გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ბახვა კავერდის ძე გოგოლაძე, დაბადებული 1961 წლის 25 ივლისს ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში,
განათლება – უმაღლესი, ცოლშვილიანი.1967-78 წლებში სწავლობდა სოფელ მანდაეთის საშუალო სკოლაში.1980-82 წ. გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში.სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისში.სართველოს სამშენებლო სამმართველოში სმპ-ში, „მაღალმშენში“ და პარალურად სწავლა გააგრძელა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე.
1989 წლიდან შევიდა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის რიგებში, შემდეგ ჩაირიცხა ეროვნული გვარდიის „ავაზას“ ბატალიონში,
მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში,
1992 წლის 26 დეკემბერს დაიღუპა აფხაზეთში, სოფელ ლაბრაში, ერთ-თი შეტაკების დროს სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭებს შეძახილებით ამხნევებდა, როგორც ჭეშმარიტი ვაჟკაცი, იარაღით ხელში დაიღუპა.
დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის „ძმათა სასაფლაოზე“,
დარჩა მეუღლე - ნანა გეწაძე და ორი შვილი, ფიქრია – 3 წლის და ქრისტინა – 2 წლის.
ბახვა გოგოლაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.