სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10735

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
თოთიბაძე ანტონ მაქსიმეს ძე 1865-1938წწ პროტოპრესვიტერი დაკრძ. სიონის ეზოში თოთიბაძე ანტონ მაქსიმეს ძე 1865-1938წწ პროტოპრესვიტერი დაკრძ. სიონის ეზოში
ბმულის კოპირება



გვარი თოთიბაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

თოთიბაძე ანტონ მაქსიმეს ძე 1865-1938წწ პროტოპრესვიტერი დაკრძ. სიონის ეზოში

პროტოპრესვიტერი ანტონ თოთიბაძე 1865-1938წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 




პროტოპრესვიტერი ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე 1865 წელს გურიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამა ანტონის წინაპარი 
გახლდათ XIX ს-ის I ნახევარში შემოქმედის მონასტერში მოღდვაწე ცნობილი მგალობელი და სასულიერო მოღვაწე, მღვდელი 
გიორგი დუმბაძე, რომელიც მას პაპად, დედის ბიძად ერგებოდა. 
1881-1887 წლებში ანტონი თბილისის სასულიერო სემინარიაში 
გვ467

სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა 1887 წლის სექტემბერში თბილისის სასულიერო სასწავლებელში აღმზრდელად დაინიშნა· 
1888 წლის 4 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნეს. 
1889 წლის 1 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასი გადაიყვანეს. 
1890 წლის სექტემბერში ქაშვეთის ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო საეკლესიო სკოლა, სადაც საღვთო სჯულის სწავლება მამა ანტონს
დაევალა. 
1891 წლის მარტში იგი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშმობლის სახელობის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. 
ამ თანამდებობაზე დეკანოზმა ანტონმა 1918 წლამდე იმსახურა. 
1892 წლის 22 ივლისს სკუფია უბოძეს, ხოლო 1895 წლის 6 მაისს კი კამილავკით დაჯილდოვდა. 
1898 წლის მაისში გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში 
ჩატარდა გამოსამშვიდობებელი წირვა, სადაც მღვდელმა ანტონმა ქალაქის სამღვდელოების სახელით სიტყვით მიმართა მხცოვან მღვდელმთავარს: 
„უმაღლესი ნების თანახმად, ამ დღითგან ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მოგეცათ უფრო უდიდესი ადგილი სამღვდელმთავროდ.
სწორედ 36 წელმა განვლო მას შემდეგ, რაც მწყემსმთავრის ხარისხში მოღვაწეობთ მშობელ ქართული ეკლესიის სასარგებლოდ, 
და ამ ხნის განმავლობაში საქართვე
გვ468

ლოს საეგზარქოსოს სამწყსოში ისეთი ჩინებული და ხელთუქმნელი ძეგლი დაიდგით, რომელსაც ვერ შემუსრავს ვერავითარი 
ძალა მტრისა. 
ქ. თბილისის სამღვდელოება და სასულიერო უწყებაში მოსამსახურენი, რომელნიც უმახლობელესნი მოწმენი იყვნენ თქვენის 
შწყემსთმთავრული მოღვაწეობისა, გეთხოვებიან რა დღეს, სიყვარულით მოაქცევენ ყურადღებასა თვისსა მართლმადიდებელ 
მწყემსთა შორის თქვენსა ნათელსა და ბრწყინვალე სახესა ზედა. მთელი თქვენი ძალ-ღონე სიყრმითგან მხცოვანებამდე 
მონდომებული ჰქონდა მშობელ ეკლესიას, რომელიც მხურვალედ გიყვარდათ ხოლო ეხლა არც დროა და არც ადგილი 
ჩამოვთვალოთ ყოველი თქვენი მწყემსმთავრული ღვაწლი ეკლესიისა და სამშობლოს სასარგებლოდ, მოვიხსენიებ მხოლოდ 
იმას, რის მოწმენიცა ვართ ყველა აქ მყოფნი. მხურვალე მონაწილეობას იღებდით დაბადების ქართულ ენაზედ გამოცემის 
საქმეში, ღრმად იყავით რა დარწმუნებული, რომ ყოველი ჭეშ
გვ469
მარიტი საფუძველი კეთილის ზნეობისა ქრისტიანეს შეუძლიან შეითვისოს ამა, მუდმივ ცხოვრების წიგნიდან. იცოდით რა, რომ
დაბადების შემდეგ ერის უმთავრესი მასწავლებელი მართლმადიდებელ ქრისტიანებრივი ღვთის მსახურებაა, კეთილკრძალულებითა და კეთილწესიერად 
გარდახდილი მშობლიურს ენაზედ, – თქვენ ბევრი ზრუნვა-მეცადინეობა და ქონებრივი საშუალება შესწირეთ, რათა ქართულ საეკლესიო საგალობელთა სამშობლო
ხმა არ დაკარგულიყო ერის ხსოვნაში, არამედ დასტამბულიყო და დაცულიყო მთლად და შეუბღალველად შემდეგთა მოდგმათათვის. 
გიყვარდათ რა საეკლესიო მწიგნობრობა, ძველთა ქართულ საეკლესიო მწიგნობრობის სახსოვართა გამოცემით ძვირფასი განძი შესძინეთ ქართულ საეკლესიო ლიტერატურას.  
თქვენი რუდუნი არ მოჰკლებია ქართველ მართლმადიდებლობის ძველთა სახსოვართაც – ტაძრებსა და მონასტრებს, 
რომელნიც თქვენს მწყემსმთავრულ ზრუნვასა ჰქონდა რწმუნებული. არანაკლები ყურადღება მიაქციეთ ახალი თაობის სასულიერო განათლებას, 
რისთვისაც ვაჟთა და ქალთა სასულიერო სასწავლებლებში სტიპენდიები დააარსეთ და დიდძალ ფულს სწირავდით. თქვენმა ამგვარმა 
ზრუნვამ, რათა მოზარდი თაობა სარწმუნოებისა და ეკლესიის აზრისამებრ ყოფილიყო აღზრდილი, თავი იჩინა აფხაზეთშიაც, სადაც 
თქვენი მცირე საშუალებით მთელ პანსიონს ინახავდით და თქვენვე ჰმასწავლებლობდით ბავშვებს. 
ყოველ ამა გარეგანს განცხადებას თქვენის მწყემსთმთავრულის მოღვაწეობისას აცისკროვნებს თქვენი პიროვნება, ღრმად განმსჭვალული ქრისტიანებრივის ყოველ


გვ470 
სათნო თვისებითა, რაიცა ჩვენსა გულში ააღორძინებს სიყვარულსა და ერთგულებასა თქვენდა მიმართ.
თბილისის სამღვდელოება და სასულიერო უწყებაში მოსამსახურენი, დიდად აფასებენ რა თქვენს სინაყოფიერეს, ხანგრძლივსა მწყემსმთავრულსა 
მოღვაწეობასა ეკლესიისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ, მოგილოცავენ, კეთილო მწყემსო, ახალს თანამდებობაზედ დანიშვნასა და ევედრებიან უზენაესსა, 
რათა მანაც, ყოვლადმოწყალემ, არა მოგაკლოთ თვისი წყალობა მრავალსა და კვლავ მრავალ წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში თქვენის ახალ სამსახურის 
ასპარეზსა ზედა. 
წარვედ, მეუფეო, ახალ სამწყსოში, რომელიც განსაკუთრებულის სიყვარულითა და მოუთმენლობით მიგელის და რომელსაც დიდად და დიდად სჭირია შენი 
მამობრივი ზრუნვა, უანგარო მართვა და თვით შენი თავიც, ვითარცა სახარების მოძღვრებათა აღმასრულებელისა. წარვედ ახალის ძალ-ღონითა და 
მხნეობით, ვინაიდგან იქ სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი ყოვლად მცირე. 
ლოცვათა შინა ჩვენთა მოსაგონებლადა და სახსოვრად მიიღეთ, თქვენო უსამღვდელოესობავ, ქ. თბილისის სამღვდელოებისა და სასულიერო უწყებაში მყოფ 
მოსამსახურეთაგან ესე ხატი ივერიის ღვთისმშობლისა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება მფარველი თქვენი თქვენსა ყოვლად ძნელსა მწყემსმთავრულსა 
სამსახურსა შინა“. 
ეკლესიაში ნაყოფიერი და ერთგული სამსახურისათვის მამა ანტონი დაჯილდოებული იყო: 1900 წელს სამკერდე ოქროს 
ჯვრით; 1903 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდებით; 1910 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით; 1914 წლის 
6 მაისს კი ენქერით. 
1918 წელს დეკანოხი ანტონი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის წინამძღვრად და 
ქართული ლაშქრის უფროს მღვდლად დაინიშნა. 1921 წელს, კომუნისტების შემოსვლის შემდეგ, სამხედრო ტაძარი დაიხურა 
გვ471

და ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს მიეწერა, მამა ანტონიც მის წინამძღვრად გადაიყვანეს. 
1929 წელს მიტრით დაჯილდოვდა. 
1933 წელს ხელისუფლებამ ეს ეკლესიაც დაანგრია და მის ადგილას ვერი ბაღი გააშენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-სპატრიარქმა კალისტრატე 
(ცინცაძე) დეკანოზი ანტონი სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანა· 
1934 წელს მას პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა· 
წლების განმავლობაში მამა ანტონი ასწავლიდა საღმრთო სჯულს თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში, ქართული გიმნაზიის დაბალ კლასებსა და ქალთა  
მეხხუთე გიმნაზიაში, სადაც 1918–1921 წლებში ქართულ ენას ასწავლიდა. ჯერ წევრი, შემდეგ კი ქალთა საეპარქიო სასწავლებლის თავმჯდომარე იყო. 
1935 წლის 8 იანვარს სიონის ტაძრის წინ ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თეძოს ძვალი გაუტყდა: მკურნალობამ ვერ უშველა, რის გამოც, 1937 წლის 22 დეკემბერს 
თავი დაანება სამსახურს. პროტოპრესვიტერი ანტონი 1938 წლის 8 მარტს გარდაიცვალა, დასაფლავებულია სიონის ტაძრის გალავანში, სამხრეთ კედელთან.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 08.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0