სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
 ლევან გურიელი დავითის ძე 1824-88წწ გარდ. 64 წლის  გენერალი ლეიტანტი, უდიდესი წვლილი აჭარის შემოერთებაში. წარმ. ოზურგეთი გურია

1824-1888 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გურიელი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

394       ბეჭდვა

ლევან გურიელი დავითის ძე 1824-88წწ გარდ. 64 წლის გენერალი ლეიტანტი, უდიდესი წვლილი აჭარის შემოერთებაში. წარმ. ოზურგეთი გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

გურიელი ლევან დავითის ძე(24 თებერვალი 1824-11 მაისი 1888)  თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1879); დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ ჩაირიცხა ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში.



1844-1851წწ. იყო ცალკე კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში(საკორდონო ხაზზე), ჩანჩეთში, რისთვისაც კაპიტნის ჩინი მიიღო; 1852-1853წწ. იყო  ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; ყირიმის ომის დროს(1853-1856) მეთაურობდა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახალხო ლაშქარს;


ფოტომატიანე ლევან გურიელი - გენერალ-ლეიტენანტი, ყირიმის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, გურიის და იმერეთის რაზმის უფროსი (1877-1878), ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილე (1878), ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1853-1855)




1853-1854წწ. მიჯნაზე სოფელ შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ი. ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებებს 1855 წლის 27 მაისს ნიგოთისა და 27 ივლისს ჩოლოქის ბრძოლებში; 1877-1878წწ. რუსეთ–ოსმალეთის ომში კიდევ ერხელ გამოავლინა სამხედრო გამოცდილება; იგი მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რომელმაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში; 1879 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ; ნაყოფიერად მუშაობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას; რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1879), გენერალ–მაიორი (1865).


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • დაკრძალვის ადგილი:ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარი, თბილისი
  • Гуриель Леван Давидович, князь  (1824 – 1888)
                генерал-майор с 19.04.1864
                генерал-лейтенант с 01.01.1879
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003426/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.02.2023
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0