სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კემულარია ანდრია  დაბ. 1969 წ. დეკანოზი ზუგდიდის კვირაცხოვლობის, ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის ტაძარი კემულარია ანდრია  დაბ. 1969 წ. დეკანოზი ზუგდიდის კვირაცხოვლობის, ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის ტაძარი
ბმულის კოპირება



გვარი კემულარია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

კემულარია ანდრია დაბ. 1969 წ. დეკანოზი ზუგდიდის კვირაცხოვლობის, ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის ტაძარი

დეკანოზი ანდრია კემულარია

დაიბადა 1969 წელს ქ. თბილისში. 
1975-1983 წლებში სწავლობდა ზუგდიდის N4 საშუალო სკოლაში; 1983-
1987 წლებში _ ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში ჩაის ტექნოლოგიის 
ფაკულტეტზე.
1987 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (ქ. სოხუმი) ჩაისა 
და სუბტროპიკული კულტურების გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.
1988-1989 წლებში მსახურობდა არმიის რიგებში. იქიდან დაბრუნების შემდეგ 
სწავლა გააგრძელა და დაამთავრა ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 
1989 წლიდან იწყება მისი საეკლესიო მოღვაწეობა. იყო სტიქაროსანი და მედავითნე ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა
ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო და კვირაცხოვლობის (მაცხოვრის კარის) ტაძრებში.
1994 წლის 15 (28) აგვისტოს მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე) მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; იმავე წლის 
10 (23) ნოემბერს კი _ მღვდლად და მსახურობდა ზუგდიდის კვირაცხოვლობის, ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობ-
გვ47

ლის ხატის სახელობის საკათედრო და კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრებში.
1999 წლიდან მსახურობს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში წინამძღვრად. ამავე 
დროს არის წალენჯიხის მთავარხუცესი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2001 წელს დაჯილდოვდა ოქროს 
ჯვრის ტარების უფლებით და აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. 
2009 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის, ხოლო 2013 წლის ვლაქერნობაზე _ 
მიტრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ლევან ქობალიას ქ. N7.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2024
ბოლო რედაქტირება 22.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0