აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრული სია წიგნიდან საქართველოსათვის
ბავჩი უშანგის ძე დევდარიანი დაიბადა 1928 წლის 20 დეკემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ ჯახუნდერში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მუშაობდა გულრიფშის რაიონის სატყეო მეურნეობაში მთავარ ინჟინრად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის ოქტომბრიდან ჩაება. ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს გულრიფშის რაიონის განყოფილების უფროსად. მონაწილეობდა არაერთ სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში.
ბავჩი დევდარიანი, 1993 წლის 28 სექტემბერს, ქალაქ სოხუმის დასაცავად მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს, სოფელ თხუბუნთან ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს.
ბავჩი დევდარიანი დაკრძალულია საკუთარ ეზოში.