სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10735

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბარათაშვილი გაიოზი 1746-1821წწ ასტრახანის, მთავარეპისკოპოსი დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი ბარათაშვილი გაიოზი 1746-1821წწ ასტრახანის, მთავარეპისკოპოსი დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი

1746-1821 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბარათაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ბარათაშვილი გაიოზი 1746-1821წწ ასტრახანის, მთავარეპისკოპოსი დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი


მთავარეპისკოპოსი გაიოზი 1746 წელს (მეორე ვერსიით – 1748 წელს, მესამე ვერსიით – 1750 წელს) კახეთში, სოფელ 
მაღაროში დაიბადა. მისი წარმომავლობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. (ხოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ის გვარად 
ნაცვლიშვილი იყო (ნ. მთვარელიშვილი, ალ. ხახანაშვილი), ზოგიერთის აზრით კი.

იგი თაყაიშვილი გახლდათ (ბაგრატ ბატონიშვილი, დ. ბაქრაძე, იოანე ბატონიშვილი). სხვანი ბარათაშვილად მოიხსენიებენ (თეიმურაზ ბატონიშვილი, ეპისკოპოსი კირიონი საძაგლიშვილი, 
ალ. ცაგარელი, ი. სავინსკი). დღემდე უცნობია მისი ერისკაცობის სახელიც. რაც შეეხება მძის წოდებრივ მდგომარეობას: 
თავადობას თუ აზნაურობას, ეს საკითხიც ბოლომდე გაურკვეველია. 
კათოლიკოს ანტონ I-ის წერილით ირკვევა, რომ პატარა გაიოზი აღსაზრდელად აუყვანია ვიღაც თბილისელ „დიაჩოქ“ (მედავით– 
გვ137

ნე ზაქარიას. მას გაიოზისთვის მხოლოდ წერა-კითხვა უსწავლებია. რუსეთიდან დაბრუნებულ ანტონ კათოლიკოსს თბილისში 16 წლის 
გაიოზი უნახავს და შეუმჩნევია, რომ ხელსაყრელ პირობებში მას შეეძლო შეეთვისებინა „აზნაურნი და თავისუფალნი ცნობანი“. 
ამიტომ უწმინდესმა ჭაბუკი თავის სახლში მიიღო და სხვა ახალგაზრდებთან ერთად თბილისის სემინარიაში დააწყებინა სწავლა· 
გაიოზი დაუფლებია „გრამატიკას, რიტირიკას, ლოგიკას, ფიზიკას და ფილოსოფიას“. 
1765 წელს კათოლიკოსმა ანტონმა იგი დიაკვნად აკურთხა და გაიოზის სახელით ბერად აღკვეცა. მალევე არქიდიაკონის წოდებაც მიანიჭა.
1772 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის დავალებით კათოლიკოსი ანტონი და უფლისწული თიევანი დიპლომატიური 
მისიით რუსეთში გაემგზავრნენ. ამ მისიაში არქიდიაკონი გაიოზიც მონაწილეობდა. პეტერბურგში ყოფნისას მამა გაიოზი დროს 
უქმად არ კარგავდა. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სასულიერო სემინარიაში მას ქ. ტვერის მთავარეპისკოპოს პლა– 
ტონის ზეგავლენით დაუწყია რუსულის, ლათინურისა და ბერძნული ენების შესწავლა. 

1774 წლის მარტში პეტერბურგიდან მობრუნებული მისია მოსკოვში გაჩერებულა. აქ გაიოზმა კათოლიკოსს მოსკოვის აკადემიაში შესასვლელად ნებართვა სთხოვა, 
რაზედაც თანხმობა მიიღო. კათოლიკოსი საქართველოში დაბრუნდა, მამა გაიოზი კი რუსეთში დარჩა ცოდნის გასაღრმავებლად. 
1774 წლის 26 მაისს ბერ-დიაკონმა გაიოზმა მიმართა იმპერატორ ეკატერინე II-ს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მიღებ
გვ138
ის თაობაზე. თავის თხოვნაში იგი აღნიშნავდა: „თუმცა მე ჩემს სამშობლო ქვეყანაში შევისწავლე სხვადასხვა საგნები ქართულ 
ენაზე, მაგრამ დავინახე რა რუსეთში უაღრესი შესწავლა მეცნიერებისა,მოვინდომე ლათინურის,ბერძნულის და რუსულ ენების 
შესწავლაც მოსკოვის აკადემიაში ჩემის ხარჯით“. ამასთან დაკავშირებით რუსეთის წმინდა სინოდმა მამა გაიოზს მოსთხოვა ცნობები
თუ ვისი ლოცვა-კურთხევით მოქმედებდა იგი და მღვდელმოქმედება ხომ არ ჰქონდა აკრძალული. მანაც თავისი 
ხელით დაწერილი ბიოგრაფია მიართვა სინოდს: „მე ვარ ოცდარვა წლის, ბერობა შევიმოსე და არხი-დიაკვნად მაკურთხა 
თვით ანტონ კათალიკოზმა წარსულს 1765 წელსა; ვარ აზნაურთაგანი. საქართველოში, თბილისში ყოფნის დროს, 
მე განუშორებლად ვიმყოფებოდი ანტონ კათალიკოზთან 1772 წლამდის, ხოლო ამ წელს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, 
თავის საჭიროებისთვის, გამოემგზავრა რუსეთს და მეც თან წამომიყვანა და მიმიყვანა პეტერბურგს. პეტერბურგიდან მომიყვანა მოსკოვს, 
სადაც აქამომდე ვიმყოფები. მისს მაღალყოვლადუსამღვდელოესობასთან ყოფნის დროს მე ვასრულებდი შესაფერს ჩემის ხარისხისა მღვდელმოქმედებას. 
ხოლო აღნიშნულს წელს, მარტში, ხსენებული კათალიკოზი უკან დაბრუნდა თავისივე ეპარქიაში, 
ხოლო მე, გაიოზმა, მისის უკუდაბრუნების დროს, ვსთხოვე მას, ნება მოეცა ჩემთვის მოსკოვში დარჩომისა შესასწავლად აქაურს 
აკადემიაში ლათინურის და რუსულის ენებისა ჩემის ხარჯით. 
ამაზედ კათალიკოზმა ნება დამრთო სიტყვიერად, ხოლო წერილი ამის შესახებ მე არაფერი მიმილია მისს ყოვლადუსამღვდელოესობისაგან“. 
საქმის გამორკვევის შემდეგ იგი აკადემიაში მიიღეს და სულიწმინდის მოფენის სახელობის მონასტერში საკუთარი ხარჯით ცხოვრებისა ნება დართეს. 
მოსკოვში სწავლის პერიოდში,  1766 წლის 25 ივნისს, მას უთარგმნია რუსულიდან ,, მიმოსვლა ბარონ დე პოლნიცასი''.
1778 წელს გაიოზმა დაასრულა მოსკოვის აკადემიის სრული კურსი და ერეკლე II-ის ბრძანებით საქართველოში დაბრუნდა,  
გვ 139
სადაც რუსული ენის შესასწავლად სკოლა დააარსა. 
1779 წელს ბერ-დიაკონ გაიოზს მღვდლად დაასხეს ხელი. 
1780 წელს კი იღუმენის წოდება მიენიჭა. 
1782 წლის 28 მაისს ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის ხელთშეწყობით მამა გაიოზმა თელავში 
დააარსა სასულიერო სემინარია, რომლის პირველი რექტორი თავადვე გახლდათ. ზოგიერთი ვერსიით, ის ამ დროს უკვე არქიმანდრიტი ყოფილა. 
სამწუხაროდ, მისი რექტორობა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა. 
1783 წელს ის დაინიშნა კომისიის წევრად, რომელმაც ქ. გეორგიევსკში რუსეთთან ცნობილი ტრაქტატი გააფორმა. აქ 
მან კავკასიის მმართველი პ. ს. პოტიომკინის ყურადღება დაიმსახურა, მასთან ნაცნობობამ მამა გაიოზის კარიერულ წინსვლაზე საგრძნობლად იმოქმედა. 
1784 წელს პეტერბურგში იღუმენი გაიოზი იმპერატორ ეკატერინე II-ის თანდასწრებით არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვეს და მას შემდეგ აღარც
დაბრუნებულა საქართველოში. ის 
გაჰყვა გენერალ პოტიომკინს ჯერ უკრაინაში, სადაც 1785-1789 წლებში ქ. კრემენჩუგში ცხოვრობდა 
შემდეგ კი წმინდა სინოდის დავალებით მოლდავეთში,ეკატერინოსლავის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ამბროსის (სერებრიანიკოვი) თანაშემწედ დაინიშნა, 
აქ ის მროველ მიტროპოლიტ იონას (გედევანიშვილი) შეხვდა. 
1783 წელს, ყირიმის შემოერთების შემდეგ. რუსეთმა სრული კონტროლი დაამყარა ნოვოროსიისკის 
მხარზე. მალე აქ შეიქენა ახალი ეპარქია – მოზდოკისა და მაჯარსკისა, რომლის შემადგენლობაშიც  


გვ140
მოექცა ყიზლარი, მოზდოკი, გეორგიევსკი და სტავროპოლი. ადმინისტრაციულად იგი ასტრახანის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. 
1793 წელს ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის იმპერატორმა ეკატერინე II-მ მამა გაიოზი გამშვენებული ჯვრით 
დააჯილდოვა. ამავე წლის 12 მაისს რუსეთის წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა მისი მღვდელმთავრად კურთხევაც. 
ამ პერიოდში იგი სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა და 29 მაისს მოხდა მისი ეპისკოპოსის ხარისხში აყვანა. 
ახლად ნაკურთხი მღვდელმთავარი მოზდოკისა და მაჯარსკის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. თუმცა მეუფე გაიოზი მაშინვე არ ჩასულა თავის 
ეპარქიაში, იგი მთელი წლის განმავლ(·)ბაში ისევ სანკტ–პეტერბურგში იმყოფებოდა. 
1793 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა ასტრახანის ეპისკოპოსი ტიხონი (მალინინი). წმინდა სინოდის 
ლოცვა-კურთხევით, მეუფე გაიოზს დროებით დაევალა ასტრახანის ეპარქიის მართვა. 
1794 წლის 26 თებერვალს იგი გაემგზავრა ასტრახანში და 16 აპრილს ჩავიდა იქ. სადაც წლის ბოლომდე 
დაჰყო. აქედან განაგებდა იგი თავის ეპარქიასაც. ახლად დაარსებულ ეპარქიაში ეპისკოპოს გაიოზს მეტად 
არასახარბიელო მდგომარეობა დახვდა. მისი სამწყსო როგორც განათლებით, ასევე ზნეობით, ძალიან ჩამორჩებოდა სხვა ეპარქიებს. 
მეუფე გაიოზმა მცირე დროში შეუძლებელი შეძლო და ეპარქია ფეხზე დააყენა. მან დააარსა სასწავლებლები, ააგო 
ეკლესიები და აკურთხა სამღვდელოება. ოსებისთვის შეადგინა ანბანი, რომელსაც საფუძვლად დაუდო სლავური ანბანი და 
გადათარგმნა „პირველდაწყებითი საქრისტიანო მოძღვრება“. ეს წიგნი 1798 წელს მოსკოვში დაიბეჭდა. 
ყოველივე ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ქრისტიანობას დაუახლოვდა და შემდგომში იქ მოღვაწე სამღვდელოებას მათი 
მოქცევა გაუადვილა. 
1799 წლის 16 ოქტომბერს ასრტახანის ეპარქიას გამოეყო სარატოვის გუბერნია, რის შემდეგაც დაარსდა ახალი – სარატოვის ეპარქია. 
თუმცა იმხანად სარატოვში მღვდელმთავრისთვის 
გვ141

არანაირი საცხოვრებელი პირობები არ იყო, მათ შორის. არც საჭირო 
შენობები სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის განსათავისუფლებლად. მეუფე გაიოზი იძულებული 
გახდა ქ· პენზაში დამკვიდრებულიყო. ამის გამო მას თავდაპირველად სარატოვისა და პენზის ეპარ– 
ქიის მღვდელმთავრად მოიხსენებდნენ. 
1803 წლიდან იგი პენზისა და სარატოვის ეპისკოპოსია. 
1808 წლის 10 იანვარს მეუფე, გაიოზი ასტრახანის ეპარქიის მმართველად დაინიშნა და მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა· 
გაიოზი როგორც რუსული საეკლესიო წყაროები გადმოგვცემენ, მეუფე გაიოზი ყოფილა ძალიან კეთილი, მშვიდი, შემბრალებელი, თავაზიანი, 
ალერსიანი, გულღია და სტუმართმოყვარე პიროვნება. 
ტაძრის დღესასწაულზე მას ასეთი ტრადიცია ჰქონია: მთელი სამი დღის განმავლობაში მის რეზიდენციაში გაშლილი იყო 
სადღესასწაულო ტრაპეზი. პირველ დღეს ის უმასპინძლდებოდა სამოქალაქო პირებს, ვაჭრებსა და ქალაქის მაღალი წრის 
წარმომადგენლებს. მეორე დღეს – ეპარქიის საპატიო სამღვდელოებას, ხოლო მესამე დღეს _ ღანარჩენ სასულიერო პირებსა 
და ტაძრის მსახურებს. მისთვის ყველაზე სასურველი სტუმრები სასულიერო სემინარიისა და სასწავლებლის ხელმძღვანელობა 
და მასწავლებლები ყოფილან, მათთან ერთად მეუფე ყოველ კვირას და სხვა დღესასწაულებზე გულდღიად იყოფდა სადღესასწაულო
ტრაპეზს. ასეთი ყურადღებით მეუფე ეუდამ ინარჩუნებდა სასწავდებელსა და სემინარიაში ერთსულოვნებას და სიმშვიდეს. 
ქალაქის მაღალი სახოგადოებიდან მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ცნობილ ქველმოქმედებთან –
გვ142
ბერძენ ვარვაცისთან და კირილე ფედოროვთან. მათი ნაყოფიერი ქველმოქმედებისა და შემოწირულობების შედეგად ქალაქი ასტრახანი და მისი საკათედრო ტაძარი 
გამშვენდა და განახლდა. ვარვაციმ ააშენა ახალი ქვის საშრეკლო, მიძინების ტაძარში კედლები მარმარილოთი მოპირკეთდა· 
მოიხატა ტაძრის ნაწილი, რაზედაც მთლიანობაში 100 000 მანეთი დაიხარჯა, მოივერცხლა სამეუფო კარები და კანველზე განლაგებული 4 ხატი. 
მთავარეპისკოპოსი გაიოზი 1821 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ასტრახანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების 
სახელობის საკათედრო ტაძარში (ქვედა სართულზე). 
მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეუფემ რუსეთში გაატარა, მას საქართველო არ ღავიწყებია. ის 
ძლიერ ზრუნავდა და უყვარდა სამშობლო. მამულისადმი გრძნობას იგი თავის ერთ-ერთ ხელნაწერზე გაკეთებული მინაწერში 
ასე გამოხატავს: „არა არს-რა ესრეთ ტკბილი, ვით მამულის სიყვარული”. არამცთუ სიტყვით, საქმითაც გვიჩვენა მეუფე გაიოსმა 
მამულისადმი სიყვარული. ამას ამტკიცებს მისი მრავალი თხზხულება, როგორც საკუთარი, ისე ნათარგმნი. 
მეუფე გაიოზი გამორჩეული მქადაგებელიც ყოფილა. ამის 
დასტურად გთავაზობთ თელავის სასულიერო სემინარიის გახსნის დღეს წარმოთქმულ ქადაგებას: 
„ყოველივე საქმე ამით არის დიდ და კეთილ, ოდეს გამოიძიების, თუ ვინ არის მიზეზი და ანუ რაი სარგებელი გამოვალს 
მისგან, და ანუ ვითარითა ჰაზრითა ქმნილ-არს იგი. რა არის მიზეზი დღევანდელი ჩვენი შეკრებულებისა? მიზეზი ჩვენი 
შეკრებულებისა არის იმ კეთილი აზრის განხორციელება, რომელიც დაებადა ჩვენს მეფეს ღვთაებრივი შთაგონებით. იმ აზრის 
განხორციელება, რომელიც გამოგვიყვანს ჩვენ უმეცრებისაგან და სიბნელისაგან. ჩვენ ვხედავთ სადამდისინ გავრცელებულ 
და განთესილ არს სიბრძნე. ყველგან, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, ერთონაი-
გვ143 
რი კეთილი ნაყოფი მოაქვს, ერთნაირად განფენს ყველგან სუნნელებასა. 
ღმერთმა მოგვანიჭა ჩვენ მეფე, რომელმანაც მოინდომა, რომ საქართველოს შვილნი იყვნენ განათლებულნი ნათლითა მეცნიერებითა და ბედნიერნი.
თუმცა ყოველ კაცისთვის ცხადი უნდა იყოს, რა დიდი სარგებლობა მოაქვს მეცნიერებას კაცობრიობისათვის და რა დიდი განსხვაება ჰდევს მეცნიერებასა 
და უმეცრებას შორის, მაგრამ მაინც საჭიროდ ვრაცხ შევადაროთ ერთმანეთს. მეცენიერება წარმოუდგენს კაცს უზესთაეს შემოქმედს არსებას. 
ეუბნება, რა არს ქვეყანა, რა არს კაცი და რაისათვის დაბადებულ არს იგი შემოქმედისაგან 
თვისისა და დადგინებულ სოფელსა ამას შინა. 
მეცნიერებას უყვარს სიმართლე და აძლევს კაცს სულგრძელებას უბედურებაში. გარნა უმეცრება არა უტევებს კაცსა გამოძიებისადმი 
ამის ყოვლისა. უმეცარმა კაცმა არა იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ის ისე სცხოვრობს, როგორც პირუტყვი. 
რაიცა მოეწონება საგრძნობელთა თვისთა, შეჰრაცხს მას სასარგებლოდ. უმეცარს კაცს უყვარს უსამართლოება და სიცრუე. 
მეცნიერება აცნობებს კაცსა, რა არის ღმერთი, ეუბნება მას: ღმერთი არის ყოვლად ბრძენი, ყოვლად სახიერი, მართლმსაჯული და ყოვლისა სრულებისა მქონებელი.
რამეთუ ზრუნავს ქმნილთათვის მისთა და უფროისღა კაცისათვის, რომელიცა არს უპატიოსნესი ქმნილებათაგანი. ღმერთი არა გვტოვებს ჩვენ 
განსაცდელსა შუა. ჩვენ მივიღებთ ყოველთა კეთილთა მისგან, რის გამოც მეცნიერი კაცი ჰცემს მას პატივსა. 
უმეცარმან, თუმცა იცის ღმერთი, გარნა ჰსჯის მისთვის ვითარცა ფიცხელსა რაისამე მსაჯულისათვის და ამით სხვადასხვასა შინა შეცთომილებასა შთააგდებს თავსა თვისსა.
ნაცვლად პატივისცემისა ღვთისა, უმეცარსა გონებასა შინა არიან არა თუ აზრნი უმსგავსონი დიდებულებისა მისისანი, არამედ 
საქმენიცა ყოვლითურთ წინააღმდგომნი სრულებისა მისისანი. ნაცვლად სარწმუნოებისა უფლებს ურწმუნოება, ნაცვლად სიყვარულისა – უმადლობა.
გვ144
მეცნიერი კაცი წესიერად განაგებს თავის სახლსა. იმას არ უყვარს მცონარეობა და არცა აქვს წადილი უზომო სიმდიდრისა. 
მეცნიერი კაცი არ არის მტაცებელი, ბოროტი უპატიოსნო, არამედ ის არის პატიოხანი, კეთილი, რომელიც წმინდად დაიცვავს მეუღლეობას და კეთილად აღზრდის შვილთა, 
მონათა დაიმორჩილებს ხმითა წყალობითა და შერისხვითა და ამის მიერ ჰყოფს სახლსა თვისსა, ვითარცა ქვეყნიერსა სამოთხესა. 
უმეცარი კაცი არს მცონარი და ნაკლულევან ყოვლითურთ, ის არის უღონო, ძუნწი ან განმაბნეველი· მას აქვს პირუტყვული აღძრულება და არ აღზრდის შვილებს და თავის მონებს 
სიმართლეში. სახლი უმეცრისა არა თუ არს სახლი, არამედ სამყოფი ოხრებისა და ყოვლისა ურგოებისა. 
მეცნიერი კარგად ასრულებს თავის თანამდებობას. მეცნიერი მთავარი მხნობს და იღვიძებს და ზრუნავს, რათა ხელისქვეშენი, 
ანუ ყმანი თვისნი, მოიყვანოს მარადის კეთილსა მდგომარეობასა შინა და იღვწის, 
რათა არც ერთი მათგანი მიეცეს ვითარსამე უბედურებასა უზრუნველობითა მისითა. 
მეცნიერი მსაჯული მღვიძარებს განმართლებისათვის უბრალოსა და დასჯისათვის ბრალეულისა. მეცნიერი ვაჭარი წარვალს შორის გზასა, არა რათა 
განიმრავლოს სარგებელი თვისი, არამედ რათა მოქალაქეთა თვისთა განუმრავლოს საჭირონი და სახმარნი ნივთი.


გვ145
უმეცარი მთავარი ძრიელ დიდი უბედურებაა ხალხისათვის, იმას არ ეყურება თავის თავის მნიშვნელობა. უმეცარი მთავარი 
არს სასყიდლით დადგინებული და არა მემკვიდრე. უმეცარი მსაჯული არს მექრთამე და მტაცებელი. უმეცარი ვაჭარი არს 
განუმძღომელად ვეცხლის მოყვარე. მეცნიერება აშკარად უჩვენებს კაცს, რა არის სასარგებლო ქვეყანაზე, რა არის სასარგებლო ყოველთა კაცთა. 
მეცნიერება უჩვენებს ყოველთა კაცთა თანასწორებასა და უღვიძებს კეთილ ლტოლვილებას. 
უმეცარს არ უყვარს მეცნიერება და არცა პატივს ჰსცემს მეცნიერთა. ყოველივე კეთილნი ლტოლვილებანი მის გულში 
დამარხულნი არიან. 
ყოველი ესე სარგებლობა მეცნიერებისა არა დაფარულ არს ყოვლად ბრძნისა მხედველობისაგან კეთილმსახურისა მეფისა 
ჩვენისა ირაკლი მეორისა და ამიტომაც თქვენზე გამოჰხედა დაუძინებელი თვალი თვისი და ისურვა თქვენთვის ძვირფასი 
ესე ბედნიერება. მას ჰნებავს საყვარელთა შვილთა თვისთა განშვენება, განსვენება და გამდიდრება. არა შესაძლებელ არს, 
რათა არა მოხსენებულ ვყოთ აქა ღვაწლი და მომჭირნეობა უწმიდესისა მამამთავრისა ჩვენისა მეფის ძის ანტონისა და 
საყვარელისა ძმისა კეთილმსახურისა მეფისა ჩვენისა, რომელმაც დიდი ღვაწლი გაუწია ამ სიბრძნის ტაძარს საქართველოსას. 
მან განამდიდრა ეს სიბრძნის ტაძარი „ყოვლითა საჭიროთა სწავლულებითა და თარგმნითა წერილითა სასიბრძნოთა“. 
დაბოლოს, შევევედროთ უფალსა ჩვენსა, რომ ჩვენი მეფე უდიდე- ბულესით სახლეულებით მისით მრავალჟამიერ კეთილად და 
უვნებელად იმყოფებოდეს, და კვალად, რათა გარდამოავლინოს ზეცით მაღალმან მან ნიჭი და კურთხევანი ყოვლადწმიდისა 
სულისა თვისისანი უწმინდესსა მამამთავარსა ჩვენსა, მეფის ძეს ანტონის, სემინარიისა ამის ღირექტორს და პროტექტორს, 
და აქაურთა გნოსისთა დიდასკალოსსა, და ჩვენთა მშრომელთა ამას უსამღვრთოესსა პალატსა შინა, მოგვცეს ძალი სრულყოფად თანამდებობისა ჩვენისა“.
გვ146

წყარო: XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.02.2024
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0