სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მაქაცარია ბესარიონ 1876-1961წწ. დეკანოზი ცაიშის საკათედრო ტაძარი მაქაცარია ბესარიონ 1876-1961წწ. დეკანოზი ცაიშის საკათედრო ტაძარი

1876-1961 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მაქაცარია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

157       ბეჭდვა

მაქაცარია ბესარიონ 1876-1961წწ. დეკანოზი ცაიშის საკათედრო ტაძარი


დეკანოზ ზოსიმესა და ფოფოდია ელისაბედ გიორგის ასულს ჰყავდათ შვილი _ ბესარიონი.
მთავარხუცესი დეკანოზი ბესარიონ ზოსიმეს ძე მაქაცარია დაიბადა 1876 წელს, სწავლობდა ახალსენაკის 
სასულიერო სასწავლებელში.
1902 წელს სტიქარი უკურთხა გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე), ეპისკოპოსმა 
გიორგიმ (ალადაშვილი) 1906 წელს მთავარ დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1917 წლის 24 დეკემბერს მღვდლად 
ხელი დაასხა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია).
ცაიშის ტაძრის 1918 წლის საკრებულო უწყების მონაცემებით, ამ დროისათვის, აღნიშნული ტაძრის პირველი შტატის 
მღვდლად ბესარიონ მაქაცარია მსახურობს.
1921 წელს მიტროპოლიტმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდელი ბესარიონი დააჯილდოვა ჯვრითა და ენქერით, 
1925 წლის 25 ივლისს ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე) იგი დანიშნა ცაიშის ოლქის მთავარხუცესად, იმავე წლის 
22 აგვისტოს კი აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. ჰყავდა მეუღლე _ ფოფოდია ცარუ იოსების ასული, შვილები: 
ნეონილა, სევერიანე, ვასილი, შუშანიკა, მამანტი. ცაიშის ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინებოდა 
20-იანი წლების ბოლომდე. ამ პერიოდში დეკანოზ ბესარიონთან ერთად ტაძარში მსახურობდნენ მღვდელი 
გიორგი მეუნარგია, მედავითნე ბიქტორ ფუტკარაძე... ცაიშის ოლქში ისევ გრძელდებოდა სასულიერო პირების 
მომზადება. ერთ-ერთი საბუთით, 1929 წელს სამღვდელო საგნების გამომცდელი კომისია, მთავარხუცესის ხელმძღვანელობით,
ცაიშის ოლქის ეწერის მთავარანგელოზის ეკლე
გვ250
სიის მედავითნე გრიგორ პეტრეს ძე ძიმისტარიშვილს აძლევს მოწმობას, რომ იგი წირვა-ლოცვასა და მღვდელმოქმედებაში 
გამოსადეგია.
ეპისკოპოსი ალექსი ჭყონდიდელი (გერსამია) მთავარხუცეს ბესარიონ მაქაცარიას 1929 წლის 14 ივნისს უგზავნის 
წერილს, რომლითაც აცნობს მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით ეპარქიებში ეკლესიის სისტემურ დევნაზე, სასულიერო 
პირთა შევიწროებაზე, უკანონო მოქმედებებსა და მათზე მღვდელმთავართა კრების რეაგირებაზე. 
ეპისკოპოს ალექსი ჭყონდიდელის დადგენილებით, ცაიშის ოლქის მთავარხუცეს დეკანოზ ბესარიონ მაქაცარიას 1929 
წლის 24 ივნისიდან სამართავად მიეცა ხობის ოლქი. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მალე ცაიშის საკათედრო ტაძარი 
დაკეტა, 1930 წლის 18 თებერვალს სამეგრელოს მუზეუმმა ჩაიბარა ტაძრის ბარძიმ-ფეშხუმი, საცეცხლური, წმ. გიორგის ხატი და სხვა საეკლესიო ნივთები.
ეკლესიის დაკეტვის შემდეგ დააპატიმრეს დეკანოზ ბესარიონის შვილი _ პედაგოგი სევერიანე. მან ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მას განთავისუფლებაში
დაეხმარა იმდროინდელი ,,ცნობილი პარტიული მუშაკი''  მიხა ცხაკაია (ოჯახის ახლობელი).
მიუხედავად შევიწროებისა, დეკანოზი ბესარიონ მაქაცარია და მღვდელი გიორგი მეუნარგია სახლში ასრულებდნენ 
საზოგადოებრივ მღვდელმსახურებას (12, გვ. 26-32, 67; 20). მთავარხუცესი დეკანოზი ბესარიონი აღესრულა 1961 
წელს, განისვენებს ცაიშის საკათედრო ტაძრის სასაფლაოზე. 
თამაზ მაქაცარია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0