სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10732

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხაბურზანია რომანოზ დაბ. 1983წ. მღვდელი ჯიხაშკარის ხარების ტაძარი დაბ. ზუგდიდი ხაბურზანია რომანოზ დაბ. 1983წ. მღვდელი ჯიხაშკარის ხარების ტაძარი დაბ. ზუგდიდი
ბმულის კოპირება



გვარი ხაბურზანია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ხაბურზანია რომანოზ დაბ. 1983წ. მღვდელი ჯიხაშკარის ხარების ტაძარი დაბ. ზუგდიდი

მღვდელი რომანოზ ხაბურზანია

დაიბადა 1983 წლის 4 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში. 
2001 წელს დაამთავრა სოფ. ჯიხაშკარის N1 საშუალო სკოლა და 
იმავე წელს ჩაირიცხა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, 
რომელიც დაამთავრა 2006 წელს.
1984 წელს მოინათლა ილორის წმ. გიორგის ტაძარში, ხოლო 2000 წლიდან ცხოვრობს ეკლესიურად.
2005 წლიდან გალობდა ზუგდიდის ხარების ტაძარში.
2006 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა 
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სარეგენტო-სალოტბარო
სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 2009 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ღვთისმეტყველების 
ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2012 წელს. სტუდენტობის პერიოდში გალობდა მთაწმინდაზე, მამა 
დავითის მონასტერში. გალობას ასწავლიდა ორმოცი სებასტიანელისა და თაბორის ფერისცვალების მონასტერში. ასევე 
სტიქაროსნად მსახურობდა სამების საკათედრო ტაძარში.
2012 წლის მარტიდან გადმოვიდა ქ. ზუგდიდში და ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში 
მსახურობდა მედავითნედ. 2013 წლის 29 დეკემბრიდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად და მსახურობდა ჯიხაშკარის ხარების ტაძარში. 
2016 წლის 20 სექტემბრიდან მიტროპოლიტმა გერასიმემ მღვდლად აკურთხა და დანიშნა ჯიხაშკარის ხარების ტაძრის წინამძღვრად.
2019 წლის სექტემბრიდან, მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დროებით გადავიდა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში და მსახურობდა მთაწმინდაზე, 
მამა დავით გარეჯელის მონასტერში.
2021 წლის მარტიდან 
გვ85

დაუბრუნდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას და მღვდლად მსახურობდა ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის 
საკათედრო ტაძარში, ხოლო ამავე წლის 2 მაისიდან ჯიხაშკარის ხარების ტაძრის წინამძღვარია.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ზუგდიდი, სოფ. ჯიხაშკარი. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 23.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0