ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა.
1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედემთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.
ისტორიული დასახელება, Исторические названия
ბედიის და ალავერდის (მოიხსენიება 1124 წელს), Бедийская и Алавердская (упом. 1124)
Алавердская
ალავერდის და კახეთის (1811-30 აგვისტო 1814 წელი), Алавердская и Кахетинская (1811 - 30 августа 1814)
თელავის და ალავერდის (30 აგვისტო 1814 წელი - ?), Телавская и Алавердинская (30 августа 1814 - ?)
ალავერდის Алавердская (викарная) (1 марта 1886 - 1912, 1915 - 1917)
ალავერდის 1917 წლიდან, Алавердская (с 1917)
Статистика
1811 წელს -113 ეკლესია. 342 საეკლესიო გლეხის ოჯახი. 1811 - 113 церквей, 342 двора крепостных крестьян [5].
2001 წელს 7 მოქმედი ტაძარი, 12 ღვთისმსახური, ერთი მონასტერი (ახალი შუამთის, დედათა) 2001 - 7 храмов, 12 священников, 1 монастырь (в Шуамта, женский) [5].
Архипастыри
- იოსებ ალავერდელი, ამბა ალავერდელი — საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამა. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად., Свт. Иосиф (+ 570)
- სიმონი, მოიხსენიება 1124 წელს, Симеон (упом. 1124)
- იოანე, 1511 წელი. Иоанн (1511)
- ეფრემი, 1522 წელი. Евфимий (1522)
- ნიკოლოზი, 1578 წელი. Николай (1578)
- კირილი 1579 წელი. Кирилл (1579)
- იოანე (ავალიშვილი) 1612 წელი. Иоанн (Авалишвили) (1612)
- ზებედე, 1639 წელი. Зеведей II (1639)
- არსენ (ავალიშვილი) (1651-1660). Арсений (Авалишвили) (1651 - 1660)
- გრიგორი, Григорий (1670)
- ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი I (1685-1694). Никлай (Андроникашвили) I (1685 - 1694)
- ნიკოლოზ (ჩოლოყაშვილი) I (1695-1711). Николай (Чолокашвили) I (1695 - 1711)
- იოანე მაყაშვილი 1712. Иоанн (Макашвили) (1712)
- ნიკოლოზ (ჩოლოყაშვილი) II (1724 - 1728). Николай (Чолокашвили) II (1724 - 1728)
- ზაქარია (ანდრონიკაშვილი (1733-1734). Захария (Андроникашвили) (1733 - 1734)
- ნიკოლოზ (ანდრონიკაშვილი) II (1736 - 1757). Николай (Андроникашвили) II (1736 - 1757)
- ზენონი, Зинон (1761 - 1782)
- ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი III, (1784). Николай (Андроникашвили) III (1784)
- ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ გარდ. 65 წლის. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი. Св. Антоний II (Багратиони) (1784 - 1811) с 1788 - католикос-патриарх всея Грузии
- იოანე (ბოდბელი-მაყაშვილი) 14 ივლისი 1811-30 აგვისტო 1814 წლები. Иоанн (Бобдель-Макаев) (14 июля [6] 1811 - 30 августа 1814)
- Досифей (Пицхелаури) (30 августа 1814 - 14 мая 1817)
Алавердское викариатство Карталинской епархии
- ბესარიონ დადიანი 01 მარტი 1886 -06 ივნისი 1898წწ. Виссарион (Дадиани) (1 марта 1886 - 6 июня 1898)
- Кирион III (Садзаглишвили) (Садзагелов) (23 августа 1898 - 12 августа 1900)
- Прп. Димитрий (Абашидзе) (23 апреля 1902 - 4 ноября 1903)
- Евфимий (Елиашвили) (Елиев) (30 ноября [7] 1903 - 19 мая 1905 [8])
- Петр (Кончошвили) (Кончуев) (13 ноября 1905 - 6 апреля 1907)
- Давид (Качахидзе) (4 ноября 1907 - 17 апреля 1912)
- Пирр (Окропиридзе) (15 января 1916 - 24 марта 1916)
Алавердская епархия
- Пирр (Окропиридзе) (сентябрь 1917 - 28 апреля 1922)
- Давид (Качахидзе) (9 марта - 1 ноября 1924)
- Иоанн (Маргишвили) (7 апреля 1925 - 15 октября 1925 ) в/у [9]
- Мелхиседек (Пхаладзе) (1925 - 1927)
- Стефан (Карбелашвили) (1928 - 1929)
- Роман (Петриашвили) (1967 - 1971)
- Григорий (Церцвадзе) (1976 - 1992)
- Афанасий (Чахвашвили) (1992 - 1993)
- Давид (Махарадзе) (с 1 сентября 1993)
Монастыри
- Монастырь во имя великомученика Георгия под с. Алаверди (мужской)
- Монастырь в честь Преображения Господня в г. Телави (женский)
- Новый Шуамтский монастырь в честь Хахульской иконы Божией Матери под г. Телави (женский)
- Монастырь в честь Успения Пресвятой Богородицы («Цхракари») в с. Матани (женский)
Недействующие
Источники
- КЦ, т. 2; т. 4.
- ჟართული სამართლის მეგლები / ი. დოლიმის გამოცემა. თბილისი, 1965, т. 2, 47; т. 3, 237, 238, 268.
- ჟართული ისტორიული საბუთების კორპუსი / შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს ენუჟიმემ თ. პ., სილოგავამ ვ. ი., შოშიაშვილმა ნ. ფ. თბილისი, 1984, т. 1, 58.
Литература
- Кирион (Садзаглишвили), еп., Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тифлис, 1901.
- Чубинашвили, Г. Н., Архитектура Кахетии, Тбилиси, 1959.
- ჟართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი, 1975, т. 1.
- კაჭარავა ე. საჟართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიისათვის, მაცნე, ისტორიის, არჟეოლოგიის // ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. თბილისი, 1987, № 3.
- კაჭარავა ე. ალავერდის საეპისკოპოსო // ჯვარი ვაზისა. თბილისი, 1991, № 1.
- ჟართული ისტორიული დოკუმენტების კორპუსი / მენაბდე ლ. მველი ჟართული კულტურის კერები. თბილისი, 1992, т. 1.
- Булгаков, С. В., Настольная книга священно-церковнослужителя, Москва, 1993, т. 2.
- ხაჟართველოს კათოლიკოს-პატრიარჟები. თბილიხი, 2000, 77-78, 94-99, 103-104, 130-133.
Использованные материалы
- Качарава, Э. Ю., "Алавердская епархия", Православная Энциклопедия:
- Абашидзе, З. Д., "Алавердское викариатство", Православная Энциклопедия:
- http://ortho-rus.ru/cgi-bin/or_file.cgi?3_101
- http://hierarchy.religare.ru/h-orthod-gruzvik.html
[1] ჟართული სამართლის, 47
[2] Так по Православной Энциклопедии. Согласно http://ortho-rus.ru/cgi-bin/or_file.cgi?3_101 - упразднена 28 декабря 1818 года.
[3] Так по Православной Энциклопедии. Согласно http://ortho-rus.ru/cgi-bin/or_file.cgi?3_101 - кафедра восстановлена как викарная 12 июня 1885 года, 1 марта 1886 ей дарованы права полусамостоятельной.
[4] Данные о еп. Пирре - http://ortho-rus.ru/cgi-bin/ps_file.cgi?2_267
[5] Качарава, Э. Ю., "Алавердская епархия", Православная Энциклопедия, http://www.pravenc.ru/text/63980.html
[6] По другим данным - 30 июня. См. http://ortho-rus.ru/cgi-bin/or_file.cgi?3_101
[7] По другим данным - 13 ноября по http://ortho-rus.ru/cgi-bin/or_file.cgi?3_101, 31 ноября по http://hierarchy.religare.ru/h-orthod-gruzvik.html
[8] По http://hierarchy.religare.ru/h-orthod-gruzvik.html - 9 мая 1905
[9] მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი). Серия ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები) // Библиотека портала CHURCH.GE: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=a...337