სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10808

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გულორდავა გიორგი 1964-2021წწ. დეკანოზი ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი დაბ. ზუგდიდი გულორდავა გიორგი 1964-2021წწ. დეკანოზი ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი დაბ. ზუგდიდი

1964-2021 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გულორდავა სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

192       ბეჭდვა

გულორდავა გიორგი 1964-2021წწ. დეკანოზი ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი დაბ. ზუგდიდი

დეკანოზი გიორგი გულორდავა

ძვირფასმა მამაომ, რომელიც ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის 
ტაძარში მოღვაწეობდა, თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ღმრთისმსახურებაში გაატარა. 
მამა გიორგი დაიბადა 1964 წლის 24 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში.
1981 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. 
1991 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას და ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარში მსახურობდა სტიქაროსნად და 
მედავითნედ.
2005 წლის 28 აპრილს იგი მთავარეპისკოპოსმა გერასიმემ დიაკვნად აკურთხა, 2006 წლის 17 დეკემბერს 
_ მღვდლად, 2009 წლის 19 სექტემბერს აამაღლეს დეკანოზის ხარისხში. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. 
მამაო იყო ადამიანი, რომელმაც ღვთის სიყვარული და შიში ჩამინერგა გულში. 4 წელი მმოძღვრავდა და მისგან 
ულევ სითბოსა და სიყვარულს ვიღებდი, რომელიც დღესაც მომყვება. მამაომ თავისი უბრალოებით თითოეულ ჩვენგანს 
განსაკუთრებული სულიერება დაგვიტოვა. 
2021 წლის 7 თებერვალი იყო, როცა მამაო ბოლო გზაზე გავაცილეთ. თითქოს ერთი ჩვეულებრივი, უბრალო დღე, 
რომელიც სხვა დღეებისგან არაფრით გამოირჩეოდა. მიჭირდა ვყოფილიყავი ტაძარში და დამეჯერებინა, რომ მამაო
საკურთხევლიდან არ გამოვიდოდა და ჩვეულად ვეღარ ჩამიკრავდა გულში. მიძნელდება მის გარეშე, რადგან მისი 
რჩევა-დარიგებები დღესაც მჭირდება და განვიცდი, რომ ტაძარში მისული, მამაოს წირვაზე ვერ ვხედავ და მხოლოდ 
ყვავილებით დამშვენებული საფლავი მხვდება. ეკლესიაში ჩვეული სიმყუდროვეა, იგივე ერთგული მრევლით, ოღონდ 
მამაოს გარეშე... 
გვ281

მჯერა, რომ მამაოს უკვდავი სული უფალთან ერთად ხარობს და თითოეული ჩვენგანისთვის ლოცულობს. დაველოდები იმ დღეს,
როცა კვლავ შევხვდები ჩემს უსაყვარლეს მამაოს და გულში ჩამიკრავს, მანამდე კი იგი მუდამ ჩემს გულში 
იქნება, როგორც მამა... მამა, რომლისგანაც ყველაზე თბილი მოგონებები დამრჩა!
ლიზი შამუგია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 10.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0