესიის ეზოში· აქვე განისვენებს მისი შეუღლე თამარ კურცხალიაც.

მოამზადა დეკანოზ ვლადიმერისის შთამომავალმა, ქალბატონმა ლია აბრამიშვილმა

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.06.2023
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0