სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10808

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხვიტია ვარლაამ (ავქსენტი) 1879-1945წწ. მღვდელი ზუგდიდ-კახათის წმ. გიორგის ტაძარი დაბ. სოფ. კორცხელი ხვიტია ვარლაამ (ავქსენტი) 1879-1945წწ. მღვდელი ზუგდიდ-კახათის წმ. გიორგის ტაძარი დაბ. სოფ. კორცხელი

1876-1945 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ხვიტია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

185       ბეჭდვა

ხვიტია ვარლაამ (ავქსენტი) 1879-1945წწ. მღვდელი ზუგდიდ-კახათის წმ. გიორგის ტაძარი დაბ. სოფ. კორცხელი

მღვდელი ვარლაამ (ავქსენტი) ხვიტია

მღვდელი ვარლაამ (ავქსენტი) ხვიტია დაიბადა 1879 (ან 1882) წელს სოფელ კორცხელში, საეკლესიო აზნაურის ოჯახში.
მამა როსტომი და დედა მარიამ აფაქიძე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ. 
1879 წელს, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვარლაამი სხვადასხვა დროს 
მედავითნედ მსახურობდა ნარაზენის მთავარანგელოზთა, ნიკოსიის წმ. ნიკოლოზის, კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების,
ზუგდიდის სულიწმინდის ტაძრებში. ამავე დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა სამრევლო-საეკლესიო სკოლებში.
გვ264

1900 წელს ჯვარი დაიწერა ანა ანტონის ასულ ჯგუშიაზე. ჰყავდათ შვილები: ვლადიმერი და ეფროსინე /ოლღა/. 
1907 წლის 17 ივლისს ავქსენტი ხვიტია დიაკვნად აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი). 
1912 წლის 22 იანვარს ამავე ეპარქიის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მამა ვარლაამი
ახალაბასთუმნის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წიმანძღვრად დაადგინა. იგი 1922 წლის ივნისში, კომუნისტების
მიერ ეკლესიებში არსებული ქონების აღწერის დროს, ზუგდიდ-კახათის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად ჩანს. 
დაახლოებით 1922 ან 1923 წელს მღვდელ ვარლაამს ტაძართან ახლოს ჩეკისტების ჯგუფი დახვდა. იქ მისი ახლო 
ნათესავიც ერია, რომელმაც წვერი შეკრიჭა. მამაო ტაძარში შევიდა და წირვის დაწყება სცადა, მაგრამ ძალით გამოიყვანეს და დააპატიმრეს.
მის იქვე დახვრეტას აპირებდნენ, მაგრამ გადაურჩა. შემდგომში, რეპრესიების პერიოდში, დააპატიმრეს მისი ორივე შვილი.
მიუხედავად სასტიკი თვალთვალისა, მამა ვარლამს კავშირი ჰქონდა რეპრესიებს გადარჩენილ სხვა სასულიერო პირებთან. ერთ-ერთ მღვდელთან 
_ პლატონ საჯაიასთან ერთად, იგი ღამღამობით საკუთარ სახლში აღასრულებდა ნათლისღების საიდუმლოს და გვიან 
ღამით მიდიოდა საზიარებლად. შვილიშვილ დიმიტრის გადმოცემით, იგი თურმე მუდამ ლოცულობდა. ხელისუფლებისგან
დევნილი მოძღვარი 1945 წელს გარდაიცვალა (52, გვ.17-19). 
ზაურ ჯალაღონია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0