სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ახალაია ექვთიმე დაბ. 1974წ. იღუმენი  ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერი დაბ. სოფ. ინგირი, ზუგდიდი ახალაია ექვთიმე დაბ. 1974წ. იღუმენი  ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერი დაბ. სოფ. ინგირი, ზუგდიდი
ბმულის კოპირება



გვარი ახალაია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

ახალაია ექვთიმე დაბ. 1974წ. იღუმენი ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერი დაბ. სოფ. ინგირი, ზუგდიდი

იღუმენი ექვთიმე (ახალაია)

დაიბადა 1974 წლის 5 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში.
1991 წელს დაამთავრა სოფ. ინგირის N1 საშუალო სკოლა.
1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ა. კუჭუხიძის სახელობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, ეკონომიკის სპეციალობაზე.
1999 წლიდან გახდა ეკლესიური, იყო სტიქაროსანი ზუგდიდის ვლაქერნის 
ღმრთისმშობლისა და მაცხოვრის კარის ტაძრებში.
2002-2004 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
2008-2010 წლებში საფარის მამათა მონასტერში (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია) მსახურობდა მორჩილად, შემდეგ აღიკვეცა ბერად.
2010 წლის 28 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად,
ხოლო 2011 წლის 19 თებერვალს ყულიშკარის წმ. გიორგის ტაძარში _ მღვდელ-მონაზვნად.
2017 წლის 15 ივლისს, ვლაქერნის დღესასწაულზე, მღვდელ-მონაზონი ექვთიმე აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.
2010 წლიდან მსახურობს ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.
ზუგდიდი, ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2024
ბოლო რედაქტირება 22.02.2024
სულ რედაქტირებულია 2




ახალაია - გვარის 12 ღვთისმსახური

1 0

სოგრატე (სოკრატე) ახალაია 1946-2022წწ ვეტერანი დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი

2 0

ომარ ახალაია 1942-92წწ. გარდ. გულრიფში დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ბიჭა (ბიჭიკო) და ბედიკო ახალაია 1958-93წ. გარდ. 35 წლის, აფხაზეთში დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი

2 0


მურმან ახალაია 1960-1993წწ გარდ. 33 წლლის, კოდორის ხიდი დაბ. სოფ ზემო ფშაფი გულრიფში აფხაზეთ.

2 0


ზაზა ახალაია 1972-92წ. გარდ. სოფ. ათარა სოხუმი სკორპიონი დაბ. სოფ. აჩარადა სოხუმი აფხაზეთი

3 0


ოთარ ახალაია ევროპის პრიზიორი სამბო ზუგდიდი

1 0

0 0 4