სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე, 1874-1941წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შატილის წმ. გიორგის ეკლესია ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე, 1874-1941წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შატილის წმ. გიორგის ეკლესია

1874-1941 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ტოპეშაშვილი სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

156       ბეჭდვა

ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე, 1874-1941წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შატილის წმ. გიორგის ეკლესია



1874 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1892 წლის აგვისტოში ჯუგაანის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის ბოლოს გლდუისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.




1893 წლის სექტემბერში უკანა ფშავის სამრევლოს მედავითნედ განამწესეს.

1900 წლის 23 ნოემბერს მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1902 წლის 15 დეკემბერს ვანთის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1907 წლის 17 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1910 წლის 11 ოქტომბერს სამრევლოში უმოქმედობისა და გაცდენების გამო შტატიდან დაითხოვეს და ჯამაგირი შეუწყვიტეს.

1911 წლის 26 იანვარს წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ, ხოლო ამავე წლის 20 აპრილიდან კი - მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1912 წლის 18 იანვარს ქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1915 წლის 12 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1916 წლის 6 ივლისს მაღაროს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. XX საუკუნის 20-იანი წლებში საგარეჯოს წმინდა დოდოს სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. მღვდელი პავლე 1941 წელს გარდაიცვალა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.12.2023
ბოლო რედაქტირება 28.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0