მაჭავარიანი ილია ნიკოლოზის ძე, დაბ 1878წ. სოფ. ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესია
1878 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ურიათუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1898 წლის 14 აგვისტოს ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.
1905 წლის 27 მაისს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.
1906 წლის ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1907 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1916 წლის 23 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებული ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 15 სექტემბერს სკუფიით დაჯილდოვდა.