სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
პანტელეიმონ გედეონის ძე გედევანიშვილი 1858-1924წწ. დეკანოზი, რეპრესირებულია დაბ. ჩარგალი, დუშეთი პანტელეიმონ გედეონის ძე გედევანიშვილი 1858-1924წწ. დეკანოზი, რეპრესირებულია დაბ. ჩარგალი, დუშეთი

1858-1924 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გედევანიშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

172       ბეჭდვა

პანტელეიმონ გედეონის ძე გედევანიშვილი 1858-1924წწ. დეკანოზი, რეპრესირებულია დაბ. ჩარგალი, დუშეთი

გედევანიშვილი პანტელეიმონ −(1858-01.09.1924), დეკანოზი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. მამა, მღვდელი გედეონი, წლების განმავლობაში საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, სოფელ ჩარგლის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა. მამამ პ. გედევანიშვილის განათლების მისაღებად გორის საქალაქო სასწავლებელში მიაბარა. 1877 წ. მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1883 წ. დაასრულა.

1883 წ. 23 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა წმ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ქსნის ხეობაში, სოფელ ახალგორის წმ. გიორგის ტაძარში განაწესა. 1885 წ. 1 ნოემბერს პ. გედევანიშვილი ახალგორის სახ. სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1889 წ. 6 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წ. 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1899 წ. რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი უწყალობა.


პ. გედევანიშვილიმა სამრევლოში ჩასვლისთანავე ახალგორის მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იგი თავისი უბრალოებითა და თავმდაბლობით მრევლში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, გლეხობამ მთელი გულით შეიყვარა სოფლის ხუცესი.


დიდი შრომა და ამაგი მიუძღვის პ. გედევანიშვილს ახალგორის წმ. გიორგის ტაძრის გამშვენება-გალამაზებაში. მან მრევლის დახმარებით ეკლესია საჭირო ნივთებით შეამკო, შეიძინა ახალი საღვთისმსახურო წიგნები, საეკლესიო შესამოსელი, ბარძიმ-ფეშხუმი, ხატები. წამოიწყო ეკლესიის ეზოსა და გალავნის შეკეთება. აი, რას წერდა მისი მოღვაწეობის შესახებ 1899 წ. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თავის ერთ-ერთ ნომერში სათაურით „კეთილი მოძღვარი“: „ახლად გასული წელიწადიც მწარე იყო წინანდელ წარსულ წლებივით ქსნის ხეობის გლეხებისათვის. თითქმის ერთადერთ კეთილ სახსოვრად დაგვრჩება ახალგორის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, მამა პანტელეიმონ გედევანიშვილის შრომა. ამ პატივცემულმა მღვდელმა თავს იდო ზევით ხსენებული ეკლესიის გალავნის გადიდება და კიდეც თითქმის სავსებით ამ მიზანს მიაღწია. განსაკუთრებით საყურადღებო ის არის, რომ ამ კეთილმა მწყემსმა თითქმის სრულიად გაათავისუფლა თავისი სამწყსო გალავნისათვის საჭირო არა მცირედი ხარჯისაგან“.


1899 წ. პ. გედევანიშვილი ქვემო კავთისხევის წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს და გორის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. იმავე წლის 1 სექტემბერს კავთისხევის სახელობის სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1901 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, 1909 წ. ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წ. 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წ. თავისი თხოვნის საფუძველზე, უარი თქვა მთავარხუცესობაზე და მხოლოდ მის თანაშემწედ დარჩა.


გედევანიშვილი ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებს. 1919 წ. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დეკანოზის პატივი მიანიჭა.

1924 წ. ანტიბოლშევიკური აჯანყების დროს საბჭოთს უშიშროების წარმომადგენლებმა კავთისხეველი გლეხები ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დასახვრეტად გარეკეს. ეს ყველაფერი მაშინ ავადმყოფმა პ. გედევანიშვილმა გაიგო და დაპატიმრებულებს დაედევნა. მან თხოვნით მიმართა ბადრაგს გაეთავისუფლებინა უდანაშაულო ხალხი, მაგრამ ამაოდ. იმავე საღამოს თავად დეკანოზიც უდანაშაულო გლეხკაცობასთან ერთად დახვრიტეს.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

საქართველოს საპატრიარქოს არქივი, ურბნისის ეპარქიის ფონდი, საქმე №433; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №43898; საქმე №53080;

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, №718;

გაზ. „საქართველო“, 1917, № 88.

მაჩურიშვილი გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.


მადლობა ვახტანგ ნოდარის ძე ნაცვლიშვილს (შვილიშვილი)


დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი 1858-1924წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დეკანოზი პანტელეიმონ გედეონის ძე გედევანიშვილი 1858 წელს გორის მაზრაში, სოფელ კავთისხევში, ასნაურის ოჯახში 
დაიბადა. მამამისი – მღვდელი გედეონი წლების განმავლობაში საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, სოფელ ჩარგლის წმინდა 
გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. მამამ პატარა პანტელეიმონი სასწავლებლად გორის საქალაქო სასწავლებელში 
მიაბარა. 
1877 წელს მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო,
რომელიც 1883 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულებისთანავე პანტელეიმონი 
გვ 237

დაოჯახდა. მას ორი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა: დიმიტრი (1884წ.), სერგი (1893 წ.) და მაკრინე (1895 წ.) მისმა ვაჟებმა თბილისის სათავადაზნაურო
გიმნაზია დაამთავრეს, ხოლო ასულმა - თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი.
1883 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) პანტელეიმონი დიაკვნად აკურთხა,
მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და ქსნის ხეობაში, სოფელ ახალგორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1885 წლის 1 ნოემბერს მღვდელი პანტელეიმონი ახალგორის სახალხო სამინისტრო სკოლაში საღვთო
სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1889 წლის 6 აპრილს კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1893 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 
1899 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უწყალობა. 
მამა პანტელეიმონმა სამრევლოში ჩასვლისთანავე ახალგორის მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იგი 
თავისი უბრალოებითა და თავმდაბლობით მრევლში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა· სოფლის გლეხობამ მთელი გულით 
შეიყვარა ქრისტეს ერთგული მხედარი. 
1897 წელი მეტად მოუსავლიანი გამოდგა ქსნის ხეობაში. ხანგრძლივმა გვალვამ გააფუჭა მთელი წლის ნაშრომ-ნაჯაფი და ხალხი მოსავლის გარეშე 
დარჩა. მამა პანტელეიმონმა დაუყოვნებლივ გბათავისუფლა ახალგორის ტაძრის მრევლი იმ წლის საეკლესიო გადასახადისაგან და პირიქით, თავად გაუწია 
მატერიალური დახმარება მრევლის ყვყლაზე გაჭირვებულ ოჯახებს.
გვ238
დიდი შრომა და ამაგი გასწია მამა პამტელეიმონმა ახალგორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გამშვენება-გალამაზებისათვის. 
მან მრევლის დახმარებით ეკლესია საჭირო ნივთებით შეამკო, შეიძინა ახალი საღვთისმსახურო წიგნები, საეკლესიო შესამოსელი, 
ბარძიმ–ფეშხუმი, ხატები. წამოიწყო ეკლესიის ეზოსა და გალავნის შეკეთება· აი, რას წერდა მისი მოღვაწეობის შესახებ 1899 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თავის 
ერთ–ერთ ნომერში სათაურით „კეთილი მოძღვარი“: „ახლად გასული წელიწადიც მწარე იყო წინანდელ წარსულ წლებივით ქსნის ხეობის გლეხებისათვის. 
თითქმის ერთადერთ კეთილ სახსოვრად დაგვრჩება ახალგორის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, მამა პანტელეიმონ გედევანიშვილის შრომა. 
ამ პატივცემულმა მღვდელმა თავს იდო ზევით ხსენებული ეკლესიის გალავნის გადიდება და კიდეც თითქმის სავსებით ამ მიზანს მიაღწია. განსაკუთრებით საყურადღებო ის არის, 
რომ ამ კეთილმა მწყემსმა თითქმის სრულიად გაათავისუფლა თავისი სამწყსო გალავნისათვის საჭირო არა მცირედი ხარჯისაგან. 
მამა პანტელეიმონმა თავისი მნათის დახმარებით კერძო პირებს სთხოვა შემწეობა. ცუდად არ ჩაუარა ცდამ და დახმარება 
აღმოუჩინეს. მოძღვარი, როგორც დღიური მუშა, გვერდში ედგა კალატოზთ და მუშაობდა, მხნეობდა და ამხნევებდა მათ. 
სამწუხაროდ, ასეთი მეცადინეობის მიუხედავად, გალავანს, რომელსაც არა მცირე სიგრძე-სიგანე აქვს, მაინც ვერ დაამთავრეს, 
ცოტაოდენი კიდევ დარჩა გასაკეთებელი, მაგრამ თუ ჩვენი მოძღვარი დღევანდელი გვეყოლა, საქმეს მალე მოეღება დასასრული· 
ამ საქმეს ბატონმა მნათემ შესწირა ათი თუმანი, ბაქარ მზარეულიშვილმაც კიდევ ხუთუ თუმანი და სხვა. ამ პირებთან 
ერთად გულითადი მადლობის ღირსია თავადი შალვა რევაზის ძე ერისთავი, რომელმაც ფულით შემწეობის გარდა, დაუთმო გალავნისათვის ძველი ნასახლარი ეკლესიის გვერდით“. 
1899 წლის 27 აგვისტოს მამა პანტელეიმონი ქვემო კავთისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გა-
გვ239
დაიყვანეს და გორის მაზრის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამავე წლის I სექტემბერს კავთისხევის სახალხო 
სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 
1901 წელს 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, 1909 წელს კი სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 
1913 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 
1918 წელს თავისი თხოვნის საფუძველზე უარი თქვა მთავარხუცესის თანამდებობაზე და მხოლოდ მის თანაშემწედ დარჩა. 
მამა პანტელეიმონი ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო 
კრებებს 1919 წელსს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) 
მას დეკანოზის წოდება მიანიჭა. 
1921 წელს, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესიის მდგომარეობა ფრიად დამძიმდა. 
ბოლშევიკური ხელისუფლების შეწევნის შედეგად. ეკლესია-მონასტრები დახურეს ან სასტიკად დაარბიეს, სასულიერო პირებს აიძულებდნენ
გაეხადათ ანაფორა მიეტოვებინათ ეკლესიაში მსახუორება და საერო სამსახურში გადასულიყვნენ. ბევრი მართლაც ვერ უძლებდა შექმნილ ვითარებას 
და საერთოდ ტოვებდა სასულიერო ხარისხს. მეტად მძიმე ვითარება იყო მთელი საქართველოს მაშტაბით. 
გორის მაზრის, მეტეხის ოლქის მდგომარეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ამავე ოლქის მთავარხუცესი,
დეკანოზი იოანე ფილიპეს ძე ელისაბედაშვილი,რომელიც საკათოლიკოსო საბჭოს ატყობინებს ბოლო პერიოდში 
დატრიალებულ მოვლეენებს: „1923 წლის 4 მაისს, გორის მაზრის სოფელ კავთისხევის რევკომის ბრძანებით, 
იქაურმა კომსომოლისტებმა წაიღეს მთლიანად ზემო ნიჩბისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია და სახსორის წმინდა იოანე ნათლისმ– 
ცემლის ეკლესიები, ნივთები, ქონება და დაკეტეს ისინი. ჩემი თანაშემწის, დეკანოზ პანტელეიმონ გედევანიშვილისაგან შევიტყვე, 
რომ ქვემო კავთისხევის ეკლესია, მასთან ერთად ქვათახ-
გვ240

ევის მამათა მონასტერი, წინარეხის, ზემო კავთისხევის, ქვემო ხანდაკის და ძეგვის ეკლესიებსაც იგივე ბედი ეწიათ, თუმცა 
მათი წინამძღვრებისაგან არავითარი ცნობა არ მიმიღია“.
დადგა 1924 წელი. მცირე ხნით თავისუფლებანაგემი. მოსახლეობა ვეღარ ეგუებოდა კაცთმოძულე წყობილებას და ფარულად შურისძიებისათვის 
ემზადებოდა, რასაც უცხოეთში გადახვეწილი მთავრობის შემოგზავნილი ემისრებიც ხელს უწყობდნენ. 
მოსახლეობის იდუმალი მზადებისა და აგვისტოს აჯაჩყების შესახებ კარგად იცოდნენ საქართველოს ეკლესიაშიც· 
სასულიერო პირები თანაუგრძნობდნენ კიდეც მათ. ამხნევებდნენ და სულიერად განამტკციცებდნენ თავისუფლებამოწყურებულ ახალგაზრდებს. 
კავთისხეველმა დეკანოზმა პანტელეიმონ გედევანიშვილმაც ყოველივე კარგად უწყოდა, თუმცა ფრიად აწუხებდა ის 
ფაქტი, რომ აქაური ბიჭები ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი და მათი თავგანწირვა ამაო იქნებოდა. 
სწორედ ამ დროს მოხუცი მოძღვარი ავად გახდა. ხურვებაატანილი სხეული თანდათან  უსუსტდებოდა, მაგრამ შინაგანი ხმა, 
მოვალეობის გრძნობა სენსე ძლიერი გამოდგა.
გვ241
პანტელეიმონი ნათლად ხედავდა, სრულიად საქართველოსათვის რა უბედურება მოჰყვებოდა ნაჩქარევ, მოუმზადებელ გამოსვლებს და 
ქვათახევის მონასტრის მიდამოებში თავშეფარებულ აჯანყების მესვეურთ ევედრებოდა, ტყუილად ნუ დააღვრევინებთ 
ქრისტიანების სისხლს ადამიანობადაკარგულ უღვთო სატანის ნაშიერთ, რომელთაც არ იციან, რა არის შებრალებაო. 
მოძღვარი სჯფრანგეთიდან ჩამოსულ ქართველებს ბევრს ემუდარებოდა, როცა ქვეყანას მართავდით, ჯვარითა და იარაღით ვერ 
ივარგეთ და ახლა ფეხშიშველა გულად ბიჭებს ნუ გააუღლეტინებთ მოძალადეებს, მათთან ერთად ნუ დაიდებთ ათასთა ცოდვასო. 
მოსახდენი მოხდა.. ფილთა თოფებით აღჭურვილ ვაჟკაცებს მტერმა რეგულარული არმიის ნაწილები, არტილერია და ჯავშნოსანი მატარებელი დაუპირისპირა. 
კიდევ ერთხელ დადგა საქართველოში განუკითხაობის, ხისხლიანი წვიმების დრო. აჯანყებულთა მცირე ნაწილმა თავს უშველა,უმრავლესობა კი ლენინელი ჯალათების 
ხელში აღმოჩნდა, რომლებიც დამნაშავესა და უდანაშაულოს აღარ არჩევდნენ, მათ სისხლიანი გეგმა ჰქონდათ 
შესასრულებელი. 
გამარჯვებულთა მსახვრალმა ხელმა სოფელ კავთისხევსაც უწია. სექტემბრის ერთ წვიმიან დილას ჩეკისტებით გარშემორტყმული უდანაშაულო ადამიანების ერთი ჯგუფი 
წინ გაირეკეს. 
სოფელს გლოვისა და შიშის ზარი აძრწუნებდა· როდესაც ავადმყოფმა მამა პანტელეიმონმა ეს ამბავი გაიგო, 
ლოგინიდან წამოდგა, შეიმოსა, ჯვარი იწინამძღვრა და განწირულთა კვალს დაადგა. მრევლი ევედრა, მათ ვერას უშველი და 
ხიფათსაც გადაეყრებიო. მოძღვარმა თავისი არ დაიშალა და შეიარაღებული არაკაცებით გარშემორტყმული უმწეოთა ჯგუფს 
მაშინ წამოეწია, როდესაც იგი სოფელ კარგა შანძილით იყო გაშორებული. 
ანაფორიანი კაცის გამოჩენამ ბადრაგის მეთაურიც გააკვირვა და გაოცებულმა ჰკითხა ბერიკაცს, საით გაგიწევია ასეთ 
ამინდშიო. მამა პანტელეიმონმა აუხსნა, რისთვისაც ღაედევნა. 
გვ242

მოძღვარი ჭირშიც და ლხინშიც თავისიანებთან უნდა იყოს, რას გვერჩით, ვის რა დავუშავეთო. 
– შენ არას გერჩით, – ცივად მიუგო მეთაურმა, - ესენი მშრომელი ხალხის კლასობრივი მტრები არიან და კანონის წინაშე 
მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. 
– არა. შვილო, არ დაიჯერო, ამ საცოდავებს რა მტრობა შეუძლიათ. მათი საქმე ხვნა-თესვა, 
მიწის მოვლა-პატრონობაა, – უმტკიცებდა მოძღვარი· 
– ამათ გორში ჩავიყვანთ. იქ გაირკვევა მტყუან-მართალი, უდანაშაულოებს ხვალვე დავაბრუნებთ, – დაჰპირდა ხელისუფლების წარმომადგენელი. 
მღვდელი მიხვდა, რომ მწარედ ატყუებდნენ, ტალახში დაიჩოქა და შეევედრა მთავარ ჯალათს – ესენი გაუშვი, შვილო, რადგან 
მართლები არიან ღმერთთანაც და კაცთანაც· თუ ცოდვა რამ აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ, ჩემი ბრალი ყოფილა და მევე 
უნდა დავისაჯო, როგორც ამათი მოძღვარი და ჩამგონებელიო. 
ბადრაგის უფროსმა ხელქვეითებს უბრძანა: „რა გააჭირა საქმე, თუ ასე სწადია, შეაგდეთ ესეც მაგ ვირიშვილებთანო“. 
ვინ ჩაიყვანა გორამდე პატიმრები?.. 
კარგად რომ ჩამობნელდა, სოფლიდან მოშორებით, ორწოხებში გაამწკრივეს ისინი და მშრომელი ხალხის სახელით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 
გაფითრდა მამა პანტელეიმონი, წინ გამოიჭრა, პატიმრებს ანაფორის კალთა გადააფარა და აყვირდა: „ნუ მაყურებინებთ 
უდანაშაულო ადამიანთა დახვრეტასო!" რაზმის უფროსმა ორ-
გვ243
ჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველად მღვდელი დაცხრილა.. ჯალათებმა მოძღვარს თხოვნა აუსრულეს – არ აყურებინეს მოძმეთა ჟლეტას. 
იმ დროს ეს ამბავი სოფელში ყველას პირზე ეკერა. ზოგი ამტყუნებდა მოძღვარს, ხომ ვეუბნებოდით, ნუ წახვალო... უფრო 
მეტი კი გულში იწონებდა, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს ამბობდა.  



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.12.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0