სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნუნუ მაჭავარიანი 1898-1975წწ მსახიობი წარმ. ამბროლაური რაჭა. დაბ. თბილისი

1898-1975 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მაჭავარიანი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ნუნუ მაჭავარიანი 1898-1975წწ მსახიობი წარმ. ამბროლაური რაჭა. დაბ. თბილისი

ნუნუ მაჭავარიანი ( 27 თებერვალი 1898-1975) მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია; 1915 წელს ჩააბარა გამოცდები სიმწიფის მოწმობაზე და უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი არ დაუმთავრებია; 1917 წელს დაბრუნდა თბილისში, პარალელურად სწავლობდა ქართული დრამატული საზოგადოების დრამატულ კურსებზე თვისუფალ მსმენელად; გატაცებული იყო ხატვით; 1913-1915წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში; სცენაზე პირველად გამოვიდა 1918 წელს, ნაძალადევის მუშათა თეატრში შეასრულა განოს როლი ი. ეკალაძის პიესაში "ნომერი 21 ჯვრით". ამის შემდეგ სისტემატურად თამაშობდა სცენაზაე; მუშაობდა რესპუბლიკის სხვადასხვა თატრებში: ქუთაისის (1920), დუშეთის დრამწრეში (1921), ჭიათურის მუშათა (1922), ბათუმის (1923), კვლავ ქუთაისის (1924) და თბილისის მუშათა (1925) თეატრებში; 1926 წელს ისევ მიიწვიეს ქუთაისის თეატრში, სადაც სამი სეზონი იმუშავა, აქედან ერთი წელი კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით;


1929 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; 1931 წელს მიიწვიეს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 1936 წლამდე იმუშავა და შეასრულა შემდეგი როლები: ქაბატო, დიდედა (აქვ. ცაგარელის "ხანუმა"), რუქაია, გაიანე (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ივდითი (გ. კუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვ.; 1937-1955წწ. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ხულო, თელავი, ახალციხე, გორი) წამყვან მსახიობად; 1939-1943წწ. მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში ესტრადის მსახიობად; 1955 წელს მიიწვიეს სტალინირის, დღევანდელი ცხინვალის თეატრში, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა; გადაღებულია ფილმებში: "ჭირვეული მეზობლები" (1945), "მაგდანას ლურჯა" (თებრო, 1955), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (ბებია, 1959), "კეთილი ადამიანები" (მობინადრე, 1961), "ჯარისკაცის მამა" (1964), "შეხვედრა მთაში" (1966), "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971), "მშვიდობით ინესა!" (1972) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.

მაჭავარიანი - მიქარწმინდა, ჭელიაღელე 

http://www.geogen.ge/ge/treasurege/18/4315/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0