მარგალიტაშვილი ფარნაოზ დეკანოზი დაიბადა 17 თებერვალი 1949 წელს სოფელ ვარდისუბანში
დედა თაზიაშვილი კონდოლიდან.
ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახური, 1981 წლიდან იყო წიგნისმკითხველი და სტიქაროსანი ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში. 1990 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ცერცვაძე) ხელი დაასხა მღვდლად.
1996 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1997 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
სამი ათეული წელი შრომით, თავმდაბლობით და კეთილი საქმით, მამა ფარნაოზმა მრევლის სიყვარული დაიმსახურა.
დაკრძალულია ამავე ტაძარის ეზოში.
დეკანოზი ფარნაოზ მარგალიტაშვილი 1949 წლის 17 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. დაამთავრა ვარდისუბნის რვაწლიანი სკოლა და თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი. 1981 წლიდან მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურხევით ალავერდის ტაძარში სწავლობდა მედავითნეობას.
1983 წლიდან თელავის ღვთაების ტაძარში წიგნის მკითხველი იყო.
1989 წელს აკურთხეს დიაკვნად.
1990 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და მატნის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაადგინა.
1994 წელს აბბა ალავერდელი ეპისკოპოსის დავითის კურთხევით თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ღვთისმსახურია, სადაც დღემდე მსახურობს.
2000 წლის 27 ოქტომბერს მეუფე დავითმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილოვა. (გარდაიცვალა 2024 წლის 29 თებერვალს, დაკრძალულია თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოსში)
მარგალიტაშვილი გვარის ღვთიმსახური: