სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10732

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნარმანია ლავრენტი მოღვ. 1908-1926წწ. მღვდელი ლესიჭინეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა ეკლესია სოფ. შამგონა, ზუგდიდი ნარმანია ლავრენტი მოღვ. 1908-1926წწ. მღვდელი ლესიჭინეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა ეკლესია სოფ. შამგონა, ზუგდიდი
ბმულის კოპირება



გვარი ნარმანია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ნარმანია ლავრენტი მოღვ. 1908-1926წწ. მღვდელი ლესიჭინეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა ეკლესია სოფ. შამგონა, ზუგდიდი

მღვდელი ლავრენტი ნარმანია

მღვდელ ლავრენტი ნარმანიას მამა _ მღვდელი ზოსიმე ოჯახთან ერთად 
სოფ. კოკიდან შამგონაში დასახლებულა. 
დარჩელის წმ. გიორგის ეკლესიის 1908 წლის უწყებანის მონაცემებით, 
ლავრენტი ნარმანია დასახელებული ეკლესიის მედავითნეა (12, გვ. 58).
მღვდლად ხელდასხმული მამა ლავრენტი 1915-17 წლებში მსახურობდა ლესიჭინეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა
და წმ. გიორგის ეკლესიებში (40). გასაბჭოების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ რწმენის დევნის დროს, იგი მსახურობდა სოფ.
შამგონის მოციქულთასწორ მეფე კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს ეკლესიაში. ამ დროს მასთან 
ერთად მსახურობდნენ: დიაკონი ვარლამ წყაროზია, მედავითნე ძარგვა ბულია, სტიქაროსანი ყარა ღურწკაია, მგალობელი ქსენია ფიფია.
1924 წლის შეიარაღებული ანტისაბჭოთა გამოსვლების დროს ბოლშევიკების ხელისუფლებას ზუგდიდიდან შამგონაში დამსჯელი რაზმი გაუგზავნია.
აჯანყებულ შამგონელებს მათთან ბრძოლა განუზრახავთ, რაც, ბუნებრივია, ძმათა მკვლელობითა და მსხვერპლით დამთავრდებოდა, მაგრამ 
მამა ლავრენტი მოსალოდნელ ხიფათს არ შეშინებია, ჯვარი აუღია, მისულა შამგონელ აჯანყებულებთან, წინ წარსდგომია და დაუთანხმებია,
რომ სისხლისღვრაში მონაწილეობაზე ხელი აეღოთ. 
1926 წელს შამგონის ხის ეკლესია დაკეტეს, დაარღვიეს და მისგან დაწყებითი სკოლა ააგეს (48), მღვდელ ლავრენტს დევნა დაუწყეს, წვერი შეუკრიჭეს
და ღვთისმსახურება აუკრძალეს. მან წვერი ისევ მოუშვა, მალულად დადიოდა ოჯახებში, ნათლავდა ბავშვებს და წესს უგებდა გარდაცვლილთ. ისიც 
კი სცადა, რომ დანგრეული ეკლესიის ადგილზე ქვებით ტრა-
გვ259

პეზი მოენიშნა, რათა თანასოფლელებიც შეეგულიანებინა და რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, წირვა-ლოცვა აღედგინა. მაგრამ უღმრთო
ხელისუფლებისაგან დაშინებულმა მოსახლეობამ მხარი ვერ აუბა მას (13,14). 
ერთხელ მამა ლავრენტისთვის ძალით გამოყენებით გაუხდიათ სამღვდელო კაბა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ, მაგრამ სულიერად მაინც ვერ გაუტეხიათ.
ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მამა ლავრენტი საკუთარი სახლიდან გამოდევნა, რომლის შემდეგ მან თავი შეაფარა მეზობლის ქოხს. 
ისინი აქაც არ ასვენებდნენ, ცდილობდნენ მისთვის გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები შეექმნათ, აშინებდნენ 
და პარავდნენ სარჩოს. მამა ლავრენტი იძულებული გახდა, მთელი ოჯახით საცხოვრებლად ზუგდიდში გადასულიყო და 
ქაფათის განაპირას დასახლებულა. თავის ეზოში უბრალო სალოცავი მოუწყვია, მაგრამ ხელისუფლებამ არც აქ დააყენა მშვიდად,
კვლავ აგრძელებდნენ შევიწროებას. მის ოჯახს „ბანდიტები“ დაესხნენ და ფოფოდია მოკლეს, შემდეგ კი ჭორი 
გაავრცელეს, თითქოს მამა ლავრენტის მოეკლა მეუღლე. 
მას შვილებისთვის დაუბარებია, _ როცა გარდავიცვლები, შამგონის ეკლესიის ეზოში დამკრძალეთო.
შთამომავლებმა ანდერძი შეასრულეს და მისი ნეშტი განისვენებს ზემოთ აღნიშნულ ადგილას (15, გვ. 155-156; 16). 
მამა ლავრენტის ჰყავდა: ფოფოდია ანასტასია როსტომის ასული, შვილები _ ნინა, ანნა, ვლადიმირი, ჟენია, იპოლიტე. 
სოფლის მცხოვრებნი სათუთად უფრთხილდებიან მღვდელ ლავრენტის ნათელ ხსოვნას, ახსოვთ და მადლიერებით ჰყვებიან მის ღვაწლზე. 
ვასილ ღურწკაია
ზაურ ჯალაღონია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0