დევდარიანი ზაქარია დავითის ძე(1832-1901 შემდ.) მონაწილეობდა ყირიმის (1853-1856), რუსეთ–ოსმალეთის (1877-1878) ომებში; 1859 წლიდან მსახურობდა მე–13 ლაიბგრენადერთა პოლკში, შემდეგ კავკასიის სამხრეთ ოლქის შტაბში საინტენდანტო თანამდებობაზე; 1901 წელს დაითხოვეს კავკასიის სამხრეთ საოლქო ეგზეკუტორის თანამდებობიდან; რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1901).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.355
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
წმინდა სტანისლავის ორდენი
წმინდა ანას ორდენი
წმინდა ვლადიმირის ორდენი