ანტონი - აბაშიძე როსტომი - (1743 – 12.04. 1821, რაჭა, სხვავის მონასტერი), სასულიერო მოღვაწე, იღუმენი.
დაიბადა იმერელი თავადის ოჯახში. XVIII ს. 60-იან წწ. როსტომი ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ანტონის სახელით ბერად აღკვეცეს. მალევე დიაკვნად აკურთხეს. XVIII ს. 70-იან წწ. მღვდლად აკურთხეს. 1784 წ. ოქტომბერში იმერეთის მეფე დავით გიორგის ძემ რუსეთში ელჩობა გაგზავნა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ანტონის ძმა, მაქსიმე (აბაშიძე) მეთაურობდა. დელეგაციაში სხვა წევრებთან ერთად მისი უმცროსი ძმა, ანტონიც შედიოდა, რომელიც იმ პერიოდში იღუმენის წოდებით გელათის მონასტრის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა. მთელი ელჩობის პერიოდი მან თავის ძმასთან ერთად გაატარა. კიევში კათოლიკოს მაქსიმეს გარდაცვალების შემდეგ (1795) ანტონი საქართველოში დაბრუნდა და სოფელ სხვავის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1815 წ. 15 მარტის მონაცემებით, სხვავის მონასტრის წინამძღვარი უკვე არქიმანდრიტი პანტელეიმონია. იღუმენი ანტონი კი, როგორც მონასტრის რიგითი წევრი, ცხოვრობს ამავე მონასტერში. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მას დაუნიშნა პენსია – 60 მანეთი ვერცხლი წელიწადში. გარდაიცვალა 78 წლის ასაკში.
აბაშიძე - გვარის 40 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით — თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა; გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი და არგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ფილიპე აბაშიძე.
აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი. დაიბადა 1959 წლის 23 ივლისს გაგრაში. 1984 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში. 1986 წლის ბოლოდან 1997 წლის 14 იანვრამდე იყო ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი. მიიცვალა 2018 წლის 17 აგვისტოს.
1997 წლის მაისში მან პატრიარქის კურთხევით დააარსა ჯერ ტაბარუკის ღმრთისმშობლის შობის სკიტე სოფელ ტაბარუკში, ხოლო 1998 წლის სექტემბერში დაიწყო (ჩვენ სამთან - მის სულიერ შვილებთან ერთად) დაიწყო აღდგომის მამათა მონასტრის შენება კარმელის მთაზე (ზღვის დონიდან 1280 მეტრ.), ტაბარუკის მიდამოებში. ტაბარუკი მცხეთის რაიონია.
მოსკოვში სწავლის დროს შეუერთდა მაშინდელ ახალგაზრდულ ჰიპურ მოძრაობას. 1984 წლის 11 მარტს, დიდ მარხვაში, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს, 24 წლის ასაკში მოინათლა მოსკოვის ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში (Храм Илии Пророка Обыденного). 1984 წლის 20 მარტს ჩავიდა ბეთანიის მამათა მონასტერში, სადაც დაჰყო 1997 წლამდე. 1986 წელს აღიკვეცა ბერად და უწმიდესის ილია მეორის კურთხევით სახელად ეწოდა ლაზარე. ამავე წლის ლაზარეს შაბათს, ბერ ლაზარეს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიაკვნად, ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულზე მღვდლად დაასხა ხელი. 1987 წლიდან მამა ლაზარე დადგენილ იქნა ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად და წინამძღვრობდა 1997 წლის 14 იანვრამდე. 1991 წლის გაზაფხულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა ლაზარე აიყვანა არქიმანდრიტის წოდებაში. მამაო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგინა ქართული ხატწერის სკოლა. მისი დაწერილია არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ხატი – სვეტიცხოვლის კანკელის ხატები, სიონში სამი მღვდელთმთავრის: წმიდა გიორგის, თომა მოციქულის და ა.შ. მათ შორის სიონის დიდი ჯვარი ჯვარცმისა და აღდგომის გამოსახულებით და სალიტანიო ჯვარი, რომელიც ახლა სამების საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. მან მოხატა წმიდა თამარ მეფის ტაძარი ბეთანიაში. ბეთანიის მთავარ ტაძარშიც ბევრი ხატია მის მიერ დაწერილი. მას ეკუთვნის არაერთი სასულიერო ლიტერატურა, როგორც სულიერ-ზნეობრივი, ასევე საღმრთისმეტყველო და პოლემიკური შინაარსის. მისი ნაშრომები გამოცემულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, ნათარგმნია სერბულ, ბულგარულ და სხვა ენებზე. 1997 წლის მარტში თავის ორ მორჩილთან ერთად გაემგზავრა ათონის წმიდა მთაზე. თვენახევრის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და 1997 წლის 20 მაისს დასახლდა სოფელ ტაბარუკში, სადაც დააარსა ღმრთისმშობლის შობის სკიტი. 1998 წლის შემოდგომას უფრო განმარტოვებული ცხოვრების მიზნით თავის სულიერ შვილებთან ერთად აირჩია სხვა ადგილი მონაზვნური ცხოვრებისათვის ერთ-ერთ მთაზე სოფელ ტაბარუკთან, სადაც დააარსა ტაბარუკის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერი. მამაომ თავის ხელით ააგო ორი ტაძარი და ორი სენაკი (ეხმარებოდნენ მისი მორჩილები და დროდადრო ბეტონის ჩასხმაში მონასტრის ახლობლები). ამასთან ერთად, მამაო წერდა წიგნებსა და ხატებსაც. 2016 წლის მაისში მამა ლაზარეს დასნეულდა და 2018 წელს გარდაიცვალა.
წყარო: ხარება - მართლმადიდებლული ინტერნეტ ჟურნალი: xareba.net; განგაშის ზარი: facebook.com
მწუხარებით იუწყება, რომ 17 აგვისტოს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, ტაბარუკის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრის აღდგომის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
13 დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით სადღესასწაულო წირვა აღასრულა. წირვის შემდეგ დალოც მრევლი და ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის სამღვდელოება: რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ანდრია აბაშიძე და მარნეულის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა შალვაშვილი.
1821 წლის მაისში მამა ათანასე (პეტრიაშვილი) რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858 არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868 არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი) 1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი) 1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე).
1448 ფონდი 1 ანაწერი117. 1787 წ. 24 ნოემბერი.ყმის სითარხნისა და შეწირულების წიგნი, მიცემული რაჭის ერისთავ ანტონის მიერ გურიის ნათლიმცემლის უდაბნოს წინამძღვარ ანტონ აბაშიძისადმი. დამწერი ხოსია ბარათაშვილი
2866. 1781 წ. 1 ნოემბერი. მუჩალგის წიგნი, მიცემული მღვდელ ნიკოლოზ აბაშიძის მიერ მდივან მანუჩარისადმი, ჯარში გასაწვევი ხალხის სიის წარდგენის შესახებ
აბაშიძე მიქაელი - მღვდელმონაზონი.
2013 წლის 26 აპრილს ბერად აღკვეცა. 2015 წლის 05 ივლისს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სოფ. ვახანის (ხარაგაული) ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარ,
საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.6
აღკვეცა
26 აპრილს დედოფლისწყაროს წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის მამათა მონასტერში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ბასილი და სახელად მიქაელი უწოდა (წმინდა ახალმოწამე მიქაელ ყულოშვილის სახელზე).
5 ივლისს უბისის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვახანის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარ, ბერ-დიაკვან მიქაელს (აბაშიძე).
აბაშიძე საბიანა - მონაზონი.
2014 წლის 18 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
18 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე ელენე სიჭინავა და სახელად დარია უწოდა. იმ დღესვე სამონაზვნეებად იკურთხნენ ამავე მონასტრის წევრები: მორჩილი ეკატერინე ტარხანოვა-მესაბლიშვილი -- სახელად ეწოდა ეკატერინე, მორჩილი მარიამ რუხაძე სახელად ეწოდა მარიამი, მორჩილი თამარ აბაშიძე -- სახელად ეწოდა თამარი და მორჩილი ნატალია კვაჭანტირაძე --– სახელად ეწოდა ნატალია.
აბაშიძე იობი (მამუკა) - ბერი.
2017 წლის 26 თებერვალს ბერად აღკვეცა. ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი.
26 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერში წინამძღვარმა, იღუმენმა იაკობმა (ჭოხონელიძე) ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი მამუკა აბაშიძე და სახელად იობი უწოდა.
აბაშიძე გერასიმე - მღვდელმონაზონი.
ფინეზიშვილი-აბაშიძე;
ანტონი - აბაშიძე როსტომი - (1743 – 12.04. 1821, რაჭა, სხვავის მონასტერი), სასულიერო მოღვაწე, იღუმენი.
დაიბადა იმერელი თავადის ოჯახში. XVIII ს. 60-იან წწ. როსტომი ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ანტონის სახელით ბერად აღკვეცეს. მალევე დიაკვნად აკურთხეს. XVIII ს. 70-იან წწ. მღვდლად აკურთხეს. 1784 წ. ოქტომბერში იმერეთის მეფე დავით გიორგის ძემ რუსეთში ელჩობა გაგზავნა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ანტონის ძმა, მაქსიმე (აბაშიძე) მეთაურობდა. დელეგაციაში სხვა წევრებთან ერთად მისი უმცროსი ძმა, ანტონიც შედიოდა, რომელიც იმ პერიოდში იღუმენის წოდებით გელათის მონასტრის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა. მთელი ელჩობის პერიოდი მან თავის ძმასთან ერთად გაატარა. კიევში კათოლიკოს მაქსიმეს გარდაცვალების შემდეგ (1795) ანტონი საქართველოში დაბრუნდა და სოფელ სხვავის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1815 წ. 15 მარტის მონაცემებით, სხვავის მონასტრის წინამძღვარი უკვე არქიმანდრიტი პანტელეიმონია. იღუმენი ანტონი კი, როგორც მონასტრის რიგითი წევრი, ცხოვრობს ამავე მონასტერში. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მას დაუნიშნა პენსია – 60 მანეთი ვერცხლი წელიწადში. გარდაიცვალა 78 წლის ასაკში.
აბაშიძე იაკობი - დეკანოზი.
2009 წლის 07 აპრილს დაჯილდოვდა მიტრით.
7 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეიმურაზ თათარაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ავანაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, დიაკონი მირიან სხირტლაძე პროტოდიაკონის წოდებით.