სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
სოფელი ალის (ხაშური) ღვთიმსახურები  ავტ. იმედა ჩუბინიძე სოფელი ალის (ხაშური) ღვთიმსახურები  ავტ. იმედა ჩუბინიძე
ბმულის კოპირება

წიგნები

გვარი ჩუბინიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

სოფელი ალის (ხაშური) ღვთიმსახურები ავტ. იმედა ჩუბინიძე


იმედა ჯემალის ძე ჩუბინიძემ დაბ. 1974 წელს სოფელ ბრლიში, პირადი ხარჯებით და ინიციატივით ჩაატარა, სოფელ ალის თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდლებია, რომლის სამრევლოშიც შედიოდა ასევე , სოფლები ბრილი, ცედანი, წაბლოვანა, უწლევი. ღვთიმსახურების კვლევები საარქივო მასალებზე დაყრდნობით.


კავკასიძე ნიკოლოზი 1818-19წწ მღვდელი სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი

მაჭარაშვილი სპირიდონ სვიმონის ძე 1819-56წწ მღვდელი სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი

პაპუაშვილი იოსებ მღვდელი 1824-28წწ სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი

ალიბეგაშვილი ანტონ 1856-59წწ მღვდელი . სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი

მაჭარაშვილი დომენტი სპირიდონის ძე 1859-89წწ მღვდელი . სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი

მაჭარაშვილი ისიდორე დომენტი ძე 1889-1920 მღვდელი . სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი


გელაშვილი სერგი 1920-24წწ მღვდელი . დახვრიტა და ამის დახვრეტის სრული ისტორიაც მაქვს 1916 წელს დაბადებული მიტუშა ქართველიშვილის ნაამბობი რომელიც ბავშვი იყო და უშუალოდ დაესწრო მღვდლის დაპატიმრებას.

მამა სერგი გელაშვილი ალის თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდელი 1920 -24 . 1924 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ბრილის ღვთაების სახელობის ეკლესიას ( ეს ის სოფელია სადაც ნაპოვნია დავით კურაპალატის ლაშქრის საწინამძღრო ჯვარი, რომელიც ეროვნულ მუზეუმში ბრილის ჯვრითაა ცნობილი და რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სხვა საგანძურთან ერთად დაუბრუნა საქართველოს) დილით წირვის დროს ოთხი ცხენოსანი ჩეკისტი მიადგა , პირველი რაც გააკეთეს კიბე მოითხოვეს ეკლესიის სახურავზე ავიდნენ  ჯვარი მოტეხეს და ძირს გადმოაგდეს. მღვდელს მოსთხოვეს გარეთ გამოსულიყო, მრევლის წინ მამა სერგი გელაშვილს წვერი გაეპარსა , ანაფორა გაეხადა, უფალი დაეგმო.  როდესაც მღვდლისგან უარი მიიღეს მას დაუწყეს თოკით გაკოჭვა,  მამა სერგის მრევლი მიეხმარა , მღდელმა ხალხი დააწყნარა ტაძარში შევიდა ცოტა ხანი ილოცა გამოვიდა და ჩეკისტებს მორჩილად გაჰყვა . მამა სერგი გელაშვილი ამ ამბიდან სამ დღეში , სოფელ გომში სოციალ ფედერალისტის სტატუსით დახვრიტეს, მიზეზად ქაქუცა ჩოლოყაშვილის და შეფიცულთა ლოცვებში მოხსენიება წაუყენეს.


ბრილის საწინამძღვრო ჯვარი — (X ს.), ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუში, ნაპოვნია 1898 წ. სოფ. ბრილში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), საიდანაც თავდაპირველად საქართველოს საეკლესიო მუზეუმში მოხვდა, შემდეგ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი პარიზიდან ისევ თბილისს დაუბრუნდა (1945) და ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა.

ჯვარი (36.5 X 16 სმ) ვერცხლის ერთი მთლიანი მასიური ფირფიტისაგან არის გამოჭედილი, ორივე მხრიდან ერთიანად მოოქრული. წინა პირი ქანდაკოვანი ფიგურებითაა დატვირთული. მკაფიოდ გამოყოფილი ჯვარცმული ქრისტეს გარშემო ბევრად უფრო მომცრო ზომის გამოსახულებებია, ჯვრის მკლავებზე კი – ღვთისმშობელი (მარცხნივ) და წმ. იოანე მახარებელი (მარჯვნივ); ქრისტეს აქეთ-იქით ჩამატებულია ორივე ავაზაკი. ზედა მკლავზე გამოსახულია მამაღმერთი და ორი ანგელოზი, ქვემოთ – ღვთისმშობელი ყრმით და სამი ნახევარფიგურით, შუაში მაკურთხებელი წმინდანი და ორი ანგელოზია. სახელურის ბურთები (12 მოციქული) და ჯვრის ზურგის მთელი ზედაპირი გრავირებით შესრულებული ორნამენტითაა მოფენილი. ქვედა მკლავის ბოლოზე, ფოთლის მონახაზში ჩართულია ოქრომჭედელი ოსტატის მოკრძალებული მინაწერი: „ასათ მოქმედი“. ჯვრის დამათარიღებელი წარწერა წინა პირზეა ამოკვეთილი, ქვემოთ, ღვთისმშობლის ორივე მხარეს: „ქრისტე, ადიდე დღეგრძელებით დავით კურაპალატი, ამინ“. ეს არის დავით III ტაო-კლარჯეთის მფლობელი, X ს. II ნახევრის ცნობილი პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა გაერთიანებისათვის ბრძოლის გზაზე და განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ტაო-კლარჯეთის კულტცხოვრების აღორძინებას. იგი გარდაიცვალა 1001 წ., ხოლო ბრილის ჯვრის წარწერის მიხედვით, დავითი ცოცხალია („...ადიდე დღეგრძელებით“).

სოფელ ბრილში, სადაც აღმოჩენილია ჯვარი, დგას სამი ტაძარი – წმ. ნინოს ეკლესია, რომელიც აგებულია მეფე ერეკლე I-ის მეფობაში (1688-1703); მის მახლობლად, სოფლის სასაფლაოზე დგას XI ს. ღვთაების ეკლესია, რომელშიც შემორჩენილია ბარელიეფის ფრაგმენტი, მაღალი ხელოვნებით შესრულებული რამდენიმეფიგურიანი კომპოზიციით. ღვთაების ტაძრის ეზოში მოწყობილია სამალავი, რომელიც 100 კაცზე მეტს იტევდა და გვირაბით უკავშირდებოდა წმ. ნინოს ეკლესიას. მესამე ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული და მდებარეობს ღვთაების ეკლესიიდან ჩრდილოეთით მაღალ ბორცვზე. ტაძართან აღმოჩნდა ქვაზე ნაკვეთი წარწერის ფრაგმენტები, რომლებიც პალეოგრაფიულად IX-X სს.-ით თარიღდება.

თ. საყვარელიძე

ლიტერატურა

ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;

Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959,

его же, Золотых дел мастера Асата работа для Таосского владетеля, царя царей Давида Куропалата, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1948, ტ. 15 B.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2024
ბოლო რედაქტირება 25.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0