გაგრის ბატალიონი სრული სია წიგნი საქართველოსათვის
სერგო გულორდავა დაიბადა ქალაქ გაგრაში 1931 წლის 26 სექტემბერს. გაგრის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა კაზანის სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელში. სხვადასხვა დროს მსახურობდა კაზანში, გერმანიაში, სომხეთში. სოხუმში იყო სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კურსების უფროსი. ომამდე მუშაობდა გაგრაში, მცირე ტევადობის ხომალდებისა და თევზის რეწვის ინსპექტორად.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში. 1992 წლის 25 აგვსტოს, პოლკოვნიკი სერგო გულორდავა გაგრის ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მებრძოლებს შორის.
1992 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა მოსახლეობამ ბავშვები სკოლაში გაუშვა, რადგან 1992 წლის 3 სექტემბრის სოჭის ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქს საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ ნაშუადღევს მოწინააღმდეგემ ქალაქს ჭურვები დაუშინა.
2 ოქტომბერს სერგო გულორდავა და ბატალიონის 15 წევრი მათ განკარგულებაში მყოფ ორ ,,ბმპ''-ში ისხდნენ, როცა ორივე მანქანა ცეცხლის ალში გაეხვა. ასე დაიღუპა გაგრის ბატალიონის პირველი მეთაური სერგო გულორდავა და მასთან მყოფი 15 თავდადებული ვაჟკაცი.
ტექსტი აკრიფა გუგა ლომაძე დაბადებული 2001 წელი სოფელი ოზურგეთი ოზურგეთი