სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნაჭყებია ანდრია 1836-1900წწ. მღვდელი სოფ. ორსანტიის მაცხოვრის ეკლესია დაბ. სოფ კურზუ, მარტვილი ნაჭყებია ანდრია 1836-1900წწ. მღვდელი სოფ. ორსანტიის მაცხოვრის ეკლესია დაბ. სოფ კურზუ, მარტვილი

1836-1900 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ნაჭყებია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

166       ბეჭდვა

ნაჭყებია ანდრია 1836-1900წწ. მღვდელი სოფ. ორსანტიის მაცხოვრის ეკლესია დაბ. სოფ კურზუ, მარტვილი

მღვდელი ანდრია ნაჭყებია

მღვდელი ანდრია ნაჭყებია დაიბადა 1836 წელს სოფ. კურზუში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ 
სწავლას აგრძელებს ძველი სენაკის სასულიერო სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ, 1860 წელს, 
გაამწესეს ზუგდიდის მაზრის სოფ. ორსანტიის მაცხოვრის ეკლესიაში. 
29 წლის ასაკში მღვდლად აკურთხეს ამავე ეკლესიში, სადაც იმსახურა 35 წელი. 
მამა ანდრიას სასულიერო მოღვაწეობა მეტად რთულ პერიოდში უწევდა, მაგრამ იგი, როგორც უშიშარი,
სიმართლისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი, მთელი შემართებით პირნათლად ასრულებდა დედა 
ეკლესიის მოთხოვნებს.
მიუხედავად დიდი საეკლესიო დატვირთვისა, მამა ანდრია, როგორც ქართულის დიდი მოტრფიალე, სოფლის ახალგაზრდობას
წერა-კითხვას ასწავლიდა. დაქორწინებული იყო ივლიტა ქუთელიაზე. მათ ეყოლათ 
სამი ვაჟიშვილი და სამი ქალიშვილი, ყველანი საზოგადოებაში გამორჩეული პიროვნებები იყვნენ.
მათ შორის აღსანიშნავია კალისტრატეს საქმიანობა, იგი ქველმოქმედებას ეწეოდა. 
გვ267

მან სოფ. დარჩელში თავისი სახსრებით ააშენა და დააარსა სამკითხველო და ბიბლიოთეკა.
აგურისაგან აშენებული პატარა შენობა დღესაც ამშვენებს სოფლის ცენტრს.
მამა ანდრია გარდაიცვალა 64 წლის ასაკში, დაკრძალულია სოფ. ორსანტიის ადრე მოქმედ ეკლესიაში. მის საფლავს აქვს 
წარწერა: ,,უფალო მოიხსენე ლოდსა ამასა ქვეშე მდებარე ორსანტიის მღვდელი ანდრია ვასილის ძე ნაჭყებია. დაიბადა 
1836 წელს, გარდაიცვალა 1900 წლის 1 დეკემბერს. იმსახურა 35 წელი''.
მურმან ნაჭყებია 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0