სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მელიქიძე (ვახტანგიშვილი) მარინე 1936-2024წწ. სასულიერო პირი დაკრძ. წმიდა მარინეს ეკელსია, ახალციხე მელიქიძე (ვახტანგიშვილი) მარინე 1936-2024წწ. სასულიერო პირი დაკრძ. წმიდა მარინეს ეკელსია, ახალციხე
ბმულის კოპირება



გვარი მელიქიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

მელიქიძე (ვახტანგიშვილი) მარინე 1936-2024წწ. სასულიერო პირი დაკრძ. წმიდა მარინეს ეკელსია, ახალციხე

მელიქიძე (ვახტანგიშვილი მეუღლის გვარი) მარინე 1936-2024წწ. იღუმენია, დაკრძ. წმიდა მარინეს ეკელსია, ახალციხე

აწ გარდაცვლილი დედა მარინე მელიქიძე-ვახტანგიშვილის დაბადების დღეა .

იგი 1936 წლის 16 აპრილს მელიქიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა . მის მამას ბიბლიური სახელი - ტროფიმე ერქვა . მისი პაპა კი გიორგი მელიქიძე გახლდათ .

დედა მარინეს საერო სახელი შუშანიკი იყო . მონაზვნობაში კი მას მარინე ეწოდა . ამ სამონაზვნო სახელის გამორჩევაც თავისთავად მოხდა ...

მან სამონაზვნო მორჩილების 8-წლიანი პერიოდი გაიარა და დადგა ჟამი მისი მონაზვნად აღკვეცისა .  სათანადო კურთხევის თანახმად ფურცელზე დაიწერა შვიდი წმიდა დედის სახელი ; შვიდივე ფურცელი საგანგებოდ დაიკეცა და ტაკუკად წოდებულ , საეკლესიო ჭურჭელში მოთავსდა , რომელიც საკურთხეველში , წმიდა ტრაპეზზე დაიდო .  სათანადო ლოცვების შემდეგ ტაკუკი საკურთხევლიდან გამოაბრძანეს და სამონაზვნედ გამზადებულ დედაოს მისთვის დასარქმევი სახელის ამოღება შესთავაზეს . დედაომ იმ შვიდიდან ერთ-ერთი ფურცელი ამოიღო და ყველას თვალწინ , მოწიწებით გახსნა . ეკლესიის მშვიდ წიაღში და მოლოდინით სულგანაბული ადამიანების წინაშე ხმამაღლა გაისმა სახელი  მ ა რ ი ნ ე !


ეს პროცესი ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში აღესრულა და მოგვიანებით დედა მარინემ განაცხადა , რომ იგი შინაგანად სულ ამ სახელს ნატრობდა და ღმერთსაც სულ იმას თხოვდა , რომ ამ წმიდა სახელის ტარების ღირსი გაეხადა .

შემდეგ მან წმიდა მარინეს სამონაზვნო სახელი 17 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარა და როდესაც იგი აღესრულა , მისი კიდევ ერთი ნატვრა აღსრულდა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის კურთხევით დედა მარინეს ცხედარი წმიდა მარინეს სახელობის ეკლესის ეზოში დაიკრძალა .

მოგვიანებით მისმა მონასტრის წევრებმა მითხრეს , რომ დედა მარინეს თავისი გარდაცვალების დღისთვის საგანგებოდ ჰქონდა გადანახული ის პირველი სამონაზვნო კვართი და ის გაკეცილი ფურცელი , რომელიც მან თავისი სახელდების ჟამს გახნა და გაშალა .

იმ ფურცელს ყველა ჩვენთაგანი ვემთხვიეთ , ვეამბორეთ და ჩვენთვის ძვირფას დედა მარინეს სასახლეში ჩავუდეთ და ჩავაყოლეთო , მითხრა მონასტრის წევრმა .

ამ ფოტოზე უფლის დიდად მოსიყვარულე და სამონაზვნო ღვაწლით წარმოჩენილი , ჩვენთვი ძვირფასი დედა მარინე არის ასახული . შორს კი ჯვარზე გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე იხილვება . დედა მარინეს მთელი ცხოვრება უფლის სიყვარულით იყო განმსჭვალული და სწორედ უფლისკენ სწრაფვის გამოხატულებას წარმოადგენდა . ახლაც , თუ სადმე მოვიაზრებთ და მოვისაკლისებთ მის მარადუკვდავ სულს , მხოლოდ უფლის სასუფეველში და სხვაგან არსად , რადგან თავმდაბლობით , მორჩილებით , კეთილმსახურებითა და უფლის სიყვარულით გულაძრული ადამიანები სხვაგან სად უნდა უყვნენ , თუ არა თავის საყვარელ უფალთან ? !

ეს ჩემი აკვიატებული თვითდაჯერება კი არ არის , არამედ ის შინაგანი განცდაა , რომელიც დედა მარინეს მიმართ მისი გარდაცვალების პირველივე დღიდან გამიჩნდა და კვლავაც ასე მომყვება .

ჭეშმარიტად ,

ღმერთმა აცხონოს სული ჩემი სამელიქიძეო გვარის სახელით უფალთან წასული , კეთილმოღვაწე მოაზონისა  და ჩვენთვის ძვირფასი დედა მარინესი !

პატივისცემით ,

მელიქიძეთა საგვარეულო დარბაზის

ხელმძღვანელი - გოგიტა მელიქიძე


ახალციხის წმინდა მარინეს საკათედრო ტაძარი – (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), XIX ს. ხუროთმოძღვრების ძეგლი. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2024
ბოლო რედაქტირება 22.04.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0