სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გეგეჭკორი გიორგი მერაბის ძე, 1861-1930წწ. დეკანოზი, დაბ. სოფ. მარტვილი გეგეჭკორი გიორგი მერაბის ძე, 1861-1930წწ. დეკანოზი, დაბ. სოფ. მარტვილი

1861-1930 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გეგეჭკორი სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

159       ბეჭდვა

გეგეჭკორი გიორგი მერაბის ძე, 1861-1930წწ. დეკანოზი, დაბ. სოფ. მარტვილი

 გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1861 წელს სამეგრელოში, სოფელ მარტვილში მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. ადრიანად დაობლებულმა  გიორგიმ თავისი  ცხოვრება სიყრმიდანვე ეკლესიასა და ღვთის სამსახურს დაუკავშირა. მან წარჩინებით დაამთავრა  სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, რის შემდეგაც იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელიც იმ პერიოდში სამეგრელოს ეპარქიასაც განაგებდა, ახალგაზრდა გიორგი მარტვილის საკათედრო ტაძარში მედავითნედ განამწესა.


 მე–19 საუკუნის 80–იან წლებში გიორგი დაქორწინდა ეკატერინე ქავთარაძეზე და მათ სამი ვაჟი – ვლადიმერი, გრიგოლი და ნიკოლოზი შეეძინათ.

1886 წელს გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა იგი დიაკვნად აკურთხა და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. ამ ხარისხში მან 16 წელი იმსახურა და საზოგადო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 

1900 წლის 5 ნოემბერს გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ფოთის საკათედრო ტაძარში დიაკონ გიორგის მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის კრებულში დანიშნა. ახლად ნაკურთხი მოძღვარი ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დალოცა და სამკერდე ვერცხლის ჯვარითაც დააჯილდოვა.

1901 წელს მეუფე ალექსანდრემ მამა გიორგი საგვერდულით, ხოლო 1904 წლის 12 თებერვალს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1905 წელს მღვდელი გიორგი გურია–სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის წევრად აირჩიეს, ამავე წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს და 1909 წლის 6 მაისს კამილავკა უწყალობეს. 1913 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს.

XX საუკუნის 20–იანი წლების დასაწყისში მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა და ჭყონდიდის ეპარქიის, მარტვილის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. დეკანოზი გიორგი, როგორც ერთ–ერთი უხუცესი და გამოცდილი მოძღვარი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. იგი ესწრებოდა საეკლესიო კრებებს, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი და აქტიურად მონაწილეობდა საეპარქიო საქმეებში.

1926 წლის 10 მარტს დეკანოზ გიორგის თავმჯდომარეობით შეიკრიბა ჭყონდიდის საეპარქიო კრება, რომელზეც განიხილეს 1921 წელს გელათში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კრებაზე მიღებული ერთ–ერთი საკითხი, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს ჩამოერთვა მიტროპოლიტის პატივი. სამწყსო მოითხოვდა უფლებების აღდგენას, რადგანაც უძველესი დროიდან, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დაყოფილი იყო 35 ეპარქიად, ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პირველი ადგილი ეკავა კათოლიკოს–პატრიარქის შემდეგ. კრებამ დაადგინა: ეთხოვოს სრულიად საქართველოს საეკლესიო საბჭოს რწმენის აღდგენის ხანაში დაუბრუნდეს ჭყონდიდის კათედრას მიტროპოლიტის პატივი.

დეკანოზი გიორგი გეგჭკორი 1930 წლის 20 მაისს მშობლიურ სოფელში, საკუთარ სახლში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-1913)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1915 - სამკერდე ოქროს ჯვარი

1904 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

1900 - სამკერდე ვერცხლის ჯვარი

ბიბლიოგრაფია

XVIII- XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : ლუარსაბ ტოგონიძე, გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, "ალილო", 2012


დეკანოზი გიორგი გეგეჭკორი 1861-1930წწ   XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დვკანოზი გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორი 1861 წელს სამეგრელოში, სოფელ მარტვილში, შრავალშვილიანი გლეხის ოჯახში 
დაიბადა. მამა – მერაბ გეგეჭკორი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, დედა – მარიამ ფიჩხაია, 
სამეგრელოს მთიანი ადგილიდან, სოფელ კურზუდან იყო. გეგეჭკორების დიდ ოჯახში 
გვ230

გიორგი ყველაზე უმცროსი ყოფილა. სულ პატარა იყო, როდესაც მშობლები გარდაეცვალა. ობლობაში გაზრდილმა, თავისი 
ცხოვრება სიყრმიდანვე ეკლესიასა და ღვთის სამსახურს დაუკავშირა. მან წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო 
სასწავლებელი, რის შემდეგაც იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელიც იმ პერიოდში სამეგრელოს ეპარქიასაც 
განაგებდა, ახალგაზრდა გიორგი მარტვილის საკათედრო ტაძარში მედავითნედ განამწესა· 
XIX საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში გიორგი დაქორწინდა ეკატერინე ქავთარაძეზე. მათ სამი ვაჟი აღზარდეს: 
ვლადიმერი (მეუღლე – თამარ გელოვანი). გრიგოლი (პროფესიით ინჟინერი, ცოლად ჰყავდა ალექსანდრა კაევუმიაგი) და ნიკოლოზი 
(პროფესიით ექიმი, ცოლად ჰყავდა ეკატერინე კოკაია). 1856 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა და ქ.
ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. ამ ხარისხში მან 16 წელი ერთგულად იმსახურა და თავი-
გვ231
სი თავმდაბლობით, ნიჭიერებითა და გულწრფელობით ყველას სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
1900 წლის 5 ნოემბერს ფოთის საკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკონ 
გიორგის მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის კრებულში დანიშნა. მის კურთხევას დიდი სიხარულით შეხვდა ქ. ფოთის 
საზოგადოება და მრევლი. კურთხევის დღეს მათ მამა გიორგის სამკერდე ვერცხლის ჯვარი აჩუქეს და სიტყვითაც მიმართეს:  
„მამაო გიორგი! დღევანდელი დღე სასიხარულოა ყველა ჩვენთაგანისთვის, რადგან თქვენ, ჩვენ შორის უმწიკვლოდ იმსახურეთ თხუთმეტი
წლის განმავლობაში დიაკვნად და დღეს დაინიშნეთ სულიერ მწყემსად. ჩვენ უმდაბლესად ვმადლობთ 
მის მეუფებას ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს, რომ ასეთი ყურადღება მოიღო ჩვენზე და თქვენ დაგნიშნათ ჩვენ სულიერ 
მწყემსად. ჩვენც წინდად ჩვენი თქვენდამი ღრმა სიყვარულისა და პატივისცემისა გილოცავთ ვერცხლის მკერდის ჯვარს, რათა 
მადლი ჯვარისა გიძღოდეთ თქვენ ამ ახალ სამსახურში“· 
ახლად ნაკურთხი მოძღვარი დალოცა ეპისკოპოსმა ალექსანდრემაც და უსურვა მომავალშიც ერთგულად ემსახურა დედაეკლესიისათვის.
საპასუხო სიტყვაში მამა გიორგიმ მადლობა მოახსენა მეუფე ალექსანდრესა და ტაძარში შეკრებილებს დაფასებისა და კეთილი სურვილებისათვის.
მან დამსწრეთ მოკლე ქადაგებით მიმართა:
„შთამომავლობით კეთილშობილი და ერისკაცის ოჯახში აღზრდილი სიყრმიდანვე ვხედავდი მშობლების მუდამ ღვთისადმი ლოცვა-ვედრებასა. 
მეცა გული აღმევსო სათნოებითა და სიყვარულითა ღვთისათა და გავხდი მოშურნე სასულიერო 
წოდებისა. მსურდა, ვყოფილიყავი ქრისტეს ყანაში მწყემსად მისი ეკლესიისა. თავიდანვე სასულიერო უწყებასა შინა სამსახური ვიწყე მარტვილის საკათედრო ტაძარსა შინა.
განუსვენოს ღმერთმან ნეტარხსენებულთა გაბრიელ და ბესარიონ ეპისკოპოსთა, რომელთაც მე წამახალისეს ეკლესიის მსახურე-
გვ232

ბისადმი. აცოცხლოს და ადღეგრძელოს ღმერთმან ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი, რომელმაც მე დიაკვნად დამასხა ხელი, მარტვილის 
ტაძრიდან გადმომიყვანა აქ ფოთის საკათედრო ტაძარში და აგერ თხუთმეტი წელი მიმდინარეობს, რაც აქ ვმსახურებ. 
დღიდან დიაკვნად კურთხევისა ვცდილობდი მღვდლად კურთხევასა და დღეს ვეღირსე სურვილის აღსრულებასა. 
დღეს, თქვენო მეუფებავ, აღმიყვანეთ თქვენ მღვდლობის ხარისხზედ. საკათედრო ტაძრებში ოცდაექვსი წლის სამსახურით დამაშვრალი, 
შემთხვევით შვილების მძიმე ავადმყოფობით მეტისმეტად დასჯილი და მორჩენის უიმედობის გამო თითქმის ხორციელ ძალა გამოლეული მდგომარეობასა შინა მყოფი, 
ამა წარსული წლის 22 სექტემბერს, თქვენ, მეუფეო, უეცრად გამომიზმეთ მე და დანახვისთანავე თქვენ თქვენის ოქროსპიროვან 
სიტყვებით, მსგავსად მთავარანგელოზ გაბრიელისა, მახარეთ ღვთის მიერი თქვენი მოსაზრება, მიბრძანეთ: თქვენ გსურთ 
გაკურთხოთ მე დრომდი ფოთის კათედრის მღვდლად? ადვილად წარმოიდგენთ თქვენ, მეუფეო, და ყველა აქ მსმენელნი, 
თუ ესრეთი მნებებლობა და აღრჩევა თქვენისთანა კეთილი მღვდელმთავრისაგან რა სულიერი სიხარულის გრძნობებს დაბადებდა ჩემში, 
გარნა ესრეთი მოულოდნელი მოვლენისათვის მადლობელ ღვთისა და თქვენის მეუფებისა სიმდაბლით მივიღე 
გამოცხადება იგი და დღეს კიდევაც განახორციელეთ. უმდაბლესად გმადლობთ, მეუფეო, ამ ყურადღებისათვის, ღმერთმან 
ორთავე ცხოვრებასა შინა თქვენცა მოგაგოსთ ყოველივე კეთილი. 
რასაკვირველია, მანამდინაც კრძალვით და სიმდაბლით მიგებებულ ვიყავ, მარა ეხლა მაინც, შემდგომ თქვენ მიერ ჩემზედ 
გვ233
სულიწმინდის გადმოწვევისა უმეტესად ვშიშობ და ვძრწი, მეუფეო,  
ამ მძიმე მოვალეობისადმი. რაღაცა ძალა მხილებას მიყოფს და აჩრდილივით წინ წარმომიდგება და მეუბნება: შენთვის ცა 
და ქვეყანა ახალიაო, ძრწოდე და გეშინოდეს მძიმე მწყემსებრივ მოვალეობისა! მასთანვე სიტყვა მოციქულისა: ეკრძალენით თავთა თქვენთა და ყოველსავე სამწყსოსა, 
რომელი ეგე დაგადგინა თქვენ სულმან წმინდამან მოღვაწედ და მწყსად ქრისტეს ეკლესიათა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა. ამით 
აწ უნდა განვეკრძალო თავსა თვისსა სიტყვითა და საქმითა სულ სხვა უნდა ვიქნე, სიფრთხილით უნდა დავმწყსო ქრისტეს 
სისხლითეგამოხსნილი ქრისტეს ეკლესიის სამწყსონი ჩემნი ისე, რომ თუ არ შევმატებ სიკეთესა და მადლსა, ის დამწყსილი 
მაინც არ წარუწყმიდო და ისე წარუდგინო მეორედ მოსვლის დროს მაცხოვარსა ჩვენსა. უძლურება ჩემი, ყველა სამწყსოთა 
ჩემთა კეთილ მიმართულება და კეთილზნეობასა უნდა შეუფარდო ე. ი. მწუხარეთა და მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელ ვექნე, 
მოლხინეთა ულხინო, ქვრივ-ობოლთა და გაჭირვებულთა მივსცე ხელი შეწევნისა, უსწავლელთა და უვიცთა უნდა ვასწავლო და 
მრავალი მსგავსი ამისი... 
თქვენო მეუფებავ, რომ ესენი ჭეშმარიტად გავამართლო, მე უნდა ვიყო უმაღლესად საღვთისმეტყველო საგნებში განვითარებული დახელოვნებული, 
უმაღლესად ჭკვიანი, გონიერი და შორსგამჭვრეტი, უმაღლესად ჯანმრთელობის შექონი და გადამეტებულად ნივთიერი საშუალებით განბეჯითებული. 
მე თითქმის ყველა ამათთაგან ჩამოქვეითებულსა ვითარ ძალმიძს გამართლება ესრეთი მძიმე საპასუხისგებო დანიშნულებისა. 
ამისათვის მოვიქცევი თქვენი მეუფების წინაშე უმდაბლესი თხოვნით, რათა თქვენ, მეუფეო ჩემო, და მწყემსო ჩემო, აწცა მოიღებდეთ ჩემს უღირსებაზედ 
თქვენსა უხვსა ყურადღებასა. სიტყვითა და საქმით თუ ნივთიერებით აღმომიჩენდეთ ამ მოვალეობისადმი თქვენგან მოსალოდნელსა დახმარებასა და შემწეობასა. 
მამხელდეთ ნაკლულევანებათა ჩემთა და განმამტკიცებდეთ მო-
გვ234

ვალეობასა შინა ჩემსა. ილოცავდეთ ჩემს უღირსობაზედ, რათა გარდამატებულმან მადლმან და ლოცვამან თქვენის მეუფებისაგან გადაემატოს ცემტა ნაკლულევანებათა 
და უღირსებათა, რომ მსახურება ჩემი იქნეს სათნოდ ლვთისა და სასარგებლოდ 
ქრისტეს ეკლესიისა ისე, რომ მეორედ მოსვლის დროს შემეძლოს მაცხოვრის წინაშე თამამად წარდგომა და თქმა: აჰა! მე და 
სამწყსონი ჩემნი, რომელი მომცნა მე ღმერთმან“.
1901 წელს მეუფე ალექსანდრემ იგი საგვერდულით დააჯილდოვა.
1904 წლის 12 თებერვალს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის  მამა გიორგი წმინდა ანას III ხარისხის 
ორდენით დაჯილდოვდა.
1905 წლის 14 თებერვალს მღვდელი გიორგი გურია სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის წევრად  აირჩიეს. ამავე წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს.
1909 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1913 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
გვ235 
XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა და ჭყონდიდის ეპარქიის. მარტვილის 
ოლქის მთავარხუცესაღ დაინიშნა. ეკლესიისთვის უმძიმესი წლები იდგა. სამღვდელოებას ურთულეს პირობებში უხდებოდა მღვდელმ- . 
სახურება. დეკანოზი გიორგი, როგორც ერთ-ერთი უხუცესი და გამოცდილი მოძღვარი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით 
სარგებლობდა სამღვდელოებასა და მრევლში. იგი ესწრებოდა საეკლესიო კრებებს, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი 
და აქტიურად მონაწილეობდა საეპარქიო საქმეებში. 
1926 წლის 10 მარტს შეიკრიბა ჯყონდიდის საეპარქიო კრება, დეკანოზ გიორგი გეგეჭკორის თავჯდომარეობით, რომელზეც  
განიხილეს 1921 წელს გელათში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კრებაზე მიღებული ერთ-ერთი საკითხი, 
რომლის თანახმადაც ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს ჩამოერთვა მიტროპოლიტის პატივი. 
სამწყსო მოითხოვდა თავისი უფლებების აღდგენას და კრებას შეახსენებდა, რომ უძველესი დროიდან, როდესაც 
საქართველო მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. დაყოფილი იყო 35 ეპარქიას, ჭყონდიღელ მიტროპოლიტს პირველი 
ადგილი ეჭირა კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ და ასე იყო. საუკუნეების განმავლობაში, სანამ საქართველოში არ დამყარდა  
რუსული საეკლესიო მმართველობა. 1917 წლის პირვე ი საეკლესიო კრებაზე ჭეყონდიდელ მღვდელმთავარს დაუბრუნდა თავისი
პატივი, მაგრამ 1921 წლის კრებამ კი განმეორებით წაართვა მას. კრებამ დაადგინა: ეთხოვოს სრულიად საქართველოს საეკდესიო 
საბჭოს რწმენის აღდგენის ხანაში დაუბრუნდეს ჭყონდიდის კათედრას მიტროპოლიტის პატივი. 
ცხოვრებამ მძიმე ხვედრი არგუნა დეკანოზ გიორგის ოჯახს. 
მისი სამი ვაჟიდან ორი: გრიგოლი და ნიკოლოზი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. გადარჩა მხოლოდ ერთი – ვლადიმერი, 
რომლის შთამომავლობამაც თავისი წინაპრების სინათლე გამოიყოლა ერისა და ქვეყნის წინაშე მსახურებისათვის. 
გვ236
მისი უფროსი ვაჟის, ვლადიმერ გეგეჭკორის მოგონებებში ვკითხულობთ: „მამა გატაცებით მიყვებოდა ხოლმე ამბებს ჩვეწი ქვეყნის წარსულზე, 
კრწანისის ბრძოლაზე, სამასი არაგველის შემართებაზე, ცხრა ძმა ხერხეულიძეების გმირობაზე... 
ერთ დღეს მცხეთაში წამიყვანა და სვეტიცხოველი დამათვალიერებინა· სიძველეთადმი სიყვარულს მინერგავდა...“ 
ვლადიმერ გეგეჭკორის ვაჟი გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი და სახალხო არტისტი გიორგი (გოგი) გეგეჭკორი, 
ხოლო ძისი შვილია, მხატვარი გიორგი გეგეჭკორი, რომელმაც გიორგი ჭყონდიდლის პორტრეტისათვის მოდელად სწორედ თავისი 
დიდი წინაპრის – დეკანოხ გიორგი გებგეჭკორის პორტრეტი გამოიყენა. 
დეკანოზი გიორგი გეგეჭკორი 1930 წლის 20 მაისს მშობლიურ სოფელში, საკუთარ სახლში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 
24 მაისს ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ეპარქიის სამლვდელოებამ იგი დიდი პატივით მიაბარეს მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოს, 
სადაც მან პირველად დაიწყო საეკლესიო მსახურება· 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.02.2024
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0