სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11769

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
თბილისის (ავლაბარი) მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი თბილისის (ავლაბარი) მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი
ბმულის კოპირება

წიგნები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

თბილისის (ავლაბარი) მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი

საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.17

თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი



ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი ძველი სახელწოდებაა „ისანი“. არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს,რომ ეს ადგილი ძვ. წ. I ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XI—XII სს. „ისანში„ საქართველოს მეფეთა სა- სახლეები, ტაძრები, ბაღები და სავანეები იყო მოწყობილი. XIII ს-ის დასასრულისთვის „ისანს“ ეწოდა „მეტეხი“, სახელწოდება „ავლაბარი“, ჩანს, მოგვიანებით, XIV ს-ში დამკვიდრდა. ძველი ისანი ჩვენს თვალწინ მეტეხის ტაძრით იშლება, „მეტეხის გორაზედ“, ისნის უძველეს ზღუდეზე აღმართული დარეჯან დედოფლის სასახლე განსაკუთრებულ მხატვრულ არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს თბილისის ამ ძველ უბანს, საიდანაც მოჩანს ქალაქის ლამაზი ხედი. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ 1776 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს, ავლაბრის ტერიტორიაზე ძველი ციხის ნანგრევებზე სასახლე და მეფისა და დედოფლის მფარველი წმინდანების, წმიდა ერეკლესა და წმიდა დარიას სახელზე კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის თაოსნობით აშენებული ეკლესია და სასახლე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად, არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქვის გალავნით არის შემოზღუდული. დარეჯან დედოფლის სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო, მას სხვაგვარად „თბილისის საჩინო“ ერქვა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრებისას სასახლე და ტაძარი ძლიერ დაზიანდა. ამ დიდი უბედურების შემდეგ სასახლე და ტაძარი, თავის მიმდებარე ნაგებობებითურთ, როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, სახელდახელოდ აღადგინეს. ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ (1798 წელი) დარეჯან დედოფალმა სამშობლოში ყოფნის უკანასკნელი წლები აქ გაატარა. რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, დედოფალი 1803 წელს პეტერბურგში გადაასახლეს. 1807 წელს უცხოობაში მიაბარა სული უფალს სამშობლოს მონატრებით დატანჯულმა დედოფალმა. იგი ალექსანდრე ნეველის ლავრის, ხარების ტაძარში დაკრძალეს. აქვე ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი ჟამთა სიავისგან სამშობლოს მოწყვეტილმა ბატონიშვილებმაც. 1811 წელს რუსეთის მთავრობამ და სინოდმა უკანონოდგააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია  და კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (მეფე ერეკლეს ძე) რუსეთში გადაასახლეს. საქართველომ დაკარგა მეფეც და მამამთავარიც. საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსის მეშვეობით რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა. ეკლესია-მონასტრებს ჩამოერთვა მამულები, ქართული ენისა და ტრადიციების არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და რუსი ეროვნების ეკლესიის მსახურთა შორის, მოიშალა საეკლესიო კათედრები, ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით ქმნიდა. არქიმანდრიტ ტარასის (ალექსი-მესხიშვილი) ცნობით, მონასტრის ადგილები სადედოფლო იყო და ხაზინას ეკუთვნოდა. 1815 წელს სამოქალაქო მთავრობამ გაუცვალა სასულიერო მთავრობას ეს ტერიტორია ხარების დიდ ეკლესიაში. რომელიც საქართველოში ყოფნის დროს, 1812-16 წლებში თავის რეზიდენციად ჰქონდა მთავარეპისკოპოს დოსითეოსს (ფიცხელაური).

24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.18

თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (გაგრძელება)


პირველი სურათის აღწერა: მარცხნიდან - უცნობი ბერი, გღვდელ მონაზონი კირილე (ცინცაძე), არძიმანდრიტი კესარიონი (ჩეკურიშვილი), სოლომონ ჩიტაძე, უცნობი ბერი, ბერი ანტონი (მეიფარიანი). ფეხზე დგანან მონასტრის მორჩილები. 

1819 წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) წმინდა სინოდისაგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა თბილისში. მამათა მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით, როგორც ეს რუსეთის სხვა ქალაქებში იყო მიღებული. ამის გამო დარეჯან დედოფლის ყოფილ რეზიდენციაში ჩამოყალიბდა მამათა მონასტერი, რომლის პირველ წინამძღვრად დაადგინეს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი, ქვათახევისა და შიო მღვიმის მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი). ეგზარქოსს თეოფილაქტეს გარდაცვალების შემდეგ, 1822 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ახალმა ეგ- ზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა და შიო-მღვიმის მონასტრიდან გადმოიყვანა ორი მღვდელ-მონაზონი: იოანე (იოსელიანი, შემდგომში გურიის ეპისკოპოსი) და გერმანე (მახარაშვილი), ერთი დიაკონი, და ორი ბერი: დიონისე (კიკნაძე, შემდგომში არქიმანდრიტი) და ბერი გრიგოლი. 1821 წლის მაისში მამა ათანასე რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი)  1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858 არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868 არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი) 1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი) 1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე). შეთქმულთა მიერ აქ დაიწერა საქართველოს მმართველობის მოკლე პროექტი. როგორც ცნობილია, 1832 წლის შეთქმულება მარცხით დამთავრდა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი) და მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე) — „აქტიგონიურის“ ავტორი, რომელიც საპატიმროში გარდაიცვალა (დაკრძალულია მონასტრის ეზოში). მამა ტარასი დატოვეს თბილისში, პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. შეთქმულების სხვა მონაწილენი მთავრობამ შორეულ რუსეთში გადაასახლა, სადაც ბევრმა მათგანმა იქ სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა. ფერისცვალების მამათა მონასტერში მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი ქართველი სასულიერო პირი, რომელნიც ამ უმძიმეს პერიოდში ღირსეულად ემსახურებოდნენ საქართველოს ეკლესიას. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: ალავერდელი ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი), არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი), არქიმანდრიტი დიონისე (კიკნაძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი, არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი), წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) და სხვანი. ცნობილია, რომ აქ აღიკვეცა ბერად წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე). მონასტერში დაცული იყო მრავალი სიწმინდე. მღვდელი მიხეილ ხელაშვილი აღგვიწერს მონასტრის ქონებას და მათ შორის ასახელებს ხის პინაკის ნაწილს, „რომელსა ზედა გარდამოცემისამებრ იესო ქრისტემ აღასრულა საიდუმლო სერობა. პინაკი ესე, როგორც იტყვიან, გარდამოტანილ არს იერუსალიმითგან კონსტანტინოპოლში, ხოლო იქითგან გარდამოტანილ არსსაქართველოში“. დროთა განმავლობაში ეს სიწმიდეებ სხვადასხვა მიზეზით მონასტრიდან გაიტანეს. XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის საძმოს უმძიმეს პირობებში უხდებოდა ცხოვრება. კათოლიკოს ლეონიდესთან გაგზავნილ მოხსენებაში წინამძღვარი ისააკი ამასთან დაკავშირებით დიდ გულისტკივილს გამოთქვამს: „შუაგულ ქალაქში, ჩვენს მაცდურ ხანაში, როცა ცხოვრება იქამდე დაცემულია, რომ მხოლოდ კუჭზეღა ფიქრობს ადამიანი, და ბერებს კი, რომელთაც აქ სარბიელი არა აქვთ, რომ გამოიჩინონ შნო და უნარი და არც პირობები უწყობთ ხელს, არ არის საკმაო მიწა, რომ დაამუშაონ, არა აქვთ ბაღები, რომ თავიანთი ოფლი შიგ ჩაღვარონ და თავიანთის ამაგით გაჭირვებულებსაც დაეხმარონ“... დეკანოზი ისააკი აღწერს მონასტერში შექმნილ მდგომარეობას და ითხოვს, რომ მონასტრის „ბერებს მიეცეთ სათანადო ადგილი და საშუალება თავიანთი დიდი მოვალეობის აღსრულებისა, სადაც მათთვის გამზადებულია ფრიადი სამკალი“. ამ დროისთვის, როგორც ერთ-ერთ დოკუმენტშია აღნიშნული, მონასტერს აქვს „ქალაქ თბილისში ქვითკირით შემოზღუდული 1162 საჟენი მიწა, რომელზედაც სხვადასხვა დროს აშენებულია ექვსი შენობა“. გარკვეული დროის მერე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები საგრძნობლად შემცირდა. მის კუთვნილ მიწებზე დასახლდა სომხური მოსახლეობა. მონასტერს ჩამოართვეს სათიბები და მის მფლობელობაში მყოფი სხვადასხვა ნაგებობა. როგორც ჩანს, ამ მძიმე მდგომარეობამ სამო- ნასტრო ცხოვრებაზეც იმოქმედა და მინელდა. 1920 წელს კი მონასტერი გადაკეთდა სამრევლო ეკლესიად, ხოლო აქ მოღვაწე ბერები სხვადასხვა მონასტრებში გადავიდნენ. 1922 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ამბროსის ლოცვა-კურთხევით მონასტრული ცხოვრება აქ კვლავ აღდგა. ძალიან მალე, საქართველოს კვლავ დაუდგა მძიმე ჟამი: კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ფერისცვალების მონასტერი დაიხურა. ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ, იქ მუზეუმიც იყო, შემდგომში „ერთი მსახიობის თეატრი“ დაარსდა და 90-იან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. 1990 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის..

24-3 საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.19

თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (გაგრძელება)

 

... უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა დედათა მონასტერი. ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, მისი შემოგარენი გათავისუფლდა მინაშენებისგან. სამწუხაროდ, სამონასტრო კომპლექსის პირვანდელ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია, სასახლისა და კარის ეკლესიის არსებობა იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ სასახლე მხოლოდ „საჩინოს“ ერთი სათავსით არ იყო წარმოდგენილი. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და დაინგრა.

დარეჯან დედოფლის სასახლე „მეტეხის გორაზედ“, გვიანი შუასაუკუნეებრივი ხანის, მაღალი მხატრული ღირებულების ძეგლია. სასახლე ძველი სახით არქიტექტურული მორთულობის თვალსაზრისით ეხმიანება ამავე პერიოდის თუ უფრო ადრინდელ ქართულ სასახლეებს. იგი შიგნით ირანულ ყაიდაზე იყო მორთული ეკლესიას, ისევე როგორც სასახლეს, ქართული და ის-ლამური არქიტექტურული მორთულობის სინთეზი ახასიათებს, იგი გვიანი შუასაუკუნეების თბილისის ისტორიული ძეგლების ანალოგიურია. ფერისცვალების ტაძარი ბაზილიკური სტილის ნაგებობაა. ტაძრის ფრესკები არ არის ქართული, ისინი ნაწილობრივ დაზიანებულია, შემორჩენილია ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული გამოსახულებები. მხატვრული გადაწყვეტით რენესანსის პერიოდის რეალისტური სტილისკენაა მიდრეკილი. საკურთხეველი ახლიდან მოიხატა ტაძრის მღვდელ-მსახურის, დეკანოზ იოსებ ვანიძის მიერ. ტაძარი გადა- ხურულია კრამიტით, დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სამრეკლო. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მარიამი (მიქელაძე). მონასტერში მოღვაწე დედათა ძირითადი საქმია- ნობაა: მთარგმნელობითი საქმიანობა, ხელსაქმე, სამონასტრო ბაღების მოვლა-პატრონობა. 2002 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა ნინოს სახელობის მოწყალების სახლი გაიხსნა. მონასტრის ერთ-ერთ ტერასაზე აშენდა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ტაძარი. 1910 წლის მონაცემებით თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში დასაფლავებულნი იყვნენ: დოსითეოსი, მთავარეპისკოპოსი თელავისა და ოსეთის სასულიერო კომისიის ხელმძღვანელი, გვარად აზნაური ფიცხელაური, პლატონ იოსელიანის ცნობით გარდაიცვალა 1829 წელს (შეცდომაა, მეუფე დოსითეოსი გარდაიცვალა 1830 წლის 19 ნოემბერს). გადმოცემით, დასაფლავებულია ტაძრის სტოაში. ნიკიფორე, გორის ეპისკოპოსი და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი, თავადი ჯორჯაძე, დაბადებიდან 76 წლის, გარდაიცვალა 1851 წლის 6 დეკემბერს, დასაფლავებულია სამხრეთ კარებთან. საფლავის ქვა გააკეთებინა თავადმა მიხეილ ვორონცოვმა. არქიმანდრიტი ევგენი, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი, გარდაიცვალა 1832 წელს. არქიმანდრიტი კესარია, საქართველო იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი, გვარად ჩეკურიშვილი, დაიბადა 1829 წლის 1 დე-

კემბერს, გარდაიცვალა 1901 წლის 11 დეკემბერს. წელს. გვარდიის ოფიცერი თავადი იოსებ გრიგოლის ძე წერეთელი (+ 1833 წლის 3 ივლისი.) 1864 წლით დათარიღებული ერთი ქვის ქვეშ არიან დასაფლავებულნი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის ბაგრა- ტის ძის ალექსანდრეს შვილები: ეკატერინე, მარიამი და სოფიო. ეზოში: არქიმანდრიტი ამფილოქე, საქართველო იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და ეგზარქოსების სახლის ეკონომოსი, აზნაური ლუგოვინოვიჩი. რუსი მწერლის ივანე ტურგენევის ნათესავი, მოძღვარი დიდი თავადისა და ყუბანის სასულიერო მისიისა, გარდაიცვალა 1905 წლის ივლისში. არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი), საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დაიბადა 1822 წელს, გარდაიცვალა 1892 არქიმანდრიტი ევსევი, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, გვარად ცაბაძე, დაიბადა 1839 წელს, გარდაიცვალა 1898 წლის 11 სექტემბერს. არქიმანდრიტი დიონისე, ფერისცვალების მონასტრის წევრი, გვარად კიკნაძე, გარდაიცვალა 1871 წლის 12 დეკემბერს. იღუმენი პაისი, ეგზარქოსების სახლის ეკონომოსი, შობიდგან 57 წლის, გარდაიცვალა 1893 წლის 14 ოქტომბერს საფლავებულია ტაძრის სამხრეთით.  იღუმენი გედეონი, მოსკოვის გუბრენიის აზნაური, ითვლებოდა ეგზარქოსების სახლის საძმოში, შობითგან 92 წლის, გარდაიცვალა 1901 წლის 1 იანვარს. მღვდელ-მონაზონი სერგი, პეტრებურგის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი, დაიბადა 1810 წლის 7 სექტემბერს, გარდაიცვალა 1848 წლის 19 აპრილს. მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (ლაზარეშვილი), ფერისცვალების მონასტრის ხაზინადარი, შობითგან 58 წლის, გარდაიცვალა 1892 წლის 19 ოქტომბერს. მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ბელქანია), ფერისცვალების მონასტრის ხაზინადარი, შობითგან 50 წლის, გარდაიცვალა 1908 წლის 13 აპრილს. მღვდელ-მონაზონი ელისე, ეგზარქოსების სახლის წევრი, შობიდგან 70 წლის, გარდაიცვალა 1897 წლის 17 აპრილს. მღვდელ-მონაზონი თეოგნისტე, ეგზარქოსების სახლის ეკონომოსი, შობიდგან 53 წლის, გარდაიცვალა 1888 წლის 3  იანვარს — ესენი დასაფლავებულნი არიან მონასტრის გალავანთან. მღვდელ-მონაზონი შიო (აზნაური წერეთელი), ფერისცვა-..

24-4 საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.20

თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (დასასრული)

ლების მონასტრის წევრი, ქვის გარეშე, გარდაიცვალა 1888 წელს. მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (თავადი წულუკიძე), ფერისცვალების მონასტრის წევრი, ქვის გარეშე. მღვდელ-მონაზონი ფილოთეოსი (გრიგორიევი, თბილისის მამა დავითის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მღვდელი თომა), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე), 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, გარდაიცვალა პატიმრობაში 1833 წლის 2 სექტემბერს. მღვდელ-მონაზონი გაიოზი (ბერიძე), ფერისცვალების მონასტრის წევრი ეს ხუთი მღვდელმონაზონი დასაფლავებული ტაძრის სამხრეთით და სიძველის და მოუვლელობის გამო საფლავის ქვებზე წარწერები ცუდად იკითხება, მათშესახებ იციან მონასტრის უხუცესმა წევრებმა. ბერ-დიაკონი იოანე (ხოშტარია), სამეგრელოს აზნაურთაგანი, შობითგან 55 წლის, გარდაიცვალა 1855 წლის 17 აპრილს — დასაფლავებულია ტაძრის მარჯვნივ. მღვდელი დავით ნიკოლაევი, შობიდგან 48 წლის, გარდაიცვალა 1855 წლის 4 აგვისტოს. მღვდელი ალექსი ეფრემის ძე ალექსიევი, შობიდგან 36 წლის, გარდაიცვალა 1853 წლის 20 სექტემბერს ეს ორი დასაფლავებულია ტაძრის მარჯვნივ, გალავანთან. მღვდელი მიხეილ ბერიძე, თბილისის მეტეხის ციხის ეკლესიის მღვდელი, სვეტიცხოვლის კანდელაკის შვილი, შობიდგან 44 წლის, გარდაიცვალა 1864 წელს (შეცდომაა, გარდაიცვალა 1865 წლის 18 იანვარს გ. მ.) — დასაფლავებულია ტაძრის სამხრეთით ახლოს. მორჩილი იოსებ ბახტაძე, ფერისცვალების მონასტრის საძმოს წევრი — დასაფლავებულია ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით. ანასტასია გრიგოლის ასული ჩოლოყაშვილი, მეუღლე ზა- ქარია დავითის ძე ბარათაშვილისა (დაიბადა 1820 წლის 15 აგვისტოს, გარდაიცვალა 1879 წლის 25 თებერვალს) — დასაფლავებულია ტაძართან ახლოს. თავადი გიორგი ზაქარიას ძე ბარათაშვილი (დაიბადა 1846 წლის 10 აპრილი, გარდაიცვალა 1877 წლის 26 მარტს) თავადი იოანე ზაქარიას ძე ბარათაშვილი (დაიბადა 1841 წლის 12 აპრილი, გარდაიცვალა 1871 წლის 16 იანვარი) თავადი ასული ბარბარე ბარათაშვილი, 74 წლის, + 1874 წლის 11 მაისი ეს სამი პიროვნება დასაფლავებულია ტაძრის ახლოს, სამხრეთით. პოლკოვნიკი ანტონ ნიკოლოზის ძე ილიუშენკო 58 წლის, 1883 წელი ― დასაფლავებულია ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი“ მიხეილ მაქსიმეს ძე ილიუშენკო, 52 წლის, + 1847 წელი თავადი ოთარ ქობულაშვილი, კავალერი და „კოლეჟსი სოვეტნიკი“, 57 წლის, + 1835 წლის 3 თებერვალი თავადის, მაიორ მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის ასული ნინო, 10 წლის, + 1837 წლის 10 იანვარი თავადის, მაიორ მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის ძე მიხეილი, 4 წლის, + 1837 წლის 16 იანვარი თავადი გიორგი იოანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი, 6 წლის, + 1856 წლის 18 ნოემბერი გორის ეპისკოპოსის გერონტი პაპიტაშვილის ძე — ევსტათი ,21 წლის, + 1859 წლის 17 ნოემბერი — ეს ექვსი დასაფლავებულია ტაძრის აღმოსავლეთით შორიახლოს. ერთი ქვის ქვეშ არიან დასაფლავებულნი — მამა კ. მ. ა. გ. რ. სემენოვი და ასული „ნადვორნი სოვეტნიკისა“ მ. გ. სნასე- კი-ავტონომოვისა. პირველი გარდაიცვალა 1824 წლის 21 მაისს, მეორე 1847 წლის 26 აპრილს, 32 წლის. მათ საფლავზე ეხლაც იკითხება ლექსი. ხორეშან გიორგის ასული სარაჯიშვილი ფორაქიშვილისა 90 წლის, + 1861 წლის 7 მაისი. ბეჟან ფორაქიშვილი (ხორეშანის მეუღლე) დავით ქიტესას ძე ბიბილური + 1865 წლის 28 თებერვალი. ქიტესა აბრაამის ძე ბიბილური + 1864 წლის 1 დეკემბერი.  ბოლო ხუთი საფლავი მდებარეობს ტაძრის მარჯვნივ.

მოამზადა მონაზონმა ანუსია ქობალიამ 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.09.2025
ბოლო რედაქტირება 17.09.2025
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

15000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0