სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11759

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დალბაშვილი  ზაქარია სოლომონის ძე 1886-1955წწ მღვდელი დაბ. საგარეჯო დალბაშვილი  ზაქარია სოლომონის ძე 1886-1955წწ მღვდელი დაბ. საგარეჯო

1886-1955 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დალბაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

428       ბეჭდვა

დალბაშვილი ზაქარია სოლომონის ძე 1886-1955წწ მღვდელი დაბ. საგარეჯო

მღვდელი ზაქარია დალბაშვილი 1886-1955წწ

მღვდელი ზაქარია 1886 წლის 6 აგვისტოს გარე კახეთში, საგარეჯოში, გლეხის სოლომონ დალბაშვილის ოჯახში დაიბადა. 
მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი დედ-მამიშვილი იზრდებოდა. 
დაწყებითი განათლება მან სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. უკვე მოზრდილი ზაქარია დავით გარეჯის მამათა 
მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. გარეჯის მონასტერში მან ოთხი წელი დაჰყო. 
შემდეგ თბილისში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს 
გვ334

და დარაჯის მოვალეობა დააკისრეს. 1906 წლის დიდმარხვაში თბილისში, მამა დავითის წმინდა 
დავით გარეჯელის სახელობის ტაძარში სტიქაროსნად დაინიშნა. 1907 წლის 22 თებერვალს ოძისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის 
დროებით მედავითნედ დაადგინეს, ხოლო ამავე წლის 9 აგვისტოდან ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა 
(კაჭახიძე) ერედვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნის მოვალეობის შემსრულებლად 
გადაიყვანა. 
1914 წლის 6 იანვარს შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. მედავითნეობის პერიოდში ზაქარია დაქორწინდა დარია 
სოლომონის ასულ გორგიშელზე (დაბადებული 1890 წლის 31 იანვარს) დარიამ მას სამი ქალიშვილი გაუჩინა. 
1919 წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) ზაქარია დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1920 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ქიწნისის ყოვლადწმინდა 
ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 
მამა ზაქარია ფრიად განსწავლული ადამიანი იყო. იგი ზედმიწევნით ფლობდა რუსულ ენას, სასულიერო მწერლობის გარდა კარგად იცნობდა საერო ლიტერატურას,
ისტორიას, ბუნებისმეტყველებას. დიდად დაინტერესებული იყო აგრონომიით. მას მრევლთან საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა. ის არა მარტო მათი სულიერი მამა.
არამედ დიდი მეგობარიც იყო. ყველასთვის საჭირო მრჩეველი ყოფილა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე იურიდიულ საკითხებში. გადმოგვცემენ, რომ მამა ზაქარიას 
სულიერი შვილი იყო იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) დედა ეკატერინე (კეკე). რომელიც დიდად აფასებდა თავის მოძღვარს. 
1924 
გვ335
წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ მამა ზაქარიაც დაპატიმრბულთა სიაში აღმოჩნდა, მაგრამ ეკატერინეს წყალობით, იგი 
სიკვდილს გადაურჩა და გაათავისუფლეს. 
სასწაულად გადარჩენილმა მამა ზაქარიამ ვეღარ გააგრძელა სამღვდელო მსახურება და ოჯახისათვის სარჩოს მოსაპოვებლა 
გორის მეურნეობაში აგრონომად დაიწყო მუშაობა. XX საუკუნის 30-იან წლებში, მძიმე მატერიალური პირობების გამო, მამა ზაქარია 
თავის მშობლიურ მხარეს, საგარეჯოს დაუბრუნდა. 
1943 წელს, ტაძრებისა და მონასტრების ამოქმედების შემდეგ მამა ზაქარიას საშუალება მიეცა, დაბრუნებოდა მღვდელმსახსურებას. 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, რომელიც დიდად აფასებდა 
მის ცოდნასა და გამოცდილებას, იგი 1944 წლის 15 აპრილს საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად დაინიშნა. მამა ზაქარიას ქალიშვილებს კარგად ახსოვთ უწმინდესის სტუმრობები მათ სახლში, საგარეჯოში 
როდესაც კათოლიკოსი კახეთში მიემგზავრებოდა, აუცილებლად მამა ზაქარიას ოჯახში შეივლიდა ხოლმე. 
მამა ზაქარიას დანიშვის დროს საგარეჯოს წმინდა დოდოს ეკლესიაში საჯინიბო იყო მოწყობილი. მოძღვრის დიდი შრომითა და მცდელობით, 
ასევე უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის დახმარებით, წმინდა დოდოს ეკლესიაში კვლავ აღდგა ღვთისმსახურება· ეკლესია შეკეთდა, შეიმკო ხატებითა და საჭირო 
ინვენტარით. მოძღვარიც, ჭარმაგი ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდული ენერგიითა და დიდი სიყვარულით უქადაგებდა მრევლს. 
ინათლებოდნენ ბავშვები, ქრისტიანული წესით ხდებოდა მიცვალებულთა დაკრძალვა და სისტემატურად აღესრულებოდა წირვა-ლოცვა. 
იმ დროისათვის ეკლესიაში მსახურება ურთულესი იყო. ადამიანთა უმეტესობა უნდობლად, ნიჰილისტურად ეკიდებოდა რელიგიურ მსახურებას. 
მამა ზაქარიამ თავისი ცხოვრების წესით,პირადი მაგალითით, ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმ
გვ336
სახურა. მას ენდობოდნენ, მისგან სწავლობდნენ როგორც გორში, ისე საგარეჯოს რაიონში, გასაჭირში ეიმედებოდით. მასთან, 
როგორც მრავალმხრივ განათლებულ ადაშიანთან, მიდიოდნენ ისინიც. ვინც ეკლესიაში არ დადიოდა. მიდიოდნენ რჩევის საკითხავად. 
მოძღვარი ყველას პატივისცეშით ეგებებოდა. მას ძალიან უყვარდა ბავშვები სიამოვნებდაღა მათი დასაქმება რითაც შრომას 
აჩვევდა პატარებს. უყვარდა მათი დასაჩუქრება, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ შრომით თავის გამოჩენის შემდეგ. შვილიშვილებს
ავალებდა ნათლობისათვის წყლის გაცხელებას, ემბაზის მომზადებას. დანარჩენ ყმაწვილებლსაც ჰქონდათ პატარა ვალდებულებანი – ეკლესიის დალაგება, 
დასუფთავება· ყვავილებით მორთვა, ხატების დაწმენდა, ფარდაგების დასუფთავება და ა. შ. საქმის შესაბამისად შესრულების შემდეგ. 
ყველა საჩუქრდებოდა· 
დედაჩემი – მამა ზაქარიას შვილიშვილი იხსენებს მის ძალზედ სასიამოვნო ტემბრის ხმას. იგი ზაფხულობით, მწუხრის ჟამს, ღია 
აივანზე, გარშემო დაისვამდა შვილიშვილებს, უკითხავდა ლოცვებს, ღიღინებდა საგალობლებს, ძალზე უყვარდა „სულიკოს“ და ,„ციცინათელას“ 
მელოდია. ეს იყო საოცარი სიმშვიდის, სინანულითა და მოყვასისადმი უზომო სიყვარულით გაჯერებული, თითქოს გაჩერებული დრო. 
დედა ხშირად იხსენებდა ერთ ეპიზოდს მამა ზაქარიას ცხოვრებიდან. 
ერთი გლეხის ოჯახში ბავშვი გაუხდათ ავად წითელა-ბატონებით, რომელიც ძალზე გართულებული ფორმით განვოთარდა
მშობლები სასოწარკვ


გვ337
ეთილნი იყვნენ. ჩვენ, ბავშვები, ეზოსთან ვირეოდით. მამა ზაქარია მივიდა ოჯახმი, ილოცა პატარისათვის, აზიარა, მშობლები
დაამშვიდა. ამ დროს ბავშვმა სიცხიანი ტუჩებით ძლივს შესამჩნევად ამოილუღლუღა, ბროწეული მინდაო.
ზაფხული იყო, ბროწეული ვიღას ექნებოდა, მამა ზაქარია შემჯდარა თავის თეთრ ცხენზე და გადგომია გზას. ყველას უკვირდა
სად წავიდა, ამ დროს ბროწეულს სად იშოვისო? მთელი დღე დადიოდა თურმე სოფელ-სოფელ. და ყველას გასაკვირად საღამოს მოიტანა ავადმყოფისათვის 
ვიღაცის ოჯახში სასწაულად შემორჩენილი, პატარა, გამხმარი ბროწეული. თავისი ხელით გამოაცალა მარცვლები და გამოუწურა 
სიცხიან ბავშვს. თურმე იმ დღიდან გამომჯობინდა პატარა. 
ის ბიჭუნა დღეს დედაჩემის ტოლია. მშობლებიც, ღრმად მოხუცებული, ცოცხალი ჰჩყავს და კარგად ახსოვთ ეს ამბავი·  
1955 წლის 18 ივნისს თბილისში შემაშფოთებელი ცნობა მოვიდა საგარეჯოდან. მოხუცი და ყველასათვის საყვარელი მოძღვარი წინა საღამოს თავის 
სახლში გაძარცვის მიზნით მოუკლავთ··· 
განა რა სიმდიდრე უნდა ჰქონოდა მოძღვარს, რომელიც, უკანასკნელ ლუკმას უყოფდა უპოვართ. მძიმედ დაჭრილმა მამა  
ზაქარიამ მოასწრო ახლობლებისათვის მძარცველების ვინაობის დასახელება, თუმცა ისიც ითხოვა, რომ მათთვის ეპატიებინათ.
მართლაც, ოჯახის წევრებმა მომხდართან დაკავშირებით საჩივარი არ აღძრეს, მაგრამ ყაჩაღები მილიციამ მაინც დააკავა, თუმცა სასამართლოზე დანაშაული ვერ
დაუმტკიცეს. გათავისუფლებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს, რომელმაც უშუალოდ ესროლა მამა ზაქარიას, მცირე ხანში მეუღლე სიმსივნით გარდაეცვალა. 
გავიდა ხანი და ერთადერთი შვილი გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპა, საბოლოოდ, თავადაც უკურნებელი სენით დაიღუპა. 
მამა ზაქარიას დიდი შრომით აღორძინებული წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ეკლესია დღესაც მოქმედია და უკვე 70 
წელია გრძელდება მის კედლებში ჭეშმარიტი ღვთის დიდება· 

მოამზადა მღვდელ ზაქარიას შვილიშვილმა, საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის
მღვდელმსახურმა, დეკანოზმა  დავით რუხაძემ
გვ338


დეკანოზი ზაქარია დალბაშვილი
დეკანოზი ზაქარია საგარეჯოში 1888 წელს სოლომონ დალბაშვილის ოჯახში დაიბადა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი დედმამიშვილი იზრდებოდა. დაწყებითი განათლება სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, რომლის დასრულების შემდეგ დარია გორგიშვილზე დაქორწინდა, მასთან სამი ქალიშვილი შეეძინა. 1913 წლიდან ერედვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ მსახურობდა. 1919 წელს დიაკვნად, 1920 წელს მღვდლად დაასხეს ხელი კი და ქალაქ გორში განამწესეს. მამა ზაქარია ფრიად განსწავლული ადამიანი იყო. იგი ზედმიწევნით ფლობდა რუსულ ენას, სასულიერო მწერლობის გარდა კარგად იცნობდა საერო ლიტერატურას, ისტორიას, ბუნებისმეტყველებას. დიდად დაინტერესებული იყო აგრონომიით. მას მრევლთან საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა. ის არა მარტო მათი სულიერი მამა, არამედ დიდი მეგობარიც იყო. ყველასთვის საჭირო მრჩეველი ყოფილა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე იურიდიულ საკითხებშიც კი. გადმოგვცემენ, რომ მამა ზაქარიას სულიერი შვილი იყო იოსებ სტალინის (ჯუ-ღაშვილი) დედა ეკატერინე (კეკე), რომელიც დიდად აფასებდა თავის მოძღვარს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდგომ, მამა ზაქარიაც დაპატიმრებულთა სიაში აღმოჩნდა, მაგრამ ეკატერინეს წყალობით, იგი აშკარა სიკვდილს გადაურჩა. ეკატერინეს ძალისხმევითვე მოხდა მოძღვრის განთავისუფლება. სასწაულად გადარჩენილმა მამა ზაქარიამ ვეღარ გააგრძელა სამღვდელო მსახურება და ოჯახისათვის სარჩოს მოსაპოვებლად გორის მეურნეობაში აგრონომად  დაიწყო მუშაობა. 1930-იან წლებში, მძიმე მატერიალური პირობების გამო, მამა ზაქარია თავის მშობლიურ მხარეს, საგარეჯოს დაუბრუნდა. 1943 წელს ტაძრებისა და მო– ნასტრების ამოქმედების შემდეგ მამა ზაქარიას საშუალება მიეცა, დაბრუნებოდა მღვდელმსახურებას. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა–კურთხევით, რომელიც დიდად აფასებდა მამა ზაქარიას ცონასა და გამოცდილებას, იგი სა–გარეჯოს წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მამა ზაქარიას ქალიშვილებს კარგად ახსოვთ უწმიდესის სტუმრობები მათ სახლში, საგარეჯოში, როდესაც კათოლიკოსი კახეთში მიემგზავრებოდა, აუცილებლად მამა ზაქარიას ოჯახში შეივლიდა ხოლმე. მამა ზაქარიას დანიშვნის დროს საგარეჯოს წმ. დოდოს ეკლესიაში საჯინიბო იყო მოწყობილი. მისი დიდი შრომითა და მცდელობით, ასევე უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის დახმარებით, წმინდა დოდოს ეკლესიაში კვლავ აღსდგა ღვთისმსახურება. ეკლესია შეკეთდა, შეიმკო ხატებით და საჭირო ინვენტარით. მოძღვარიც, ჭარმაგი ასაკის მიუხედავად, ახალ–გაზრდული ენერგიითა და დიდი სიყვარულით უქადაგებდა მრევლს. ინათლებოდნენ ბავშვები, ქრისტიანული წესით ხდებოდა მიცვალებულთა დაკრძალვა და სისტემტიურად ტარდებოდა წირვა-ლოცვა, რითაც მრევლს საშუალება ეძლეოდა, ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ზიარებოდა. იმ დროისათვის ეკლესიაში მსახურება ურთულესი იყო. ადამიანთა უმეტესი ნაწილი უნდობლად, ნიჰილისტურად ეკიდებოდა რელიგიურ მსახურებას. მამა ზაქარიამ თავისი ცხოვრების წესით, პირადი მაგალითით, ხალხის სიყვარუ–ლი და პატივისცემა დაიმსახურა. მას ენდობოდნენ, მისგან სწავლობდნენ, როგორც გორში, ისე საგარეჯოს რაიონში, გასაჭირში ეიმედებოდათ. მასთან, როგორც მრავალმხრივ განათლებულ ადამიანთან, მიდიოდნენ ისინიც, ვინც ეკლესიაში არ დადიოდა. მიდიოდნენ რჩევის საკითხავად. მოძღვარი ყველას პატივისცემით ეგებებოდა. დედაჩემის ნაამბობიდან ვიცი, რომ მამა ზაქარიას ძალიან უყვარდა ბავშვები. სიამოვნებდა მათი დასაქმება, რითაც შრომას აჩვევდა. უყვარდა მათი დასაჩუქრება, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ შრომაში თავის გამოჩენის შემდეგ. პირადად დედაჩემს ავალებდა ნათლობისათვის წყლის გაცხელებას, ემბაზის მომზადებას. დანარჩენებს ჰქონდათ თავ-თავისი პატარა ვალდებულებანი ეკლესიის მილაგება, დასუფთავება, ყვავილებით მორთვა, ხატების დაწმენდა, ფარდაგების დასუფთავება და ა.შ.
47-2 საპატრიარქოს უწყებანი N47 28 დეკემბერი-1-იანვარი 20007წ გვ.28
 ყველა საჩუქრდებოდა, მხოლოდ საქმის შესაბამისად შესრულების შემდეგ.  დედაჩემი მამა ზაქარიას შვილიშვილი იხსენებს მის ძალზედ სასიამოვნო ტემბრის ხმას. იგი ზაფხულობით, მწუხრის ჟამს, ღია აივანზე დაისვამდა შვილიშვილებს გარშემო, უკითხავდა ლოცვებს, ღიღინებდა საგალობლებს, ძალზე უყვარდა „სულიკოს“ და „ციცინათელას“ მელოდია. ეს იყო საოცარი სიმშვიდის, სინანულითა და მოყვასისადმი უზომო სიყვარულით გაჯერებული, თითქოს გაჩერებული დრო. დედა ხშირად იხსენებდა ერთ ეპიზოდს მამა ზაქარიას ცხოვრებიდან. ერთი გლეხის ოჯახში ბავშვი გაუხდათ ავად წითელა-ბატონებით, რომელიც ძალზე გართულებული ფორმით განვითარდა. მშობლები სასოწარკვეთილნი იყვნენ. ჩვენ, ბავშვები, ეზოსთან ვირეოდით. მამა ზაქარია მივიდა ოჯახში, ილოცა პატარისათვის, აზიარა, მშობლები დაამშვიდა. ამ დროს ბავშვმა სიცხიანი ტუჩებით ძლივს შე–სამჩნევად ამოილუღლუღა, ბროწეული მინდაო. ზაფხული იყო, ბროწეული ვიღას ექნებოდა. მამა ზაქარია სახეზე საოცარი ნათელით შემჯდარა თავის თეთრ ცხენზე და გადგომია გზას. ყველას  უკვირდა, სად წავიდა, ამ დროს ბროწეულს სად იშოვისო? მთელი დღე დადიოდა თურმე სოფელ–სოფელ და ყველას გასაკვირად საღამოს მოიტანა ავადმყოფისათვის ვიღაცის ოჯახში სასწაულად შემორჩენილი, პატარა, გამხმარი ბროწეული. თავისი ხელით გამოაცალა მარცვლები და გამოუწურა სიცხიან ბავშვს. თურმე იმ დღი– დან გამომჯობინდა პატარა. ის ბიჭუნა დღეს დედაჩემის ტოლია, მშობლებიც. ღრმად მოხუცებულები, ცოცხალი ჰყავს და კარგად ახსოვთ ეს ამბავი. 1955 წლის მარტში თბილისში შემაშფოთებელი ცნობა მოვიდა საგარეჯოდან. მოხუცი და ყველასათვის საყვარელი მოძღვარი საღამოს თავის სახლში გაძარცვის მიზნით მოუკლავთ. განა რა სიმდიდრე უნდა ჰქონოდა მოძღვარს, რომელიც უკანასკნელ ლუკმას უყოფდა უპოვართ. მძიმედ დაჭრილმა მამა ზაქარიამ მოასწრო ახლობლებისათვის მძარცველების ვინაობის დასახელება, თუმცა ისიც ითხოვა, რომ მათთვის ეპატიებინათ. მართლაც ოჯახის წევრებმა საჩივარი არ აღძრეს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ ყაჩაღები მილიციამ მაინც დააკავა, თუმცა სასამართლოზე მათ ვერ დაუმტკიცეს დანაშაული. განთავისუფლებული თავდამსხმელებიდან ერთ–ერთს, რომელმაც უშუალოდ ესროლა მამა ზაქარიას მცირე ხანში მეუღლე სიმსივნით გარდაეცვალა. გავიდა ხანი და ერთადერთი შვილი გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპა, საბოლოოდ თვითონაც უკურნებელი სენით გარდაიცვალა. მამა ზაქარიას დიდი შრომით აღორძინებული წმინდა დოდოს ეკლესია დღესაც მოქმედია და უკვე 70 წელია გრძელდება მის კედლებში ჭეშმარიტი ღვთის დიდება. დეკანოზ ზაქარიას შვილთაშვილი, საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელი დავით რუხაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 02.09.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0