გოგოლაძე დავით ნიკოლოზის ძე, გარდ. 1918წ. მოღვ. სოფ. აწყურის (ახმეტა) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
XIX საუკუნის 70-იან წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი - მღვდლად დაასხეს ხელი და მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1890 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1904 წლის 26 აპრილს ერკოთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 14 ივნისს საეპარქიო მმართველობამ დაითხოვა სამრევლოდან.
გვ162
1904 წლის 19 სექტემბერს აწყურის ყოვლად მინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
1916 წლის 26 იანვარს ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.