სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10732

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ქუხილავა  ნიკოლოზ 1878-1932წწ მღვდელი დაბ. სოფ. ტყაია, ზუგდიდი ქუხილავა  ნიკოლოზ 1878-1932წწ მღვდელი დაბ. სოფ. ტყაია, ზუგდიდი

1878-1932 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ქუხილავა სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

ქუხილავა ნიკოლოზ 1878-1932წწ მღვდელი დაბ. სოფ. ტყაია, ზუგდიდი


05.03.2009 კარიბჭე 

თითქმის საუკუნემ განვლო ამ ამბებიდან, მაგრამ უამრავი წმინდა სახელი და საგანგებოდ მიჩქმალული ისტორიის ეს მონაკვეთი ჯერაც უცნობი და გაუხსნელია.

ქართველ ახალმოწამეთა და ღირს მამათა საფლავები ღვაწლით განწმენდილ იმ დაფებს ემსგავსება, მარადისობამ სამუდამოდ რომ ამოტვიფრა ლოცვის სიტყვები... ამ სიტყვათა განმეორება კი, ვგონებ, ზედმეტად არასოდეს მოგვეჩვენება...

***

არ ვიცი, სად განისვენებს მამა ნიკოლოზ ქუხილავას სხეული, თუმცა როდესაც მის ცხოვრებას გადავხედე, ერთგვარად მენიშნა დაბადების თარიღი - 1878 წლის ნათლისღება... ამ უწმინდესი დღის ნათელი თითქოს მის ხანმოკლე ცხოვრებას გადასწვდა და სხვების სულებიც გადაარჩინა იმდროინდელ ავბედობას...

ძნელია, მშრალ თარიღებსა და მწირ ბიოგრაფიულ ცნობებს შორის ღვთისკაცის სიცოცხლე ამოიკითხო, მაგრამ სადღაც, რომელიღაც სტრიქონის ბოლოს თითქოს სუნთქვას იწყებს მიწის წიაღიდან ეს-ესაა ამობრწყინებული უცხო მარგალიტი...

სულ ეს არის, რაც მამა ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ მოვიპოვეთ:


ბიოგრაფია

მღვდელი ნიკოლოზ ქუხილავა, როგორც ვთქვით, 1878 წლის 19 იანვარს გლეხის ოჯახში დაბადებულა ზუგდიდის მაზრის სოფელ ტყაიაში.

მამამისს, კონსტანტინე ქუხილავასა და დედას, დუდუხან უბილავას მის გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყოლიათ.

სწორედ ღვთისნიერმა მშობლებმა გაუღვივეს ნიკოლოზს ღვთისა და ეკლესიის სიყვარული.

როგორც მამა ნიკოლოზის პირად არქივში გადანახული ხელნაწერით ირკვევა, მას ჯერ შინ მიუღია განათლება, საეკლესიო წიგნთა კითხვა, ტიპიკონი და გალობა კი ხობის ღვთისმშობლის მიძინებისა და გელათის მონასტრებში უსწავლია.

ღვთისმსახურების სიყვარულით დიდად გამოირჩეოდა მისი უმცროსი ძმა სოფრომიც, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა.

1914 წლისთვის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე, აწ წმინდანად შერაცხული - ავტ.) კურთხევით ნიკოლოზი ჯერ ზუგდიდის მაზრის დედგესამიის მთავარანგელოზის ტაძრის მედავითნედ განაწესეს, შემდეგ, მალევე - ტყაიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

რამდენიმე წელიწადში დაოჯახდა - ცოლად წალენჯიხის რაიონის სოფელ ქვედა ლიის მკვიდრი, თავისი ოჯახივით ღვთისმოსავი ოჯახის შვილი აგრაფინა კუხალეიშვილი შეირთო.

იმავე წელს, 1919 წლის 29 ივნისს, მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული - ავტ.) მას დიაკვნად დაასხა ხელი და ახალშერთული მეუღლის სოფელ ქვედა ლიის წმინდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაადგინა, შემდგომ კი მღვდლად აკურთხა.

სამწუხაროდ, კომუნისტების სისასტიკეს ვერც ეს ხის ლამაზი, პატარა ტაძარი გადაურჩა - 1924 წელს ბოლშევიკთაგან გაქეზებულმა ხალხმა დააქცია. მაგრამ ამ უბედურებით შეძრულ მამა ნიკოლოზს თითქოს მეტი ძალა მიეცა ღვთისგან.

გაავებულმა ბოლშევიკებმა ხან მუქარით სცადეს მისი დაყოლიება, ხანაც ხერხით - წირვა-ლოცვას თუ შეწყვეტ და ღმერთს უარყოფ, სოფლის თავკაცად დაგადგენთო. მაგრამ ვერას გახდნენ: სულს ხორცზე არასოდეს გავცვლიო, - პასუხობდა...

მიუხედავად იმისა, რომ მამა ნიკოლოზის ოჯახს არაფერი ებადა, მაინც გააკულაკეს და ფანტასტიკური ბეგარა დაადეს: მართალია, ამ მხარეში თამბაქოს არ აშენებენ, მაგრამ როგორც გინდა, ისე მოიყვანე ერთ ჰექტარზე, სოიაც დათესე და თუ მოსავალს არ ჩაგვაბარებ, ციმბირს უკან დაგატოვებინებთო...

რაც შეეხება დაქცეული ტაძრის ნაწილებს, სოფლის ცენტრში დააგროვეს და შემდეგ კულტურის სახლი ააგეს...

იმ დღეს, როდესაც ტაძარს აქცევდნენ, ბოლშევიკთა შიშით, ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ გაბედა ახლოს მისვლა, მხოლოდ ქალები მოთქვამდნენ და გულში იკრავდნენ ღვთის სახლიდან გამოყრილ სიწმინდეებს და საკუთარ სახლებში აბინავებდნენ... არც მოძღვარი ემეტებოდათ და სთხოვეს - იქნებ თქვენს ბინაში მაინც გააგრძელოთ მსახურებაო...

ამ განსაცდელში მყოფი მოძღვარი 1925 წელს, ყოვლადსამღვდელო სვიმეონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, ისევ ტყაიის წმინდა გიორგის ტაძარში გადმოიყვანეს...

რა აღარ გადახდა თავს მამა ნიკოლოზს: ზოგი ფარულად ემტერებოდა, ზოგიც - აშკარად, ხან შეურაცხყოფდნენ, ხან ემდურებოდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს... ხშირად მიჰყავდათ ზუგდიდის ჩეკაში, ხან რამდენიმე დღეს ჩაამწყვდევდნენ, მაგრამ მღვდლობაზე უარი მაინც ვერ ათქმევინეს...

დღე არ გავიდოდა, საღამოს ხელისუფლებისგან სულმოწამლული ადამიანები მათ სახლთან არ მისულიყვნენ და ყვირილით არ შეეწუხებინათ - გამოვიდეს ნიკო, რას გვემალება, უნდა გავპარსოთ და დავაპატიმროთო... ამგვარი რამ მისი გარდაცვალების შემდგომაც არ შეწყვეტილა.

გავიდოდა მამა ნიკოლოზი, ადამიანის სახედაკარგულ თანასოფლელებს როგორღაც დააშოშმინებდა, მაგრამ მომდევნო დღეს მაინც იგივე მეორდებოდა...

ასე დევნილი და საარსებო წყაროს მოკლებული მოძღვარი ერთ დღესაც უფროს ვაჟთან ერთად ზუგდიდს წასულა ურმით ღვინის გასაყიდად და იმ თანხით საზრდოს შესაძენად, მაგრამ გზაში შეუძლოდ გამხდარა. სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო, მაგრამ საავადმყოფოში ექიმებს რომ გაუგიათ, ავადმყოფი მღვდელიაო, ოპერაციაზე უარი უთქვამთ...

მართალია, ახლობელთა ჩარევით ოპერაცია მაინც გაუკეთეს, მაგრამ ნაგვიანევი აღმოჩნდა - მამა ნიკოლოზი სულ მალე, 1932 წლის 26 აგვისტოს, საავადმყოფოში მიიცვალა.

მას სამი მცირეწლოვანი შვილი, ძველი ხელნაწერები და მდიდარი ბიბლიოთეკა დარჩა, რომელიც დღემდე სათანადოდ არ შესწავლილა...

მორწმუნე მრევლი, საშიშროების მიუხედავად, მაინც გაჰყვა მამა ნიკოლოზს უკანასკნელ გზაზე და გულიდან ამოტანილი წრფელი სიყვარული ცრემლად დაადინა მის პატიოსან ცხედარს.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ბატონ დემურ ჯიქიას

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

მღვდელი ნიკოლოზ ქუხილავა

მღვდელი ნიკოლოზ ქუხილავა დაიბადა 1878 წლის 19 იანვარს ზუგდიდის მაზრის ტყაია-ბეჟაშღალის 
თემში (ამჟამად სოფ. ტყაია), გლეხის ოჯახში. მამამისი იყო კონსტანტინე 
ქუხილავა, დედა _ დუდხან უბილავას ასული, სოფ. ჭალედან. მათ ხუთი შვილი ჰყოლიათ. 
ნიკოლოზმა სათანადო განათლება ხობის ღმრთისმშობლის მიძინებისა და გელათის მონასტრებში მიიღო.
1914 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევით ნიკოლოზი ზუგდიდის მაზრის ლედგებიეს მთავარანგელოზის ტაძარში მედავითნედ დაადგინეს.
იმავე წელს, მისივე თხოვნით, ტყაიის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1919 წლის 29 ივნისს მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა და ქვედა ლიის (მახარიის) წმ. 
გიორგის ეკლესიაში განაწესა. იმავე წლის 4 ივლისს მიტროპოლიტმა ამბროსიმ იგი მღვდლად აკურთხა და მამა ნიკოლოზმა 1924 წლამდე იმსახურა.
გულისხმიერმა მოძღვარმა სამწყსოს დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
გვ268

როგორც ცნობილია, 20-იანი წლებიდან ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყო და მამა ნიკოლოზს წირვა-ლოცვას 
უკრძალავდნენ. მისგან მღვდლობაზე უარის თქმას ითხოვდნენ და სანაცვლოდ სხვა სამსახურს სთავაზობდნენ. ერთხელ 
მოძღვარი სოფლის ხელმძღვანელობაში დაუბარებიათ და უთქვამთ, _ თუ მღვდლობაზე ხელს აიღებ, სოფლის თავკაცად დაგადგენთო, _
რაზეც მას უპასუხია: „ჩემს სულს ხორცზე არასოდეს გავცვლი“. ასეთ განსაცდელში მყოფი მოძღვარი 1925 წელს ეპისკოპოს სვიმეონის (ჭელიძე) კურთხევით 
ტყაიის წმ.გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს.
ამ წლებში მამა ნიკოლოზს მრავლად ხვდებოდა უსიამოვნება და წინააღმდეგობა. ზოგიერთები ჩუმად მტრობდნენ _ 
აბეზღებდნენ, სხვები _ აშკარად შეურაცხყოფდნენ, ემუქრებოდნენ, ბევრჯერ წაუყვანიათ ზუგდიდის საკანში ორი-სამი დღით, კვირაობით,
თვეობით აპატიმრებდნენ. წვერსა და თმას უმახინჯებდნენ. ისევ და ისევ ითხოვდნენ, უარი ეთქვა მღვდლობაზე. მიუხედავად სასტიკი დევნისა,
მამა ნიკოლოზს სამღვდელო შესამოსელი არ გაუხდია.
ერთხელაც, ამგვარად შევიწროებული მღვდელი ნიკოლოზი, უფროს ვაჟიშვილთან ერთად, დილით ადრე ურმით დასდგომია ზუგდიდისკენ მიმავალ გზას,
სურდა ღვინო გაეყიდა და აღებული თანხით ოჯახისათვის საზრდო მიეტანა, მაგრამ გზაში ნაწლავები გადაეხლართა და მძიმე ტკივილებით საავადმყოფოში მიიყვანეს.
საჭირო იყო სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, მაგრამ როცა ექიმებმა გაიგეს, რომ სნეული მღვდელი იყო, ოპერაციაზე უარი უთხრეს. ახლობლების ჩარევით 
ოპერაცია მაინც გაუკეთდა, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. მამა ნიკოლოზი 1932 წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა.
მღვდელ ნიკოლოზის ფოფოდიამ (მეუღლე) _ აგრაფინა კუხალეიშვილმა ნახევარი საუკუნის განმავლობაში სათუთად 
შემოინახა მეუღლის დანატოვარი საეკლესიო ნივთები, სასულიერო წიგნები, ჩანაწერები... რომელთა უდიდესი ნაწილი 
დედა ეკლესიას დაუბრუნდა.
ოჯახის მიერ მიწოდებული მასალის შესაბამისად, მღვდელ 
გვ269

ნიკოლოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ბროშურა დაიწერა დეკანოზ ზაქარიას (მაჩიტაძე) ლოცვა-კურთხევით. 
აღნიშნული ბროშურის მომზადება-გამოცემა უზრუნველყვეს დებმა _ მონაზვნებმა სიდონიამ და საბიანამ (ბულიები). 
მაია ქუხილავა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.02.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0