სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
შენგელაია იოაკიმე  გრიგოლის ძე 1882-1954წწ არქიმანდრიტი სოფ. ობუჯი, ჩხოროწყუ დაკრძ. ილორის მონასტერში შენგელაია იოაკიმე  გრიგოლის ძე 1882-1954წწ არქიმანდრიტი სოფ. ობუჯი, ჩხოროწყუ დაკრძ. ილორის მონასტერში

1882-1954 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება



გვარი შენგელაია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

137       ბეჭდვა

შენგელაია იოაკიმე გრიგოლის ძე 1882-1954წწ არქიმანდრიტი სოფ. ობუჯი, ჩხოროწყუ დაკრძ. ილორის მონასტერში

შენგელაია იოაკიმე გრიგოლის ძე 1882-1954წწ. 1882-1954წწ.

განუზომლად დიდია იმ მღვდელმსახურთა ღვაწლი, რომელთაც. თავგანწირვის ფასად, ეკლესიის სასტიკი დევნის პერიოდში, პირნათლად აღასრულეს საღმრთო ვალი ღვთისა და ერის წინაშე. მათ შორის ღირსეული ადგილი უჭირავს არქიმანდრიტ იოაკიმეს (შენგელაია). მისი თავდადებული მოღვაწეობა სამაგალითოა XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.


არქიმანდრიტი იოაკიმე დაიბადა. 1882 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ობუჯში გრიგოლ შენგელაიას ოჯახში. ბავშვს სახელად იოანე დაარქვეს. პატარა იოანეს ადრეული ასაკიდანვე შეეტყო სიწმინდისაკენ ლტოლვა. ჯერ კიდეც ბავშვმა. ამოირჩია ღვთისადმი. მსახურების გზა, 12. წლის ასაკში სახლი დატოვა და ცაიშის ტაძარს შეეკედლა. მხცოვანი წინამძღვარი, დეკანოზი მიხეილ მეუნარგია შეხვდა იოანეს, გაესაუბრა დარჩენის  ნება დართო.


ყმაწვილის  გონიერებამ და. მისი ასაკისათვის უჩვეულო სიდინჯემ განაცვიფრა ცაიშის ტაძრის მღვდელმსახურნი.

ცაიშის საკათედრო ტაძარი მთელი სამეგრელოს მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი იყო. საუკუნეების განმავლობაში ცაიშში აღიზრდებოდა. და განისწავლებოდა სამეგრელოს დამღვდელოება, თავად-აზნაურობა და გლეხობა.

სამწუხაროდ,  XIX. საუკუნის 20-იან წლებში რუსული ადმინისტრაციის მიერ. სამღვდელმთავრო კათედრის გაუქმებამ. დააკნინა. ცაიშის საგანმანათლებლო მნიშვნელობა.

დასაწყისი მე-17 გვ.


ყმაწვილ იოანეს იქ ცხოვრების დროს ცაიშის ტაძართან მხოლოდ ერთკლასიანი სკოლა. არსებობდა. სამაგიეროდ პატარა იოანემ უამრავი რამ შეისწავლა იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთაგან, თავად ტაძრის წინამძღვარ დეკანოზი მიხეილ მეუნაგია მთელს სამეგრელოში სიბრძნითა და სულიერებით განთქმული პიროვნება იყო

გრიგოლ შენგელაია სამი წლის განმავლობაში ეძებდა შვილს და ბოლოს მას ცაიშის ტარში მიაგნო იოანეს. მამასთან პირველივე შეხვედრისთანავე განუცხადებია თავისი ურყევი გადაწყვეტილება. დიდი მცდელობის მიუხედავად გრიგოლს მარტოს მოუხდა სახლში დაბრუნება.

ყოველდღიურ მსახურებაში  განვლო იოანეს სიყმაწვილემ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ კარგად შეისწავლა ქრისტიანული ეკლესიის ღეთიხსმსახურების წესგანგება სახარება ზეპირად იცოდა. ნიჭიერი მორჩილი ძალზედ უყვარდა ხობის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ სიმონ აფაქიძეს. მისი თხოვნით, იოანე ხობში გადავიდა სამოღვაწეოდ.

თავისი ისტორიითა და სიწმიდეებით გამორჩეული ხობის მონასტერი, ცაიშის საკათედრო ტაძრის მსგავსად, დამცრობილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საუკუნეების მანძილზე ძლიერი და მდიდარი მონასტერი გაჭირვებას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, იქ მოღვაწე ბერები. ღირსეულად პატრონობდნენ აქ დაცულ სიწმიდეებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესს  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის. კვართს.

მორჩილი იოანე ხობის მონასტერში გაიცნო ათონის წმიდა მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის, განმაახლებელს, სქემიდუმენ ბენედიქტე ბარკალაიას, რომელიც იმხანად. ხობის მონასტერში ცხოვრობდა. ბევრი რამ შეიტყო. მოხუცი მოღვაწისაგან ივერთა მონასტრის, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანისა და იქ მცხოვრები ქართველების შესახებ.

მამა. ბენედიქტეს გარდა ხობის მოსატრია არაერთი ბერი იყო იერუსალიმსა და ათონის მთაზე ნამყოფი და ნაცხოვრები. მათ მიერ ნაამბობმა საოცარმა ისტორიებმა გადააწყვეტინა ახალგაზრდა მორჩილს წმიდა მიწის მოლოცვა და ათონის ქართველთა. სავანეში. დამკვიდრება,

ღვთის შეწევნით, მორჩილმა. იოანემ მოახერხა საღმრთო სურვილის აღსრულება და 1910-იანი წლების დასაწყისში იერუსალიმში გაემგზავრა.

მაცხოვრის საფლავისა და წმიდა მიწის სხვა სანუკვარი სიწმიდეების მოლოცვის შემდგომ იგი ათონის მთისკენ გაეშურა. იმხანად ათონის ქართველთა სავანეში ორმოცამდე ბერი მოღვაწეობდა, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ იქ შემოკრებილნი. სავანეს სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა მღვდელსქემმონაზონი იონა ხოშტარია, რომელიც ათონის მთაზე 1860-იანი წლებიდან იყო დამკვიდრებული. წმიდა ირანე მახარებლის ქართველთა სავანე სრული. სამონასტრო. ტიპიკონით ცხოვრობდა. ყოველდღიური წირვალოცვის გარდა ბერები საღმრთო წიგნების გადაწერითა და ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი.

ქართველებს ახალი წევრის შემატება. ძალზედ. გაუხარდათ,მორჩილი იოანე მამა იონას მიერ მალევე ბერად იყვნენ აღკვეცილი. მას სახელად იოაკიმე უწოდეს. 

სამწუხაროდ ათონის ქართველთა სავანე უთანხმოებაში იმყოფებოდა ივერთა მონასტრის ბერებთან,

ბერძნებს ა'შინებდათ ქართველების ათონის მთასე მომრავლება, რადგან იცოდნენ, რომ ადრე, თუ გვიან ივერთა მონასტერში მათი ძმად. მიღება მოუწევდათ. იოანე ღვთისმეტყველის სავანე ივერთა მონასტერთან ახლოს მდებარეობდა და ადმინისტრაციულად მასზე დაქვემდებარებული იყო, ივერთა მონასტრის მმართველი ბერძენი არქიმანდრიტები. ყველანაირად. ცდილობდნენ ქართველ მოღვაწეთა შევიწროვებას არ აძლევდნენ წყაროთი და ტყით სარგებლობის უფლებას, რაც ძალზედ ამძიმებდა ქართველთა ყოფას. მიუხედავად ამისა, დევნილობას შეჩვეული ქართველები არ ეპუებოდნენ სიძნელეებს.

ბავშობიდანვე “მრომას. დაჩვეულ მამა იოაკიმეს სრულებით არ ეძნელებოდა და ზეთისხილის ბაღში მუშაობა მცენარეების მოვლა. ძალიან. უყვარდა. ამასთან „ერთად მან. მალევე შეისწავლა ბერძნული საღვთისმსახურო და სასაუბრო ენა. ქართველთა ყოველდღიურად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. მოხუცებულ მღვდელ-მონაზვნებს ფიზიკური უძლურების. მიზეზით უჭირდათ ასეთი ტიპიკონის. აღსრულება.

ახალგაზრდა ბერებს კი მღვდელ მონაზვნად კურთხევის ნებას ივერთა მონასტრის ბერები არ აძლევდნენ მღვდელსქემმონაზონ იონა ხოშტარიას კურთხევით. ამიტომ მამა იოაკიმე სამშობლოში დაბრუნდა, რათა აქ კურთხეულიყო და შემდგომ კვლავ დაბრუნებოდა ათონის მთას. ასეც მოხდებოდა, რომ არა ფრიად სამწუხარო ვითარება. 1918 წელს საქართველოს. მენშევიკურმა. მთავრობამ საქართველოს ეკლესიას სრულიად ჩამოართვა  მის გამგებლობაში მყოფი მამულები, მათ შორის ივერთა მონასტრისადმი შეწირული. მიწებიც, რომელთა შემოსავლითაც ბერძენი ათონელი ბერები სარგებლობდნენ ბერძნებმა. ჯავრი ათონელ ქართველებზე იყარეს და მღვდელსქემმონაზონ. იონას გარდაცვალებიდან მცირე დროის შემდეგ 1919 წლის მარტში, ქართველი ბერები გამოიდევნენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველის  სავანიდან. მათი უმეტესობა ათონის მთაზე მიმოიფანტა, ხოლო მცირე ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა.

გამოდევნის დროს უკვე მღვდელმონაზვნად ნაკურთხი მამა იოანე საქართველოში იმყოფებოდა. ბუნებრივია, ათონზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, მაგრამ განა მამაიოაკიმემ იცოდა რომ ბევრად უარესი განსაცდელი ელოდა მომავალში?

დადგა ავადსახსენებელი 1921წ.  უღმერთო ხელისუფლება გამძვინვარებული შეუდგა  ეკლესია-მონასტრების აკლებას და სასულიერო პირთა ლიკვიდაციას. ღვთისმგმობთა დაუნდობელი ხელით ეწამა არაერთი ღირსეული მამულიშვილი. ტაძრები გაუქმდა, ღვთისმსახურება უმეტეს ადგილას შეწყდა. კომუნისტები

განსაკუთრებული სიძულვილით ბერ-მონაზვნობას ემტერებოდნენ, რადგან თეთრი სამღვდელოების დაშინება ოჯახისა და ახლობლების წამება-განადგურებით, მათთვის შედარებით იოლი იყო. დაარბიეს უკლებლივ ყველა მონასტერი. სამეგრელოსაც გადაუარა რეპრესიების ტალღამ.

მრავალმა მოღვაწემ აჩვენა. ქრისტესთვის თავდადების მაგალითი. სიკვდილს გადარჩენილი ბერ-მონაზვნები უდაბურ ადგილებში მიმოიფანტნენ. მამა იოანე დევნილობაში მყოფ სხვა ბერებთან ერთად ფარულად მოღვაწეობდა. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში მან ფუწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი

ჩაიბარა, რომელსაც მანამდე მღვდელმონაზონი დოროთე კაჭარავა წინამძღვრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც რეპრესიები ცოტა მინელდა, მამა იოაკიმე სოფელ წარჩეს წმიდა გიორგის სამრევლო ეკლესიის წინამძღვრად დაინი'შნა.

მან მალევე 'მემოიკრიბა დათრგუნეული ღვთისმოსავი ხალხი, მაგრამ სოფელში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ მრავალი ადამოანი იმსხვერპლა. ავადმყოფთა მოვლისა. და მკურნალობის დროს მამა იოაკიმეც დაავადებულა. მის არათუ მოვლას, მასთან მიახლოვებასაც. კი ვერავინ ბედავდა, მაგრამ მრევლთაგანმა, ღრმად მორწმუნე ძაკა შონიამ ითავა მისი მიხედვა და განკურნებამდე არ მოშორებია მამა იოაკიმეს. ამ შემთხვევამაც შონიების ოჯახი სულიერ მოძღვართან ძალზედ დაახლოვა.

მეორე მსოფლიო ომის სასრულების შემდგომ, 1945 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს დიდი ძალისხმევით ღვთისმსახურება განახლდა საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ, სალოცავში-ილორის წმიდა გიორგის მონასტერში მის წინამძღვრად, არქიმანდრიტის ხარისხში აყვანით, დაინიშნა მამა. იოაკიმე. ამ დროიდან იწყება მისი მუხლჩაუხრელი: მოღვაწეობა მონასტრის აღდგენა-გამშვენებისათვის. არქიმანდრიტ. იოაკიმეს თანაშემწე და თანამოღვაწე იყო მწირბერი გიორგი ბულისკირია მრავალჭირნახული მოღვაწე. მათთან ერთად ღვთისმსახურებას. აღასრულებდა მღვდელი ისააკ ჯორჯიკია.

ილორის მონასტერი მთელს სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობის სათაყვანებელ ადგილს წარმოიადგენდა, დევნის მიუხედავად ბევრი ცდილობდა სწორედ ილორში მოენათლა შვილები. უამრავი ხალხი ესწრებოდა გიორგობის დღესასწაულებს.

ზოგიერთი შესაწირავსაც ტოვებდა ტაძარში. მამა იოაკიმეს შესაძლებლობა მიეცა, დახმარებოდა უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ბერ-მონაზვნებს არ დარჩენილა საქართველოში არცერთი მონასტერი, ან სავანე, რომელთაც არქიმანდრიტ იოაკიმესაგან არ მიეღოთ მამობრივი ნუგეში. თეკლათის, მენჯის, ჯიხეთის,

მღვიმევის, მათხოჯის და სამთავროს მონაზვნები უფალს მადლობდნენ უშურველი მფარველის გამოგზავნისათვის. მამა იოაკიმე ასასრდოვებდა ჯერ კიდევ შემორჩენილ მეუდაბნოე ბერებს. მამა იოაკიმე ღვთის არაერთი სასწაულის მხილველი იყო.

არქიმანდრიტ იაკიმეს ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულიც კი, მოყვასისადმი სიცოცხლის შეწირვა იყო. სასიკვდილო სარეცელზე მყოფ მომაკვდავს ილორიდან მღვდლის მოყვანა უთხოვია ნათესავებისთვის. ამ დროს მამა იოაკიმე ფილტვების ანთებით იყო ავად. სამწუხაროდ, მამა. ისააკიც არ იმყოფებოდა ილორში.

მამა იოაკიმემ ეს ამბავი, რომ შეიტყო, სარეცელი. დატოვა, საკურთხევლიდან წმიდა ნაწილები აიღო და თქვა, რომ ის მზად არის შეასრულოს მოვალეობა და ავადმყოფის საზიარებლად გაჰყვეს. გარშემო მყოფნი ეხვეწებოდნენ, შინ დარჩენილიყო და მეორე მღვდელს დალოდებოდა, მაგრამ მისი პასუხი ასეთი იყო: „სიკვდილი

კი არ უცდის ადამიანს, არამედ კაცი მოელის მას, ავადმყოფი რომ უზიარებელი გარდაიცვალოს, ეს ცოდვა, ჩემს კისერზე იქნებაო და გზას გასდგომია. იმ დღეს საშინელი ამინდი ყოფილა. კოკისპირული წვიმებისაგან მდინარეს სწორედ ის ხიდი წაელეკა რომლითაც მეორე მხარეს უნდა გადასულიყვნენ. ავადმყოფის ახლობლები ნაპირზე გაოგნებულნი მდგარან, გამოსავალს ვერანაირად პოულობდნენ. ამ დროს სიცხიან მამა იოაკიმეს გაყინულ წყალში შეუცურავს და ისე გადასულა ფონს. ავადმყოფისთვის მიუსწრია, უზიარებია, უკან მობრუნებულა ილორის ეკლესიაში, წმიდა სანაწილე ტრაპეზზე დაუბრძანებია, შინ მისულა და თავის სარეცელიდან მერე ვეღარ ამდგარა.

გარდაიცვალა 1954 წელს სექტემბრის თვეში. არქიმანდრიტი იოაკიმე დაკრძალეს ილორის მონასტრის სამრეკლოში.

ნახევარი საუკუნე გავიდა არქიმანდრიტ იოაკიმე შენგელაიას გარდაცვალებიდან. მიუხედავად ამისა მისი ღვთაებრივი სასება დღემდე ცოცხლობს. ხალხის მეხსიერებაში

მისი თავდადებული ცხოვრება ქრისტეს ეკლესიის ღირსეული. მსახურის ნათელი მაგალითია.

მოამზადა 

ლუარსაბ ტობონიძემ და

გიოობი მაჩურიშვილმა


არქიმანდრიტი იოაკიმე (შენგელაია)
 

მამა იოაკიმე (ერისკაცობაში იოანე გრიგოლის ძე შენგელაია) დაიბადა 
ობუჯში 1882 წელს. 12 წლის ასაკში ცაიშის ტაძარს შეეკედლა. ამ ტაძრის 
წინამძღვარმა, მთავარხუცესმა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიამ სიყვარულით მიიღო იგი. იოანემ აქ შეისწავლა 
მღვდელმსახურების წეს-განგება, სახარება-სამოციქულო და დავითნი. შემდგომ იოანე ხობის მონასტრის 
წინამძღვარ, არქიმანდრიტ სიმონ აფაქიძის თხოვნით ხობში გადავიდა. 
აქ მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოელოცა უდიდესი სიწმინდე, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელი.
მორჩილი იოანე ხობის მონასტერში გაეცნო ათონის წმინდა მთის იოანე 
ღვთისმეტყველის სავანის განმაახლებელს, სქემიღუმენ ბენედიქტე ბარკალაიას. მისგან მან ბევრი რამ შეიტყო ივერთა მონასტრის,
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანეში მცხოვრები ქართველი ბერების შესახებ. 
ღმრთის შეწევნით, მორჩილი იოანე 1910-იანი წლების დასაწყისში იერუსალიმში გაემგზავრა. მაცხოვრის საფლავისა 
და სხვა სიწმინდეების მოლოცვის შემდეგ იგი ათონის მთისკენ წავიდა. ათონის ქართველთა სავანის სულიერმა წინამძღვარმა მღვდელსქემმონაზონმა
იონამ (ხოშტარია) მორჩილი იოანე ბერად აღკვეცა და სახელად იოაკიმე უწოდა. 
მამა იოაკიმე სამშობლოში დაბრუნდა და აკურთხეს მღვდელ-მონაზვნად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 
მამა იოაკიმე, დევნილობაში მყოფ სხვა ბერებთან ერთად, ფარულად მოღვაწეობდა. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში მან ფუწყურის
ღმრთისმშობლის მონასტერი ჩაიბარა, შემდეგ მამა იოაკიმე სოფელ წარჩეს წმინდა გიორგის სამრევლო ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. 
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, 
გვ245

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ძალისხმევით ღვთისმსახურება განახლდა საქართველოს ერთერთ გამორჩეულ სალოცავში _ ილორის წმინდა გიორგის 
მონასტერში. მის წინამძღვრად მამა იოაკიმე დაინიშნა არქიმანდრიტის ხარისხში აყვანით. ამ დროიდან იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა მონასტრის აღდგენა-გამშვენებისათვის. 
მამა იოაკიმეს შესაძლებლობა მიეცა, დახმარებოდა უკიდურესად გაჭირვებაში მყოფ ბერმონაზვნებს. თეკლათის, 
მენჯის, ჯიხეთის, მღვიმევის, მათხოჯისა და სამთავროს მონაზვნები უფალს მადლობდნენ უშურველი მფარველის გამოგზავნისათვის. Mმამა იოაკიმე მფარველობდა და ასაზრდოებდა 
აფხაზეთის მთების გამოქვაბულებში მოღვაწე მეუდაბნოე 
ბერებს. მამა იოაკიმე ღვთის არაერთი სასწაულის მხილველი იყო. 
არქიმანდრიტი იოაკიმე მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა _ ილორის ეკლესიის ერთ-ერთმა მრევლმა გარდაცვალების წინ წმინდა ზიარების მიღება ითხოვა.
მამა იოაკიმე ავადმყოფი იყო _ ფილტვების ანთებით, მაგრამ მაინც წავიდა საზიარებლად. კოკისპირულ წვიმას მდინარე აედიდიებინა და ხიდიც წაეღო. არქიმანდრიტმა ფონი მოძებნა, 
გაყინულ წყალში შევიდა და გალუმპული გაუყვა გზას. ავადმყოფის ზიარების შემდეგ ილორის ტაძარში დაბრუნდა, ლოგინში ჩაწვა და აღარც წამომდგარა. 
ღვაწლმოსილი მამა, არქიმანდრიტი იოაკიმე აღესრულა 1954 წლის სექტემბერში. დაკრძალულია ილორის წმინდა გიორგის მონასტრის სამრეკლოში (57, გვ.17-19). 
ზაურ ჯალაღონია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 13





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0