გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
სიმონ სპირიდონის ძე ესაძე (დ. 4 თებერვალი, 1868, რუსეთი — გ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი) — ქართველი სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე. გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი გამოკვლევა რუსეთისა და კავკასიის ისტორიაზე.
ძმა ბორის ესაძე სპირიდონის ძე (1864-1914) ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი ქ.ტევერი რუსეთი
სწავლობდა კადეტთა კორპუსში; დაამთავრა კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელი ოფიცრის ჩინით 1888 წელს.
1898 წლიდან მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორად, ხოლო 1913 წლიდან განყოფილების უფროსად; 1912 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის დირექტორი; 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ იგი დანიშნა ფრონტის სამხედრო საისტორიო განყოფილების უფროსად; 1921 წლის 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, ხოლო 1923 წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა სამხედრო-საისტორიო არქივს; მისი რედაქტორობით გამოიცა "კავკასიის კრებულის" 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია 1826-1828წწ. სპარსეთთან, 1828-1829წწ. თურქეთთან და 1823-1845წწ. მიურიდიზმთან ომების ისტორია; 1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: "ტვერის დრაგუნები კავკასიაში" და "აღმოსავლეთის ომი"; შემდეგ მეცნიერმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: "ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ", "ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება", "ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩაჩნეთსა და დაღესტანში", "დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული"; იგი იყო ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი პიონერი; 1908-1909წწ. შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1915 წელს გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ; 1913 წელს ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა მისი სცენარითა და მონაწილეობით შექმნილი ფილმი "ღუნიბის აღება", რომელიც გადაიღეს კინომრეწველებმა ტალდიკინმა და დრაკნოვმა; 1915 წელს მას მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე; მან გადაიღო ფილმები "არზრუმის დაცემა", "ტრაპეზუნდის აღება", "დაპყრობილი თურქული ქალაქები"; იგი თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას; ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1921 წელს; სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.138
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94