სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე  1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი) მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე  1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი)

1866-1954წწ წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მირიანაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

216       ბეჭდვა

მირიანაშვილი (შილდელი) ესტატე მატათიას ძე 1866-1954წწ მღვდელი დაბ. კურდღელაური (თელავი)


ესტატე მირიანაშვილი დაიბადა 1866 წელს თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურში მღვდლის - მატათია მირიანაშვილის - ოჯახში. ბავშვობა გაატარა

ენისელში, მოგვიანებით კი - სოფელ შილდაში, სადაც მამამისი მღვდლად მსახურობდა. ესტატემ 1881 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი

და იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.


სემინარიის დასრულების შემდეგ (1887 წ.) მან სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ემზადებოდა ტომსკის

უნივერსიტეტში შესასვლელად, მაგრამ მამამისის კატეგორიულ მოთხოვნას

წინ ვერ აღუდგა - 23 წლის ესტატე დაქორწინდა სამხედრო მღვდლის, სოლომონ იმერლიშვილის, უფროს ქალიშვილზე, 15 წლის ნინო იმერლიშვილზე და

მღვდლად ეკურთხა; მათ ექვსი შვილი შეეძინათ1

.

ახალგაზრდა მღვდელი ახალციხეში ყოფნის პერიოდში (1891-1895) უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა ადგილობრივ საქველმოქმედო

ორგანიზაციაში, ბევრს მუშაობდა ქართული ძეგლების, მშობლიური ენისა და  კულტურის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებზე, იბრძოდა ახალციხელ ქართველ კათოლიკეთათვის წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე დაწესებისთვის,

აქვეყნებდა სტატიებს ქართველ კათოლიკეებზე, ასევე ზრუნავდა სამცხე-ჯავახეთში ქართულ ძეგლებსა და ეპიგრაფიკულ წარწერებზე, რომელთაც, როგორც

თვითონ შეშფოთებული აღნიშნავდა, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ.

1895-1898 წლებში ესტატე მირიანაშვილმა სამღვდელო მსახურება - ჯერ

სალიანში, ხოლო 1898-1905 წლებში განჯის რკინიგზის რაიონში გააგრძელა.

1905 წლის მიწურულს კი რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ ესტატემ საბოლოოდ თქვა უარი

მღვდლის ანაფორაზე და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. როდესაც სწავლა დაასრულა (1910 წ.), დაბრუნდა საქართველოში და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მსახურობდა მოსამართლედ თუ გამომძიებლად; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა

არბიტრაჟსა და ჟურნალ-გაზეთებში: „საბჭოთა სამართალი“, „მებრძოლი ათეისტი“, „რელიგიის წინააღმდეგ“ და სხვა. ბევრს წერდა სამართლის, ეკონომიკის,

კულტურისა და რელიგიის საკითხებზე; განიხილავდა ეპოქის მძიმე სოციალურ

ფონს.

ესტატე მირიანაშვილი 1954 წლის 2 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

ესტატეს მოგონებები 18 ნაწილისგან შედგება. მათგან „ჩემი სწავლა

თბილისის სასულიერო სემინარიაში“ ესტატეს მოგონებების ყველაზე საინტერესო

მონაკვეთია, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი, რა ხდებოდა სემინარიაში

მისი სწავლის დროს - პედაგოგები, მოსწავლეები, რეჟიმი, სასწავლო საგნები,

ინვენტარი, საკვები, მოვლენები ... აღსანიშნავია, რომ იგი სემინარიის სამივე

რექტორის დროს სწავლობდა. აი რას წერს თავად ამის შესახებ: „რექტორებად

იყვნენ პირველად, როდესაც მე სემინარიაში შევედი, არქიმანდრიტი მისაილი,

შემდეგ - დეკანოზი ჩუდეცკი, რომელიც მოკლეს 1886 წ., მხოლოდ ბოლოს -

არქიმანდრიტი პაისი“.

მოგონებებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ თბილისის სასულიერო სემინარია,

რომელშიც პავლე ჩუდეცკის ძალისხმევით კატორღული რეჟიმი იყო დამ -

ყარებული, რევოლუციონერთა, მეამბოხეთა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლთა ერთ-ერთი სამჭედლო იყო. ამ დროს რევოლუციური

იდეები ეპიდემიასავით იყო მოდებული. სასულიერო სემინარია კი იმ თითზე

ჩამოსათვლელ სასწავლებელთა შორის იყო, რომლებშიც რიგით მოქალაქეს

განათლების მიღების საშუალება ჰქონდა. იქ მოწაფეები იკრიბებოდნენ არალეგალურ წრეებში და აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდნენ, მსჯელობდნენ,

ქადაგებდნენ რევოლუციურ იდეებს; ასე ჩამოყალიბდნენ სემინარიელები, რომელთაც რწმენა შერყეული ჰქონდათ („მეც და ზოგიერთი ჩემი ამხანაგებიც დი-

287

National Archives of Georgia

ლით კარგათ გიახლებოდით ჩაის და ისე მივდიოდით ეკლესიაში საზიარებლად.

ღრმად დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ღმერთი და ეკლესია - ეს სულ ფიქციაა

და არავითარი სასჯელი ღმერთისაგან ჩვენ არ მოგველის“), ეკლესიაში სიარული

და ლოცვა კი თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნდათ („ის სასტიკი რეჟიმი, რომელიც გამეფებული იყო სემინარიაში: მუდმივი ლოცვა, მუდმივი სიარული წირვალოცვაზე ეკლესიაში კვირა-უქმე დღეებში, დიდმარხვის პირველ და უკანასკნელ

კვირიაკებში ყოველდღე ორჯერ სიარული ეკლესიაში, გაკავებული დგომა ან

მუდმივი პირჯვრისწერა და მეტანიები, მარხულობა და ზიარება - ყველაფერმა

ამან საშინლად შემაჯავრა ეკლესია, რელიგია, მღვდელი“) და ა.შ.

თბილისის სასულიერო სემინარიაში გამეფებული ვითარება ასახავდა ყველა

იმ მანკიერ მხარეს, რომლებიც მაშინდელ საზოგადოებას ახასიათებდა; ამიტომ

გასაკვირი არ იყო ურთიერთგამომრიცხავი, ხშირად აბსურდული მოვლენები:

სემინარიის სტუდენტი ანარქისტი და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ხდებოდა,

მღვდელს ღმერთი არ სწამდა, სასწავლებლის რექტორი ტირანს ემსგავსებოდა,

ეკლესიის წინამძღოლი საკუთარ სამწყსოს წყევლიდა და ა.შ.

ესტატე მირიანაშვილის მოგონებებიდან ჩანს, რომ პავლე ჩუდეცკის

რექტორობის პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო წრეგადასული „დისციპლინა“, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს სრულიად არაფერს სძენდა,

მხოლოდ ატარებდნენ მძლავრ რუსიფიკატორულ პოლიტიკას, სემინარიელების

მიმართ იჩენდნენ უკიდურეს უნდობლობას, ცდილობდნენ, მათში რწმენა ძალით

ჩაენერგათ და ა.შ.: „ღამე ჩუდეცკის არ ეძინა: ღამის 12 და პირველ საათზე,

როდესაც მოწაფეებს უკვე ეძინათ პანსიონში, ჩუდეცკი დაუვლიდა ყველა კლასებს

და გულმოდგინედ სინჯავდა პარტების უჯრებს და აგრეთვე მოწაფეთა დაკეტილ

ყუთებს (მოწაფეებს ჰქონდათ ერთ ოთახში თავიანთთვის ყუთები ტანისამოსის

ან ხილის შესანახად), რაიმე გარეშე წიგნები ხომ არა აქვთ შენახულიო. ასევე

ავიწროებდა ჩუდეცკი კერძო ბინებზე მცხოვრებ მოწაფეებსაც“.

საყურადღებოა ჩუდეცკის გარეგნობისა და ხასიათის ესტატესეული აღწერა:

„პავლე ჩუდეცკი დაახლოებით იქნებოდა 45 წლის კაცი, შავგრემანი, შავი მოგრძო თმით და შავი წვერ-ულვაშებით, ყოველთვის ფარჩის ანაფორებში გამოწყობილი. წირვა-ლოცვა იცოდა იეზუიტური: ლოცვების თვითეულ სიტყვას ის აგრძელებდა და ისე უმაღლებდა ხმას, რომ თითქოს ტირისო და უნდა ზეციდან ანგელოზები ჩამორეკოსო. თავის ჭკვაში მას უნდოდა, ამით რელიგიური გრძნობა აღეძრა მოწაფეებში და შთაბეჭდილება მოეხდინა მლოცველებზე, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, მან უფრო შეგვაზიზღა ეკლესიაც და რელიგიაც“.

ესტატე მირიანაშვილი ვრცლად მოგვითხრობს პავლე ჩუდეცკის მკვლელობის შესახებ, რასაც ამ უკანასკნელის მიერ შექმნილ გაუსაძლის რეჟიმს მიაწერს. ის ფაქტი, რომ იმ დროს ესტატე სემინარიის მოსწავლე იყო და მკვლელობის დღეს მოსწავლეები გამოცდებს აბარებდნენ, მოგონებას უფრო შთამბეჭდავს ხდის. იგი დაწვრილებით აღწერს იმ დღისა და მომდევნო დღეების მოვლენებს. მოგონებების ის ნაწილი, რომელშიც პავლე ჩუდეცკის მკვლელობას

გულდასმით გადმოგვცემს, გამოქვეყნებულიც აქვს, თუმცა არანაკლებად საინტერესოა მონაკვეთი ჩუდეცკის დასაფლავებაზე. თბილისის სასულიერო სემინარიის ისტორიის შესასწავლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემინარიის სასწავლო სისტემის მისეული აღწერა.

1905 წლის რევოლუცია რუსეთის იმპერიაში რუსეთში 1905 წელს ე.წ. სისხლიანი კვირით დაწყებული პირველი რევოლუცია ექოსავით მოედო მთელ იმპერიას. ამ რევოლუციის გამოძახილმა, რასაკვირველია, კავკასიამდეც მოაღწია და საქართველოსა თუ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში არეულობების საფუძველი გახდა. სწორედ ამ მოვლენებს იხსენებს ესტატე მირიანაშვილი თავისი მოგონებების ერთერთ თავში: თბილისში თვითმპყრობელური პოლიტიკის დამცველების, ე.წ.

პატრიოტების, სისხლიანი გამოსვლა გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე. მანიფესტაციას მსხვერპლი მოჰყვა. „გამხეცებული კაზაკები გიმნაზიის შენობაში შეცვივდნენ და პატარა ბავშვებს ხიშტებზე აგებდნენ“, იგონებს ესტატე. ამ ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა მისი ვაჟი შალიკო, რომელიც

სწორედ იმ დღეს არ იყო სასწავლებელში წასული. ესტატე მირიანაშვილი ახალციხეში სასულიერო პირად მსახურობდა მაშინ, როცა მისი ძმა - მიხაკო მირიანაშვილი - სწავლობდა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში. იმ დროს ვარშავის ქართველმა სტუდენტობამ დააარსა

„საქართველოს განთავისუფლების ლიგა“, რომლის მდივანიც გახდა მიხაკო.

ერთხელ ფილიპე მახარაძეს (მაშინ ისიც ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში

სწავლობდა) საზღვარგარეთიდან მიუღია არალეგალური ლიტერატურა,

რომელიც სადგურიდან პირდაპირ ესტატეს ძმის ბინაში მიუტანია. ჟანდარმერია

კვალდაკვალ გაჰყვა ფილიპე მახარაძეს და სულ ცოტა ხანში მიხაკო მირიანაშვილს მოულოდნელად ჟანდარმერია თავზე დაადგა. მიხაკოს ბინიდან

ამოღებულ მასალებს შორის არალეგალურ ლიტერატურასთან ერთად იყო

მიმოწერა, მათ შორის ესტატესთანაც. მიხაკო დაიჭირეს; ამის გამო გაუთავებელ

დაკითხვებზე იბარებდნენ იმ დროს ახალციხეში მყოფ ესტატესაც. ძმის პირად

არქივში აღმოჩნდა ესტატეს კონსპექტებიც, რომლებიც ჩხრეკისას კონფისკაციას დაექვემდებარა. ახალციხეში ესტატე გადაურჩა ციხეს, თუმცა განჯაში

მსახურებისას მეტეხის ციხეს თავი ვეღარ დააღწია.

2

ესტატე მირიანაშვილი, „როგორ გავხდი მატერიალისტი“ (მოგონებანი თბილისის სასულიერო

სემინარიის ცხოვრებიდან). ჟურნალი, „მებრძოლი ათეისტი“, თბილისი, 1940 წელი, გვ. 41-46.

3

მოგონებები სემინარიაში სწავლის შესახებ და „1905 წლის რევოლუციიდან“ ესტატე მირიანაშვილს

გამოსაქვეყნებლად ჰქონია გამზადებული ერთ-ერთ ანტირელიგიურ ჟურნალში, თუმცა ამ ჟურნალის

დახურვის შემდეგ მოგონებები გამოუქვეყნებელი დარჩა 1905 წ. 23 თუ 24 დეკემბერს თბილისიდან ჩამოსულმა ჯარმა ჟანდარმერიის

პოლკოვნიკის, რედროვის, მეთაურობით განჯის სადგური ალყაში მოაქცია,

დააპატიმრეს უამრავი ადამიანი, მათ შორის ესტატე მირიანაშვილიც. მეტეხის

ციხეში ესტატე მირიანაშვილი დაახლოებით ნახევარ წელიწადს იხდიდა

სასჯელს ბრალდებით: მუშათა მასების მოწვევა შეიარაღებული აჯანყებისთვის

თვითმპყრობელობის წინააღმდეგ /სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 და

102-ე მუხ. თანახმად/.

მიუხედავად იმისა, რომ მოგონებების ძირითადი ნაწილი დიდი საბჭოთა

ტერორის დროს იყო გადაწერილი, ესტატე არ მალავდა კეთილგანწყობას

სოციალ-დემოკრატების მიმართ და ზოგან საკუთარ თავსაც მოიხსენიებდა

სოციალ-დემოკრატად: „განჯაში განვითარებული იყო უფრო სოც-დემოკრატიული

პარტია. თუმცა მე ფორმალურად არ ვითვლებოდი ამ პარტიის წევრად (საშიში იყო ანაფორიანისთვის კრებებზე სიარული), მაგრამ ყველამ იცოდა,

შინაურებმა, რომ ანაფორაში გახვეულია მარქსისტი, სოცდემოკრატი“; „მე არ

თანავუგრძნობდი ბოლშევიკების ფრაქციას, მივდიოდი მენშევიკების სახით და

ვიცოდი, რასა სწყვეტავდნენ და რას აკეთებდნენ ამ ფრაქციებში“; იგი სიამაყით

აღნიშნავდა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ნოე ჟორდანიამ და ჟურნალ

„კვალში“ დაბეჭდილმა მისმა წერილებმა, რომლებშიც შესანიშნავად აშუქებდა

კაპიტალისა და შრომის ურთიერთობის საკითხებს. ესტატე ხაზგასმით წერდა,

რომ ნოე ჟორდანია ფრიად პოპულარული იყო მაშინდელი თვითმპყრობელობის

მოწინააღმდეგე საზოგადოებაში.

ესტატე მირიანაშვილი ბევრ ისეთ მოვლენასა და ფაქტს გვაწვდის,

რომლებიც ძალიან საინტერესოა მისი თანამედროვე ეპოქის გარკვეული

ასპექტების შესასწავლად. მაგალითად, ერთგან წერს: „იმ დროს იყო ამ პარტიის

ორი ფრაქცია: ბოლშევიკებისა და მენშევიკებისა. მე არ თანავუგრძნობდი

ბოლშევიკების ფრაქციას, მივდიოდი მენშევიკების სახით და ვიცოდი, რასა

სწყვეტავდნენ და რას აკეთებდნენ ამ ფრაქციებში. ამ ფრაქციებს შორის ჯერ

კიდევ არ იყო არავითარი განხეთქილება და პრინციპიალური განსხვავება.

განსხვავება იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათისა. ერთხელ გადასწყვიტეს

ადგილობრივ საჟანდარმო ვახმისტრის (გვარად ბურმა) მოკვლა, ვინაიდან

ღამღამობით მოსვენებას არ აძლევდა, უვლიდა სახლებს და ათვალიერებდა,

ხომ არსად არის საიდუმლო კრებაო. მე უკვე ვიცოდი წინათვე, რომ ამა და ამ

დღეს და ამა და ამ საათზე [16] ბურმა უნდა მოეკლათ.

წარმოიდგინეთ, რომ სწორედ იმ ქუჩაზე, იმ დღეს და იმ საათზე გავარდა

უცბად რევოლვერი (ქუჩა ჩემს სახლთან ახლოს იყო) და ბურმა სასიკვდილოდა

დასჭრეს. ეს იყო საღამო ხანზე, ზაფხულში, ჯერ კიდევ თვალნათლივ. მკვლელი

ვერ დაიჭირეს. დაჭრილი წაიყვანეს მაშინვე ადგილობრივ საავათმყოფოში

და მეც მიმიწვიეს საზიარებლად. ვაზიარე, გრძნობა ჯერ კიდევ არა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ ვეღარ ლაპარაკობდა, ოხრავდა და კვნესოდა, დაჭრილი

იყო მუცელში. მალე გარდაიცვალა“.

შეიცვალა ხელისუფლება, საქართველო გასაბჭოვდა, დამყარდა უცხო

ქვეყნის „მუშურ-გლეხური ხელისუფლება“, მიიღეს, ესტატეს აზრით, მსოფლიოში

საუკეთესო კონსტიტუცია, თუმცა ამ ლოზუნგური პრეამბულის შემდეგ, როგორც

კი ესტატე მოგონებებში ყოველდღიურ საკითხებზე გადადის, არაა არც ერთი

დადებითი ფაქტი და არც ერთი დადებითი ემოცია:

„იუსტიციაში და, საერთოდ, ყველა დაწესებულებებში სათავეში მოექცნენ

პარტიულები. უპარტიოებს და განსაკუთრებით ძველ ინტელიგენციას ალმაცერად

უყურებდნენ. მოხდა სასამართლოს გამუშურება ... ძველი უფროსები მოხსნეს

და მოსამართლეებად ყველგან დანიშნეს მუშები...“; „1923წ. 15 სექტემბრიდან

აღმოსავლეთ საქართველოს ოლქის სასამართლოს სისხლის სამართლის

განყოფილების მდივნად, განყოფილების უფროსად იყო ვინმე ცივცივაძე,

სახელი არ მახსოვს, დაბალ-დაბალი კაცი, ყოფილი „ჩეკისტი“, რომელიც ძალიან

ალმაცერად მიყურებდა, თვითონ უვიცი იყო სამოსამართლო სფეროში და მე

უხეშად მეპყრობოდა. ალბად არ მოსწონდა ამ „მეცნიერს“ ჩემი ფიზიონომია“.

მოგონებებში ბევრი ისეთი ისტორიული ფაქტი და საინტერესო მოვლენაა,

რომელიც სხვადასხვა კუთხით არის საყურადღებო; მაგ. „კრივის თამაშის“

ტრადიცია თელავში (XIX საუკუნის მიწურულს), 1877 წელს ჩეჩნეთსა და

დაღესტანში აჯანყების გამოძახილი საქართველოში, რუსეთის იმპერატორ

ალექსანდრე III-ის სტუმრობა თელავში, შეიარაღებული შეჯახებები სოციალურ

თუ ეთნიკურ ნიადაგზე და ა.შ.

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად მოგონებების დიდი მოცულობისა, არსად ერთი სიტყვითაც კი არ აღნიშნავს რაიმეს რუსეთის 1917

წლის რევოლუციის შესახებ; სამაგიეროდ კმაყოფილი წერს: „საქართველოს

განთავისუფლების აზრი, რომელიც ჩაისახა ვარშავის სტუდენტობაში 1893-

4 წლებში საქართველოს განთავისუფლების „ლიგის“ ჩამოყალიბების სახით

(იხ. ზემოთ) და რომლისთვისაც ჟანდარმერიამ მაგრად ჩაგვჭიდა ჩვენ ხელი,

უკვე განხორციელდა, ფაქტად იქცა და საქართველოს დამოუკიდებელმა

დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიწყო თავის შინაურ ცხოვრების მოგვარება

და მოწესრიგება“.

ესტატე მირიანაშვილის პირადი ფონდი საქართველოს ეროვნულმა არქივმა

1974 წლის 18 დეკემბერს შეიძინა. იგი 69 ერთეულისგან შედგება და 1888-1940

წლებში შექმნილ მასალას მოიცავს. მასში დიდი ადგილი ეთმობა ესტატეს

ბიოგრაფიული, სამსახურებრივი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველ

დოკუმენტებს, მის მიერ თბილისის სასულიერო სემინარიაში ამა თუ იმ თემაზე

შედგენილ კონსპექტებს, ეთნოგრაფიული ხასიათის ჩანაწერებს, რომელთაც

ქმნიდა სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას. აქვე დაცულია გაზეთები მისი სტატიებით და ესტატე მირიანაშვილის ფოტოსურათები.

მისი ავტორობით არაერთი სტატია გამოქვეყნდა: „ივერიაში“, „მოამბესა“

და „ცნობის ფურცელში“; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების

შემდეგ კი ანტირელიგიურ ჟურნალებსა და გაზეთებში ბეჭდავდა შესაბამისი

შინაარსის წერილებს („საბჭოთა სამართალი“, „რელიგიის წინააღმდეგ“,

„მებრძოლი ათეისტი“, „Безбожник“ და სხვა). რამდენიმე პუბლიკაცია მასზეც

გამოქვეყნდა ჟურნალებში „მეგზური“ და „საბჭოთა სამართალი“ (1975).

მასალას ძირითადად ბეჭდავდა ფსევდონიმით „შილდელი“, თუმცა იშვიათად სხვებსაც იყენებდა: „დროებით აქაური“, „დროებით გადრუთელი“ და „სად.

განჯის დროებითი მცხოვრები



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.12.2023
ბოლო რედაქტირება 26.12.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0